ტარიელ ხერხელაური - Page 19 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: შაბ, 29.03.2014, 01:13 | Сообщение # 181
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიქნებით მარად
კაცი და ქალი,
და აუმღვრეველ

თოვლში, ღმერთმანი,
ჩვენ გავცვლით გულებს,
ჩვენ გავცვლით თვალებს
და ასე უფრო
ვიგრძნობთ ერთმანეთს...

ჩვენ ერთმანეთში
გადავსახლდებით
და ფართოდ გავხსნით
სახლის კარებებს,
და ვარსკვლავები
ცეცხლის თვალებით
ჩვენს ერთგულებას
უდარაჯებენ.

ჩვენ ასე ერთად
ვივლით ყოველთვის,
ჩაუქრობელი
ორი მნათობი,
და მოჟივჟივე
ზამთრის პოეტებს
გაათბობს ჩვენი
გულის ფართობი...

ვიქნებით მარად
კაცი და ქალი,
და აუმღვრეველ
თოვლში, ღმერთმანი,
ჩვენ გავცვლით გულებს,
ჩვენ გავცვლით თვალებს
და ასე უფრო
ვიგრძნობთ ერთმანეთს...
 
nukriaДата: კვ, 30.03.2014, 11:07 | Сообщение # 182
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მანძილი შენამდე დიდია
შენიდან ჩემამდე არც ისე

ამინდი საგრძნობლად მშვიდია
მანცვიფრებ
ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები
ქარია მომიტანს რამე ჭორს
მე ვამბობ არ მომენატრები
შენ სდუმხარ იღიმი
საეჭვოდ
ვარსკვლავნი აენთნენ ,
რომ ვხედავ , შორი_შორს
საკმაოდ
მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ
ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც
მუდმივად რაღაცა მაწამებს
და ჩემში მუდმივად ბინდია
და მაინც მიზიდავს
წამწამებს
მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია
შორს სადღაც ჰყვავიან ატმები
ქარია მომიტანს რამე ჭორს
მე ვამბობ არ მომენატრები
შენ სდუმხარ იცინი
საეჭვოდ......
 
nukriaДата: კვ, 30.03.2014, 17:52 | Сообщение # 183
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...

ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს
ვუყურებ მთვარეს,
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუ დამდებ პატივს -
ნუ გამიღებ დღეს სახლეს კარებს.
მერე რაა, რომ მზე ჩავიდა
ამ სერებს იქით,
მერე რაა, რომ მთვარე არის ასეთი მკრთალი.
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუნდაც როგორც მამრს
დღეს სურნელი
მომწყურდა ქალის.
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ -
ყველაფრისთვის სმენა დახშული
და აღარ მესმის,რას ჩურჩულებს
ფოთოლი ვერხვის,
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ,
სასაფლაოდ მექცა წარსული...
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...
 
nukriaДата: კვ, 06.04.2014, 11:27 | Сообщение # 184
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯერ ხომ არ მითქვამს შენთვის
არასდროს -

გულს შენი ცრემლი როგორ
მიტკივებს,
თუ ადრე მოვკვდი,არ მიღალატო,
მოდი და ქართან ერთად მიტირე.
 
nukriaДата: პარ, 11.04.2014, 23:31 | Сообщение # 185
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კისერს მოვუგრეხ ნისლისფერ კურატს
და ორთავ ბეჭით მიწას გავაკრავ,

ჩამოვწევ ღამეს,
მთებს გადავხურავ,
აღარც სიკვდილი,
აღარც არაკვლა...
მთებს გადავუშლი ამაზრზენ სურათს
და შავი მოზვრის შავფერი სისხლით
ავავსებ სურას...
ავანთებ სანთლებს საყორნის მთაზე,
ვერვინ გაბედოს მათი ჩაქრობა,
შავი ულაყით მოვალ ლაშრობას
და გადავიჭრი შენს თვალწინ მაჯებს,
დავეწაფები,
სისხლს დავხარბდები
და გაღმა კლდეთა გამოხრულ ლაჯებს გავცინებ,
უღვთოდ ავხარხარდები,
მერე ნელ-ნელა ავიმართები
და მზის ჩასვლამდის
მთის წვერზე ავალ...
გახსოვს?
დაგინთე წმინდა სანთლები,
დღესაც იმ წმინდა სანთლების წვა ვარ...
მოვუგრეხ კისერს ნისლისფერ კურატს,
დავცემ მიწაზე,
ავაღრიალებ...
ჩამოვწევ ღამეს,
მთებს გადავხურავ
და უფსკრულების შავფერ იარებს
გადავაფარებ...
შეძრწუნებული შავი ღრუბლები
სადღაც მიდიან
და,
გულო ჩემო,
ისევ ვხარხარებთ...
ხედავ?! -
მყინვარზე მთვარე გახევდა,
მთის წვერზე ჩვენ ვართ,
დაბლა - ნისლები
და უფსკრულებში მრუმე ბინდია...
 
nukriaДата: პარ, 11.04.2014, 23:45 | Сообщение # 186
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დევს მაგიდაზე შენი ბარათი
შემოცრეცილი ყვითელი ფერის,

სიცარიელეს ებრძვის საათი,
დაწყვეტაზეა ყოველი ნერვი.
საკუთარ თავთან ღირს კი კამათი?!
არა -
ამ კითხვას გიტოვებ ღიად.
როგორ ულმობლად დროს თვლის საათი,
ძირს ნაფლეთ-ნაფლეთ ფურცლები ყრია.
მოვსინჯე ყველა რითმა და ფერი,
ეგ სახე სისხლით და ცრემლით ვწერე.
დაწყვეტაზეა ყოველი ნერვი,
ქარი კი უფრო ახელებს ნერვებს,
გავიღე,თუ რამ მებადა სითბო,
დავყურებ ფეხქვეშ გაფენილ წერილს,
დრო კი მრისხანებს, დრო პასუხს ითხოვს -
დრო კი მრისხანებს, დრო პასუხს ელის.
მე ვარ მდუმარედ, კედელზე ლანდებს
დასდევს და ცრემლებს არ მალავს თვალი.
მე აგამაღლე, ძვირფასო,ცამდე,
მე შევქმენ შენგან ხატება ქალის.
მე ვაქანდაკე ყოველი ნაკვთი -
ახლა რომ ვანგრევ და ვფარავ მტვერით...
დროს რა ულმობლად მარცვლავს საათი,
დაწყვეტაზეა ყოველი ნერვი.
 
nukriaДата: ოთხ, 16.04.2014, 21:09 | Сообщение # 187
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვის ელი,ველის ყვავილო,
ვის საპატარძლოდ ირთვები,
რას ბჭობენ, რას თათბირობენ,
რით გამზითვებენ ნისლები.?!
ანდა რა მზითვი სჭირდება,
ვისიც შენ სასძლო იქნები,
ბედკრული რაღად გინდივარ,
მე რაღად დამეკითხები,
ხომ ხედავ,როგორ მშვიდი ვარ,
ხვალ უფრო მშვიდი ვიქნები...
ნეტავ მას, ველის ყვავილო,
ვის სასძლოდადაც ირთვები.
 
nukriaДата: ორ, 21.04.2014, 16:41 | Сообщение # 188
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეგ ნისლი ჩემი ტკივილია -
წავიდეს!

აიაროს...
მისალეველი მიილია,
მისალეველი მიილია
მარიამო!
მთვარე ამოვიდა - შენი ძილი
ლამაზი სიზმრებით გაასრულოს,
შენით ყველაფერი შეიცვლება,
ჩემი სიცოცხლეც - შეიძლება,
ჩემი ცა და მიწაც შეიძვრება,
შენით შეიძვრება მარიამო!
სერზე გადამდგარი ვცახცახებდი,
სული დაიბინდა აჩრდილებით,
მე მზით და
შენ კი არტახებით -
გვაშინებენ მარიამო!
ნელ-ნელა,მაგრამ აჰქარდები,
შენს ქროლვას დავუცდი ჩაამომხმარი,
ვიდრე -
ვიდრე შენ არ დაჰქალდები,
ჯავრი ვერავინ ჩამომყაროს.
ჯერ კი,აუმღვრეველ თვალებს მინდა
მტვერი არსაიდან მოერიოს,
შუბლი ხშირად უნდა გაგიწმინდო
ბუერებით,
წყლისპირს ჩამომდგარი ბუერებით.
ეგ ნისლი ჩემი ტკივილია -
თავზე რომ დაგტრიალებს,
სული რომ შემოჰყვა დილის ნიავს,
თვალებს რომ გიმშრალებს ნამტირალევთ,-
სულია,სული ბიძაშენის -
შუბლზე რომ ღიმილად გესვენება,
მოძრაობაა შენი ცრემლის,
თვალებს მიღმიდან გეფერება.
ჩემი სიცოცხლეც შეიძლება,
შენით ყველაფერი შეიცვლება,
ჩემი ცა და მიწა შეიძვრება -
შენით შეიძვრება მარიამო.
 
nukriaДата: პარ, 25.04.2014, 14:14 | Сообщение # 189
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვეღარას ვხედავ, ბინდია,
ან ბინდია და ან არა,
შავი ნისლების რიგია
მთებს დახვეული ქამრად.
ერთი სანთელი მინთია,
ვარ ერთი სანთლის ამარა,
ისიც დაღლილი ისეა,
ხან ენთება და ხან არა
 
nukriaДата: პარ, 02.05.2014, 22:46 | Сообщение # 190
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვუსმენდი შუმანს - დღე იყო ფრთხილი
და მეტისმეტად ლამაზად წვიმდა,

ნასახლარებში ხეთა წევს ჩრდილი
და მოგონება გასული წლიდან
ასდევნებია გონებას შეშლილს...
მზე თხლად დამაფენს
სხივებს ღრუბლიდან,
მქონდა ზეცისთვის შედგმული პეშვი
და მადლს ვლოკავდი უფლის უბიდან. ტარიელ ხარხელაურ
 
ძებნა:

მოგესალმები Гость