ტარიელ ხერხელაური - Page 17 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: პარ, 31.01.2014, 00:38 | Сообщение # 161
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე შევცვალე მთვარე წუხელ,
დავცქეროდი ნარიან მთას!
სთქვი,მამულო!რა გაწუხებს,
სთქვი,დავდგები დარიალთან.
სთქვი,დიდგორზე დავიქუხებ,
ბებერ კრწანისს ავაღელვებ.
სთქვი,მამულო!რა გაწუხებს
და წამოვშლი არაგველებს.
ტკივილებით მინამულო,
სთქვი,თუ უნდა დარი ამ მთას.
სთქვი,მამულო!
სთქვი, მამულო!
სთქვი, დავდგები დარიალთან.
სთქვი, დღეს სული შეშლილია,
მერე რა თუ შემოგვლევენ,
გეშინია,
გეშინია,
გეშინია?!
შემოგევლე!
 
nukriaДата: კვ, 02.02.2014, 16:57 | Сообщение # 162
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაგელოდები სანამ მოვკვდები

რა უჭირს, მაინც დაგელოდები,
ჩვენ ხომ ლოდინსაც გვაჩვევს ცხოვრება...
დაგელოდები სანამ მოვკვდები,
ან სანამ ჩემში მამრი მოკვდება...
ერთს კი გეტყოდი, ასე უყვარდათ,
ასე უყვარდათ, მხოლოდ ძველ დროში...
როცა ხვდებოდნენ სადმე მურყანთან
შეყვარებულნი საქართველოში...
მერე კი, მერე, როცა დრო გაცვდა,
და სიყვარულიც ასე გაირყვნა...
დაკარგა ძალა ღვთის სალოცავმა
და არვინ იცის რად გარდაიქმნა...
არავინ ასე აღარ დაიცდის,
მე რომ შენ გიცდი და გელოდები...
რაღაც იმ ძველი სიდარბაისლის
შემომრჩენია, თითქოს, ყლორტები...
იქნებ შენც შეგრჩა, იქნებ შენც დაგაქვს,
სურნელი ძველი არომატების...
როცა ღალატი ჰქვიოდა ღალატს,
და ვარდებს ერქვა, მართლაც, ვარდები!!!
 
nukriaДата: ხუთ, 06.02.2014, 22:24 | Сообщение # 163
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამაჩემის ტოლი ყოფილხარ და
ძია ტარიელს დაგიძახებ,

როცა შენს ეზოსთან სიკვდილმა დაიჩოქა
ძია ტარიელო რად არ დამიძახე?

რატომ არ დავრეკეთ ყველა საყდრის ზარი,
რაც კი საყდარია ჩვენს ლამაზ თიანეთს,
რატომ არ ვარისხეთ სიკვდილი რომელიც,
დღესაც ცრემლით გვაერთიანებს.

ოხ, ნეტა დაგეძახა ძია ტარიელო,
შენთან დავდგებოდი,როგორც ამორძალი,
შუაში ჩავდგებოდი,კარგი ვაჟკაცივით,
რაც გინდა მომსვლოდა,რა იყო დასაზარი.

ანდა მამაჩემო,ასეთმა ბრძენკაცმა
შენი მეგობრის შვილს კარი რად გაუღე?
რატომ მოდიოდა ბექა უდროო დროს,
ალღო რატომ ვერ აუღე?

ძია ტარიელს როცა ვუყურებ
ყველა შენს თვისებას მასში ვხედავ,
ხოდა მჯერა შენი,დარწმუნებულიც ვარ,
ბექას შვილივით მიგვიხედავ.

ბოლოს კი ყველა მანდ შევიკრიბებით,
ამ წუთისოფელსაც ბოლოც კი წუთი აქვს,
იმაზე დავფიქრდეთ,აქ როგორ ვიცხოვრეთ
და ბექასნაირად იმ ქვეყნად რა მიგვაქვს?
 
nukriaДата: შაბ, 08.02.2014, 18:37 | Сообщение # 164
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მსურს და მინდა გიყურო -
ასე რატომ მიყურებ,
თავი არ მოიყრუო,
მე ვერ ვიტან სიყრუეს.
ყველაფერი რაც მინდვრად
თვალებს მოუხილია,
ეს ის არის, რაც მინდა -
შენი თეთრი ჩრდილია.
შენი თეთრი ჩრდილია
დღეს რომ ამლანდებია,
ასეთი იდილია
როგორ გადამდებია.
როგორ გადამდებია
ნაღვლიანი ხალისი,
აუ, რა ვარდებია,
რა თემაა ხვალისთვის.
მსურს და მინდა გიყურო
ასე რატომ მიყურებ,
თავი არ მოიყრუო -
მე ვერ ვიტან სიყრუეს...
 
nukriaДата: კვ, 16.02.2014, 19:45 | Сообщение # 165
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღარც შენი მჯერა, ცრემლო,
რად მიყურებ გაკვირვებით,

როცა მთელი საქართველო
არის დედანატირები.
ამომივსეთ მიწით პირი,
მზეს ვაცილებ უალერსოდ,
კარგი ვინ თქვა ქართლის ჭირი -
ან ამაზე უარესი.
შენ რომ სახნავს აღმა ჰხნავდე,
ის ეცდება დაბლა დაჰხნას,
საქართველოს ბედი ვანდეთ,
ნაბოზართ და ნაჩათლახართ.
საფიცარი ფერი მიწის
შეირყვნა და შეიცრიცა,
ვიღაც ზურგში მაყრის სიცილს,
ვიღაც ზურგში მიყრის ისარს.
ვაი, სად გავექცე სირცხვილს,
დაკრულია ჩემი ძმისა!
მეტისა ვარ, ალბათ, ღირსი-
სწორად მაყრით მტვერს და ნაგავს,
ვინაც ტახტის არის ღირსი
ის მივაბით ვირის ბაგას.
ვაი, საფერებო სიტყვავ -
ჩაშლილო და ჩანათელო,
მართალს სჩადის, მე რომ მირტყავს,
შენც გიფერებს, საქართველოვ!
 
nukriaДата: ორ, 17.02.2014, 16:23 | Сообщение # 166
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვმაღლდები...
ნისლით ვივსები
,
შენ,მზეო, არ გელოდები,
მეხვევა თეთრი ნისლები
ცის თეთრი ანგელოზები.
მხრებზე მისხედან ვარსკვლავნი,
მთვარე მინათებს
საუფლოს,
ჩემს წინ დევს მთელი
სამყარო - და
ღვთის ენაზე ვსაუბრობთ...
 
nukriaДата: შაბ, 22.02.2014, 20:49 | Сообщение # 167
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორცა ყრიან,
ისევე ვტოვებ

არ წავაფარებ არაფერს არვის,
დაფნისა მხოლოდ
ეს ერთი რტოა
და ორი ფოთლით
ვერ შესცვლი ამინდს.
როგორ ფუთფუთებს
მდედრების ხროვა,
აქ ვერც სხეულებს გაარჩევ მამრის,
ხედავ - უფალო!
უფალო დროა
და არა კმარა დღეს მხოლოდ ამინ!
შერყეულია სამყაროს ჭერი,
გამოეშალა ლიბო საძირკველს,
ცა არის ისევ ტკივილისფერი,
მე უდროო დროს გამომაღვიძეს.
ყრუა ყოველი,
არ სუნთქავს არვინ,
გაუჩნდა ბზარი თაღს გაუბზარავს,
მე ვგრძნობ, უფალო,
მხოლოდ ხრწნა გვამის
არ გადაგვარჩენს არა და არა.
როგორ ვგრძნობ სამყაროების დრეკას,
წარწყმდება ყველა
იქეთ და აქეთ,
ვერ გადაარჩენს ზარების რეკვა
ჩამონგრეული ტაძრის გუმბათებს.
ვლოცულობ -
მაგრამ ტონია ყალბი,
არ ეკიდება ამ ლოცვას ცეცხლი.
ჟამი კი გადის,
ო, ჟამი გადის
და შემზარავად ჩხრიალებს ვერცხლი.
როგორცა ყრიან,
ისევე ვტოვებ,
არ წავაფარებ არაფერს არვის -
დაფნისა მხოლოდ
ეს ერთი რტოა
და ორი ფოთლით
ვერ შესცვლი ამინდს.
 
nukriaДата: ორ, 24.02.2014, 02:13 | Сообщение # 168
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარმა წელამდის აუწია
კალთა გვირილას

და შეტორტმანდა მთის წვერებთან
მომდგარი მთვარე...
მე არაფერი დამინახავს
შენი ჭირიმე...
ნუ მომარიდე გავსებული
სისველით თვალი
 
nukriaДата: ორ, 24.02.2014, 22:04 | Сообщение # 169
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიცი, ვერ ამჩნევ,
ვერ ხედავ, ვიცი,
რომ გადავცურე ხევი
ამ დილით,
გახსოვს ჭალის პირს
ყვითელი კვიცი,
წყალზე მთრთოლავი
კვიცის ნაგრილი.
ჩვენ...
თუმცა არა,
ო, არა, არა...
მე კი რატომღაც მეგონა
ასე,
შენ ღრუბლებიდან მოგწყვიტა
ქარმა
და ჩამოგფინა ჩემს
მტვრიან გზაზე.
რა მჭახე ისმის
ჭიხვინი კვიცის,
მზე ჩადის, ბინდი
თვალს ებურება...
მე სასიკვდილეს,
დამცინის ნისლი,
ჟამს მიხანგრძლივებს
შენი ყურება.
 
nukriaДата: სამ, 25.02.2014, 02:51 | Сообщение # 170
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შეწყდა ჩოჩქოლი…
მთებზე მიწვა მზე.

ეს ჩუმი წამი მექცა წამებად,
მე ახლა ვდგავარ ქართულ მიწაზე,
რა ვქნა თუ ეს ცაც მეცოტავება.
მშვიდია სივრცე, ვბუბუნებ მძლავრად
და ასაფრენად მიხმობენ ფრთები,
მე როცა ქართულ მიწაზე ვდგავარ,
მთელი სამყარო მიჭირავს მხრებით.
შენით ვარ დიდი,შენით ვარ დიდი,
ცდება,ვინც შენთან ყოფნას ართულებს,
ამ სამყაროსთვის შენა ხარ ხიდი-
იმ, სამყარომდე, მიწავ, ქართულო.
შეუნდოს ღმერთმა, ვინაც გაგწირა
და სისხლს გიწოვდა როგორც აფთარი,
ვერ შესძლო ყველამ, ვერ იარწივა
და იმათთანაც იყავ მართალი.
რა გჭირს ისეთი, მე რომ გიცავდე,
როცა შენთან ვარ ვიწვი ნებ-ნება.
ღმერთო! მე ვდგავარ ქართულ მიწაზე,
ნათელი შენი სულში მეღვრება
და ჰქუხს გრიგალი, ბანს ვაძლევ მძლავრად
და ასაფრენად იწევენ ფრთები…
მე როცა ქართულ მიწაზე ვდგავარ-
მთელი სამყარო მე მიმაქვს მხრებით.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость