ტარიელ ხერხელაური
|
|
nukria | Дата: შაბ, 10.05.2014, 18:37 | Сообщение # 191 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მქუხარე სიმღერა უხდება არაგვის ხეობას ნისლიანს, აქ უნდა ითრთოლონ მუხლებმა, არაგვი ამ თრთოლვის ღირსია. კარგია,კლდეები ბორგავენ ცა როცა ასეა გამწყრალი. ქარებო,პირიმზე მომგვარეთ, პირიმზე მზისფერი წაწალი. მოდიან,არწივი მოსწივის, ღრუბლები, ჟამ და ჟამ კრთებიან. კლდის თავზე გაშალეთ ქორწილი, მაყრები?! - მაყრები მთებია. ტყუილად ირღვევა ცარღვალი ამ ბინდებს გავიდე, დრო არი, ქორწილში სიმღერა სხვაგვარი გვინდა და იმღერებს ყორანი. რატომ იშლებიან ვარსკვლავნი, რა მალე აჰკეცეს კარვები. მოჰბეზრდათ ყორნების ყრანტალი, მიდიან დახრილი თავებით. მიდიან,ერთმანეთს უსწრებენ, მივკივი ჩამჯდარი ორბებთან. მე მთელი ცხოვრება ვუსმენდი, მაგათ ერთ ღამეში მოჰბეზრდათ. იმღერე, მერე რომ მიდიან, ჩანს, ჟამი მოვიდა თენების, კარგია,კლდეები ბორგავენ ცა როცა ასეა გამწყრალი. ქარებო, პირიმზე მომგვარეთ, პირიმზე - მზისფერი წაწალი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 25.05.2014, 11:46 | Сообщение # 192 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ ვიცი, თავს ვერ ვარწმუნებ, როგორ დაგკვლიე, იაო... გეძინა ყოჩივარდასთან, თვალები გქონდა ღიაო. როგორც ანგელოზს ,ღიმილმა ბაგენი აგიმღვრიაო, შენ რას ეჩრები,გვირილავ შენი ვერ გამიგიაო. შენ არ სთქვა,თავადაც ვიცი, მზის სწორი ისევ მზეაო...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 25.05.2014, 13:44 | Сообщение # 193 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნუ განმიკითხავ, მე ხომ ქარებმა, მიდედინაცვლეს, როგორც იციან... და თუკი ძილი არ მეკარება, მიმყავს სამყაროს რეპეტიცია... დონ კიხოტი ვარ, ჩემს ცხენს როსინანტს, არა სჭირდება ბევრი ჩიჩინი... ჩამოსული ვარ სხვა კოსმოსიდან, საშველად თქვენი იწილ-ბიწილის... გამობმული მაქვს ფრთები ფასკუნჯის, ციდან ვეშვები ზვავთა თანხლებით... თქვენს მიწას ასე დაშლილ-დაჭმუჭნილს, აელვარებულ მზით ვეჯახები... რომ შვება მივცე თქვენს ცოდვილ სულებს, რომ ქვეყანაზე დადგეს ნათელი... რომ ჯოჯოხეთის კართან მისულებს ღმერთმა დაგინთოთ თითო სანთელი... და თუ ასიდან ასჯერვე მომკლეს, არ ამაცდინეს ერთი ისარიც... ეს მე ვარ თქვენი ვეფხვიც და მოყმეც, და მოლაშქრენიც ალგეთისანი!!!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 26.05.2014, 21:21 | Сообщение # 194 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კვდებოდა ირემი და მთებში ყორანმა ყორნები შეჰყარა. კვდებოდა ირემი და ირგვლივ ხმელი ფოთლები ეყარა. კვდებოდა ირემი და ამ ცხელ ამინდში სციოდა. კვდებოდა ირემი ტოლფერთა სურვილი შიოდა. კვდებოდა ირემი და მთებში ბებერი ყორანი ყიოდა. კვდებოდა ირემი, მაჯადამდგარი მდინარე ხვიოდა. კვდებოდა ირემი და მთებში ყორანმა ყორნები შეჰყარა... კვდებოდა და ირგვლივ ხმელი ფოთლები ეყარა.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 28.05.2014, 00:38 | Сообщение # 195 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ფერი გადახუნდა კარვის, როგორ მოწყენილი დახვალ, ისეთს რას გიამბობს ქარი, განა რაღაზე-ღა მძრახავს. შენი სამზეოთი ვთბები, ჩემი გალეწილა კალო, ხომ არ გაგითეთრე თმები, ხომ არ დაგაბერე ქალო; მთებზე გადაფენილ ნისლებს მივედევნები და ვლოკავ, ქარი ჩემს ნატირალს ისმენს, შენთან უსირცხვილოდ როკავს. როგორ დავიღალე ურვით, როგორ მემძიმება თოვლი, არის მარტოობა სრული, ყოფნის მეტად თალხი ფონი,. სიო საშინელი მნაქრავს ცივი, ულაჟვარდო მთების. ხომ არ გეშინია, რა ვქნა, ხომ არ დაგეღალა ფრთები.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 31.05.2014, 23:16 | Сообщение # 196 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზე ამოდის და მზის სხივში გეძებ, ვინ დამარწმუნებს, რომ მზე არა ხარ, ან ცათა ნისლი - და წევხარ მთებზე, ან იქნებ, შვილო, მოხველ ბალახად. იქნებ ხარ მთვარე, წუხელ რომ ვსდიე და, რომ დამტოვა მთების აჩრდილად, იქნება ზღვა ხარ და ბორგავ ძლიერ, რომ თვითმკვლელობას გადამარჩინო. ჭიუხებიდან დაიძრა ქარი, თენებას მამცნობს ყეფა არწივთა, მზე ამოჩნდა და ფერები მკრთალი დაჭირხლულ შუბლზე შემომაფლითა. ყველგან შენ გხედავ, რაც მზის ქვეშ სუნთქავს, მგელი ყმუის, თუ გალობს ფრინველი, შვებას შენ აძლევ სულს თავისუფალს, ციდან ჩამოგაქვს ხმა საკვირველი. დაშაშრულ ბაგეს მინედლებს ლოცვა, შევცოდავ - ზოგჯერ ლოცვებიც მზარავს, სიცოცხლე, შვილო, უხდება ცოცხალს, რა უნდა უყოს ჩემსავით მკვდარმა. იავდრებს, ცაზე ღრუბელი აჩნდა, ღრუბელი მკვრივი და ტყვიისფერი, ზურგს უკან მთელი სამყარო დამრჩა, წინ ქაოსი და ყვითელი მტვერი. ვდგები - წინ შემკრთალ ნაბიჯს ვაცურებ, არ მაპატიებ შენ ამ დაცემას, სამყარო ისეც ცრემლში დაცურავს, რა უნდა უყოს ჩემმა ნაცრემლმა. ვფანტავ ყველაფერს ღრუბლების ჩათვლით, თუ რამე დამხვდა ხელის შემშლელი, ვიცოცხლებ შენი ღიმილის ხათრით, ვიცოცხლებ ისე როგორც შეგშვენის... უარვყავ ჟამი ქარების ჩათვლით, მე წუთისოფლით უკმაყოფილომ, ვიმღერებ შენი ღიმილის ხათრით - როგორც არ უნდა მძულდეს მსოფლიო.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 01.06.2014, 16:29 | Сообщение # 197 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნუ მეწებები, თორემ ამ ჟინმა, ვინ იცის, თავიც დამაკარგვინოს... თუ შენთან ცეკვამ გადამარჩინა, მივეძალები ხვალიდან ღვინოს... რატომ აქვს სევდა ამ მელოდიას, ვინ ჩადო მასში ამხელა ვნება?.. კდემა, რომელიც თან დაგყოლია, შენს ულამაზეს თვალებში დნება... არა, არა ჰგავს ტანგო და ვალსი, მართლაც, ერთმანეთს სულაც არა ჰგავს... ამ მელოდიას რაღაც აქვს მკაცრი, ვალსი კი მოჰგავს სანთლების ლაპლაპს... ნუ მეწებები, ნუ მეწებები, ეგ ფეხის ქუსლიც ფრთხილად გამომდე... ხომ კარგად გახსოვს ტანგოს წესები, ხომ შესძლებ მკერდზე ამომაბობღდე... წაჰკიდებია ცეცხლი შენს ტუჩებს, და შენი წელიც მახსოვდა რადგან... შენს ჩამოშლილ თმებს მივესათუთე, და ყელს, რომელიც გედის ყელს ჰგავდა... ამოაყოლე მაგ მკლავებს სულიც, ეს ძუძუც როგორ სხლტება ხელიდან... ნუ გამირბიხარ, სულ რაღაც წუთიც, სულ რაღაც წუთით მაინც ჩემი ხარ... ბოლო აკორდიც, ეს ტკბილი აწმყო, მალე წარსულში გადაინაცვლებს... და ვნების ჟინით ავსილი ტანგო, თავის ავხორც სულს სადმე მიაგდებს...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 08.06.2014, 14:10 | Сообщение # 198 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუ ყოფნა მილხინს, თუ ყოფნა მიღირს, ვარსებობ,ვცხოვრობ, შენითა ვცხოვრობ, მე ვთბები შენი თვალების სიღრმით, შენშია ჩემი სიცოცხლის ბოლო...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.06.2014, 17:02 | Сообщение # 199 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამგვარ ამინდშიც,ამგვარ ამინდშიც მე ხომ მიყვარხარ,მე ხომ მწყურიხარ დარჩი ასეთად,მე ხომ არ გიშლი, რას მებუტები?! უცნაური ხარ!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.06.2014, 17:05 | Сообщение # 200 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბინდია, სულში მთვარე შემოდის, კედელზე ბოლავს სანთლის ნამწვავი, მადლობა უფალს! რომ უშენობით შენზე მუდმივი ფიქრი მასწავლე.
|
|
|
|