ტარიელ ხერხელაური - Page 13 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: ხუთ, 07.03.2013, 22:35 | Сообщение # 121
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდორს გავცდი,
კარგახანი მივყვებოდი ხეთა ჩრდილებს
,
გავიხედე -
ტყისპირიდან მოდიოდა გოგო ვინმე.
ახლადგათენებულს ჰგავდა,
მზე არ ჩანდა ცაზე კიდე.
სულ სხვა მხარეს გატრიალდა,
მეც მალულად გავეკიდე,
ვდიე,
ვდიე , ბეჩავ მუხლებს გავაცალე არაქათი,
შენ იარე -
მივაწყევლე - ჩემი ცოდვის ბარაქათი.
 
nukriaДата: შაბ, 09.03.2013, 14:14 | Сообщение # 122
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აღელდა
მკერდი აიავაზა,

ვარსკვლავთა მიღმა ჩაქრა ალივით,
რად მეჩვენება ასე ლამაზად
ქალი, რომელიც გვერდით ჩამივლის.
წუხელის მთებში ირმებს ვდიე და
მუხლები მთებზე ქროლვით დამცვდება,
რად მეჩვენება ასე ძლიერად
ქარი, რომელიც გვერდით გამცდება.
იქნებ დაცემის ნიშნავს შესავალს
თუ დაგაღამდა სადმე წანწალით,
რად მეჩვენება ასე ბეჩავად
კაცი - რომელსაც გადავასწარი.
მე დაღლილი ვარ მზესთან დავაში,
ქარი მხრებიდან ამყრის იალქნებს
და მაინც ვფიქრობ, შენს ფანჯარაში
ძალიან მკრთალად მოჩანს სინათლე.
არა თუ მოჩანს - კიდევაც ქრება,
გადაეფარა თვალის საწიერს,
სულისთვის როგორ იქნება შვება,
მზერა თუ არსად წამომაწიე.
იქნებ დაცემის ნიშნავს შესავალს
თუ დავიღამე სადმე წანწალით,
რად მეჩვენება ასე ბეჩავად
კაცი - რომელსაც გადავასწარი.
ტარიელ ხარხელაური
 
nukriaДата: კვ, 17.03.2013, 23:23 | Сообщение # 123
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დილით მზე იყო,
შუადღის

მერე მოვიდა წვიმაო,
დაღონდა ჩიტი
ნიბლია,
ძალიან მოიწყინაო,
დასამთავრები დაურჩა
ახლად ნაშენი ბინაო.
 
nukriaДата: შაბ, 23.03.2013, 21:03 | Сообщение # 124
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც ეტყობა - გაზაფხულს
ისევ უშენოდ მოვილევ,

ალბათ, სწორია, სამყარომ
ერთად ვერ გვზიდა ორივე.
მე ვერ შემბედა,
საწუთრო ვერანაირად მომიკლა,
გარს მივლის, მეფოლორცება,
ჩამოტეხილ მხარს მილოკავს.
გულს ვერც ეს ფოლორცი ალბობს,
ვერც მზის მალული ცინება,
დღეს ან ხვალ, იცის ტიალმა,
უშენოდ მომეწყინება.
ბარგს შევკრავ, ვიცი,
გრიგალი მალულად გაიქილიკებს,
ერთხელღა ამოვიბღავლებ,
მერე შენს ნავალ ბილიკებს
მოვძებნი, გულში ჩავიხვევ -
ნისლივით დავეწურები,
ქარი ჩემს საფლავს წააყრის
მტვერს შენი ნაფეხურების.
როგორც ეტყობა - გაზაფხულს
ისევ უშენოდ მოვილევ,
ალბათ სწორია სამყარო...
ერთად ვერ გვზიდა ორივე!
 
nukriaДата: შაბ, 06.04.2013, 00:38 | Сообщение # 125
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
და მაინც იყო სამყარო მკაცრი,
ჩაენარეკლა სივრცე ქარიშხალს...
და მიდიოდა უბრალო კაცი,
კაცი რომელიც ჰგავდა თავისთავს...
და ჩაჰკიოდა ხეობას ელამს,
გადარეული გრიგალი ავი...
ჩამოიკაწრა გულ-მკერდი კლდემა
და მთვარის სხივზე დაიხრჩო თავი...
 
nukriaДата: კვ, 21.04.2013, 16:11 | Сообщение # 126
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-ვის ხატს ლოცულობო,-
კბილებში გამოსცრა,-

რომელი ხეობის,
რომელ მთის სალოცავს.
და, ჩამომიწურა ხელადა გამშრალი.
ჩვენში წესიაო ხატ-ღმერთის დალოცვა,
აჰა,გამომართვი,
ადიდე ლაშარი!
ვისი გვარისა ხარ?-
თვალებში ამხედა.
მარჯვენით ისწორებს გამოხსნილ
საწვივეს...
-ვარგიხარ!-
მიცქერის,
ღიმილში გახევდა...
-აქ,
მთაში ზრდიანო შენნაირ არწივებს!
კისერზე მომხვია ხელი ფუთიანი
და სალოცავისკენ სიმღერით გავწიეთ.
 
nukriaДата: პარ, 07.06.2013, 15:24 | Сообщение # 127
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბღავილი ამყვა ამ დილით
გამოღადრული ყელის,

ქართველობაა ადვილი
არაგველობა ძნელი.
შუბლზე მზის მაწევს ნაგრილი
როგორც ნარწყევი გველის,
წაწამურია ადვილი
ილიაობა ძნელი.
ან კი ვის რაღად ვემდური
ამას დუშმანიც გვამჩნევს,
სხვის ომში გამარჯვებულებს
საკუთარ ომში ლაჩრებს.
ვერ მიერთგულე ვერასდროს
დადედლებულო გულო,
სხვათა ომებში ბელადო
შენი მამულის წყლულო.
ფიქრო, ეჭვებით დაღლილო
ცავ, დაბზარულო ცრემლით,
ბაზალეთია ადვილი
დიდგორი არის ძნელი.
ბუბუნით წამცდა იორი
ოდნავ ამართა წელი,
ტახტზე ფიქრია იოლი
დავითობაა ძნელი.
 
nukriaДата: პარ, 19.07.2013, 18:14 | Сообщение # 128
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ან რაღა უნდა მოგიყვე
ან რა ვიამბო შენზე,
რამდენჯერ უნდა მოგიკვდე,
განა რამდენჯერ შევძლებ?!.
როგორ დახრილხარ, თავთავო,
არ აუღიხარ ჯერა?!.
საით მიფრინავს, რა მხარეს
მკერდდაკორტნილი ძერა...
რად დაუხრიათ თავები
გზისპირს დამტვრეულ ალვებს,
ნისლები საით წავიდნენ,
საით გადაჰყვნენ ღამეს.
ყაყაჩო როგორ ჩაშლილა,
რა მდუმარეა ველი,
მგონია, ისევ სახლში ვარ,
შენს შემოფრენას ველი.
ჭიხვინებს კვიცი იაბო,
მზის აღმოჩენას ვნატრობ,
ან რაღა უნდა მოგიყვე,
ანდა გიამბო რატომ...
ან რაღა უნდა მოგიყვე,
ან რაღა ვიცი შენზე,
რამდენჯერ უნდა მოგიკვდე,
განა რამდენჯერ შევძლებ.
 
nukriaДата: კვ, 28.07.2013, 17:26 | Сообщение # 129
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყვავს ბულბულობა სწადია,
ლომივით ბრდღვინავს მყეფარი,
სასაცილოა,ცხადია,
სასაცილოა, ღმერთმანი!
ვირს რომ ბედაურს ადრიან,
რა ვქნა, ვერ ცნობენ ერთმანეთს?
სასაცილოა, ცხადია,
სასაცილოა, ღმერთმანი!
ტახტზე სისხლის სმით ადიან,
გლეჯენ ერთმანეთს, ფლეთავენ...
სასაცილოა,ცხადია,
სასაცილოა,ღმერთმანი!
ქარს ვეღარ გაუფანტია
ნისლი, ჭალაში შემდგარი,
ლომი ლომია,ცხადია,
მყეფარი არის მყეფარი!..
 
nukriaДата: კვ, 28.07.2013, 20:53 | Сообщение # 130
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჭიხვინებს კვიცი იაბო,
მზის აღმოჩენას ვნატრობ,
ან რაღა უნდა მოგიყვე,
ანდა გიამბო რატომ...
ან რაღა უნდა მოგიყვე,
ან რაღა ვიცი შენზე,
რამდენჯერ უნდა მოგიკვდე,
განა რამდენჯერ შევძლებ.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость