ტარიელ ხერხელაური - Page 18 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: ხუთ, 27.02.2014, 13:55 | Сообщение # 171
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...

ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს
ვუყურებ მთვარეს,
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუ დამდებ პატივს -
ნუ გამიღებ დღეს სახლის კარებს.
მერე რაა, რომ მზე ჩავიდა
ამ სერებს იქით,
მერე რაა, რომ მთვარე არის ასეთი მკრთალი.
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუნდაც როგორც მამრს
დღეს სურნელი
მომწყურდა ქალის.
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ -
ყველაფრისთვის სმენა დახშული
და აღარ მესმის,რას ჩურჩულებს
ფოთოლი ვერხვის,
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ,
სასაფლაოდ მექცა წარსული...
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი.
 
nukriaДата: კვ, 02.03.2014, 22:02 | Сообщение # 172
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვის ელი,ველის ყვავილო,
ვის საპატარძლოდ ირთვები,

რას ბჭობენ, რას თათბირობენ,
რით გამზითვებენ ნისლები.?!
ანდა რა მზითვი სჭირდება,
ვისიც შენ სასძლო იქნები,
ბედკრული რაღად გინდივარ,
მე რაღად დამეკითხები,
ხომ ხედავ,როგორ მშვიდი ვარ,
ხვალ უფრო მშვიდი ვიქნები...
ნეტავ მას, ველის ყვავილო,
ვის სასძლოდადაც ირთვები.
 
nukriaДата: ორ, 03.03.2014, 12:16 | Сообщение # 173
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მამაკაცებში გადასახლდა დედათა
სული -

დედაკაცებში მამაკაცთა სული
ჩასახლდა,
ჩრდილი მოადგა, თალხი ჩრდილი
სიცოცხლის სურვილს,
ბნელ ხეობაში მიტოვებულს ვგავარ
ნასახლარს.
ვეღარც გადაღრღნილს ვიბაგუნებ
მარჯვენას მკერდზე,
თავი მოვიკლა - არ მიტოვებს დრო
სხვა არჩევანს,
ქართვლის დედებო! -
საქართველო შეიდგით მხრებზე -
რადგან კაცებმა უარი ვთქვით
გადასარჩენად...
თანდათან ლღვება წარსული და
წარსულის ხიბლი,
უბერავს ქარი და ნისლებში
განქარდა მოთქმა,
ვერც საიმედოს სახვალიოდ
ვერ ვამჩნევ ირგვლივ,
ვაგლახ ჩვენს შვილებს -
უწარსულოდ მოუწევთ ყოფნა...
კვლავ ცივი სისხლი გადამივლის
დაფლეთილ გულზე,
ხავსი მოედო, სისხლის ბორგვა
ძალზე მდორეა,
თვალცრემლიანი ჩემს ჩამოღლილ
სამშობლოს ვუმზერ
და ჩემი თავი გარდაცვლილი უკვე
მგონია.
ვდგავარ ჩემსავე დაყვითლებულთ
ვცახცახებ ძვლებზე,
დამბლადაცემულს შემითრთოლებს ქარი მარჯვენას,
ქართვლის დედებო! -
საქართველო შეიდგით მხრებზე,
თორემ კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად...
 
nukriaДата: სამ, 04.03.2014, 22:56 | Сообщение # 174
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და მაინც ვდგავარ
და მაინც ველი...

და ირგვლივ
ირგვლივ ქარია მხოლოდ,
მე დაღლილი ვარ ლანდების მზერით
და აღარაფრის არა სჩანს ბოლო.
ხანდახან მაინც უაზროდ ვღონავ
და კივის,
კივის
ბნელში ზარნაშო,
ისევ მე და მე
და ისევ ორნი,
ისევ,
ო,
ისევ,
ისევ ვთამაშობ.
 
nukriaДата: შაბ, 08.03.2014, 21:28 | Сообщение # 175
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქარაფზე ქარის სიმღერას ვისმენ,
შენს ხმას მაგონებს სიცოცხლევ ჩემო,

მოჰნატრებიათ სიმღერა ნისლებს
და იწევიან ზემოთ და ზემოთ.
წევს ლურჯი ბინდი მწვერვალთა ზედა
და ღრუბლებს ზემოთ მთვარე მიცურავს,
მთვარეში მხოლოდ შენს სახეს ვხედავ,
მუხლს მოვიდრეკ და კრძალვით ვლოცულობ.
ვერ შევიშლები ამაზე მეტად,
თავს არ გაბრალებ და არც გაწონებ,
მცდარი აზრია, რად ფიქრობ, ნეტა,
რომ უშენობა გამომასწორებს.
თავს მოვასვენებ ფესვებზე დეკის,
ზევიდან ნისლის კალთას ვიფარებ,
რა უნდა გითხრა ამაზე მეტი,
რაც ვთქვი - ან ისიც რატომ გითხარი.
თვით ვარსკვლავი ცისკრის მინთია,
რომ დილით დამსვას კალთაზე ზეცის,
მწყურიხარ ,ესეც დროებითია-
დროებითია, გული რომ კვნესის.
ქარაფზე ქარის სიმღერას ვისმენ,
სიმღერა შენ გგავს, სიცოცხლევ ჩემო,
მოჰნატრებიათ სიმაღლე ნისლებს
და იწევიან ზემოთ და ზემოთ.
 
nukriaДата: შაბ, 08.03.2014, 21:28 | Сообщение # 176
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი მოდის ყვავილნარში, სიო დალალს აუშლის,
კაცს სურვილს და ათას ვნებას ერთიანად აუშლის,
მზის სხივები ეფერება, თმაში გვირგვინს ჩაუწნის,
ყაყაჩო და გვირილები ფერხთ ხალიჩას გაუშლის!
ქალი მოდის ეშხიანი, მოაქვს სითბო ფარული,
სიყვარულად, სათნოებად გულში შემოპარული,
გულიანად გაგიცინებს, ახალისებს სიცოცხლეს,
ამისთანა ქალი, ღმერთო, ასი წელი მიცოცხლე!
ქალი მოდის ნაზი რხევით, ქალი - ქვეყნის ხატება!
კოცნა მისი შლეგიანი ბაგეს დაეხატება,
კაცთა მზერა მის ნაკვალევს ვნებიანად აწყდება,
ამ ქალისთვის ღირს ცხოვრების ხელმეორედ დაწყება!
ზურაბ ლეშკაშელი
 
nukriaДата: ორ, 10.03.2014, 23:49 | Сообщение # 177
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთებიდან მთებზე,მთებიდან მთებზე
ღრუბელი ვარ და მსუბუქად ვცურავ,

ჩემთვის შემორჩა ამ ზეცას დღეს მზე,
ჩემთვის აენთო ვარსკვლავი სრულად.
თავანზე ზეცის ტაძარი მოსჩანს,
ტაძრის სიღრმიდან კრთის სანთლის ალი,
შემომაშველე, ძვირფასო ლოცვა,
და ისევ შენით ამივსე თვალი.
როგორ არ კმარა სიმაღლე მთების,
როგორ დამადნო სურვილმა შენმა,
შემომალეწეს ქარებმა ფრთები
და სამწუხაროდ, გაძნელდა ფრენა.
 
nukriaДата: ოთხ, 12.03.2014, 15:01 | Сообщение # 178
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზემ დაჰკრა, ჩაჭკნა ყაყაჩო,
ყაყაჩო - შავი ხალებით,

როგორ არ ამტკივდებოდა,
როგორ არ შევიბრალებდი?!.
ან როგორ ჩამოვდგებოდი
აუცრემლელი თვალებით,
არ მწუხარებდნენ, გლოვის ხმას
არ გამოსცემდნენ ზარები.
ვერც ვერვინ სხვა შევამჩნიე,
მდგარიყო ნამტირალევი,
ყაყაჩოს ჭირისუფლობას
მე როგორ დავიბრალებდი.
 
nukriaДата: ოთხ, 26.03.2014, 22:09 | Сообщение # 179
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიწვევთ!..
ვხსნი ჩემთვის ლანდების დარბაზს...

ვალაგებ სცენას დიდსა და მცირეს...
დიდს–სათამაშოდ დავუთმობ მაძღარს,
პატარასთვის კი მოვიწვევ ვინმეს,
რომ შექმნას სახე,
ასეთი თუა–
საიქიოდან მოსულის მსგავსი...
ეხ,ბატონებო,ცხოვრება ყრუა,
ცხოვრება ყრუა თავისი არსით...
შენც მოხვალ ალბათ,
თავს ნუ სწევ განზე
და დიდ სცენაზე თამაშის ღირსი
გახდები,
თუმცა,არა აქვს აზრი
სცენაზე მხოლოდ იდგმება ნისლი...
სცენა ეთმობა რადგან აჩრდილებს,
ასე თუ არა,გავერთოთ მაშ რით.?!
ეჰეი,ვინმემ გადაარჩინეთ,
დარბაზში მჯდომმა დაუკრას ტაში,
თორემ ასტეხავს იმნაირ ხარხარს
არ გახსოვთ,წინა თამაშზე რა ჰქნა?!
გაინტერესებთ?!
როგორ
ვაცალოთ?!
აკიკინდება ბოლოს თხასავით.
ფარდა!
ო,
არა!
მე ვამბობ უარს
და მოდის კიდეც ხერხემლის ლოკვით,
ეხ,ბატონებო,ცხოვრება ყრუა...
ვერ გააცურებ ამგვარი როკვით.
გადაინახე,თუ გინდა შენთვის,
ან ხელი ცოტა ზევით ასწიე,
ნუ ამარტივებ და ნუღარ შესცვლი,
ისედაც მარტივ დეკორაციებს...
და ნაცნობია ეს სცენა მისთვის.
დიდიც და მცირეც
თავს არ გრძნობს სტუმრად,
მაშ,ბატონებო,ძარღვებში სისხლი
ნუ გეყინებათ,
ცხოვრება ყრუა...
გამოდის ქალი,
შიშველი სრულად,
მაგრამ რას ვამბობ,
ამ ნისლში რა ჩანს...
თითქოს მიწაზე დავარდა ცური,
დატოვა სულაც,
ან იქნებ დარჩა...
ნუღარ ჰკითხულიბთ,ხმაურობს წვიმა,
დარბაზს წვეთების შრიალი ავსებს...
მე კი ვფიქრობდი,გაჩნდება ვინმე,
მაგრამ ვერავის ვერ ვხედავ ასეთს.
მოვა,
ო,
მოვა,ჯიუტად მჯერა,
ნუ უშვებ ფარდას,
დრო კიდევ თუა,
როგორც შევატყვე ცხოვრება ღელავს,
მე კი მეგონა ცხოვრება ყრუა...
 
nukriaДата: შაბ, 29.03.2014, 00:17 | Сообщение # 180
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დახურეთ ზეცა!
ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...

მოსწიეთ მთვარე,
მოსაყრელად დამიდგით მუხლის
და თქვენ ქარებო,
ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,
რომ ჩემმა გმინვამ
გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.
სულნო შეშლილნო,
ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,
რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით
იგრძნოს სამყარომ...
გადამიტანეთ -
მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,
მიწას ცხელ მკერდზე
სიყვარულად გამოაყაროს.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость