სოსო ნადირაძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 87
  • 88
  • »
სოსო ნადირაძე
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 00:44 | Сообщение # 11
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline


თქვი, ხევსურო

სადღეგრძელო

ერთი ჭიქით,

ამ ნისლებში

წაწალს როგორ

მონახავდი ?!

და იდუმალ,

ვნებით სავსე

კოშკებს იქით

ჩანს ბილიკი

არაყივით

ორნახადი..
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 00:45 | Сообщение # 12
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
###

ცხოვრება ერთი

დემარშია,

ლექსები ჰქვია

ამ ჩემს ქვით--კირს,

სიცივეს ისე

შემაჩვიეს,

რომ სულ პატარა

სითბოც მიკვირს...
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 00:46 | Сообщение # 13
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

სახლს რკინებიან-ურდულიანს,

სტრიქონში ბევრჯერ ვუძებნივარ,

აქ მარტოობის კუნძულია,

იქ სიმარტოვის ღრუბელია,


დღეს ჩემი ცხენი უბელოა,

დღეს ჩემი ნავი უძლურია,

იქ სიმარტოვის ღრუბელია

აქ მარტოობის კუნძულია...
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 00:48 | Сообщение # 14
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
მარათონი


დაიწყო მარათონი,

გარბიან რამდენნი,

ქარი, თანაც თოვლი,

მსაჯებიც თავხედნი.

გზები მოყინული,

ზოგს ფეხები სტყდება,

სივრცე მონისლული

ტანჯვად ესახება ...

მაინც მარათონი,

მხოლოდ მარათონი,

არც რამ საუბარი,

არც რამ დიალოგი,

მხოლოდ ფინიშს ელი

და ფინიში შორი

განწირულს მოგელის

მორბენალთა შორის...
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 00:52 | Сообщение # 15
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

საქართველოსთვის
ტანჯულ გმირებს,
როგორ დავითვლით?
ბაგრატის ტაძრის
კედლებიდან
გალობს დავითი...

ნაბიჯების ხმა.
ტყვიის სროლა.
ის დაჭრილია...
წიწამურიდან
დაიკვნესებს
ხოლმე ილია...

ხევიხევ მთებში
მისდევს რაინდს,
მელა წყვდიადის...
ჯიხაშკარიდან
გაგვაღვიძებს
ხოლმე ზვიადი...

საქართველოსთვის
ტანჯულ გმირებს,
როგორ დავითვლით?
ბაგრატის ტაძრის
კედლებიდან
გალობს დავითი...
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 00:58 | Сообщение # 16
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
უფალმა ბრძანა

უფალმა ბრძანა, იქმენ ნათელი,

და მერე,როცა ირგვლივ გაწვიმდა,

თითქოს ჩემს თვალწინ მოკლეს აბელი

და მე კაენის ვიქეც ნაწილად...


და როცა ღმერთი შემეხო თიხას,

გულის სიღრმეში გალღვა ყინული

და მე აბელის ნაწილიც ვიყავ

იესოს სისხლით გამოსყიდული...


საკუთარ აჩრდილს შევყურებ ახლა,

წვიმით დაღლილს და ქარით დამტვერილს,

ჩემს განთიადებს მიმწუხრიც ახლდა,

ჩემს ღამეებშიც ენთო სანთელი...


ვიდრე საწუთრო ბოლომდე დამხრავს,

დაცემის მადლით თვალებახელილს,

შუბლით ვატარებ კაენის დამღას,

გულით ჭრილობა დამაქვს აბელის.
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 01:00 | Сообщение # 17
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
გაზაფხულის მონოლოგი

ბეღურამ თბილი ფრთებით მატარა,

ჩემთვის ითმინა ყინვა, გრიგალი,

ამიტომ იყო ასე პატარა,

ასე სუსტი და ასე მიმქრალი...


მიფრთხილდებოდა, როგორც ავგაროზს

და როცა საზრდოც აღარ ებადა,

გულში დამინთო ციცქნა სამყარო

და უღალატო სისხლით მკვებავდა...


ზღაპრულ კუნძულზე ვის არ სმენია,

მასაც ეძახდა თბილი ქალაქი,

მაგრამ ბეღურას, ის ურჩევნია

სიცივით მოკვდეს, ვიდრე ღალატით...


სიკვდილიც ბევრჯერ შემოეფეთა,

ბევრჯერ აფრინა ძერა მდელოდან,

მაგრამ ბეღურა იდგა კედელთან

და ჩემსკენ ნასროლ ტყვიას ელოდა...


და როცა სიკვდილს გამოვეპარე,

სამყარო იყო ისე დაღლილი,

რომ შიშით ყვავილს ამოვეფარე,

ყველა ყვავილზე სუსტი ყვავილი...
 
verikolatariaДата: ოთხ, 07.03.2012, 01:05 | Сообщение # 18
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

საწუთროვ,

როგორ მიკლდები,

საფლავის

ქვები როკავენ,

ცუდი ხარ?!-

-ბოღმით მოკვდები,

კარგი ხარ?!-

-შურით მოგკლავენ!!!
 
verikolatariaДата: სამ, 13.03.2012, 00:06 | Сообщение # 19
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline

ნუკრის

ახლა თავს ჩუმი სევდით ვირთობთ,
ო, რომ იცოდე,როგორ ვწვალობთ.
ისევ რომ ცეცხლი წაგვიკიდო,
დაგეძებთ, სად ხარ კოლხისქალო
 
nukriaДата: შაბ, 07.04.2012, 13:59 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ამ დღეს ბავშვივით ველი და ვღელავ,
იმედის ნერგი ცოცხლდება ჩემშიც,
შობის ღამეა, ვარსკვლავი ყველა
სოფლის გომურებს უჭირავთ ხელში ...

დააქვს ბალთაზარს მხრებით ოცნება,
გადმოსავლელი ზღვა და მთებია,
ისე შეიკრეს სუნთქვა ბოსლებმაც,
თითქოს სასწაულს ელოდებიან...

სხვანაირია მწყემსების ზეცაც,
ლოდინისაგან გზაც კი მოკლდება,
არ შეგეშინდეთ, დღეს ყველა დედას,
მუცელში ჩვილი გაუტოკდება...

ამ დღეს ბავშვივით ველი და ვღელავ,
იმედის ნერგი ცოცხლდება ჩემშიც,
შობის ღამეა, ვარსკვლავი ყველა
სოფლის გომურებს უჭირავთ ხელში...
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 87
  • 88
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость