ვასილ ბესელია
|
|
nukria | Дата: ხუთ, 28.08.2014, 14:01 | Сообщение # 131 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს ერთი ღამეც და გახსენება თბილი შხამივით უნდა დავცალო; ღამე ბერდება სვენებ-სვენებით და ფანჯარასთან დილა ბანცალობს; . . .და ვიდრე სული კიდევ მრთელია ერთს გავგიჟდები და გავმრთელდები- მოვყვები დილას ამ უთენია, მოვალ და... თავზე დაგათენდები...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 29.08.2014, 23:23 | Сообщение # 132 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გიმზერ დუმილის დაშვებულ აფრით და არც ღმერთისთვის არ ვარ საჭირო, შემომაშველე ტუჩების თაფლი, თუ გინდა სიკვდილს გადამარჩინო. ვიცი, გაცვდება მუსიკა ქარში, ახარხარდება ეშმა შიშველი, რა მეშველება, მითხარი მაშინ, როვა ვერაფერს ვეღარ მიშველი?!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 31.08.2014, 13:43 | Сообщение # 133 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ შენი ნებით უარყავ ღმერთი, შენ ბედი დაგყვა რადგან ასეთი... დარჩები მარტო, დარჩები ერთი, ან - მარტო ერთი მეათასედი; მე უგზო-უკვლო მოგზაურს ვგავარ ჩემი ცხოვრების აბლაბუდებით... მე შენგან, როგორც სახლიდან, გავალ და მერე... სახლში არ დავბრუნდები..
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 31.08.2014, 22:22 | Сообщение # 134 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გზები ოკრობოკრო შემაძულა და ცივი ქარებით გადავარცხნა, სიბერე მოვიდა გველაძუა, მოვიდა, მნახა და დამამარცხა. ჟინი და სიცოცხლე დამიტორა, გამლახა უღვთოდ და უბედურად... და ბოლო სიმღერად დამიტოვა სევდიან სიჩუმის უვერტურა; მთები და ზესკნელი შემაძულა და ციდან მიწაზე დამანარცხა... სიბერე მოვიდა გველაძუა, მოვიდა, მნახა და დამამარცხა...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 10.09.2014, 23:19 | Сообщение # 135 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ”შენ ჯვარს იწერდი...” წვიმის იარა წუხდა მინაზე, იდგა წვიმების ცივი სეზონი, და დაწყვეტილთა თვალთა ჯინაზე უკრავდა ვერდი და მენდელსონი. იდგა მოწყენა ცამდე მაღალი, მართალი შენთან და შენს წარსულთან... და იწყებოდა რაღაც ახალი, ის, რაც გათავდა და გარდასრულდა; ის, რაც დაგჩემდა, ვით განაჩენი და სულს სიმძიმედ გადაუარა... იყო ცრემლები, და დანარჩენი სულერთი იყო, იყო თუ არა...
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 10.09.2014, 23:42 | Сообщение # 136 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტყვია მოხვდა თუ ტალახის გუნდა, გულს ისიც ჭირდა - რაც რომ გულს აცდა... მთელი სიცოცხლე ვტყუოდი გულთან, ამ ალალმართალ ბუზღუნა კაცთან! ახლა ვუარობ სმას და ნაფაზს და ახლა აწმყოდან ვდაობ წარსულთან... გულს ახლა ის ჭირს - მაშინ დაფასდა, როცა სიცოცხლე გაუფასურდა!...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 20.09.2014, 14:10 | Сообщение # 137 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მერე ისიც მოვა – გადამიწევს მკლავს, მანამ კი ვარ, თუმცა უშენობა მკლავს! ვუხმობ ძველისძველ და უკანასკნელ ვალსს... ვალი გამყვა შენი, ვერ გიბრუნებ ვალს! ვერ გიგზავნი კოცნებს, ვერ გაკითხებ ლექსს, ვემატები ასე ამ დღეების ლექს! ვერ ვაწყნარებ გულს – ჩემს გატეხილ ფარს, და ვეჩვევი ასე წუთისოფლის ფარსს! აწი თუკი მოვა, (რომ მოვიდეს ხამს!) რაღას მიზამს მეტს ბითურსა და ხამს!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 22.09.2014, 15:43 | Сообщение # 138 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ჟინის მძიმე და თეთრი აფრები ერთხელ მიშლიდა ფრენის საღერღელს, ერთხელ მახრჩობდა ჟინი გაფრენის და იმ ერთხელაც ვერ მოვახერხე. ერთხელ ვიყავი სასომიხდილი, და გულმა მისად ერთხელ გიწყვილა... ერთხელ შემეძლო შენთვის სიკვდილი, მაინც გადავრჩი-ჩემდა სირცხვილად...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 25.09.2014, 17:00 | Сообщение # 139 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ვარ და ჩემი ღამის მთეველი ჩემი დათმობა და შემართება, დავბერდი ალბათ- მოუთმენელი სიყვარული რომ არ მემართება; ჟინი კი ისევ ტკივილს მიბევრებს- ჩემს უკანასკნელ მტერსა და მოყვასს... ...სიყვარულივით მოდის სიბერე და მოსათმენი წვიმები მოჰყავს...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 26.09.2014, 22:38 | Сообщение # 140 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჟამი მოდის უმიზეზო ვერცხლის, ახლა არ ღირს ნუგეში და გლოვა, ახლა ამ გზას ვერაფერი შეცვლის, ახლა ამ გზით აღარავინ მოვა. შევრჩი ასე უკანასკნელ ფერებს. ვტოვებ ზეცას და მორწმუნის ხალათს, უკანასკნელ სიყვარულის მერე უკანასკნელს ველოდები ღალატს. ახლა წასვლას არაფერი უშლის, არწასვლაშიც არაფერი ყრია... ...უკანასკნელ ლექსს ვიტოვებ სულში, ვით განგების უკანასკნელ ტყვიას.
|
|
|
|