ტარიელ ხერხელაური - Page 14 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: სამ, 30.07.2013, 17:46 | Сообщение # 131
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ითოვლოს,
ფიქრებს შევეხიზნები..
.
ითოვლოს
და წვრილ ფიფქებს
ქარი ცრის,
არ ვიცი,რად მესიზმრები,
რად მენატრები, არ ვიცი.
საღამო როგორ ჩუმია,
თოვლი ამძიმებს ლელიანს,
მთვარე თეთრი და სრულიად,
მთვარე ფიქრივით ვრცელია.
გზაზე არავინ არ მოდის,
ავყვე,ვინმესთან ვიმგზავრო -
მომბეზრდა, ძილი არ მინდა
და შენ ამჯავრდი,სიზმარო.
თოვლს,
ღრუბლებს შევეხიზნები,
ცივა და ფიფქებს ქარი
სცრის,
არ ვიცი, რად მესიზმრები,
რად მენატრები - არ ვიცი.
 
nukriaДата: ოთხ, 31.07.2013, 18:06 | Сообщение # 132
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცაცხვის ხმელი ფოთლები
აფენია ბილიკებს,
მე მივდივარ მარტო და
წინ ცის ლურჯი ზოლია,
ქარი მღერის - ქარაფთა
სევდიანი ლირიკა,
მთვარე არ სჩანს , მეწყება
ზამთრის მელანქოლია.
შემოდგომის ბოლოა,
მწუხარებით ვივსები
და დაჭირხლულ მწვერვალებს
ნაღვლიანი გავყურებ.
არაგვის ხეობიდან
ამოდიან ნისლები,
გარდა ამ ნისლებისა
სხვა ვინ მომინაკლულებს,
სხვას ვის გავახსენდები.
ამ შეშლილმა ამინდმა
ყველაფერი შეცვალა,
ყველაფერი არია,
არაფერი არ მინდა -
არაფერი არ მინდა
ოღონდ , ახლა თერგივით
შემახეთქა დარიალს.
 
nukriaДата: კვ, 18.08.2013, 14:44 | Сообщение # 133
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დრო ჰშველის...
ტკივილი გაგივლის,

ნუ განვსჯით - ვინმეს თუ წამოსცდა...
მე ვარ და კლდეების ნაგრილი,
ფიქრი რომ გიყვარდა წყაროსთან.
აქვეა ის სახლის ნაშალი,
ის ღრუბლის ნაფლეთა აქვეა,
მოვედი,
განა რას ვაშავებ,
ვიტირო -
ვისი რა საქმეა.
 
nukriaДата: სამ, 27.08.2013, 01:37 | Сообщение # 134
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთებზე აენთო,აბრწყინდა
ახლად დასხმული ცვარიო,
ყაყაჩოთა ცეცხლს გამოჰრევს
შიშველი წვივით ქალიო,
დავდუმდი,შტერად დავდექი,
ვერ დავიბრმავე თვალიო:
თუ რამ შეგცოდე,უფალო,
არაა ჩემი ბრალიო!
 
nukriaДата: ხუთ, 05.09.2013, 23:03 | Сообщение # 135
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბრავო, მაესტრო!
ვერაფერი გაუგე ამ ხმებს?!
უცნაურია
და ყველაფერს შეჩვევა უნდა,
ვერანაირად მოარჯულებს ეგ წვრილი სახრე,
ვერ დაალაგებს,
ვერ ააწყობს,
ვერ შეჰკრავს გუნდად...
ბრავო, მაესტრო!..
ფრთხილად უნდა მოექცე ამ ხმებს!
მე მესმის შენი...
შუბლზე წვრილად გეღვრებ ოფლი
და არაფერი არ გაკლია - წაგერთვას სასო...
ჩქარობ, მაესტრო!
შეგაჩვიეს გაწყობილ სტროფებს,
დაგხვდა ქაოსი ჰარმონიულ ბგერათა 
ნაცვლად,
ჩქარობ, მაესტრო!
შეგაჩვიეს გაწყობილ სტროფებს.
დარბაზი უცხო, 
სცენა უცხო
და ინსტრუმენტებს
როგორც გინდოდა, ვერ ალაგებ, შრომა
მცდარია,
თავს ნუ იტანჯავ და მითუმეტეს
მაგ წკეპლის ქნევა - უაზრო და საოცარია...
ჩქარობ, მაესტრო!
შეგაჩვიეს გაწყობილ სტროფებს,
ვჩქარობთ, ჩვენც გვერდი ავუარეთ
რატომღაც მთვარეს,
ეგ დახვეწილი მოძრაობა ჭკუიდა შემშლის,
მე მესმის ბგერა,
ვიდრე იგი სცენაზე ავა
და როცა გაწვრთნი, ამის მერე მეც აღარ 
მესმის,
ბრავო, მაესტრო!
ჩვენ ორივე ვიცინით მწარედ,
მაგრამ სხვადასხვანაირი აქვს სიმძაფრეს ტონი.
გეძახის სცენა,
რაღაცა შავი სამოსით გრთავენ
და მე კი დარბაზს ნაღვლიანი ღიმილით 
ვტოვებ...
ბრავო, მაესტრო,
ჩვენ ორივე ვიცინით მწარედ...
 
nukriaДата: პარ, 13.09.2013, 00:34 | Сообщение # 136
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიმიღე ვინცა ვარ, რაცა ვარ,
ბინდად რომ ჩამოვტყდი ქარაფებს...
და შენთვის იქნება არცა ვარ,
არცა ვარ, არცა გთხოვ არაფერს.
ხანდახან თუ შეგძარ ბღავილით,
ვიტყვი რომ არ დაგრჩი უკვალოდ
და როცა ჩემს ბაღთან ჩაივლი,
მცირე ხანს შეჩერდი უბრალოდ,
და ნახე, თუ როგორ ატოკებს
ნიავი გზის პირზე ალუჩას,
და ვიცი, მოვკვდები მარტოკა,
ჩემს ყოფნას სხვა ბოლო არ უჩანს.
 
nukriaДата: შაბ, 14.09.2013, 19:01 | Сообщение # 137
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ისევ ვგრძნობ შორი სამყაროს შიმშილს,
იცვალა ფერი ცათა ღიობმა
და გაჩნდა შიში, სიკვდილის შიში
ასე რომ ზარავს კაცობრიობას
და მაინც მოდის -
და მაინც მოდის,
მოდის,მოარღვევს დამსკდარ ნაპირებს,
ის განასრულებს უმძიმეს ლოდინს
და შეასრულებს ცა დანაპირებს.
შენ სადღა ჩქარობ მუდამ მბორგავი -
სულო უსაზღვრო ფრენით დაღლილო,
შენ ერთი დამრჩი, ერთი მოძრავი
უსასრულობის თეთრო ნაგრილო.
მივხვდი, ვინცა ხარ, რაცა ხარ - მივხვდი,
სხვა აღარაფრის არ მსურს განდობა,
რომ არა მტოვებ,მადლობას გიხდი,
რომ გხედავ - მაინც დიდი მადლობა
 
nukriaДата: შაბ, 14.09.2013, 19:02 | Сообщение # 138
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლურჯავ, რა უყავ პატრონი,
რომ მოსწიოდა ხმაწვრილით.
რის მაცნე არის, გზადაგზა
ყეფით რომ მოგდევს არწივი.
და ქარი, ქარი მრისხანე
კალთას გაბერტყავს გამტვერილს,
სქელ,შავ ფაფარზე გაყრია
ძვალთა და კლდეთა ნამტვრევი.
მოსჭექ და ტყეებს მოირეს,
ცეცხლად ქცეული გმინვითა
და მოგაქვს თავი მეომრის,
გადაპოხილი ტვინითა.
იარე, ჯვარი გეწეროს,
მისწვეთავ ღრუბელთ მიწოლილთ.
ადი!-მზის დედას მიუტა,
მზემ დაიტიროს მზის სწორი.
 
nukriaДата: შაბ, 14.09.2013, 19:02 | Сообщение # 139
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიმიღე ვინცა ვარ, რაცა ვარ,
ბინდად რომ ჩამოვტყდი ქარაფებს...
და შენთვის იქნება არცა ვარ,
არცა ვარ, არცა გთხოვ არაფერს.
ხანდახან თუ შეგძარ ბღავილით,
ვიტყვი რომ არ დაგრჩი უკვალოდ
და როცა ჩემს ბაღთან ჩაივლი,
მცირე ხანს შეჩერდი უბრალოდ,
და ნახე, თუ როგორ ატოკებს
ნიავი გზის პირზე ალუჩას,
და ვიცი, მოვკვდები მარტოკა,
ჩემს ყოფნას სხვა ბოლო არ უჩანს
 
nukriaДата: ორ, 16.09.2013, 21:26 | Сообщение # 140
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადარინდებულ ცას ამზღვლევს
თვალთაგან ცრემლის მოდენა,
იქ ირხეოდი,
სადაც მზე
ჩანს ხელისგულისოდენა.
სადაც ღრუბლების ჭენება
ალეწილ ზოლებს მიირევს,
შენი ლამაზი ჩვენება
სწვავს ჩამოცვარულ გვირილებს.
ვიდექი სახეშეცვლილი,
ნაწვიმარ ბილიკს ვმუხლავდი,
ცა ზურგზე მედო კეცივით,
ძლივს მივათრიე მუხამდის.
და...
განა რამდენს შევძლებდი,
პირქვე დავეცი,
გავთავდი...
ვაი, 
რამდენხანს გეძებდი,
სადა,
სად იყავ აქამდის.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость