ტარიელ ხერხელაური
|
|
nukria | Дата: კვ, 06.05.2012, 02:08 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
ვდებ ტელეფონის ყურმილს, შეწყდა ნაცნობი ზარი, ლამის დაირღვა გული - ისევ არავინ არი. ო, მერამდენე დღეა, და მერამდენე ღამე, შემკრთალი ვიწყებ წრიალს, რამდენჯერა ვხსნიკარებს, გავალ,ვბრუნდები უკან, ისევ ვეცემი ყურმილს, ვიღაც როიალს უკრავს, გარეთ კი ქარი ყმუის. დაცარიელდა მიწა - თუ სამყაროა ყრუვი?! რატომ არავის უნდა ახლა მოსმენა ჩემი, ვიღაც გამირბის მუდამ, ვიღაცას მუდამ ვდევნი. ოღონდაც, ოღონდ ახლა ზარს უპასუხოს ვინმემ... ცარიელია სახლი, ნესტიანია მღვიმე. არავინ იღებს ყურმილს, სკდება ნერვები სმენის, ყრუა სამყარო, ყრუა - არავის ესმის ჩემი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.05.2012, 02:09 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
დღეს ეს დღე უნდა ვიჯავრო, ჩავდევ ჩათელილ იელებს, გვიშველე ლაშარის ჯვარო! შეგვკარ და გაგვაძლიერე! ქარებს მივდევდი, ვკიოდი, ნისლი ნისლებში ვაბრუნე, გვიშველე წმინდა გიორგი, სამზეოს ამოგვაბრუნე! ისევ მთებს უნდა გავბღავლო, ცათა დატეხილ აჩრდილებს, გვიშველე, ღმერთო მაღალო, ცოდვილნი, გადაგვარჩინე!
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 06.05.2012, 02:12 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
თუ ყოფნა მილხინს, თუ ყოფნა მიღირს, ვარსებობ, ვცხოვრობ, შენითა ვცხოვრობ. მე ვთბები შენი თვალების სიღრმით, შენშია ჩემი სიცოცხლის ბოლო.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 08.05.2012, 22:45 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცოტა მაკლია შეშლას
ცოტა მაკლია შეშლას, შუქი ჩანელდა სანთლის, რცხილის ჩაიწვა შეშა, ბინდით შეივსო სახლი. ქარი კი ისევ არ ჰქრის, ქარი კი ისევ არ ჰქრის, არ ჰქრის, არადა ,არ ჰქრის. ცის დახრილ თაღთან ვდგავარ, ტანჯვით შეშლილი სახით, არის ლანდები შორი, არის ფერები მკრთალი, გახდა საათის ორი - ახლა იღვიძებს წყალი. ცის შემგლისფერდა ზოლი, ზურგი აღმოჩნდა მთვარის. კვლავ მწუხარეა ღამე, კვალვ მშფოთვარეა სული, დადგა სიგიჟის ხანი - მღლის მდუმარება მკვდრული, გული მტვრად იქცა ლამის, ამდენ ჭმუნვით და ურვით. ქარი კი,ახლაც არ ჰქრის, ქარი კი, ახლაც არ ჩანს , მხოლოდ ტკივილი მძაფრი - რაც ამ ღამისგან დამრჩა.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.05.2012, 23:50 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მაშ, ვითამაშოთ, არ არის რთული - ნუ უფრთხილდები დღეებს დანაზოგს... ხორცი თუ ლაღობს, მჭლე არის სული, ცხოვრება თავის წესებს გვთავაზობს. მოგწონს?! არ მოგწონს?! არავინ გკითხავს, მოგიწევს სხვისა დაკრულზე როკვა... რაღას უყურებ, არ უნდა ფიქრი, გადმოგდებული წყალობის ლოკვას. რაღას უყურებ?!. ვარსკვლავებს მიღმა, სივრცე, ლანდებმა შავად მოგრაგნეს. ცხოვრება თავად აგირჩევს ნიღაბს და მორგებითაც თავად მოგარგებს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 20:57 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
გამოვდივარ მწუხარე აჩრდილების მხარიდან, გზები ჩამომინისლეს დაცვარული ვარდებით, დავიბადე დეკემბრის სუსხიანი ქარიდან, გაზაფხულის წვიმიან ამინდებით ვმთავრდები. როგორ შემზარავია კოსმიური სიყრუე. სად მილიარდ ვარსკვლავთა იფერფლება ალები, უსასრულო დუმილში მე ვარ გამორიყული, ჟამით დაბადების და ჟამით გარდაცვალების. არაფერი არ დამრჩა ჩემი ფიქრთა საყრდენი, აღარ მესიამოვნა აღარც ბორგვა შორეთის, როგორც პოეტს ასეთი - მე მჭირდება სამყარო, სავსე იდუმალებით ბედისწერა პოეტის.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 14.05.2012, 19:30 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
მაშ, ვითამაშოთ, არ არის რთული - ნუ უფრთხილდები დღეებს დანაზოგს... ხორცი თუ ლაღობს, მჭლე არის სული, ცხოვრება თავის წესებს გვთავაზობს. მოგწონს?! არ მოგწონს?! არავინ გკითხავს, მოგიწევს სხვისა დაკრულზე როკვა... რაღას უყურებ, არ უნდა ფიქრი, გადმოგდებული წყალობის ლოკვას. რაღას უყურებ?!. ვარსკვლავებს მიღმა, სივრცე, ლანდებმა შავად მოგრაგნეს. ცხოვრება თავად აგირჩევს ნიღაბს და მორგებითაც თავად მოგარგებს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 15.05.2012, 23:46 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
გამოვდივარ მწუხარე აჩრდილების მხარიდან, გზები ჩამომინისლეს დაცვარული ვარდებით, დავიბადე დეკემბრის სუსხიანი ქარიდან, გაზაფხულის წვიმიან ამინდებით ვმთავრდები. როგორ შემზარავია კოსმიური სიყრუე. სად მილიარდ ვარსკვლავთა იფერფლება ალები, უსასრულო დუმილში მე ვარ გამორიყული, ჟამით დაბადების და ჟამით გარდაცვალების. არაფერი არ დამრჩა ჩემი ფიქრთა საყრდენი, აღარ მესიამოვნა აღარც ბორგვა შორეთის, როგორც პოეტს ასეთი - მე მჭირდება სამყარო, სავსე იდუმალებით ბედისწერა პოეტის.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 19.05.2012, 16:29 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
სულ დაბლა-დაბლა მოდიხართ, სულ დაბლა-დაბლა ეშვებით, გამაგებინეთ როდისღა ამ ფერმკრთალ ცაზე შეშრებით. გამაგებინეთ ღირს კია ნისლებთან ერთად პურობა, საკმაოდ დიდი რისკია მიწასთან ხშირად სტუმრობა. სულ ზემოთ-ზემოთ იარეთ, სულ მაღლა-მაღლა აიწით, მზით უმკურნალეთ იარებს, წყლულები მზისგან დაიწვით. ოღონდაც, აქ ნუ დარჩებით, მიწა მძიმე და ცივია, აქ, რაც გწადიათ - არჩევის შანსი ძალიან მცირეა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 19.05.2012, 22:30 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
აღელდა მკერდი აიავაზა, ვარსკვლავთა მიღმა ჩაქრა ალივით, რად მეჩვენება ასე ლამაზად ქალი, რომელიც გვერდით ჩამივლის. წუხელის მთებში ირმებს ვდიე და მუხლები მთებზე ქროლვით დამცვდება, რად მეჩვენება ასე ძლიერად ქარი, რომელიც გვერდით გამცდება. იქნებ დაცემის ნიშნავს შესავალს თუ დაგაღამდა სადმე წანწალით, რად მეჩვენება ასე ბეჩავად კაცი - რომელსაც გადავასწარი. მე დაღლილი ვარ მზესთან დავაში, ქარი მხრებიდან ამყრის იალქნებს და მაინც ვფიქრობ, შენს ფანჯარაში ძალიან მკრთალად მოჩანს სინათლე. არა თუ მოჩანს - კიდევაც ქრება, გადაეფარა თვალის საწიერს, სულისთვის როგორ იქნება შვება, მზერა თუ არსად წამომაწიე. იქნებ დაცემის ნიშნავს შესავალს თუ დავიღამე სადმე წანწალით, რად მეჩვენება ასე ბეჩავად კაცი - რომელსაც გადავასწარი.
|
|
|
|