ვასილ ბესელია
|
|
nukria | Дата: კვ, 11.05.2014, 15:11 | Сообщение # 101 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენს გულამდე მოსასვლელი ხიდები რო დაწვი ნებით, რომ გაერთე სილამაზის შენახვით და დამწნილებით... ...ზიხარ ბებერ დაქალებში და იხსენებ დაწვრილებით...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 11.05.2014, 15:12 | Сообщение # 102 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს ერთი ღამეც და გახსენება თბილი შხამივით უნდა დავცალო; ღამე ბერდება სვენებ-სვენებით და ფანჯარასთან დილა ბანცალობს; . . .და ვიდრე სული კიდევ მრთელია ერთს გავგიჟდები და გავმრთელდები- მოვყვები დილას ამ უთენია, მოვალ და... თავზე დაგათენდები...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 13.05.2014, 22:41 | Сообщение # 103 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტაბუ - ღვინოს და ნაფაზს! ჭამ - გერკულესის ფაფას! ვერ მოეშვები თუმცა - ღვინოს, დუდუკს და კაბას! უსმენ ძველმოდურ „აბბას“, ( 20 თეთრს ეძახი აბაზს), მიათრევ წუთისოფლის ორაბაზიან ჭაპანს!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 13.05.2014, 22:42 | Сообщение # 104 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მინახავს მდიდარი ბედნიერი; მინახავს მდიდარი უბედური; მინახავს ღარიბი ბედნიერი; მინახავს ღარიბი უბედური; მაგრამ არ მინახავს შეყვარებული უბედური. ვისაც უყვარს, ჭეშმარიტად უყვარს - ის ბედნიერია. ორი შეყვარებული ადამიანი და მათი თვალები - მთელი სამყაროა... სიყვარულით - ყველაფერი იოლია! ყველაფრის თავი და თავი, გული და გული, სული და სული - სიყვარულია! სიყვარულით რამაზ გიგაური
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 20.05.2014, 01:46 | Сообщение # 105 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ვარ და ჩემი ღამის მთეველი ჩემი დათმობა და შემართება, დავბერდი ალბათ- მოუთმენელი სიყვარული რომ არ მემართება; ჟინი კი ისევ ტკივილს მიბევრებს- ჩემს უკანასკნელ მტერსა და მოყვასს... ...სიყვარულივით მოდის სიბერე და მოსათმენი წვიმები მოჰყავს...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 24.05.2014, 11:10 | Сообщение # 106 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თბილისში დაწერილი ლექსი ნოსირზე (ირონია) წყალს დაჰყოლია შენი ბჟიტები, შენ სათავესთან დარჩი მდუმარი. მოვალ და ისე შემიშინდები უდროო დროს რომ მოვა სტუმარი... აქ შვილნი შენნი ვგავართ არწივებს კაბინეტებში რომ ვიყუჟებით... და პენსიამდე თუ მივაღწიეთ მოვალთ წნევით და წამლის შუშებით... თუ პანთეონის ვარდისფერ აღმართს ვერც ნიჭით შევწვდით, ვერც - სხვა არხებით... ...იმ წყალს უკანვე ავყვებით აღმა და სათავეში დავიმარხებით.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 26.05.2014, 01:10 | Сообщение # 107 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ მახსოვს შენი თვალების ფერი, (ნეტავი მართლა აღარ მახსოვდეს) შენ სინანულის დაგფარავს მტვერი. შემენანები აღარასოდეს... შიშინებს წვიმა თბილი და მშვიდი, შენზე ვფიქრობ და ფიქრითაც ვცოდავ, ალბათ შენ გაგყვა ტკივილი დიდი, მე მიტომ დამრჩა ტკივილი ცოტა...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 26.05.2014, 01:18 | Сообщение # 108 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზეს ავაყოლე ნატვრა ამ დილით, ცხრა სხივს გაფიცებ, მითხარი მეთქი, გავანდე ჩემი თხოვნა–წადილი, სისხლ–ძარღვებიდან ამონახეთქი. სხვაგვარად მიყვარს ანათებს რაიც... (მზეო უშენოდ წამითაც ვერ ვძლებ) აქ ხარ და სითბოს დავეძებ მაინც, ანათებ, მაინც სინათლეს ვეძებ. ნეტავ სხივები ვინ დაგითვალა, ვერ გწვდები, სულზე მაციებს მგონი, საქართველოში ჩემო ცხრათვალა, სულარ იყავი ასეთი შორი. /ნანა მეფარიშვილი/
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 31.05.2014, 21:29 | Сообщение # 109 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჟამმა შემიტყუა შებერების და შენი თვალები არ მაბოდებს, ნოსირში სკვინჩებს ვეფერები- ჩემს ლუჩიანო პავაროტებს... როგორც უმკაცრესი განაჩენი და მთელი ცხოვრების ანა-ბანა- ნოსირში საფლავია მამაჩემის ჩემი და სკვინჩების ანაბარა...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 01.06.2014, 16:50 | Сообщение # 110 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე სიყვარულზე მინდა გიამბო, შენ გულისკარი რატომ ჩარაზე?! მსურს გავაქროლო ჩემი იაბო ცისარტყელების ფერად შარაზე. ეს სიტყვა, ასე მე წავაქეზე, მტკივა წარსულის ცრემლი და ტყვია, ო,ნეტა იმას ვისაც ბაგეზე, შენი ალერსის კვალი ატყვია. თუ ვერ გავუძლებ ამ ტკივილს ,წავალ, წუხელ წყვდიადში გწერდი ბარათებს... ახლა კი შენი სახის ცისკარი ჩემი ფიქრების სარკმელს ანათებს.
|
|
|
|