ტარიელ ხერხელაური
|
|
nukria | Дата: შაბ, 19.05.2012, 23:11 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
რამდენჯერ ზეცამ დამსეტყვა, ქარმა რამდენჯერ დამტორა, რამდენჯერ გზები ჩახერგა ჩემს მხრებზე ჩამონათოვლმა. მზემაც გამწირა ბევრჯერა, ღვთის ანაბარა დამტოვა, ბრძოლა მრავალი წავაგე - ბევრიც მოვიგე მარტომა, ყაყაჩოების წვიმა წვიმს, მესმის ბუტბუტი მდინარის, ეს სურათია წინა წლის. შუბლზე ჩრდილთა ვგრძნობ შეხებას, ვზივარ ნახევრად მძინარი ციხის გალავნის ნაშალზე და მომიცურდა ფეხებთან გველის პატარა წიწილა. გაიზმორა და გაგრძელდა ერთი მტკაველის გაშლაზე ლოდქვეშ შეცურდა მე ისევ ნელთბილ ბურანში ვცურავდი. ცაზე არწივი შევნიშნე, დილის მზეს ფრთებით ფარავდა და, როგორც იქნა, მივედი ლოგიკურ დასასრულამდის... ვერ დავასრულე ამ ლექსშიც მზის და სიცოცხლის ბალადა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 26.05.2012, 01:17 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ფერი გადახუნდა კარვის, როგორ მოწყენილი დახვალ, ისეთს რას გიამბობს ქარი, განა რაღაზე-ღა მძრახავს. შენი სამზეოთი ვთბები, ჩემი გალეწილა კალო, ხომ არ გაგითეთრე თმები, ხომ არ დაგაბერე ქალო; მთებზე გადაფენილ ნისლებს მივედევნები და ვლოკავ, ქარი ჩემს ნატირალს ისმენს, შენთან უსირცხვილოდ როკავს. როგორ დავიღალე ურვით, როგორ მემძიმება თოვლი, არის მარტოობა სრული, ყოფნის მეტად თალხი ფონი,. სიო საშინელი მნაქრავს ცივი, ულაჟვარდო მთების. ხომ არ გეშინია, რა ვქნა, ხომ არ დაგეღალა ფრთები.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 27.05.2012, 02:37 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
შენს ტანჯვად ვიქცე,მზექალო, ცრემლად აგესხა თვალებსა, ხშირ-ხშირად გადაგეფარო, როგორც ღრუბელი მთვარესა. ხან ნისლი ვიყო,მხედავდნენ შენს მკერდზე მწოლიარესა, ფიქრივით უნდა დაგღალო, ჩემთანა ჰლევდე ღამესა, მე ისევ დავრჩე მტირალი, ვერც რა ჰქნას შენმა ალერსმა. შენს ტანჯვად ვიქცე,მზექალო, ცრემლად აგესხა თვალებსა, ხშირ-ხშირად გადაგეფარო, როგორც ღრუბელი მთვარესა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 28.05.2012, 15:16 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აღსარება მეუღლეს
მარინა! ბორგვა და შფოთვა მოაქვთ ქარებს, მთებში არწივების ყივილია, ცისფერი სიკვდილი მოამთქნარებს - ცისფერი სიკვდილი სულში ტკივილია. ჩემო წუხილო და სალოცავო, ჭერი ვერ დაგხურე ვარსკვლავების, მუხაზე მიამბობდი - ჩამოწვაო, ჩემი საწამებლით გაწამებდი. ვწუხვარ - ტკივილისთვის გაგიმეტე, დიდი უსაშველო ტკივილისთვის, იქნებ დავიხარჯე უფრო მეტად, ობლად ამოზრდილი გვირილისთვის. მარინა! საწუთრო როგორ მეიოლა, ახლა ნისლებს ვუფენ ამ იარებს, ბევრჯერ დავმარცხდი და დავთმე ბრძოლა, ბევრჯერ ხანჯლის პირზე გავიარე... დავთმე, რაც არ იყო დასათმობი, ბევრჯერ სამშობლოსაც ვუღალატე. ახლა ჯავრი მშლის და ჯავრი მამტვრევს, ვერ შევძელ დამხობა დასამხობის. მარინა! დაღლილი და დაშაშრული ისევ შენს ჩეროს შემაფარე, ისევ მომანატრე გაზაფხული - სიცოცხლე ისევ შემაყვარე, თორემ ძაანა ვარ დაბინდული, მზე ჩემს ბნელ სხეულს ვეღარ ანთებს, მე ვარ მამულივით გაყიდული და ჩამოღვენთილს ვგავარ სანთელს. მარინა! ბორგვა და შფოთვა მოაქვთ ქარებს, მთებში არწივების ყივილია, ცისფერი სიკვდილი მოამთქნარებს, ცისფერი სიკვდილი - სულში ტკივილია.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 30.05.2012, 13:50 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
ნუ შემადარებთ ყვავილის ფოთლებს, ნურც მთვარეს ცაზე დაგდებულს ზურგით, მე უფრო ვგავარ ნიადაგ მბრუნავს მთათა წვერებზე მიფენილ ღრუბელს. მე ბილიკი ვარ, რომელზეც მგზავრი რაღაც ფარული სიმშვიდით მიდის. ლანდი ვარ მიწის, არ ვგავარ არვის - უზომოდ მცირე,საშინლად დიდი, ქარიშხალი ვარ, არ ვგავარ ქარებს, დიდება სიკვდილს, სიცოცხლე მიმძიმს, ცა რომ ტორტმანებს, ეს მე ვხარხარებ, ჩემი სისხლია - მიწა რომ იძვრის...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 02.06.2012, 14:01 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
სად მიხვალთ, შავნო ღრუბელნო, არ სძინავს არაგვიანელს, ვერ მიხვალთ საქართველომდე, მე თუ არ გადამიარეთ! ალალი იყოს, თუ დამძლევთ მერე როგორც გსურთ - იარეთ! თმაგაშლით ვდგევარ მყინვარზე, სახეშეცვლილი ვღრიალებ.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 07.06.2012, 21:11 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ბღავილი ამყვა ამ დილით გამოღადრული ყელის, ქართველობაა ადვილი არაგველობა ძნელი. შუბლზე მზის მაწევს ნაგრილი როგორც ნარწყევი გველის, წიწამურია ადვილი ილიაობა ძნელი. ან კი ვის რაღად ვემდური ამას დუშმანიც გვამჩნევს, სხვის ომში გამარჯვებულებს საკუთარ ომში ლაჩრებს. ვერ მიერთგულე ვერასდროს დადედლებულო გულო, სხვათა ომებში ბელადო შენი მამულის წყლულო. ფიქრო, ეჭვებით დაღლილო ცავ, დაბზარულო ცრემლით, ბაზალეთია ადვილი დიდგორი არის ძნელი. ბუბუნით წამცდა იორი ოდნავ ამართა წელი, ტახტზე ფიქრია იოლი დავითობაა ძნელი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 08.06.2012, 23:19 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** მანძილი შენამდე დიდია, შენიდან ჩემამდე - არც ისე ამინდი საგრძნობლად მშვიდია, მანცვიფრებ... ჯერ კიდევ ჰყვავიან ატმები, ქარია - მომიტანს რამე ჭორს, მე ვამბობ, არ მომენატრები, შენ სდუმხარ, იღიმი საეჭვოდ, ვარსკვლავნი აენთნენ , რომ ვხედავ , შორი_შორს საკმაოდ, მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ - ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც, მუდმივად რაღაცა მაწამებს და ჩემში მუდმივად ბინდია, და მაინც მიზიდავს წამწამებს მთვარე რომ ნისლივით ჰკიდია. შორს სადღაც ჰყვავიან ატმები, ქარია - მომიტანს რამე ჭორს, მე ვამბობ, არ მომენატრები, შენ სდუმხარ, იცინი საეჭვოდ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 09.06.2012, 01:45 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
სხივი აკლდება - შენს ღიმილს შემოეძარცვა ფერები, სახეზე დაჩნდა ბზარები ჩამოღადრული ცრემლებით, მზე ლღვება თბილი გულისა, ჩამოდის ჩამოცერებით. ირღვევა წმინდა ტაძარი - ცის სამოსელი სულისა, სჭარბობს არყოფნის სურვილი ყოფნად დარჩენის სურვილსა, ნეტავ, რა აანაპერწკლებს ქვეყნად დადგომის სურვილსა, შენი მზის ჩამონათებას, სამყაროს დასასრულისას. მაინც წინ, ცისკენ მივდივარ - ყოფნის სამყოფისს ვშორდები, ბინდი ვიყავ და ბინდი ვარ, ბინდადვე განვმეორდები. მოვალ შენს საკურთხეველთან, შენს უკითხავად მოვდგები, ერთი სანთელით ვილოცებ, ჩაქრება, ჩამოვღონდები.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 15.06.2012, 23:39 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
ყველგან კი სადაც მზეა, ანდა სუსტი უბერავს ქარი, ან სადღაც მტვერში გაუშლია ყაყაჩოს ფრთები, ამ თვალუწვდენელ სამყაროში მე როგორც მგზავრი ხან საკუთარ თავს გავურბივარ ხან ისევ ვხვდები. ალბათ ასეა, ჩემნაირად სხვაც დადის ბევრი ან კარგავს რამეს ან დიდიხნის დაკარგულს ეძებს და კაცმა რომ თქვას - არც იმდენად არა ვარ შტერი თავის სურვილით შემოვიწყო ხელები მკერდზე. ახლა კი სხეულს თავისსავე მტვერში გახვეულს ვატარებ ალბათ, ჩემნაირად სხვაც ბევრი დადის, ვიცი უთოოდ შევეყრები ვინმე დამთხვეულს, ვისაც ჩემსავით ეშინია საკუთარ ლანდის.
|
|
|
|