ტარიელ ხერხელაური
|
|
nukria | Дата: პარ, 26.10.2012, 22:12 | Сообщение # 101 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საფლავებს მთვარე დაჰყურებს, უცხო უცხოს რამ შურითა, ირწევა, როგორც საყურე, ივსება სიბრალულითა, ლამაზად ბრწყინავს ლოდებზე ცრემლი, დაყრილი გულითა. ჩამოდგა ცისკრის ვარსკვლავი განაზებულის ტანითა, აქ შეკრებილან ყველანი, ვინაცა ფხიზლობს ღამითა, ამკობენ სამარის ლოდებს ცით მოტანილი ნამითა, მე შორიახლოს ვყუდივარ დაძვრას ვერ ვბედავ ჩქამისას. არც მინდა მალე დალევა ასეთი სანახავისა, სხვისას რო ასე სტირიან, როგორ იგლოვენ თავისას! ნეტა თქვენ,ნეტა, ლოდებო, ნაბანნო უფლის ცრემლითა, ნეტა იმ თვალებს, რომელნიც დაღლილან თქვენი ცქერითა. გავდივარ შავი ნისლივით, შავად ჩაქცეულ ცერითა, ვიცლები კლდის გულისპირზე პირქუში ცვარის მცვრევითა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 27.10.2012, 23:37 | Сообщение # 102 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძვირფასო ჩემო, მე ვრჩები ვიდრე არ ჩააცილებს მზის ჩასვლას თვალი, ვწუხვარ - ფერშეცვლილ ყაყაჩოს მინდვრებს უკანასკნელ ვალლსს აცეკვებს ქარი, შენ იქ არა ხარ და გითვლი სწორად, როგორც მთებს ნისლი, შენს ხატს ვეხები, გიხატავ ისეთს, არ შევასწორე შეშლილი ცეკვა თეთრი ვერხვების. რა ვქნა, თუ ისევ არ ვარ მართალი, რა ვქნა, თუ ისევ გიჟი გგონივარ, ღამეებს ვებრძვი, როგორც აფთარი, გიჟისგან ესეც მოსაწონია.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 30.10.2012, 00:49 | Сообщение # 103 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა ენად გაიკრიფე, მოლაღურო, გამოერიდე ფოთლების შრიალს. მოიტა, ეგ ცა მომახურე, მცივა.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 31.10.2012, 00:25 | Сообщение # 104 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| -ოჰოო!- ამოიოხრა მუხამა მძიმედა, ხომ გაიგონე, იმედავ, კვნესა მუხისა?! ვინ იცის, ღიმილი უღირს რად ცასა, სხვისა ტკივილი სხვასა, სხვისა სიხარული სხვასა... ამოიოხრა მუხამ მძიმედა, იმედავ!.. -ტოტი მოსტყდა და კვნესოდა იმათაო, - მითხარი, ზურგი შეატრიალე, გამცილდი და უშნოდ გაიღრიჯე, ვირისთავო. მუხა კი კვნესოდა... მესმოდა... და გული მიბრაგუნებდა ბეჭიდან. სხვას როგორღა ვუთხრა, როცა ტკივილი მუხისა, უშნოვ, შენც ფეხებზე გეკიდა. - ოჰოო! - ამოიოხრა მუხამა მძიმედა. დაგაყრუოს გამჩენმა, იმედავ!..
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 02.11.2012, 01:26 | Сообщение # 105 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუ დამიღამდა, დედილო - შენი ვიქნები სტუმარი, ვიღაცას მინდა ავძრახდე მიწის გარშემო მბრუნავი. არც წყალი მინდა, არც ლუდი, სულ ნუ გამიწყობ პურ-მარილს, უბრალოდ მინდა, დედილო, ვიყო ვიღაცის სტუმარი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 02.11.2012, 01:27 | Сообщение # 106 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხან ცოცხალი ვარ ვითომ, შუბლს რომ ალმური მაკრავს... ამ მამაძაღლმა - ვფიქრობ - როგორ ტყუილად დამკლა. სალი კლდეების სიმსხო ირგვლივ ტკივილი მაკრავს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 04.11.2012, 16:01 | Сообщение # 107 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიმიღე ვინცა ვარ, რაცა ვარ, ბინდად რომ ჩამოვტყდი ქარაფებს... და შენთვის იქნება არცა ვარ, არცა ვარ, არცა გთხოვ არაფერს. ხანდახან თუ შეგძარ ბღავილით, ვიტყვი რომ არ დაგრჩი უკვალოდ და როცა ჩემს ბაღთან ჩაივლი, მცირე ხანს შეჩერდი უბრალოდ, და ნახე, თუ როგორ ატოკებს ნიავი გზის პირზე ალუჩას, და ვიცი, მოვკვდები მარტოკა, ჩემს ყოფნას სხვა ბოლო არ უჩანს.
ტარიელ ხარხელაური
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 06.11.2012, 01:07 | Сообщение # 108 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვერა რა გარგე ტირილით, ვერც რა ლექსების წერითა, ვერც მზედ ჩამოგსვი ცის ზურგზე, დამდნარი კალმის წვერითა. ვერ დაგიხურე საძვალე, ვარსკვლავიანი ჭერითა, ამევსო მთვარის საწოლი, შუბლი ტკივილთა მტვერითა. რაც უფრო შენსკენ მოვიწევ, ვცარიელდები შენითა, ვერ აგიყვავე ჭრილობა, ჯავრისგან დაფქულ ენითა. შენ ამადევნე სამყაროს, მოურჩენელი სენითა, ყველაფერს შეგუებული, დროს ვატორტმანებ ქშენითა. ჩემფერი დამხვდა საწუთრო, ერთიმეორეს ვშვენითა, დღესთან ქარებით ვსაუბრობ, ღამესთან ნისლთა ფენითა. ვერ გაგალაღე სიკვდილო, ჩემი წაქცევის ცქერითა, სად წახვალ, ყველა ბილიკი,- მე ვარ დაჭირხლულ წვერითა.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 07.11.2012, 23:38 | Сообщение # 109 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ითოვლოს, ფიქრებს შევეხიზნები... ითოვლოს და წვრილ ფიფქებს ქარი ცრის, არ ვიცი,რად მესიზმრები, რად მენატრები, არ ვიცი. საღამო როგორ ჩუმია, თოვლი ამძიმებს ლელიანს, მთვარე თეთრი და სრულია, მთვარე ფიქრივით ვრცელია. გზაზე არავინ არ მოდის, ავყვე,ვინმესთან ვიმგზავრო - მომბეზრდა, ძილი არ მინდა და შენ ამჯავრდი,სიზმარო. თოვლს, ღრუბლებს შევეხიზნები, ცივა და ფიფქებს ქარი სცრის, არ ვიცი, რად მესიზმრები, რად მენატრები - არ ვიცი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 12.11.2012, 13:05 | Сообщение # 110 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მარტოობის მომიარა ჟინმა, მარტო ვარ და მარტო ყოფნა მომინდა, ნაღვლიანი გამოვჟურე წვიმა ადრეული შემოდგომის თოვლიდან... ტყვიისფერი აიკრიფა ნისლი ჩაბნელებულ ბუერიან ხევიდან... ა, ეს გოგო, ნეტა იყო ვისი, რომ გაბრუნდა ჩვენი მოსახვევიდან?! ჩამოვგალე აჭირხლული ველი, ფოთლიანი გუშინ შარა ვკვალე... და თვალები, ბინდისფერად სველი, ნაბადივით მივაყუდე კარებს...
|
|
|
|