სოსო ნადირაძე - Page 87 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
სოსო ნადირაძე
nukriaДата: შაბ, 06.08.2016, 17:09 | Сообщение # 861
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გზების სიჩუმე და ხმა ციერის,
მზერის საზღვარი-დასალიერი.
შუქი-ღრუბელში უცბად გამქრალი,
მოუსვენრობა “თუმცა-მაგრამის”.
მოუსვენრობა “ალბათ-იქნების”,
შეუცნობელი ცა და სიზმრები.
მზის კარ-მიდამო და ხმა ციერის
და გადავლილი დასალიერი.
 
nukriaДата: შაბ, 06.08.2016, 17:11 | Сообщение # 862
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღა აზრი აქვს?! ჩვენი ჩურჩული
სულ მარცვალ-მარცვალ დაიჩურჩება
და ისევ ცაში ჩაითესება,
ჩვენი სიჩუმე, იქ, რომ ამრავლოს,
სადაც ვერავინ ვეღარ მოგვისმენს
და აღარავინ არის საბრალო. ალოობაა ცაში ყანების,
ჩვენი ჩურჩული ციდან ჩამოდის
ჩვეულ ჩქამებად, ჩამქრალ ღრუბლებად,
და დრო გულგრილი მუდამ მზად არი
ჩვენი სიჩუმის დასაუფლებლად. ვიღაც, მეზობლად ხარშავს მურაბას,
ფანჯრებში შინდის სუნთქვად ამოდის,
ვინც მე მიყვარდა და შემახსენე
დღეო, თვალწინ რომ გასაღამოვდი. მე თავს ვიქცევდი წუთით ყოველით
და ვერთობოდი, როგორც ხვითოთი
და რა ვიცოდი, გულის სიღრმიდან
თუ ბალახივით ამოხვიდოდი.
 
nukriaДата: შაბ, 06.08.2016, 17:35 | Сообщение # 863
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მიყვარხარ, დღეს მარტმაც მიამბო თავისი,
საკაბეს ვეძებო, ღიმილით გამანდო...
მიყვარსო ძალიან სურნელა მაისი,
მითხრა და.. მარჯვენა საგულეს დაადო. მიყვარხარ, რა მოხდა, თუკი მეც გავამხელ,
დღეს მარტის ქარებში ჩემი ხმა ვიცანი...
ნაცრისფერ სარკმელთან თვალებს რომ ავახელ,
ოცნებად გიწყებ და ყველას შენ გიგზავნი. მიყვარხარ, მოვფინე ცასა და ქვეყანას,
(მეც მინდა ის კაბა, მაისს რომ უყიდეს..)
თუ მარტის გრძნობებმა სოფელი შეჰყარა,
ეს, ჩემი სიგიჟე, ვის უნდა უკვირდეს.
 
nukriaДата: შაბ, 06.08.2016, 17:40 | Сообщение # 864
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თქვენ გეყოლებათ მჭმუნვარე ღმერთი,
ეხ, ქალბატონო, სხვა დროა ახლა,
ხელზე გეტყობათ სანთლების ღვენთი,
სულზე ლოცვა და გულწრფელი მარხვა. თქვენ გეყოლებათ ერთ_გული ქმარი,
(ყველა ორ_გული იქნება განა?!)
თქვენ დაწერილი გექნებათ ჯვარი,
გაქვთ თბილი სახლი და პურის ყანა. სიძულვილის და ღალატის დროში,
ხელთ სიყვარულის გიპყრიათ წიგნი,
თქვენ, არ გექნებათ კონკიას ქოში,
არ გჭირდებოდათ რადგანაც იგი. არც ოცნებებთან აღარ შლით ლოგინს,
ადრე ხომ მთვარეს წერილებს სწერდით,
არ მოუღლიხართ უზომო ლოდინს,
რადგანაც სატრფო მუდამ გყავთ გვერდით. იმედის მკერდზე გძინავთ და ალერსს,
არ გაკლებთ ქმარი, იტირებთ რისთვის...
და მაინც, თქვენი ღმერთიც მჭმუნვარებს,
ათას_ეულთა ორგულობისთვის. /ნანა მეფარიშვილი/
 
nukriaДата: შაბ, 06.08.2016, 17:42 | Сообщение # 865
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ინტერნეტ სივრცემ დამიპყრო,facebook-ს ვეღარ ვნებდები,
მწვანედ იმდენ ხანს ვანთივარ,
სანამ არ გამოვშტერდები.
ავტვირთავ ახალ ფოტოებს,
ვარ like-ების ლოდინში,
ღამეს საიტზე ვათენებ,
post-ებს post-ებზე ვაქვეყნებ,
გავაზიარე ბმულები,
google -დან დავაკოპირე
შენთვის წითელი გულები.
ფოტოზე გიწერ კომენტარს:
"ვა,რა როჟა ხარ, დავეცი"
სანამ leptop-ი გავთიშე
მიდი,პასუხი გამეცი.
ვიდეო ვნახე youtube-ზე,
დაგ-tag-ე, ხომ არ გეწყინა?
ცუდი განზრახვა არ მქონდა,
მინდოდა ბევრი გეცინა.
status-ით გიხსნი სიყვარულს,
სახელს არ ვაწერ, ვინა ხარ,
მალევე უნდა წავშალო,
სანამ მოხვალ და გინახავს.
უი,აქ ხარ და არა მწერ?
აჰა, ესე იგი მღალატობ!
შენ თუ გგონია ვიდარდებ...
დღესვე list-იდან გაგაქრობ.
mail-ად შენი გვარი მაქვს,
password-ად ძველი ნომერი.
უკვე იმდენჯერ შეცვალე,
ვეღარ ვიხსენებ რომელი.
წადი რა, ნუღარ მაბოლებ,
რა ვირუსივით შემიჩნდი,
შენს გამო chat-ი გავთიშე,
პროფილსაც ხომ არ შევიცვლი!
ნწ, ნწ რამდენ ხანს შემოვრჩი,
აქ ყოფნაც ამომივიდა...
გაზზე კარტოფილს ვხარშავდი,
შემწვარი გამომივიდა...

წყარო: http://memento.ge/6998-d-d-d-d.html
© Memento.Ge
 
nukriaДата: ოთხ, 10.08.2016, 23:43 | Сообщение # 866
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"პარაბელუმთან"
"მაუზერიც" ქამარში გდია,
რომ აიღო და,
ვთქვათ, რომ შუბლში იხალო ტყვია,

ან, უხმაუროდ,
ჰიგიენის, ეთიკის დაცვით,
ცოლს დახვდე
ჭერში დაკიდული, ქათქათა საცვლით,

ან კიდევ არის
გზა მესამე - კარგად დაპურდე,
მაჩაბელივით
გახვიდე და აღარ დაბრუნდე,

მე შენ გეტყვი და,
შენი ადლით გაგზომავს ვინმე,
ან, თუ გაგზომა,
დაგიმადლის კაცობას ვინმე!

და ამიტომაც:
სვი და ჭამე, ახარე გული!
ცხოვრებას მიჰყევ -
როგორც ყრიან, დაყარე ფული!

იოლად წერე!
დატეხილი სტრიქონი თვალე -
ნუ გინდა "ლილე",
შემოსძახე მსუბუქი "ლალე" -

ლა-ალე! ლა-ა-ლე!
დღეს თუ არა, ხვალე -
შენთან, შენთან, გალაკტიონ!
შენთან მოვა მალე!
 
nukriaДата: ხუთ, 08.09.2016, 13:34 | Сообщение # 867
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ღმერთის სამყოფელის დაბლა,
მკვდრების სამყოფელის ზევით,
გულში გავიტარე დამბლა,
შენი საორჭოფო ქცევით.

სადღაც კლდეებია სალი,
ქარი შენს წამწამებს არბევს,
ხავსი მოედება მალე,
ჩემი ოცნებების ნანგრევს.

თურმე ეს ყოფილა მოდა,
როცა სხვის სიკვდილზე ზრუნავ,
ასე დავენგრიე ჯობდა,
სადმე ტორნადოს ან ცუნამს.

დავსვამ ძველებურად რევერსს,
ვღეჭავ უთქმელობას უმად,
შენ ვერ დამიფასე, მე ვერ,
გულში სიყვარულის ბუმი.

რაღას ვიფიქრებდი ნაშენ
გრძნობას დაუწევდი თუ ფასს,
რაღა დაგიშავეთ ან შენ,
ან რა დავუშავე უფალს?

მე ხომ უბედობას ვშვენი,
ასე უბედური ვივლი,
თუმცა გამებუტა ჩვენი,
ჯერ ვერ გაჩენილი შვილი.

ეს შენ ვერც იგრძენი... და მე,
სულ არ მიხარია, ვშიშობ:
ახლა დავამტკიცე, მამებს,
უფრო გვყვარებია პირმშო.

მინდა ეს საღამო დარჩეს,
ტანზე მოვიხურო შუბად,
მე ხომ მოგიტევე ასჯერ,
შენ კი ასმეერთედ მშუბავ.

როგორც ტერენტი და მონტე,
ვკოდავ ამოკერილ სიცილს,
ნეტავ... ნახევარი გქონდეს,
მე რომ სიყვარული ვიცი.

მკრთალად შენიღმული სევდა,
მე ხომ ათასმაგად მიჭირს,
თუნდაც ვითამაშო სხვებთან,
ერთი დარდიმანდი ბიჭი.

სადმე ესენინის მსგავსად
მოვკვდე. გარეთ იყოს თოვა,
ვიცი, ვინმე ქალი წამსვე,
თავის მოსაკლავად მოვა

ხო,ჩემს აკლდამასთან...თუმცა...
როგორც გათენება ხვალის,
ყველა პოეტსა გვყავს თითო,
თითო დამღუპველი ქალი.

ჩემი დამღუპველი ხარ შენ,
მხრავ ვით ლადო დახრა ჭლექმა,
რომელ გონებაში ხარშე,
ჩემი დასაღუპი გეგმა?

დავსვამ ძველებურად რევერსს,
ვღეჭე უთქმელობა უმი,
შენ ვერ დამიფასე,მე ვერ,
გულში სიყვარულის ბუმი.

სადმე მიიძინებს ალბათ,
ღამე - დამთვარული დევი,
ღმერთის სამყოფელის დაბლა,
მკვდრების სამყოფელის ზევით!
 
nukriaДата: ხუთ, 16.02.2017, 23:42 | Сообщение # 868
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადმოკიდულაციდან სემირამიდის ბაღიგულიაერთიციდადამთისოდენადაღიშენსცრემლსნუეტყვინურვის           
 არვკვნესდ აჭრილიგალლიმევერმომიკლავსწყურვილსსამარიელიქალიმივყვებიფრანსს  დაფლო
ბერსომებს,ტირილებსკვდომასდაკართაგენიმოჰბერსსხვატრფიალებისნდომას             მივე
სალამბოს ფიცი თაისს-ლოცვები  ლალის,  მაგრამ
შენგქვია,ვიცი, ყველა სახელი ქალის.   ვარდებსაქ სხვები კრეფენ...  ჩვენ
კი ვართ მტრები თავის  მე ბალთაზარი მეფე,შენდედო ფალისავის


Сообщение отредактировал nukria - ხუთ, 16.02.2017, 23:45
 
nukriaДата: ხუთ, 16.02.2017, 23:56 | Сообщение # 869
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მთლიანად დაგხატე,
თვალების გარდა,
არ მინდა გრძნობების,
საჯაროდ გახდა...
ისეთი დაგხატე,
როგორიც დაგინახე,
თვალი რატომ არა ?
სული ვერ დავინახე...
ნაკვთები ნაღდია,
ლოყები ზუსტი,
გული გაქვს ღია,
ვნება კი სუსტი...
-დავა არ გვინდა ძვირფასო,
მინდა ბოლომდე შეგიგრძნო,
თვალებსაც მაშინ დავხატავ,
სულს, რომ ბოლომდე შევიცნობ...
სულის სიღრმეში ვხედავ,
თვალებს - სიყალბის ნაცვლად
და მეც ფაქიზად ვხატავ
მოდილიანის მსგავსად დათო ფხაკაძე
 
nukriaДата: კვ, 10.09.2017, 00:16 | Сообщение # 870
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რადგან სიყვითლე დაეტყო ტყეებს,
რადგან გაუცვდა ფერი ბალახებს,
დგას შემოდგომა და მწვანე დღეებს,
თავის ოქროსფერ სკივრში ალაგებს...

ისე ეხება ლერწების გრეხილს,
ვერ გამიგია ზვრებს რომ გავყურებ,
მწიფე ყურძენს წყვეტს ნეტავი გლეხი,
თუ შემოდგომას პარავს საყურეს?
 
ძებნა:

მოგესალმები Гость