გიო საჯაია - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გიო საჯაია
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:16 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიდიხარ?
წადი!

არ გიყვარვარ?
ეგ ტყუილია!
ცრემლები?
რატომ?
შენს თვალებს ხომ
ღიმილი შვენით.
რა გითხრა...
მთქმელი
ყველაფრისა
ეს დუმილია! -
(მე უშენოდაც
რახანია
ვვარსებობს შენით...)

მიდიხარ?
წადი!
ნანობ რამეს?
ტყუიხარ ისევ!
ჩემთვის ქვესკნელი,
შენთვის ზეცა,
აწ და მარადის! -
დაე, ეს იყოს
საზღაური! -
ვარ მეტის ღირსი...
მიდიხარ?
წადი!
გზა მშვიდობის!

ღმერთი გფარავდეს!
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:18 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
რა მოგიყვე?! ქუჩაა, მოსაშვილის.
უშენობას, არც მეტი, არც ნაკლები,
მივუყვები - ღამეა უსაშველო.
შენობები მიხდიან პარაკლისებს,

დანაკლისის და ვიღაც მეეზოვე,
აისორი, ან სულაც, არამზადა
მალაკნების უბნელი, იეზიდი,
გამისწორდა, ცოცხით და აქანდაზით,

აქაო და: თხა, თხაზე ნაკლები და
აკლებული მქონდა ეს ქალაქიო...
ათიოდე ნაბიჯი ოთხს უკლია
და ნაკლებად - აზრების დალაგება.

ბალაგანი, ფიქრების - უსაშველო.
უშენობას ლექსდალექს მივუყვები,
გალაკტიონ! ქუჩაა, მოსაშვილის.
შენობები... რა გითხრა?! რა მოგიყვე?!
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:19 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ უნდა ავუხვიო და მერე გზა იყოფა.
რა მაგის პასუხია და შენი მისამართი:
ჯერ უნდა გავიარო ბეტონის ალაყაფი
და მერე სკამი არის, ჩეროში მისავარდნი.

არც ისე ულამაზო ჩრდილი აქვთ კვიპაროსებს,
ჩრდილების კვალობაზე - არც ისე უხეირო.
საერთოდ ზღაპარია, თუ ახლოს პაპიროსის
ღერი და შამპანურის ბოთლია, ნახევარი.

მე ვიჯდე, შემიძლია, ამ სკამზე საათობით.
რამდენად შეიძლება - ეს კიდევ სხვა თემაა...
ვფლობ შენზე ექსკლუზიურ უფლებას საავტორო,
რაც უკვე მიზეზია, უდავოდ, ანათემის!

რაც უკვე საბაბია, უთუოდ შეჩვენების!
და შენი დარაბები, ბედივით ჩაკეტილი,
ჩემს მზერას, მონოტონურს, გრძნობენ და ეჩვევიან
როდესაც მონატრების ვუტარებ გაკვეთილებს.
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:19 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
ვდარდობ, ვერ შევძელი შენი დავიწყება,
და ისევ სიჩუმე და ფიქრი ღამეზე.
ვიცი, აღსასრული მალე დაიწყება,
ვნანობ, ახლა უკვე ვნანობ ბევრ რამეზე.

ვწუხვარ, ამ ცხოვრებას ალღო ვერ ავუღე
და თუკი მიხილო გახსნილი ვენებით,
იხსენ ჩემი სული და ზეცას წაუღე
თვალთაგან გაფრენილ კალიპტომენებით!
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:20 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წყალი გრიალით ეხეთქება
დამხვდურ ნაპირებს,

მზე დასავლეთით გადიხარა -
ჩასვლას აპირებს.
უკვე მივიღეთ მლაშე წყლების
აბაზანები,
მზით გარუჯულნი მიმოდიან
ირგვლივ ტანები.
ასული უცხო - ლამაზია
იგი უსაზღვროდ -
მიზის გვერდით და ატლიკინებს
ენას უაზროდ:
ეს პეიზაჟი მაგონებსო
და მუსიკაცო,
ნახატს, რომელსაც დახატავდა
ალბათ პიკასო:
- ღრუბელთა წყვილი
კოსმოსური ორი ზონდია
და სწორი ხაზი,
იგი ალბათ ჰორიზონტია... -
და მეც თავს ვუქნევ, ვეთანხმები,
ვყვები მის ნებას,
რადგან საღამოს ამ სხეულის
ფერება მნებავს
და ვატყობ, ჟამი გადამწყვეტი
რომ უკვე დადგა,
რამეთუ არც მსურს სხვანაირად,
არც ძალმიძს, რადგან,
შეიპყრობს ჟინი სიყვარულის
თვითონ ურჩხულებს,
ბათუმის პლაჟზე ზღვა რიყესთან
როცა ჩურჩულებს.
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:20 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყველაფერი თავისთავად იქნება:
ყვავილები,
ტაში,

აღიარება...
საჭიროა მხოლოდ იმ გზის მიგნება,
რომელ გზითაც ქრისტე დაიარება

(იმან მაინც მომიტევოს იქნება,
ჩემი ხელით რაც სიბილწე იქმნება).

და თუ ვერ ვარ მე სამოთხის მნახველი,
დე იხილონ ზეცა ჩემმა წიგნებმა!
ხოლო დაფნა,
დიდება და
სახელი -
ყველაფერი თავის დროზე იქნება.
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:21 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ცხოვრება ისე ჰგავს სიზმარს,
სიზმარს, რომელსაც არა აქვს ბოლო,
სადაც არავინ არ იწერს პირჯვარს,
სადაც გმირები კვდებიან, ხოლო,
ცოცხლად დარჩენილთ, ცოდვებზე ცოდვა
ემატებათ ყოველდღე ცისმარს.

ჩემი ცხოვრება ისე ჰგავს ჭაობს,
ჭაობს, რომელსაც არა აქვს ფსკერი,
მასში მოხვედრას ყოველი ნანობს,
აქ არ იციან მოყვარე, მტერი
და ყველა ერთად, კაციც და ღმერთიც,
ერთურთის ტანჯვა-წამებით ხარობს.

ჩემი ცხოვრება ისე ჰგავს ციხეს,
ციხეს, რომელიც შიგნიდან ტყდება.
შემოდის მტერი, კვლავ უკან იხევს
და ეს კოშმარი არასდროს წყდება,
მხოლოდ ახალი აჩნდება კვალი
სისხლიან ხმლების უსახო ნიღბებს.
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:21 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და დაიწყო სიგიჟე ,
ცივ ღამეთა თენება,
ცეცხლოვანი მერნებით
უკუნეთში ჭენება
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:26 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გინდა? - ყოველდღე შეგადარებ
ღვთისმშობელ დედას...

გინდა? - გიამბობ კალევალას
ან უფროს ედას...

ათასერთ ზღაპარს მოგიყვები,
გინდა, ზეპირად?
ვარსკვლავთა კიაფს მოგაჩვენებ
ცისკრის ზეფირად...

გინდა? - აგიხსნი მთაწმინდაზე
სიყვარულს ღამით...
გინდა? - სისხლს დავლევ შენი მტრების
უძირო ჯამით!

გეამბორები მარმარილოდ
ჩამოქნილ ყელში,
გადაგატარებ ცის კიდეზე
აყვანილს ხელში...

გინდა? - გაცეკვებ ბინძურ ცეკვებს
ზღვისპირას, მზესთან...
გინდა? - მიგიყვან სამოთხეში
აკრძალულ ხესთან;

მერე იქიდან გაგიტაცებ
იქეთკენ სადაც,
შენთვის მეგულვის სადედოფლო
კაბა და ფატაც.

გადაგავიწყებ ამქვეყნიურ
დარდსა და სევდას
და ყოველ დილით შეგადარებ
ღვთისმშობელ დედას!

ხოლო ძილის წინ კალევალას
ან უფროს ედას,
ანდა შაჰნამეს მოგიყვები თითქმის ზეპირად
და მთვარის ჩრდილებს მოგაჩვენებ ცისკრის ზეფირად!

გინდა?..
 
nukriaДата: ოთხ, 25.07.2012, 20:26 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოწამლულ სისხლით და გახრწნილი ვენებით,
მომაკვდავ სულით და მომაკვდავ გენებით,

შურით და ჭორით და ბოროტი ენებით,
ყველაფრის ნგრევით და არაფრის შენებით...

ხან ჯიქურ, ერთბაშად, ხან სვენებ-სვენებით,
ხან ჩორთით, ალურით, ხან ჭენებ-ჭენებით,
ხან ღმერთით, ხან უღმრთოდ, ჯვრებით და ვარდებით
ტყეებით, ღრეებით, ეკლით და ბარდებით;

ცრემლით და ტკივილით, ტანჯვით და წამებით,
ნათქვამი სევდით და უთქმელი დარდებით
და მაინც ურყევად, მედგარ შემართებით,
ქართველნო, საითკენ ჩვენ მივემართებით?!..
 
ძებნა:

მოგესალმები Гость