ტარიელ ხერხელაური - Page 16 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: ხუთ, 26.12.2013, 17:22 | Сообщение # 151
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვხედავ,
მე მესმის - მოდიან,

ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...
სიცოცხლე სიკვდილი როდია,
რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით.
ღრუბლები მთებს გარე უვლიან,
ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს;
რას იზამ, სამყარო რთულია,
იმდენად რთულია სამყარო...
და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ,
ისვენებ, რაც უფრო იღლები,
რომ დგახარ, მაშინაც მიდიხარ,
ზურგზე შემოყრილი ნიღბებით.
და ვხედავ,
და მესმის - მოდიან,
ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...
სიცოცხლე - სიკვდილი როდია,
რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით.
 
nukriaДата: კვ, 29.12.2013, 20:17 | Сообщение # 152
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიცი, უფალო,იყო შეცდომა,
ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები,
ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა
ასე უცნაურ გაბოროტებით.
გმადლობ, უფალო, ან კი მადლობა
რამეს შესცვლის და რამეს უშველის?!.
ვანგრევდი - რადგან ნგრევა მართობდა
და ამ ნგრევაშიც ვიყავ გულწრფელი.
ვერ შევეგუე უამინდობას,
ნუ მრისხავ - ახლაც ვდგავარ ამ აზრზე
და ის სამყარო - მე რომ მინდოდა,
ნგრევით,ო,ნგრევით გავალამაზე.
ვინც დაითმინა - ნეტარ არიან,
მე არასოდეს ვიყავ დამთმენი,
რაც ვქენ - არასდროს არ მინანია,
დავრჩი ჩამქრალი ხელში სანთელი...
ახლა დავცურავ ცრემლის მორევში,
არ ვზოგავ სხეულს - გვემით ვიწამებ,
ვარ სამყაროთა სიმარტოვეში
ნესტიან კედლებს ყვითლად მიმწვარი.
ვიცი,უფალო,იყო შეცდომა,
ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები,
ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა
ასე უცნაურ გაბოროტებით.
 
nukriaДата: სამ, 31.12.2013, 00:30 | Сообщение # 153
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მგლის ლეკვი შეუჩვევია
ირემს დაბურულ ტყისას...
მადლს სჩადის,
მაგრამ მგელია,
წესს არ დააგდებს მგლისას -
თუ საჭმო შემოელია,
რაც იქ მოხდება,მტრისას!
 
nukriaДата: ხუთ, 02.01.2014, 02:16 | Сообщение # 154
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
ამოზიდული დიდგორსა,

შვიდპირად მაკრავს ღრუბელი,
გველი მილოკავს ლიბოსა.
ვერ იზამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა.
ხმალი მომეცი, სამკლავე,
ფარიც აქ სადმე იდოსა,
ამოვალ, ქშენით ამოვძოვ
სისხლით დაფერილ მინდორსა.
მოყვარეს მოყვრის მივუზღო,
მტერმა რო სამტრო ზიდოსა.
მერე ჩამიქრეს ნათელი,
მზე წითლად დამებინდოსა...
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
მტრის რისხვად მდგარი დიდგორსა.
 
nukriaДата: შაბ, 11.01.2014, 01:17 | Сообщение # 155
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გიხმობ!..
ვერ გაწვდენ ხმას,

ვერა,..
რა გულუბრყვილო ხარ,
გჯერა...
ქარს, გავუმიჯნურდი,
ქარს,
მხოლოდ...
ხომ არ შეიყვარებ სხვას...
გთხოვო...
ღრუბლებით აგირევ კვალს,
ციდან...
რომ ვეღარ გაწვდენ თვალს
მინდა...
გამოგედევნები გორ - გორ
ცერად ...
როგორ დაიჯერე, როგორ...
შტერო...
რომ მომენატრები,გნახავ,
ოღონდ...არა ახლა,
არა...
 
nukriaДата: ხუთ, 23.01.2014, 20:13 | Сообщение # 156
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ გახსოვს,მუხავ,
როგორ ვებრძოდი
ღამის წყვდიადში მოვარდნილ ქარებს,
შენ ისიც გახსოვს,როგორ შევცოდე,
როდესაც გზა არ დავუთმე მთვარეს.
ისიც ხომ გახსოვს, რომ არ მეწადა
მოწმენდილ ცაზე ღრუბლის დაჩენა,
მე ახლაც ვნანობ, უნდა მეცადა
რამე, ამ ღამოს გადასარჩენად.
მხოლოდ მე და შენ ვისმენდით ორნი
ქარაფს ასხლეტილ ქარების წივილს,
იდგა მყინვარი და გახსოვს,მგონი -
არ იყო ისე შორი და ცივი.
ახლა ორივე მყუდროზე ვდგავართ
და სითბოს ეძებს ძველი სხეული,
არა, ბებერო,არავის ვგავართ,
დავრჩით დიდნი და გამორჩეულნი.

ტარიელ ხარხელაური
 
nukriaДата: შაბ, 25.01.2014, 17:49 | Сообщение # 157
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბღავილი ამყვა ამ დილით
გამოღადრული ყელის,

ქართველობაა ადვილი
არაგველობა ძნელი.
შუბლზე მზის მაწევს ნაგრილი
... როგორც ნარწყევი გველის,
წაწამურია ადვილი
ილიაობა ძნელი.
ან კი ვის რაღად ვემდური
ამას დუშმანიც გვამჩნევს,
სხვის ომში გამარჯვებულებს
საკუთარ ომში ლაჩრებს.
ვერ მიერთგულე ვერასდროს
დადედლებულო გულო,
სხვათა ომებში ბელადო
შენი მამულის წყლულო.
ფიქრო, ეჭვებით დაღლილო
ცავ, დაბზარულო ცრემლით,
ბაზალეთია ადვილი
დიდგორი არის ძნელი.
ბუბუნით წამცდა იორი
ოდნავ ამართა წელი,
ტახტზე ფიქრია იოლი
დავითობაა ძნელი.
 
nukriaДата: კვ, 26.01.2014, 23:35 | Сообщение # 158
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რ დამაძინა წუხელ ტკივილმა,
ბნელოდა,
ღამე იყო საზარი
და ქვითინებდა თეთრი გვირილა
ჭალაში
მუხის ფესვთან ჩამჯდარი;
და ქვითინებდა ლურჯი კესანე,
კლდის პირზე -
ნისლში ამოხვეული
და იდგა ღამე,
ღამე, ჩემსავით
ჩამოშლილი და ჩამოქცეული.
არსად ნათელი, არსად ნათელი,
წალეკა ბინდმა,
არე გაჰფარა
და დევს სანთელი ჩამოსაქნელი,
ჩემი ცრემლივით უღვთოდ პატარა.
 
nukriaДата: სამ, 28.01.2014, 17:09 | Сообщение # 159
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სადაც შენ სუნთქავ, იქ მოსვლა მიმძიმს -
შენს სატკივართან ჩემსას არ ვამხელ,
მქონდა უნარი შორიდან მეგრძვნე,
ფიქრით მექსოვა გრძნეული სახე.
მინდა შორს იყო, შორიდან გკვლევდე,
მზე როცა გინთებს ტაძარს სულისას,
ვიდგე წვიმაში და შენთვის ვწერდე
მუსიკას მზის და გაზაფხულისას.
ახლა უეცრად ჩამომაღამდა,
ტანჯვით ავიგე ბინდის მიწური,
ქარმა თუ სახე ჩამომაღადრა -
როგორ შეგგქმნა და როგორ გირწმუნო
და როგორც გინდა, ისე ჩათვალე,
იქნებ ზედმეტად ვინმეც მწყალობდით,
იქნებ არც მაწინ ვიყავ მართალი
მინდვრის ფსალმუნებს როცა ვგალობდი.
დიდი ხანია, ო, დიდი ხანი -
რაც ამ სამყაროს სევდას ვატარებ,
ჩემს სალოცავთან ლანდი წევს ღამის
და სხეულს ჩემსას ამჩნევს ნაკვალევს.
მე კი მინდოდა ახლოს მყოლოდი,
ახლოს მყოლოდი უფლის ნებიერს,
როგორც სანთელი - დამწვი ბოლომდის,
შენით სიცოცხლე შემაძლებინე.
 
nukriaДата: ოთხ, 29.01.2014, 23:05 | Сообщение # 160
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გასრულდა მსოფლიო ტკივილი,
მთვარე სდუმს,მთა დანისლულია...
სხვა ვინმე გაგიმღვრევს გვირილებს,
სხვა ვინმე,
სხვა ვინმე სრულიად.
ქარივით მოვკივი ტრამალებს
და ვიცი საშინლად მწყურია...
სხვა ვინმე ჩაგიშლის დალალებს,
სხვა ვინმე,
სხვა ვინმე სრულიად.
ფერი აქვთ ყვითელი ყვავილებს,
ახლა მწუხარებს სრულია...
მე გავალ,
შემოვა სხვა ვინმე,
სხვა ვინმე,
სხვა ვინმე სრულიად.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость