სოსო ნადირაძე
|
|
nukria | Дата: შაბ, 07.02.2015, 21:45 | Сообщение # 841 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქარი და ყინვა ითმინა, ძიძგნა სტრიქონმაც, სიტყვამაც, და გაზაფხულმა კვირტიდან ლექსები გამოიტანა...
კვლავ შედგა თითის წვერებზე, ათრთოლებული ტრფობითა და ყვავილებად ხეებზე რითმები ააფოფინა...
შეეხო პეპლებს თითებით, მიწას დაეყრდნო მთლიანად და მეტაფორა მინდვრებში მწყერივით დააფრთიანა...
ქარი და ყინვა ითმინა, ძიძგნა სტრიქონმაც, რითმამაც, და გაზაფხულმა კვირტიდან ლექსები გამოიტანა..
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 10.02.2015, 01:01 | Сообщение # 842 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| წვიმს აფხაზურად... --- ეს მონატრება შემშლის და დამღლის, ჩვენს განშორებას გამოვერიდე და ზღვასთან ერთად ყოველი ტალღით, ვცდილობ რომ უფრო ახლოს მოვიდე...
გზაა მერცხლების ამოხაზული, მთებიც ძმებივით წამომართულან, თბილისში მათბობს მზე აფხაზური ზღვა კი სოხუმში ღელავს ქართულად...
ორი ძმა-კვიცი გაუხედნავი, მხრებს მიადებენ ერთურთს კაცურად და ცისარტყელას როცა ხედავენ ერთხმად ამბობენ - წვიმს აფხაზურად...
ღვიძლი ძმები რომ ერთად გადარჩნენ, რომ აგიზგიზდეს ორი სანთელი, აფხაზი დედა ქართველ ჩვილს არწევს, აფხაზ ჩვილს არწევს დედა ქართველი...
ეს მონატრება შემშლის და დამღლის, ჩვენს განშორებას გამოვერიდე და ზღვასთან ერთად ყოველი ტალღით, ვცდილობ რომ უფრო ახლოს მოვიდე...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 13.02.2015, 20:05 | Сообщение # 843 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცივია მთვარე ღამის მკერდში გამომწყვდეული, მთვარე დაღლილი შემოდგომის შორი ძახილით, მალე ზამთარიც აიტაცებს თეთრი სხეულით, დრო-ჟამს გაჰყვება ცივი მეფე ყინვის მარხილით...
ჩუმი იქნება ჩემი სახლი და მთვარიანი, ნაძვები ჩემსკენ გადმოხრიან ტოტებს თოვლიანს, ბილიკს გაჰყვება სუსტი ქალი, თავსაფრიანი, შეჭიდებული ყინვის გოლიათს...
გამახსენდება დათოვლილი ჩემი სოფელი, ნისლში ჩირაღდანს გაანათებს ალბათ ბებია, ეკლესიისკენ გაუძღვება მას ღვთისმშობელი, მრავალი ლოცვა აღმოხდება სახესევდიანს...
გაჰყვება ბილიკს სამოთხისკენ, რომელიც უხმობს, ცოდვას ჩაჰხედავს, როგორც უფსკრულს და გადალახავს, პატარა მთვარე გაუნათებს სარეცელს უხმოდ და დაასიზმრებს შვილისშვილის ღამეულ სახლ-კარს...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.02.2015, 01:54 | Сообщение # 844 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** მტერი ათასჯერ აგვიცელია, ჩრდილოეთიდან ქუფრავს ყინულად, საქართველოში მთელი წელია გმირებს ტირიან უკრაინულად...
კვლავ დაუნდობლად ესვრიან ქედანს, და რადგან ყველგან თავს სწირავს გმირი, უკრაინელი შვილმკვდარი დედაც ასე მგონია ქართულად ტირის...
2.20.2015
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.02.2015, 01:56 | Сообщение # 845 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბებო, როცა შორს არის, მენატრება ძალიან, როცა სტუმრად გვეწვევა, მისთვის არა მცალია. სწავლა, ცეკვა-თამაში, ლექსის დამახსოვრება... ასე დატვირთულია ციცქნა გოგოს ცხოვრება.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.02.2015, 02:35 | Сообщение # 846 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზე აბალახებს სახრეთი დღეებს კენტებს და ლუწებს, მარნისფერია კახეთი, ქვევრიც გულივით უცემს...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.02.2015, 02:36 | Сообщение # 847 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ** რა მართალია გაზაფხული მატყუარა მარტის რტოებით... რა სიმაღლეა ენძელების, ია-იების... მზესთან ვმეგობრობ, მიწა მიმათრევს, ცას ვეჭიდები და მეშინია ჭიანჭველების...
2010წ.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 21.02.2015, 02:36 | Сообщение # 848 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გრძნობა აღარ იბადება, აღარც გულს ემღერება, ჩუმი დარდი იფანტება გამოუთქმელ ბგერებად.
ზამთრითა ვარ გათელილი, ვერ ვიგუე სიყალბე, ეს ლექსებიც ბავშვებივით გზებზე გადაიღალნენ.
სული ფიქრით დავიმძიმე, ცრემლებს ჩუმად ვარიგებ, ეს ბაღებიც მტანჯველ წვიმებს ვეღარ გამოვარიდე.
გაგიჟებულ, დაღლილ სხეულს ვერ ამოვდე სადავე, ეს თვალებიც მარადიულ გაოცებას მალავენ.
უკვე ქარიც შემეჩვია, მალე ყინვაც დამაზრობს, ლექსი - ჩემი ეკლესია თავშესაფარს მთავაზობს!!!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 26.02.2015, 12:29 | Сообщение # 849 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პირგაზაფხულო, სისხლიანი დაგხვდა ქუჩები, მებაღეები დახოცილი ბაღის ნაპირთან, არ გაგიკვირდეს, აშრიალე მწვანე ფურცლები, არ შეგეშინდეს, აამღერე გუნდი ყვავილთა...
გახსენი გული, სხვა თაობა მოდის ძლიერი, ადიდებული ჩანჩქერები კლდეეებს შემოჰკარ, როცა ქარიშხალს შეეჭიდნენ შენი შვილები, თვითონ არ ნახე, ყვავილები, როგორ შვენოდათ?
ფრინველებს უთხარ ცას მოედონ, როგორც მტრედები, თავისუფლების საგალობლად ფრთაშეწყობილნი, ნუ ატირდები, უიმედოდ ნუ შეჩერდები, მოდის თაობა გადარჩენის დღისთვის შობილი...
როგორ იტევდა ისტორია ამდენ ჰეროდეს?! ის სისხლიანი ღამეც დაგრჩა გაუთეველი, მაგრამ სამშობლოვ, სევდიანო, მინდა გჯეროდეს, მოვა აპრილი, როგორც ქრისტე ნაზარეველი...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 06.03.2015, 02:03 | Сообщение # 850 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე ჩემი ლექსის სუნთქვა მაშინებს, ისე სუსტია და ნაღვლიანი, ვგრძნობ კალმის წვერით,როგორ ვამძიმებ, ან როგორ ვაკრთობ ფურცლის შრიალით...
ის ჯერ მუნჯია, უმწეო ბავშვი, ლურჯი სინათლე უდგას თვალებში, მე კი ვინ იცის, რა მძიმედ დავსჯი ჩემი სულის და კალმის თარეშით..
მერე კი მზერით ვაცილებ ნელა და ვცდილობ ფურცელს გავუზიარო, თუ როგორ იდგამს ბავშვივით ენას, ან რა ტაატით იწყებს სიარულს...
|
|
|
|