ტარიელ ხერხელაური - Page 9 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 22:17 | Сообщение # 81
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემს ბნელ თვალებში თრთის გველი -
უსაშინლესი ჩვენება,

ვის უნდა ჩემი ძირძველი
ჯილაგის გადაშენება!
დღეს შხამით აქრობს,იღლება,
დაგვნთქავს, დაგვნისლავს სიბნელე,
მთვარე რომ გადმოიღვრება,
ვმღერით წარმართულ სიმღერებს.
 
nukriaДата: კვ, 23.09.2012, 23:16 | Сообщение # 82
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გათენდი თუ გათენდები,
თუ სტყდები, გასტყდი,ღამეო.

ამდენი ნათლის ლოდინით
ჩამოვშრი,
დავიღალეო.
რა ძაან დაჯღანული ხარ,
ჩემო სამშობლო მხარეო,
არ სჩანხარ, ცისკრის ვარსკვლავო,
აღარც შენ სჩნდები, მთვარეო.
ვდგევარ, ვდნები და ვკანკალებ,
ცრემლი ჩამომდის ცხარეო.
გათენდი, თუ გათენდები,
გასტყდი,
თუ სტყდები ღამეო.
 
nukriaДата: სამ, 02.10.2012, 21:48 | Сообщение # 83
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...

ვზივარ ბუხართან და გაცრეცილს
ვუყურებ მთვარეს,
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუ დამდებ პატივს -
ნუ გამიღებ დღეს სახლეს კარებს.
მერე რაა, რომ მზე ჩავიდა
ამ სერებს იქით,
მერე რაა, რომ მთვარე არის ასეთი მკრთალი.
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი,
თუნდაც როგორც მამრს
დღეს სურნელი
მომწყურდა ქალის.
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ -
ყველაფრისთვის სმენა დახშული
და აღარ მესმის,რას ჩურჩულებს
ფოთოლი ვერხვის,
დღეს ყრუ ვარ, ყრუ ვარ,
სასაფლაოდ მექცა წარსული...
შენ შემოგევლე -
სიყვარულზე მომინდა ფიქრი...
 
nukriaДата: სამ, 09.10.2012, 22:02 | Сообщение # 84
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთებო, ნისლები
უნდა აგყაროთ -

არაფერს ვტოვებ
ნისლების გარდა,
გახედეთ ერთი!-
არ ჰგავს სამყარო
ფშაველი ქალის
მოქსოვილ ფარდაგს..
 
nukriaДата: სამ, 09.10.2012, 23:51 | Сообщение # 85
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩადგა გრიგალი,
ახლა დროა მოვიკლა თავი!
და გავასრულო -
და, დავაცხრო სოფელი წუთის...
მაგრამ,ო,არა, ბატონებო!
ღმეა მკრთალი,
მე კი სიბნელე,სიბნელე მსურს,
რომ ხედვის არე არ მქონდეს ვრცელი -
ჩააქრეთ მთვარე,
და შეაშრეთ კლდეებზე ცრემლი.
ტყე დაამშვიდეთ,
შეაჩერეთ ბორგვა დინების,
და მიკიოტი რომ გადმოსცემს
მომაკვდინებელ შემზარავ ჰანგებს—
დაახშეთ ბაგე!
შემოიხსენით კისრებიდან ღრუბლები
შავი,
ჩამოიწმინდეთ სიბრაზე ავი,
იყუჩეთ მთებო!
ახლა უნდა მოვიკლა თავი.
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 23:19 | Сообщение # 86
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიმიღე ვინცა ვარ, რაცა ვარ,
ბინდად რომ ჩამოვტყდი ქარაფებს...
და შენთვის იქნება არცა ვარ,
არცა ვარ, არცა გთხოვ არაფერს.
ხანდახან თუ შეგძარ ბღავილით,
ვიტყვი რომ არ დაგრჩი უკვალოდ
და როცა ჩემს ბაღთან ჩაივლი,
მცირე ხანს შეჩერდი უბრალოდ,
და ნახე, თუ როგორ ატოკებს
ნიავი გზის პირზე ალუჩას,
და ვიცი, მოვკვდები მარტოკა,
ჩემს ყოფნას სხვა ბოლო არ უჩანს.
 
nukriaДата: შაბ, 13.10.2012, 23:54 | Сообщение # 87
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ირგვლივ არავინ,
მხოლოდ ქარი ლოკავდა ტყისპირს.
დათარეშობდა აღმა-დაღმა,ავად მღეროდა,
ერთი პატარა,გალეული,ნამცეცა ჩიტი
იჯდა შეჭირხლულ მუხის ტოტზე
და მზეს ელოდა.
 
nukriaДата: კვ, 14.10.2012, 23:45 | Сообщение # 88
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიმიღე ვინცა ვარ, რაცა ვარ,
ბინდად რომ ჩამოვტყდი ქარაფებს...
და შენთვის იქნება არცა ვარ,
არცა ვარ, არცა გთხოვ არაფერს.
ხანდახან თუ შეგძარ ბღავილით,
ვიტყვი რომ არ დაგრჩი უკვალოდ
და როცა ჩემს ბაღთან ჩაივლი,
მცირე ხანს შეჩერდი უბრალოდ,
და ნახე, თუ როგორ ატოკებს
ნიავი გზის პირზე ალუჩას,
და ვიცი, მოვკვდები მარტოკა,
ჩემს ყოფნას სხვა ბოლო არ უჩანს.
 
nukriaДата: ოთხ, 17.10.2012, 01:07 | Сообщение # 89
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აი ესა ვარ,რაცა ვარ,
წყალი ვარ ლოდთა ნაჟური,
არც ბოლი, არცა ნაცარი,
არც ხე,
ქარი რომ აჟრჟოლებს.
მუხა ვარ ტოტებგაშლილი,
მეხთა, გრიგალთა მლეველი;
ზღვა ვარ,
ზღვა ტალღებაშლილი,
ვერძლეულ ძალთა მძლეველი.
იქნება სილაჟვარდე ვარ,
უსაზღვრო,
დაულეველი...
ციხე ვარ გაუტეხელი,
საძირკველ დაუნგრეველი.
ქარი ვარ,
მთა ვარ,
ნისლი ვარ,
მდინარე,
ჭალა,
ტყე,
ველი.
ჩემშია მთელი სამყარო
ეშმაკიანად,
ღვთიანად,
დავბღავლებ, ქედნი დარკალონ,
ვინა მხმო ადამიანად.
 
nukriaДата: ხუთ, 18.10.2012, 00:29 | Сообщение # 90
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავეტანე,
ცოტა ამოვწიე,მემძიმა..
.
დავაკვირდი,
ჩემი გატანჯული სხეული ვიცანი;
ლოდქვეშ მოკრუნჩხულს ეძინა...
დავუყვირე,
წამოიხედა სიცილით,
დამინახა,შემიწუხდა,
თავი ჩახარა,
ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა,
რაღაც სტკიოდა...
ჩამოვჯექი, შემოვეხვიე მუხლებზე:
-მემდური?!
-არაო, ამოიქვითინა უბედურმა
და მწარედ შემცინა...
დაპატარავდა,
გაილია,
ლოდქვეშ შეცურდა...
მესმოდა, რა მძიმედ კვნესოდა,
შემცივდა...
შავმა ნისლებმა დაიწყეს წვრილად ცრა,
გამოვტრიალდი,
ლასლასით მივაშურე ცას.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость