ვასილ ბესელია
|
|
nukria | Дата: ორ, 23.06.2014, 04:19 | Сообщение # 121 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ის მახსოვს - შენში რომ შენზე მეტს ვეძებდი, და შევრჩი ასე ამ ბებერ წლებს; მაშინ მიყვარდი და უშენოდ ვერ ვძლებდი, ახლა მიყვარხარ და - ვძლებ! მაშინ მე ვიყავი ჩემზე ერთით მეტი, და ქარებს ვანდობდი საშენო რითმებს; მაშინ მიყვარდი და სიყვარულს ვერ ვითმენდი, ახლა მიყვარხარ და - ვითმენ! შენ ჩემგან კი არა, შენგანაც წახვედი, გახსოვს ის? - „დაიცა ქალავ!“ მაშინ მიყვარდი და სიყვარულს ვამხელდი, ახლა მიყვარხარ და - ვმალავ! ახლა ის კაცი ვარ ოდნავ რომ ანათებს, ამ სოფლის ტალახში გდებით... მაშინ მიყვარდი და სიკვდილი მომანატრე, ახლა მიყვარხარ და - ვკვდები! 2014
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 03.07.2014, 00:11 | Сообщение # 122 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჰაერივით მაკლდა ბედი, უბედობის ასთმა მქონდა, დარდი მქონდა თმაზე მეტი, თუმცა ბევრი არც თმა მქონდა. ვინ ასულა ფორთხვით ცაში, მეც რომ დაფნით შეგემოსე... ვწევარ ახლა ოთხ ფიცარში გაშხვართული ჩემ გემოზე... ციხეს ვგავდი თუ ნაციხარს, მხედავ ღვთისგან გადაჯეგილს, ნუ მაწუხებ თუ კაცი ხარ, და სხვის ქვაზე გადაჯექი...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 04.07.2014, 00:26 | Сообщение # 123 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ახლა შენთვის ვარ ზამთარი- თავს რომ გაბეზრებს, ჩემს ზეცას უკვე აშავებენ ზამთრის ქორები, ჩემი ცხოვრების სიზმარეულ გადასარბენზე დაკეტილია ჟანგიანი სემაფორები. იყო სიგიჟე, იყო ცეცხლი და ლიტანია, ღალატიც მეჯდა ყაჩაღივით გზებზე ბეჯითად, მე ჩემი თავი ხელშიც ბევრჯერ ამიყვანია, და ღმერთმა იცის- წამიღია ბევრჯერ ბეჭითაც. მე ვერასოდეს ვერ ვიხდიდი სამაგიეროს და ვალად ვტოვებ უკანასკნელ ტკივილს, აწინდელს, იმ ძველმა ელვამ, იქნებ ერთხელ, ისევ იელვოს, თუმც ელვის გამო, ზღაპარია, ისევ გაწვიმდეს. და ეს სიცოცხლეც მიდის ასე, თავს რომ გაბეზრებს, როგორც გვიანი შემოდგომის ცივი თქორები. . . .ჩემი ცხოვრების სიზმარეულ გადასარბენზე დაშვებულია ჟანგიანი სემაფორები...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 07.07.2014, 23:49 | Сообщение # 124 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი ცხოვრების ერთადერთ შედეგს- ქვას - შხამიანი ხავსი მიჰკვრია; ცხოვრობდი ისე, სიკვდილის შემდეგ შენ სიცოცხლეზე არ გიფიქრია; და შენი წლები ჭვარტლივით მოგდევს, თუმც უხერხულად მაინც მიგტირი, შენ უნდა მთელი სიცოცხლის ცოდვებს ინანიებდე მთელი სიკვდილი!..
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 18.07.2014, 19:43 | Сообщение # 125 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბრძენი ვიყავ, გიჟს ვედექი შეგირდად, გიჟი ვიყავ და ბრძენკაცის ხალათით, ვით პასუხზე გაცემულმა შეკითხვამ, მომავალმაც ჩამიარა ღალატით. ქარი ვიყავ, თუმცა ვეღარ ვიქროლე, წვიმა ვიყავ...და ღრუბელთან მივედი, მომავალიც ვეღარ გამოვიგლოვე, და ვერც წარსულს ველოდები იმედით. ღმერთო, იმგვარ ბედისწერით დამთოვე, ყველა ცოდვა-მადლი მიანგარიშე, მომავალში ან წარსულში დამტოვე, ან წარსულის და მომავლის გარეშე...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 21.07.2014, 16:33 | Сообщение # 126 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გადამიყოლა ცრემლიან პეშვით, შავი ღრუბლების შავმა მინდორმა... დღეების უხმო კლავირი შემშლის და შემოდგომის უამინდობა. და გაცრეცილი ლოდინის გაღმა თუ კიდევ სდუმან თეთრი გედები… შენი საქმეა- მოხვალ თუ წახვალ, მე- არცერთისთვის არ მემეტები...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 24.07.2014, 22:52 | Сообщение # 127 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გახუნდა სიზმრის სხივი ფერადი, წავიდა უკვე ჩემი ომის დრო, წავიდა, ვისაც სულს ვუბერავდი, ვინაც ღმერთივით სულზე მომისწრო. იზოგავს გული ჩარჩენილ სითბოს, (ჩარჩენილია გულში ნესტრებიც), ეს წლებიც ისე დამბზუის, თითქოს ამ სიკვდილს სხვა დროს ვერ მოვესწრები...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 27.07.2014, 13:17 | Сообщение # 128 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მას ჰგონია, რომ ბანგს გვასმევს - იქ იმასხრებს, აქ იმასხრებს - ისე ისვრის ბარე ას ლექსს, როგორც ბრაუნინგი მასრებს, ავსებს ლექსით მძიმე კასრებს... ის დროც მოვა - ეს კასრები ამ ბზუილა პატრონს გასრესს...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 31.07.2014, 23:57 | Сообщение # 129 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამ ხვატში და ამ ივლისის ამ ოცდათერთმეტში ამ წლის, თან ბავშვობას ვიხსენებთ და თანაც არაყს ვურტყამთ ანწლის!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 25.08.2014, 23:54 | Сообщение # 130 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტან... გალაკტიონი დუმს განწირული სულის ხავილი, ძლივს გაგაქვს ტანი ეკლესიიდან... ამ შემოდგომის ფერმკრთალ ყვავილებს შენ დიდებასთან ვეღარ მიიტან. თუ ფინჩხა ბედიც არ შეგეწია, დაგახრჩობს ლექსის კაცის აურა, სულ რომ ეძებდი რითმას პეწიანს- არ ღირებულა თურმე შაურად. თუ მიწას მაინც ვერ დაეხსნები, ფუჭია გედგას ცაში კარავი... არ იწერება ახლა ლექსები, არც წამკითხავი არ ჩანს არავინ. ამოხდილი გაქვს სული ხორციდან და თავში უზის სათქმელს წერტილი... ამ როკვიდან და ამ ხორხორციდან შეგრჩა ქვეყანა... ლექსდაწრეტილი.
|
|
|
|