ტარიელ ხერხელაური - Page 12 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
ტარიელ ხერხელაური
nukriaДата: პარ, 16.11.2012, 00:29 | Сообщение # 111
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ო,ღმერთო!
იქნება მაკმარო
და მზეში მიმფინო ბინდებად,

რაც მინდა, ვერ მომცემს სამყარო,
ვერც იმდენს, რამდენიც მჭირდება...
ჩამოვრჩი ქარების ნაკვალევს,
ვირღვევი, სხეულში ბზარია,
მაკმარე,
მაკმარე,
მაკმარე,
მაკმარე, დედაო,მარიამ!
თვალებში ამიშრე სისველე
(შემინდე - ამდენს რომ ვბედავო),
მიშველე,
მიშველე,
მიშველე,
ამ ტკივილს შენცა ჰგრძნობ, დედაო!
მაკმარე თრთოლვა და კანკალი
დათალხულ ფერებში რინდება,
ვითხოვე, ვერ მომცა სამყარომ -
მჭირდება, დედაო,
მჭირდება...
გავშიშვლდი,ნიღბები დავყარე,
ვირღვევი,სხეულში ბზარია,
ო, როგორ ხარხარებს სამყარო,
ო, როგორ შეშლილი ჟამია.
 
nukriaДата: სამ, 20.11.2012, 20:03 | Сообщение # 112
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიდრემდის ქარები მლოკავენ,
ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები...
გულო,შენ მჭირდები მბორგავი,
გულო, შენ ტყუილად მეღლები.
გულო, რა ნისლებში დაცურავ,
ცრემლები რა შენი საქმეა,
სიკვდილი შენ გიდგას მსახურად,
სად ეძებ?! - შენს ზურგთან, აქვეა...
გულო, სხვას ვის უნდა შევჩივლო,
ვიფრინოთ, ვიდრემდის ფრთებია,
გულო, შენ მჭირდები, შეშლილი,
სიკვდილით ლაჩარნი ჰკრთებიან,
გულო, შენ მჭირდები მბორგავი,
ვიკმაროთ, რაც დამიკვნესია.
ნუ ვზოგავთ, როცა არ გვზოგავენ -
დათმობა დიაცთა წესია.
ვემზადოთ მსოფლიო ომისთვის,
კარგია, იფხიზლებ,კანკალებ,
ბორკილი მზადდება მონისთვის -
შენ დაბადებამდე გასწავლეს.
ვიდრემდის ქარები მლოკავენ,
ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები,
გულო, შენ მჭირდები მბორგავი,
გულო, რა ტყუილად მეღლები.
 
nukriaДата: კვ, 02.12.2012, 22:59 | Сообщение # 113
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არ ყოფილიყო
მარტოობა -
თავად შევქმნიდი,

ცაო, დაიმსხვრა
ყველა მითი
შენი სრულობის,
ბებერო მიწავ,
ამოვდივარ
შენი ქერქიდან,
ეს მე ვარ,
მე ვარ
ჟამი შენი
მარტოსულობის.
ბებერო მიწავ,
დაეკარგა
ხიბლი მნათობებს,
არც ეს მზე მინდა,
არც ეს მთვარე
ცაზე მცურავი
მხოლოდ მე და შენ,
მხოლოდ ახლა -
ან არასოდეს
როგორც სიცოცხლეს -
დღეს სიკვდილსაც
ვუთხართ უარი.
მიდი , ბებერო
და დასძლიე
შიშის სიფითრე,
რაკი ვმოძრაობთ,
რაკი ვბორგავთ,
რაკი ვხმაურობთ.
სადაც ჩემი გზა ,
დღეს შენი გზაც
მიდის იქითკენ -
უსასრულობის
აბსურდისკენ
სამოგზაუროდ...
 
nukriaДата: ხუთ, 06.12.2012, 23:23 | Сообщение # 114
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცოტა მაკლია შეშლას,
შუქი ჩანელდა სანთლის,
რცხილის ჩაიწვა შეშა,
ბინდით შეივსო სახლი.
ქარი კი ისევ არ ჰქრის,
ქარი კი ისევ არ ჰქრის,
არ ჰქრის,
არადა ,არ ჰქრის.
ცის დახრილ თაღთან ვდგავარ,
ტანჯვით შეშლილი სახით,
არის ლანდები შორი,
არის ფერები მკრთალი,
გახდა საათის ორი -
ახლა იღვიძებს წყალი.
ცის შემგლისფერდა ზოლი,
ზურგი აღმოჩნდა მთვარის.
კვლავ მწუხარეა ღამე,
კვალვ მშფოთვარეა სული,
დადგა სიგიჟის ხანი -
მღლის მდუმარება მკვდრული,
გული მტვრად იქცა ლამის,
ამდენ ჭმუნვით და ურვით.
ქარი კი,ახლაც არ ჰქრის,
ქარი კი, ახლაც არ ჩანს ,
მხოლოდ ტკივილი მძაფრი -
რაც ამ ღამისგან დამრჩა.
 
nukriaДата: ოთხ, 12.12.2012, 23:20 | Сообщение # 115
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვიცი, უფალო,იყო შეცდომა,
ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები,

ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა
ასე უცნაურ გაბოროტებით.
გმადლობ, უფალო, ან კი მადლობა
რამეს შესცვლის და რამეს უშველის?!.
ვანგრევდი - რადგან ნგრევა მართობდა
და ამ ნგრევაშიც ვიყავ გულწრფელი.
ვერ შევეგუე უამინდობას,
ნუ მრისხავ - ახლაც ვდგავარ ამ აზრზე
და ის სამყარო - მე რომ მინდოდა,
ნგრევით,ო,ნგრევით გავალამაზე.
ვინც დაითმინა - ნეტარ არიან,
მე არასოდეს ვიყავ დამთმენი,
რაც ვქენ - არასდროს არ მინანია,
დავრჩი ჩამქრალი ხელში სანთელი...
ახლა დავცურავ ცრემლის მორევში,
არ ვზოგავ სხეულს - გვემით ვიწამებ,
ვარ სამყაროთა სიმარტოვეში
ნესტიან კედლებს ყვითლად მიმწვარი.
ვიცი,უფალო,იყო შეცდომა,
ვლეწე ხეების ნორჩი ყლორტები,
ერთი დღე მაინც უნდა მეცხოვრა
ასე უცნაურ გაბოროტებით.
 
nukriaДата: კვ, 16.12.2012, 21:27 | Сообщение # 116
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე მხრებით მიაქვს
მფშვინავ ხარს,
ჭიუხთ შეჰფარდა კლდიანს,

შენი მკვლელისთვის ინახავს
შენს მკერდში გავლილ ტყვიას...
ისევ ისა ვარ, რაც ვიყავ,
მივყეფ,მივითრევ ზამთარს,
მიყვარდა, ისევ ის მიყვარს
სისხლმოწყურებულ აფთარს.
ან როგორ გავიწურთნები,
დრო ჩემს გაწურთვნას ითხოვს,
ზოგჯერ ბინდივით ვმწუხრდები,
სისხლს რომ აკლდება სითბო.
არ ვიცი, შვილო ,რას მირჩევ,
მეც გავხდი თავისწვერა,
ბუბუნით დავალ, არ ვიმჩნევ,
ჩამით ნისლებზე ვწევარ.
ვარამსა ვძოვ და ვიცოხნი,
ფიქრს რკინასავით ვალღობ,
ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ-
ცოტა ხანს კიდევ, ბალღო...
მერე ცის დახრილ ნაპირებს
ამოვუყვები ნელა,
იმ კაცის დედა ვატირე,
რომ დაიტანოს ცრემლმა...
მზე მხრებით მიაქვს
მფშვინავ ხარს,
ჭიუხთ შეჰფარდა კლდიანს,
შენი მკვლელისთვის ინახავს-
შენს მკერდში გავლილ ტყვიას...
 
nukriaДата: ორ, 17.12.2012, 14:45 | Сообщение # 117
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ბილიკ - ბილიკ თავქვე მივალ
ნისლებს ბეჭებს ვარიდებდი,
ციდან შემომესმა გმინვა,
ვიდრე გმინვას გავიგებდი -
წინ ღრუბელმა გამირბინა.
შეკრთა, თვალებს მარიდებდა,
უცბად წამოვიდა წვიმა,
წვიმდა ყველგან, წვიმდა წვრილად,
ჩემს წინ შეფართხალდა რცხილა,
რცხილას წვიმამ შეაცივა.
თავი ავუწიე ფრთხილად -
წვიმამ როგორ შეგაშინა?!
მოვეფერე, გზას ჩავხედე,
წაველ, ნაბიჯს ავუჩქარე,
კლდის ნამტვრევზე იჯდა მტრედი -
მტრედის ზურგზე იწვა მთვარე,
მთვარეს ფორმა ჰქონდა გედის...
ჩავიცინე ჩემთვის მწარედ -
რა ხილვას არ შეეყრები -
როცა ასე იწანწალებ.
 
nukriaДата: ოთხ, 19.12.2012, 15:32 | Сообщение # 118
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვხედავ,
მე მესმის - მოდიან,

ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...
სიცოცხლე სიკვდილი როდია,
რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით.
ღრუბლები მთებს გარე უვლიან,
ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს;
რას იზამ, სამყარო რთულია,
იმდენად რთულია სამყარო...
და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ,
ისვენებ, რაც უფრო იღლები,
რომ დგახარ, მაშინაც მიდიხარ,
ზურგზე შემოყრილი ნიღბებით.
და ვხედავ,
და მესმის - მოდიან,
ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...
სიცოცხლე - სიკვდილი როდია,
რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით.
 
nukriaДата: პარ, 21.12.2012, 16:14 | Сообщение # 119
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
არც არაფერი მახარებს,
არც არაფერი მწყინს,

მზარავს ლანდების ხარხარი,
ხმაური მზარავს წყლის.
გარეთ ხბო ბღავის სახარე,
კოკისპირულად წვიმს.
ცხვირზე მაგდია სათვალე,
ჯავრს რკინასავით ვხრავ,
სივრცის მომბეზრდა თვალ-თვალი,
ფიქრით გონებას ვხნავ,
ეს ლექსიც ვერ დავამთავრე,
ლექსს დავამთავრებ ხვალ,
ვთქვი,
მოვისროლე კალამი,
წვერით დაერჭო ძირს,
კიბის ქვეშ სველი მამალი
მხრებჩამოყრილი ზის...
დღეს არც ესაა მთავარი,
კოკისპირულად წვიმს.
პირი არ უჩანს სადარო
გულდაგულ შეკრულ ცას,
ნეტავ შენ რაღა განაღვლებს,
რას აჰსევიხარ გზას,
ბუხრისკენ გადავბრუნდები,
თვალებში ვიმწყვდევ ძილს,
შენ მაინც არ დაბრუნდები,
ამ ჩემს ფეხებს თუ წვიმს.
 
nukriaДата: შაბ, 26.01.2013, 15:33 | Сообщение # 120
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორც ეტყობა - გაზაფხულს
ისევ უშენოდ მოვილევ,

ალბათ სწორია სამყარო...
ერთად ვერ გვზიდა ორივე!
 
ძებნა:

მოგესალმები Гость