სოსო ნადირაძე
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 22:32 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| *** სიტყვას ბეთლემში აქვს წმინდა ფესვი, ჩვენთან შობა მოდის თეთრი კვიცით და თუ უფლის ენა ჩვენს გულს ესმის, მაშინ ვარსკვლავების ენაც ვიცით...
|
|
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 22:33 | Сообщение # 2 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| *** საით მიდიან ბილიკები საქალამანე, თითქოს ეს მთები მანანებით დამინამია, საქართველოში ყველა ციხე და გალავანი, კლდეზე ჯაჭვიდან ამოზრდილი ამირანია... -სიფრთხილე მართებთ ჩვენს საზღვრებთან- -მტრებმა იციან!!! გაბედავენ და ღმერთმა იცის, შეინანებენ, მეამაყება, საქართველო ისე მტკიცეა- -კლდეებზე ციხედ ამოზრდილი ამირანებით...
|
|
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 22:34 | Сообщение # 3 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| *** არ გავიკვირვებ, თუ ჩამთვლით ყალბად, დღე,რომ მიყურებს გულგრილს სრულებით, ერთ მყუდრო კუთხეს ეძებენ ალბათ ლექსები - ჩემგან გარიყულები... არა მაქვს ბედი და არც ალიბი, ახლა ღვინოს თუ დამაძალებენ, ტყეებს და მინდვრევს აწრიალებენ ლექსები - ჩემი მაწანწალები... არ გაიმეტოთ ქვისთვის იქნება, ატაცებულნი ობლის იჭვებით, ქალაქს ხნაურით თუ აიკლებენ ლექსები - ჩემი ქუჩის ბიჭები...
|
|
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 22:34 | Сообщение # 4 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| *** ღაბაბით ბუხართან გამოზრდილბს, ფურცლებთან ძილქუში მოგვერია, მავთულზე სიცივით გათოშილი, ბეღურა ყველაზე პოეტია...
|
|
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 22:35 | Сообщение # 5 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| *** დიდიხანია თვალს ვუშტერებ იდუმალ წერტილს, ჩემი სოფელიც დაიღალა ცისკენ ყურებით, რისი პოეტი, ხის პატარა კიბე ვარ ერთი და ლექსებია ჩემი სუსტი საფეხურები...
|
|
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 22:35 | Сообщение # 6 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| *** ისევ თოვლს გავანდე აღსარება, ვიცი, სადმე ისევ დავეცემი, ზამთრის ყველა ჩიტი ლაზარეა, ვკვებავ ჩემი ლექსის ნამცეცებით...
|
|
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 22:36 | Сообщение # 7 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს
ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს, ალბათ ბავშვივით ხელში ავიყვან, გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს, ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ. გაზაფხული კი გზადაგზა დაღვრის, ყაყაჩოებით სავსე ფიალებს, მერე რამდენი ფოთოლიც არის, ქარში იმდენად გაიშრიალებს. როცა შევატყობ კვირტებს სიმწიფეს, და დაეშვება ნისლი ფარდებად, ირგვლის რამდენი ბარტყიც ჟივჟივებს ტოტზე იმდენჯერ შეფრთხიალდება.. ყველა ბუდიდან ამოფრინდება, ცას მოედება მტრედის ხუნდებად შაშვს გალობაში შეეჯიბრება, წეროებს მწკრივში ამოუდგება უთვალავ ფერად დაიკვირტება, დაბურულ ტყეებს შეეხიზნება და ჩვენს გულებში დანაწილდება ამურის ტკბილ და მტანჯველ სიმღერად. გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს, ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ. ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს თოთო ბავშვივით ხელში ავიყვან...
|
|
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 22:37 | Сообщение # 8 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| ***
მე დაგიბრუნებ ბავშვობას ლექსით, იქნება ამით რამეც დაშავდეს, და ვარსკვლავების ციმციმა ცეცხლი აუგიზგიზდეს ღამეს თავშალზე! მთვარე სპარსულ ხალს შეინარჩუნებს, სადღაც გაკრთება ჩემი ქიმერაც,` ` მე ლექსებს ისე კი არ გაჩუქებ, გულიდან გულში გადაგინერგავ....
|
|
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 22:38 | Сообщение # 9 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| ***
ერთად დადიან!- -იტყვის მავანი და გვერდს ჩაუვლის ორი შეშლილი- -ლექსი, ჩემსავით ამპარტავანი, მე, სუსტი ყველა ჩემი ლექსივით. შენიღბულია ისევ დარბაზი, ისევ ღიმილი მტკივა ბაგეზე, და შიშით ხელში, როგორც ჯამბაზი, ისე გავდივარ სიტყვის ბაგირზე...
|
|
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 22:39 | Сообщение # 10 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| *** ზედ მეკვრის როგორც ზღვის ქაფი, ტანს მასევიან ღილებით: ჩრდილი სხეულის ნიღაბი, ნიღბები სულის ჩრდილები! ლოცვად სთქვი, რაიც სათქმელია, იკმარე მელნის საგზალი, სიტყვა პოეტის სანთელია, ლექსი პოეტის ტაძარი
|
|
|
|