ტარიელ ხერხელაური - Page 10 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: ხუთ, 18.10.2012, 01:05 | Сообщение # 91
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თუ გიპოვი

რომ მცოდნოდა, რომ მცოდნოდა,
ჩემთან ყოფნას თუ ნატრობდი...
ეს სურვილი მეცა მქონდა,
დამიჯერე, მეც მახსოვდი...
არ გამექცე, არ დამტოვო,
ნუ ენდობი შენ ჩემს თვალებს...
მეეჭვება სხვაგან ჰპოვო,
ვინც მთელ დღეს არ ჩაგამწარებს...
გადიყარე, გადიყარე,
ვით მოქუფრულ ცამ ღრუბელი...
თუ გიპოვი, შემიფარე,
და დამადგი, თუნდ, უღელი...
მივაცილებ წუთებს. წამებს,
მართლაც, რა მაქვს სამრისხანო?
ფიქრებს გავყრი უმეცარებს,
რომ ნატვრები გაგიცვალო...
ანდა, იქნებ ვმეორდები,
ეს სიტყვებიც ნათქვამი მაქვს...
რა ტყუილად მეომები,
მინდა ომი? რად არ მკითხავ?!
 
nukriaДата: შაბ, 20.10.2012, 21:01 | Сообщение # 92
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გადმომაწოდეთ,
მე მოვირგებ ნიღაბს მასხარის,

შეუვალობა სიამაყის ჩემის
ვამტვრიო,
ანდა ვიღაცა ტრაგიკოსის გვამში
გამცვალეთ,
როგორმე შევძლო -
საუკუნე გავამარტივო.
 
nukriaДата: შაბ, 20.10.2012, 21:04 | Сообщение # 93
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-დადექი, მიწავ! -
ვუყივი მწყრალად,
ხელს ავაფარებ სნეულ სამყაროს,
ქარს ჩამოვძახებ;
-ჩადექი ქარო!
რომ კლდეებს მთვარე თავში ვახალო...
მერე მივყვები და სიფერმკრთალეს
ავუნთებ უღვთოდ წაშლილ საფლავებს.
 
nukriaДата: შაბ, 20.10.2012, 21:21 | Сообщение # 94
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მომიახლოვდი,
სახე ჩემი მოცვაროს დილამ,

გადამაფარე ბებერ ზურგზე ფოთოლი
გვიმრის...
ლამის დაფლითოს,
მტვრად აქციოს ფილტვები გმინვამ...
რანაირ მტკივა,
ბეჭისთავს რომ ქვითინებს ქარი.
 
nukriaДата: კვ, 21.10.2012, 19:49 | Сообщение # 95
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
( ლანდების დარბაზი )
ბრავო, მაესტრო!
ვერაფერი გაუგე ამ ხმებს?!
უცნაურია
და ყველაფერს შეჩვევა უნდა,
ვერანაირად მოარჯულებს ეგ წვრილი სახრე,
ვერ დაალაგებს,
ვერ ააწყობს,
ვერ შეჰკრავს გუნდად...
ბრავო, მაესტრო!..
ფრთხილად უნდა მოექცე ამ ხმებს!
მე მესმის შენი...
შუბლზე წვრილად გეღვრებ ოფლი
და არაფერი არ გაკლია - წაგერთვას სასო...
ჩქარობ, მაესტრო!
შეგაჩვიეს გაწყობილ სტროფებს,
დაგხვდა ქაოსი ჰარმონიულ ბგერათა
ნაცვლად,
ჩქარობ, მაესტრო!
შეგაჩვიეს გაწყობილ სტროფებს.
დარბაზი უცხო,
სცენა უცხო
და ინსტრუმენტებს
როგორც გინდოდა, ვერ ალაგებ, შრომა
მცდარია,
თავს ნუ იტანჯავ და მითუმეტეს
მაგ წკეპლის ქნევა - უაზრო და საოცარია...
ჩქარობ, მაესტრო!
შეგაჩვიეს გაწყობილ სტროფებს,
ვჩქარობთ, ჩვენც გვერდი ავუარეთ
რატომღაც მთვარეს,
ეგ დახვეწილი მოძრაობა ჭკუიდა შემშლის,
მე მესმის ბგერა,
ვიდრე იგი სცენაზე ავა
და როცა გაწვრთნი, ამის მერე მეც აღარ
მესმის,
ბრავო, მაესტრო!
ჩვენ ორივე ვიცინით მწარედ,
მაგრამ სხვადასხვანაირი აქვს სიმძაფრეს ტონი.
გეძახის სცენა,
რაღაცა შავი სამოსით გრთავენ
და მე კი დარბაზს ნაღვლიანი ღიმილით
ვტოვებ...
ბრავო, მაესტრო,
ჩვენ ორივე ვიცინით მწარედ...
 
nukriaДата: კვ, 21.10.2012, 19:53 | Сообщение # 96
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
-დადექი, მიწავ! -
ვუყივი მწყრალად,
ხელს ავაფარებ სნეულ სამყაროს,
ქარს ჩამოვძახებ;
-ჩადექი ქარო!
რომ კლდეებს მთვარე თავში ვახალო...
მერე მივყვები და სიფერმკრთალეს
ავუნთებ უღვთოდ წაშლილ საფლავებს.
 
nukriaДата: ორ, 22.10.2012, 01:20 | Сообщение # 97
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც ეტყობა - გაზაფხულს
ისევ უშენოდ მოვილევ,
ალბათ, სწორია, სამყარომ
ერთად ვერ გვზიდა ორივე.
მე ვერ შემბედა,
საწუთრო ვერანაირად მომიკლა,
გარს მივლის, მეფოლორცება,
ჩამოტეხილ მხარს მილოკავს.
გულს ვერც ეს ფოლორცი ალბობს,
ვერც მზის მალული ცინება,
დღეს ან ხვალ, იცის ტიალმა,
უშენოდ მომეწყინება.
ბარგს შევკრავ, ვიცი,
გრიგალი მალულად გაიქილიკებს,
ერთხელღა ამოვიბღავლებ,
მერე შენს ნავალ ბილიკებს
მოვძებნი, გულში ჩავიხვევ -
ნისლივით დავეწურები,
ქარი ჩემს საფლავს წააყრის
მტვერს შენი ნაფეხურების.
როგორც ეტყობა - გაზაფხულს
ისევ უშენოდ მოვილევ,
ალბათ სწორია სამყარო...
ერთად ვერ გვზიდა ორივე!
 
nukriaДата: სამ, 23.10.2012, 22:09 | Сообщение # 98
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამ ხეტიალით ჩემი სავალი
მოვითარეშე,

ბორგვნით მოვლიე...
უგურწფელესი ჩემი სალამი
ქედებს თოვლიანს.
ამ ბებერ მუხებს, განზე გასულებს,
საფლავებს, უმკვდროს და უპატრონოს...
მე ახლა ლექსის წერას ვასრულებ,
მზეო,ბატონო.
 
nukriaДата: ხუთ, 25.10.2012, 00:01 | Сообщение # 99
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გავველურდი
და უღრან ტყეთა ბინადარი
ნანადირევით ვირჩენ თავს...
ვსვამ კლდეთა ჩამონაჟონს,შავს ქვიშებში
რომ მისწვეთავს...
მივდევ და მივფლეთავ ბუერიანს
და როცა სიბერე მომერევა,
სმენა დაყრუებული,
დაყუდებული ყავარჯნებს
გადმოვნაგრილდები სოფლისთავს;
ამოვიზმუვლებ სიკვდილთან შერკინებული
ხარივით,
მიწაზე დავვარდები
და დავღამდები.
 
nukriaДата: ხუთ, 25.10.2012, 23:49 | Сообщение # 100
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ახლა კი ფარდა...
ბატონებო, შევდივარ მზეში!
ჰო, ვღვარე სისხლი და
სამყარო ცრემლად დავადნე,
მეისტორიევ,
შენ ჩემს პროფილს დახატავ შეშლილს,
აუგს ვერ გკადრებ,
სხვანაირად როგორ წარმადგენ...
სიფრთხილე გვმართებს,
აქ სიტყვების თამაშის დროსაც,
კარგს იზამ,
თუკი ვიდრე იტყვი,
ასჯერ ასწონი,
არ მიგანიშნებს?! -
ჩემს ბრტყელ შუბლზე მეორედ მოსვლას
დაპირქვქვებით
დაგდებული მთვარის ნაწოლი...
 
ძებნა:

მოგესალმები Гость