ტარიელ ხერხელაური - Page 22 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: ხუთ, 26.06.2014, 16:17 | Сообщение # 211
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვითამაშოთ, არ არის რთული -
ნუ უფრთხილდები დღეებს დანაზოგს...
ხორცი თუ ლაღობს, მჭლე არის სული,
ცხოვრება თავის წესებს გვთავაზობს.
მოგწონს?!
არ მოგწონს?! არავინ გკითხავს,
მოგიწევს სხვისა დაკრულზე როკვა...
რაღას უყურებ, არ უნდა ფიქრი,
გადმოგდებული წყალობის ლოკვას.
რაღას უყურებ?!.
ვარსკვლავებს მიღმა,
სივრცე,
ლანდებმა შავად მოგრაგნეს.
ცხოვრება თავად აგირჩევს ნიღაბს
და მორგებითაც თავად მოგარგებს.
 
nukriaДата: სამ, 01.07.2014, 22:11 | Сообщение # 212
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიდრემდის ქარები მლოკავენ,
ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები...
გულო,შენ მჭირდები მბორგავი,
გულო, შენ ტყუილად მეღლები.
გულო, რა ნისლებში დაცურავ,
ცრემლები რა შენი საქმეა,
სიკვდილი შენ გიდგას მსახურად,
სად ეძებ?! - შენს ზურგთან, აქვეა...
გულო, სხვას ვის უნდა შევჩივლო,
ვიფრინოთ, ვიდრემდის ფრთებია,
გულო, შენ მჭირდები, შეშლილი,
სიკვდილით ლაჩარნი ჰკრთებიან,
გულო, შენ მჭირდები მბორგავი,
ვიკმაროთ, რაც დამიკვნესია.
ნუ ვზოგავთ, როცა არ გვზოგავენ -
დათმობა დიაცთა წესია.
ვემზადოთ მსოფლიო ომისთვის,
კარგია, იფხიზლებ,კანკალებ,
ბორკილი მზადდება მონისთვის -
შენ დაბადებამდე გასწავლეს.
ვიდრემდის ქარები მლოკავენ,
ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები,
გულო, შენ მჭირდები მბორგავი,
გულო, რა ტყუილად მეღლები.
 
nukriaДата: ხუთ, 03.07.2014, 00:45 | Сообщение # 213
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სხვა რავ თქვა - გონი ვერ ჰგონობს,
გულს რა მოუსწროს ენამა.
ობი მოჰკიდოს სასმენელთ
გმინვამ, ჟამი-ჟამ ფშვენამა.
ხატი ხარ, შენს წინ დადრეკით
დგომა მიბრძანა ზენამა.
იამბოს შენს სატკივარზე
ჩემმა ცრემლების დენამა.
მინდა ვთქვა, ძალა არ მბორკავს,
გულს ამოკვნესა სწადია.
ჩემფერა უკეთურები
საივროს ბევრნი დადიან.
შენთვის სიცოცხლე არ კმარა,
ჩემთვის სიკვდილიც მადლია.
თუმც წინაპართა ბაგაზე
არც თუ ბოლოში ვაბივარ,
სხვარა ვქნა, სხვა რა ვიღონო,
შენთა ნაგრილთა ნაგრილმა.
მტერის ვერ მცნობი,ვერ მგრძნობი
საკუთარ თავში დავღვრილვარ.
სამზეოს ლევა ამგვარად
ზოგს ნუ ჰგონია ადვილად...
 
nukriaДата: ხუთ, 03.07.2014, 23:08 | Сообщение # 214
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო - ავდრიანაო.
ძლივს აჩენილო ღიმილო,
ღიმილო - დარდიანაო. შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე,
რომ ვფიქრობ, აგრეც არაო...
ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ,
მეც შენთან მაბრიალაო. მე თუ არ მეტრფის - დაიწვას
თვალები - ნაღვლიანაო.
შენ, ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო - ავდრიანაო.
 
nukriaДата: შაბ, 05.07.2014, 13:54 | Сообщение # 215
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მადლობა უფალს!
ჯერ ისევ სჩანხარ,
ჯერ ისევ სჩანხარ ჩემო ვარსკვლავო,
როცა იხილავს შენს სახეს ჩამქრალს -
მზე მაშინ შესძრავს გმინვით სამყაროს.
მადლობა უფალს!
რომ წვის გარეშე
ერთი წამითაც არ მიცხოვრია,
ის, რაც ჩამოდნა ცრემლად თვალებში,
დღეს მთებს აწევთ და თეთრი თოვლია.
მადლობა უფალს!
მადლობა უფალს!
რომ პოეზიის გზებით მატარა
და როგორც ქარის შეშლილი სუნთქვა -
მომდო პლანეტებს და მაკანკალა.
 
nukriaДата: ორ, 07.07.2014, 21:46 | Сообщение # 216
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რბილი მყარს შემოვაწყვიტე,
მთა - მთას, მწვერვალი -
მწვერვალსა,
ბარემ ერთბაშად დაგვწყვიტე
ცოტცოტაობით ლევასა.
ბარემ ერთბაშად მოგვლიე,
ვინც ვბობოქრობთ და ავვზნეობთ,
იქაც ასეთნი მოგივალთ
ვერდატეულნი სამზეოს.
იქაც ასეთნი გაგიმღვრევთ
ნათლის ბინდებით შემკვრელნი,
მერე რის კარებს გაგვიღებ -
ქვესკნელისა თუ ზესკნელის?..
ღმერთო !
ვიდრემდის დაგვშლიდე,
დაგვლევდე მიწის პირამდის
ვერც ჯოჯოხეთით დაშინდეს
ჩვენი ჯიში და ჯილაგი.
ისევ აქ ამოგვაშენე,
აქა გვლიე და გვამრავლე,
მოგვეცი თავში საშენიც,
გზაც —— აქეთ-იქით სავალიც,
მზე იჯდეს ციხის ჭერხოზე -
ბანზე ყიოდეს მამალი.
 
nukriaДата: ხუთ, 10.07.2014, 18:45 | Сообщение # 217
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომესურვილე...
გზას ყეფით მოვდევ,
ცამ აირეკლა თვალების ბრწყინვა,
ცაო, სადაა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.
ქარმა ანთება სილურჯეს მოსდო,
ნელა ბინდდება, ჩამოსცრის წვრილად...
მთებო,სადაა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.
წყალი გაურბის აპირულ ლოდებს,
ნისლში გახვეულ ხეობას სძინავს...
ტყეო,სადაა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.
ამოშრიალდა,არ ვიცი, როგორ
და შემზარავი აღმოხდა გმინვა -
მზემ წაიყოლა პატარა გოგო,
გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა.
 
nukriaДата: კვ, 13.07.2014, 13:43 | Сообщение # 218
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მგლის ლეკვი შეუჩვევია
ირემს დაბურულ ტყისას...
მადლს სჩადის,
მაგრამ მგელია,
წესს არ დააგდებს მგლისას -
თუ საჭმო შემოელია,
რაც იქ მოხდება,მტრისას!
 
nukriaДата: კვ, 20.07.2014, 20:35 | Сообщение # 219
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხლა, შენ თქვი -
სადღეგრძელო
რიგრიგობით მოვაყოლოთ
და მეამოს იქნებ უფრო
რამე შენგან მონაყოლი.
თქვი, ჯანდაბას -
თუნდაც ღვინომ
გულში დარდი აგვიშალოს,
ახლა უნდა შევიგინო
ვინც არ უნდა დამიშალოს,
თორემ, გული გასკდეს ლამის,
თუ არ ატყდა, არ ილხინოს,
ჩამომამხეთ თავზე ჯავრი,
სულელს რა მაქვს საღიღინო.
 
nukriaДата: პარ, 25.07.2014, 23:13 | Сообщение # 220
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დახურეთ ზეცა!
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...
მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ...
გადამიტანეთ -
მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,
მიწას ცხელ მკერდზე
სიყვარულად გამოაყაროს.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость