ტარიელ ხერხელაური
|
|
nukria | Дата: შაბ, 28.07.2012, 15:46 | Сообщение # 61 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები, ბევრის არა ვარ მდომელი, არა ვარ მგელი, ყორანი, ხარბი და გაუძღომელი. საბალახოდაც ფიქრი მაქვს, ფიქრისავე ვარ მძოვნელი, თვალი სულ გზებზე მიჭირავს, მუდამ ვიღაცას მოველი, არც სიყვარული მაკლია, დარდი მაქვს აუწონელი... სუყველა მიყვარს რაც, სუნთქავს, გველიც - მიწაში მძრომელი, სიცოცხლეც მიყვარს, სიკვდილიც, სამზეო განუზომელი. ცაზე ვარსკვლავნი, ძირს მიწა, მადლით მკვებავენ, რომელნიც, მზე, მთვარე, ქარი, ნისლები, ჩემი ცრემლების მწოველნი. ცვარი ასხმული ბალახზე მალაღებს, ვტკბები ცქერითა, როგორც მიწაზე ვარსკვლავნი გასხმულნი უფლის ხელითა, ხან ყინვა მაზრობს, ვიწვები ხან ამინდებით ცხელითა, ხან ვიწროდ მიჩანს საწუთრო სამყაროებით ვრცელითა. ხან ნათელი ვარ მზესავით, ხან დაფარული ბნელითა, ხან თითქოს მთელი სამყარო მე მიკავია ხელითა... არვის ვვნებ ჩემი ცად ასვლით, არც ვინმეს - ჩამოქცევითა, თუ რამე მტკივა, სხვას არ ვთხოვ, მე თვითონ ვკურნავ ცრემლითა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 31.07.2012, 00:42 | Сообщение # 62 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიდიოდა გზაზე გოგო და მზე იყო თავისთავად. მოეყუდა მთვარე გომბორს, მთებში ბინდი ჩაიშალა. მერე უცებ, იცის როგორც, დაიყეფა ქარიშხალმა, და მოასკდა ტალღა ნაპირს, მერე ერთხანს გაირინდა, იღვრებოდა ათინათი ბროწეულის ყვავილიდან. ვიდექ მხოლოდ, თუმცა მსურდა, გზაზე ვინმეს მივწეოდი, და ვერხვები ,როგორც უნდა, სწორედ ისე ირწეოდნენ. მიდიოდა გზაზე გოგო, გოგო იყო თავშლიანი და საერთოდ, ხდება როგორც, ყვავილები აშრიალდნენ. კი! ჰო! ახლა - ვფიქრობ, წავალ, წავალ, ჩემს გზას გავუყვები. თუკი გინდა, შენიცაა, რასაც ახლა ჩემთვის ვყვები.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 01.08.2012, 15:52 | Сообщение # 63 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არაგველებო! სამშობლო გეძებთ! - გეძებთ და შუბლი ფიქრმა შეთრთვილა, რად სდუმან მთები მამულის მკერდზე უფლის ცრემლებად ჩამოკრეფილნი. არაგველებო!მამული მტკივა - წამლად დამადეთ მამულის წყლულებს, მძიმე სენი სჭირს სამყაროს მთლიანს და ვერ ისვენებს მსოფლიო სული. არაგველებო! რად გვინდა სისხლი - თუ არ ბორგავს და შიშმა დანისლა, თუ არ იქნება სამშობლოს ღირსი რომ საქართველოდ იქცეს კრწანისთან. არაგველებო! მოვკივი ქარებს და მყუდროებას ვურღვევ სასულეთს, არაგველებო! გაშალეთ მთვარე და ჩემს სამშობლოს მხრებზე დაჰხურეთ. არაგველებო! სამშობლო მტკივა - სამშობლო!- უფლის მუხლთან სასვენი, არაგველებო! ამინთეთ დილა და ჩემი ქვეყნის ზეცა გახსენით. არაგველებო! მწუხრი წევს მყინვარს, გონებავ ერის - სიფრთხილე გვმართებს, არაგველებო! სამშობლოს სტკივა, სამშობლოს სტკივა - ღვთისმშობლის სანთელს.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 01.08.2012, 16:05 | Сообщение # 64 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე აგარიდე ფეხი, გვირილავ, წამოგიქროლა, ქარმა გაგთელა, რა იოლია სხვისი ტკივილი, რა ადვილია სხვისთვის სათქმელად!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 03.08.2012, 23:04 | Сообщение # 65 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტკივილით მანესტიანებ ჟამს ჩემი დასასრულისას, თერგო სად მიგაქვს,ტიალო, ბორგვა ქართული სულისა, დილასაც ვნახე ქარები ტანს გიმშრალებდნენ ნისლითა, ნეტავ სად მიექანებით სავსე ქართული სისხლითა, ან ეგ ფიქრები მძვინვარი სადამდის გინდა ატარო, რატომ არ ითხოვს მყინვარი ფეხზე წამოდგეს სამყარო. უმაგისოდაც მოჩრდილავს, დიდიხანია ელიან, დღეს თუ ხვალ დაიმორჩილებს ქართული სისხლის გენია. ნეტავ, სად მიგეჩქარება, ჩემი არ გწვდება კივილი, მამულის ციხის კარებო, მარადიულო ტკივილო. სულ მაგ ამბოხით მადინჯებ, გხედავ, იმედად მეღვრები, ქართული სულის სიგიჟევ, ნურასდროს ნუ დამეღლები. სულ ასე ყეფით იარე, ხმავ მთების დანისლულისავ, არ შემინელო ტიალო - ბორგვა ქართული სულისა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 07.08.2012, 00:08 | Сообщение # 66 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რბილი მყარს შემოვაწყვიტე, მთა - მთას, მწვერვალი - მწვერვალსა, ბარემ ერთბაშად დაგვწყვიტე ცოტცოტაობით ლევასა. ბარემ ერთბაშად მოგვლიე, ვინც ვბობოქრობთ და ავვზნეობთ, იქაც ასეთნი მოგივალთ ვერდატეულნი სამზეოს. იქაც ასეთნი გაგიმღვრევთ ნათლის ბინდებით შემკვრელნი, მერე რის კარებს გაგვიღებ - ქვესკნელისა თუ ზესკნელის?.. ღმერთო ! ვიდრემდის დაგვშლიდე, დაგვლევდე მიწის პირამდის ვერც ჯოჯოხეთით დაშინდეს ჩვენი ჯიში და ჯილაგი. ისევ აქ ამოგვაშენე, აქა გვლიე და გვამრავლე, მოგვეცი თავში საშენიც, გზაც —— აქეთ-იქით სავალიც, მზე იჯდეს ციხის ჭერხოზე - ბანზე ყიოდეს მამალი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 10.08.2012, 22:57 | Сообщение # 67 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყორესთან ყორანი, კაჭკაჭი, ჩხართვი სხედან და ფიხონი არ მომწონს მათი. ზემოთ გალეშილი და სისხლით მთვრალი, ორბი მასპინძლობს მთვარეს. მთა და მთა მიცურავს ღრუბელის ჩრდილი, ბალახი კლდის თავზე გველივით სისინებს. ირემი გაურბის მგლის ლეკვებს მშივრებს, შიმშილს გაურბიან ისინიც. შაშვი შეეფარა გაფოთლილ თხილებს, ნიავს კი ნელ-ნელა ჩამოაქვს სისველე. ყორესთან ყორანი, კაჭკაჭი, ჩხართვი სხედან და ფიხონი არ მომწონს მათი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 12.08.2012, 15:29 | Сообщение # 68 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნუ მიწყრები, ნუ მიწყრები, მზეო, უშენობით მოეწყინა ცას... მე ხომ ახლა იმ ხარ - ირემს ვგავარ, წყლიან თვალით რომ გაჰყურებს სხვას. შემოდგომის აირია ფერი და გაღება აღარ მინდა ხმის. ქარი რაღაც ნაღვლიანად მღერის, ქარი რაღაც სევდიანად ქრის. ნუ მიწყრები, ნუ მიწყრები მზეო, მოეფინე ჩემს ბინდიან ცას. მე ხომ ახლა იმ ხარ - ირემს ვგავარ, ცრემლით რომ ჰბანს წყურვილიან თვალს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 14.08.2012, 23:01 | Сообщение # 69 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შემოხველ,სუნი შემოგყვა მიწის, იმ მიწას ვენაცვალე, ამოიოხრე ო, რა სიმწრით, მაგ ოხვრას ვენაცვალე,
შემოიტანე ქედი მაღალი, ამაყი, ე მაგ ქედს ვენაცვალე,
ჭამის წინ დალიე ჩარექი არაყი, ე მაგ სმას ვენაცვალე.
ცოლშვილს რომ ინახავ,აძარღვულ ხელებით, მაგ ხელებს ვენაცვალე.
მიტოვებულ სოფელს უცქერ და ტირიხარ
მაგ ცრემლებს ვენაცვალე,
მიჰყვები ქუჩებს და ჯანსაღ ღიმილს შეაცვარებ...
ასე რომ გიყვარს ჩემი საქართველო,
დაღლამდე გენაცვალე.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 17.08.2012, 14:32 | Сообщение # 70 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნისლებს მთის წვერზე ვალაგებ, ვრთავ საპატარძლოდ ღამესა, ორწყალთან მე და არაგვი სასიძოდ ველით მთვარესა. გამოჩნდა, შუქი მოჰფინა ახლად ჭირხლდაყრილ ჭალებსა, ეს რა პატარა ყოფილა, არ ვუჯერებდით თვალებსა, ვწყრებოდით, გასათხოვებლად ვერ ვიმეტებდით ღამესა. გამოჩნდა გუნდი ვარსკვლავის, გულზე გვირგვინად დაედო, ყველა იქ იყო, ვისაც კი მთვარის ქორწილი გაეგო. ჩვენც შევხვდით, როგორც წესია, რიგშიც დავდექით იმგვარად, ორნი ვართ - მე და არაგვი აქ საპატარძლოს მხრიდანა. მთები კვლავ იდგნენ პირქუშად მკერდზე დაყრილი მკლავებით, თითქოს ვიღაცას ვტიროდით, ვიღაცას ვასაფლავებდით. წარბშეკვრით იდგნენ მდუმარნი, ჩრდილებს აწყობდნენ გზაზედა... და იდგნენ, როგორც ხნიერნი გაბოტილები ბანზედა, ჩაფლულნი თავის ფიქრებში, არ მოტირალნი სხვაზედა. ჩვენც მივაცილეთ სასიძო ჯვარგამოსახულ ხმიადით და რომ ვერავის გაეგო უჩუმრად გამოვტრიალდით. ორ წყალთან დავცდით ერთმანეთს შინაგან ძრწოლვით ვზარავდით, მე წავედ ჩემი ბილიკით, თავისას ჩაჰყვა არაგვი. თუ ყველას არ ემღერება, იქ სიმღერის თქმა არა ღირს.
|
|
|
|