ტარიელ ხერხელაური
|
|
nukria | Дата: ორ, 20.08.2012, 16:43 | Сообщение # 71 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| არ ყოფილიყო მარტოობა თავად შევქმნიდი, ცაო დაიმსხვრა ყველა მითი , შენი სრულობის ბებერო მიწავ, ამოვდივარ შენი ქერქიდან, ეს მე ვარ, მე ვარ ჟამი შენი, მარტოსულობის. ბებერო მიწავ, დაეკარგა ხიბლი მნათობებს, არც ეს მზე მინდა, არც ეს მთვარე ცაზე მცურავი, მხოლოდ მე და შენ, მხოლოდ ახლა , ან არასოდეს, როგორც სიცოცხლეს , დღეს სიკვდილსაც ვეთხარ უარი. მიდი ბებერო და დასძლიე შიშის სიფითრე, რაკი ვმოძრაობთ, რაკი ვბორგავთ, რაკი ვხმაურობთ. სადაც ჩემი გზა , დღეს შენი გზაც მიდის იქითკენ , უსასრულობის აბსურდისკენ სამოგზაუროდ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 25.08.2012, 22:20 | Сообщение # 72 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე აჩრდილებით შენს სახეს ვქმნიდი, ვქმნიდი და წმინდა ხატების დარად თითოეულ ბგერას ვზიდავდი ციდან, რომ მარადიულ მექციე ქალად. ვეძებდი ფერებს ფერების მიღმა და გაშენებდი სტრიქონ და სტრიქონ, ხან გიმზადებდი შეშლილის ნიღაბს, ხან მზესაც შენთვის ვპარავდი სითბოს. ხან გიზიდავდი ვარსკვლავთა ციმციმს - ეფრქვიათ თვალებს ულურჯეს ალად, მე გქმნიდი ჩემი დაღრუბლულ ცისთვის, გქმნიდი პოეტის ულურჯეს ქალად. ძვირფასო, შენზე ფიქრები მტანჯავს, შენზე დამხობილ ცის თაღებს ვკვნეტავ. იქნება შეკრთეს ოსტატის მაჯა - ვერ შექმნას ხატი, ვერ სრულყოს ფრესკა. ძვირფასო, იქნებ არ ეყოს მყარი, მაგრამ არ ვნანობ, ხომ მძლავრად მღერის შენით შექმნილი ჩემი სამყარო. ხომ გიზიდავდი ვარსკვლავთა ციმციმს, ეფრქვიათ თვალებს ულურჯეს ალად, მე გქმნიდი ჩემი დაღრუბლულ ცისთვის, გქმნიდი პოეტის იისფერ ქალად.
ტარიელ ხარხელაური
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 30.08.2012, 23:52 | Сообщение # 73 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საიდან მოვედ, ვინა ვარ, ლანდი მიწიდან ამშრალთა, რამ დამამუხლა მგმინავი, აქ ,ამ გალავნის ნაშალთან. არც ამის, მესმის ღმერთმანი, რა თრთოლვას აუტანივარ, იქნება ჩემი მამულის ერთი უიღბლო მგზავრი ვარ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 01.09.2012, 01:59 | Сообщение # 74 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დახურეთ ზეცა! ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ... მოსწიეთ მთვარე, მოსაყრელად დამიდგით მუხლის და თქვენ ქარებო, ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის, რომ ჩემმა გმინვამ გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი. სულნო შეშლილნო, ყველა სკნელის კარნი განახვნეთ, რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით იგრძნოს სამყარომ... გადამიტანეთ - მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ, მიწას ცხელ მკერდზე სიყვარულად გამოაყაროს.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 01.09.2012, 02:01 | Сообщение # 75 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზე ამოდის და მზის სხივში გეძებ, ვინ დამარწმუნებს, რომ მზე არა ხარ, ან ცათა ნისლი - და წევხარ მთებზე, ან იქნებ, შვილო, მოხველ ბალახად. იქნებ ხარ მთვარე, წუხელ რომ ვსდიე და, რომ დამტოვა მთების აჩრდილად, იქნება ზღვა ხარ და ბორგავ ძლიერ, რომ თვითმკვლელობას გადამარჩინო. ჭიუხებიდან დაიძრა ქარი, თენებას მამცნობს ყეფა არწივთა, მზე ამოჩნდა და ფერები მკრთალი დაჭირხლულ შუბლზე შემომაფლითა. ყველგან შენ გხედავ, რაც მზის ქვეშ სუნთქავს, მგელი ყმუის, თუ გალობს ფრინველი, შვებას შენ აძლევ სულს თავისუფალს, ციდან ჩამოგაქვს ხმა საკვირველი. დაშაშრულ ბაგეს მინედლებს ლოცვა, შევცოდავ - ზოგჯერ ლოცვებიც მზარავს, სიცოცხლე, შვილო, უხდება ცოცხალს, რა უნდა უყოს ჩემსავით მკვდარმა. იავდრებს, ცაზე ღრუბელი აჩნდა, ღრუბელი მკვრივი და ტყვიისფერი, ზურგს უკან მთელი სამყარო დამრჩა, წინ ქაოსი და ყვითელი მტვერი. ვდგები - წინ შემკრთალ ნაბიჯს ვაცურებ, არ მაპატიებ შენ ამ დაცემას, სამყარო ისეც ცრემლში დაცურავს, რა უნდა უყოს ჩემმა ნაცრემლმა. ვფანტავ ყველაფერს ღრუბლების ჩათვლით, თუ რამე დამხვდა ხელის შემშლელი, ვიცოცხლებ შენი ღიმილის ხათრით, ვიცოცხლებ ისე როგორც შეგშვენის... უარვყავ ჟამი ქარების ჩათვლით, მე წუთისოფლით უკმაყოფილომ, ვიმღერებ შენი ღიმილის ხათრით - როგორც არ უნდა მძულდეს მსოფლიო.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 05.09.2012, 18:33 | Сообщение # 76 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქარი დასდევს ღრუბელს - ღრუბლით რევს, მუნჯად დამდგარ შიშველ ტყეებს სცრის, ამნაირი მე არ მახსოვს დღე, და არც ასე შეშფოთება ცის. მზე ჩავიდა და სიყვითლე ზღვებს მოემძლავრა, ისევ ფერთა ცვლა, ამნაირი მე არ მახსოვს დღე, არც ასეთი გაცრეცილი ცა.
ტარიელ ხარხელაური
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 09.09.2012, 17:00 | Сообщение # 77 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძალიან ხშირად ამ სიზმარს ვხედავ - მივსდევ პეპლებს და ჰა, ჰა - დავიჭერ და ხმა სახლიდან - მეძახის დედა: - შემოხისფეხდი, სახლში, სამიწევ... მერე, მზე თავის ტკბილ ჩრდილში მახვევს. მერე, სიზმარსაც ეცლება ძალა, განსხეულებას დაიწყებს სახლიც და დედაჩემის ფერმკრთალი ლანდიც მთებს გადაუვლის მსუბუქ ღიმილად და შეაჭკნება სახეს ნიღაბი - როგორც ველს მწვანეს თეთრი გვირილა. მე ახლა დედის ღიმილით ვთბები, ქარი ჩემს სხეულს ამ ღიმილს ახვევს, ნისლია დედის ჭაღარა თმები, გვირგვინი ჩემი გაჭვარტლულ სახლის. სრულდება ჩემი სიზმრება ყოფნაც, სამყაროს ჭვრეტაც ბავშვის თვალებით, მზედ აენთება ჩემს წუთისოფელს თარიღი ჩემი გარდაცვალების. დღეს კი, ჯერ ისევ სიზმრებსა ვხედავ, მივსდევ პეპლებს და ჰა, ჰა - დავიჭერ და ხმა სახლიდან - მეძახის დედა: - წამოხისფეხდი, სახლში, სამიწევ ...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 00:00 | Сообщение # 78 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მშვიდობით, თეთრო ქალბატონო - ამ საზღვრების იქით ბილიკი მხოლოდ ჩემთვისაა ძნელად სავალი. მშვიდობით, თეთრო ქალბატონო - გათავდა ფიქრი,გაცვდა კალამი და დადუმდა ჩანგი ლირიკის. ფერი, რომლითაც შენს სახეს ვქმნიდი, შავი ნისლივით დაიხვია ჩემმა გონებამ, მე დაშლილი ვარ ყოველი მხრიდან. მშვიდობით, თეთრო ქალბატონო - ჩემს სულში მხოლოდ ტკივილია ყველაზე წმინდა რაც კი ოდესმე კაცთა მოდგმას უტარებია. მე ფიქრს დავცლიდი - წუთისოფლის ამაოებას, მე ფიქრს დავცლიდი, დავუტოვე საზრდოდ სამყაროს. მშვიდობით, თეთრო ქალბატონო... ეს სიტყვა ჩემთვის ძნელი იყო ძალზე სათქმელად.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 17.09.2012, 17:06 | Сообщение # 79 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოვწყდი სამყაროს... მე ცალკე ვბრუნავ, საპირისპირო ვარჩიე მხარე და გადარჩენის არ ვკარგავ უნარს. მივდივარ მზისკენ, ვშორდები მთვარეს და შენც გშორდები, ძვირფასო ამ გზით. მე მართალი ვარ, როგორც ყოველთვის, რომ შემართება დარჩეს ავაზის და დავრჩე წმინდა - როგორც პოეტი, მე მარტო ვბრუნავ, მარტო სრულიად, თუ შევკრთი - ვიცი, გავნადგურდები, არავის ხილვა აღარ მწყურია, როცა საკუთარ თავთან ვბრუნდები. შენგანაც მხოლოდ შორს მინდა ყოფნა, მე შევძლებ, შევძლებ უნდა ვიცურო. ნუ ელოდები მეორედ მოსვლას, უნდა იმედი გადაგიწურო. მოვწყდი სამყაროს, მე ცალკე ვბრუნავ, ყველა პლანეტის საპირისპიროდ და გადარჩენის არ ვკარგავ უნარს, რაც უნდა შეგძრას და გაიკვირვო. მე მარტო ვბრუნავ, მარტო სრულიად, ეს თავგანწირვა უხდება შეშლილს და, სამწუხაროდ, უცნაურია - არ ვიფერფლები გავდივარ მზეში. გავდივარ მზიდან და შენც გშორდები, ჩამოვიბერტყავ კალთებს მტვერიანს და საწყისს ჩემსას ვუახლოვდები და ვმარხავ ჩემში მზის მისტერიას.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 20.09.2012, 21:05 | Сообщение # 80 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სახეზე მწუხრი ვერ ჩაგიქრევი გადამებინდე შენში ვერ ჩაველ ვაიმე შვილო ეს რა მიქენი დამაბერე და დამაბეჩავე ბალღი იყავ და გაქციე კაცად შემზარავამდე გაგხადე მკაცრი არც სიხარულით არა ვგრძნობ არც რას და აღარც შიში არა მაქვს არცრის ვინ რა გიმტერა ამაზე მეტი რომ არ გაცხოვრე წამი ბავშვივით სასიკვდილოდაც ვეღარ გიმეტებ ჭერმოხდილი და ლიბო ჩაშლილი ვაიმე ხმალო მე დაგაბლაგვე ვეღარ აგლესო ვეღარ მოგკვერო სამშობლოსათვის თავს გადასადებს ვეღარ გადასდებ ლომის ბოკვერო წაგართვი თუ რამ წაგერთმეოდა გიჟივით მივდევ ივრის ხეობას მეც მივბღავი და მასაც ვაბღავლებ რა ჰქენი ეს რა ჩამადენინე ჩემი სამზეოს ჟამო წასულო მე უმომავლოს და უწარსულოს სახეზე მწუხრი ვერ ჩაგიქრევი გადამებინდე შენში ვერ ჩაველ ვაიმე შვილო ეს რა მიქენი დამაბერე და დამაბეჩავე..
|
|
|
|