დავით შემოქმედელი - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 8
  • 9
  • »
დავით შემოქმედელი
nukriaДата: ორ, 23.07.2012, 21:31 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მახსოვს, პირველი ორიანი
მეათე კლასში.
თემა ზოგადი სათაურით _’’ბედნიერება”,
მე გამახსენდა დედაჩემი,
კერიის პირას ნაღვერდალს ჩხრეკს და
შემოდის მამა, ერთს გაგვიღიმებს
და დაიწყებს გაზეთის კითხვას.
ჩემი დები კი ზამთრის
უმწეო ბახალებივით
მიყუჟულიყვნენ ბუხართან თბილად.
ბევრი ვიფიქრე...
ბოლოს დავტოვე მხოლოდ ერთი წინადადება: _
”ბედნიერებაა, როცა ყველანი
შინ არიან!"
 
nukriaДата: ხუთ, 02.08.2012, 21:31 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
გულზე გაავლე სიკეთის ხნული,
ადე, ფიქრები ცისკენ დასძარი,
თუკი სიყვარულს ასხივებს სული,
ადამიანი არის ტაძარი.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 21:12 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...
ზღვა ცხელ ქვიშაზე ილოკავს ენებს,
შემთვრალ პალმებსაც ერევათ რული,

იწვის ქალაქი და მშიერ ვნებებს,
არ აქვთ საწყისი ან დასასრული.

"თელების" შეშლილ თეთრ რესტორანში,
ცეკვავ და მწველი ირწევა წელი,
ელვა ალივით იელვებს ტანში,
საცაა უნდა შეგახონ ხელი.

ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია,
დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი,
ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია,
ისე მაშინებს შენი ღალატი..
.
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 21:13 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...
ვისი ნეკნი ხარ, იქნებ არც გახსოვს,
იქნებ არც იცი, არც ერიდები,
და ადამს, როგორც იმედი სანდო,
თვით პურზე უფრო მეტად სჭირდები.

ეცემა ტალღა ვნებიან სხეულს,
ნაპირთან სიცხით იხრჩობა ქარი,
შენს სხეულს მცირე ქანდაკად ქცეულს,
დაურიდებლად ედება თვალი...

და უნატიფეს ზეცის სილურჯე
ზედ ჰორიზონტთან აკვრია შორეთს,
კაცობრიობა დგას და იშუშებს
ევა, შენ მიერ ჩადენილ ცოდვებს!!
 
nukriaДата: შაბ, 04.08.2012, 21:13 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
...
დღემ მზერა ჟინით გაილამაზა,
მზემ ზღვის ზვირთი რომ გაინაპიროს,
ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას,
როცა თვალებით მამრზე ნადირობ.

ლავა, ო, არა, უფრო მწველია,
შენი თმების და ტანის ალმური,
მზე თითქოს ზეცის სავარცხელია,
სხივის თოკებით ჩემ წინ დაბმული.

ახლა მე ვიცი ვინ არის ევა,
ბორგვები... ღამე ვნებამიხდილი...
ეს ზღვის მოქცევა და უკუქცევა,
სულში ამოცლილ ნეკნის კივილი...
 
nukriaДата: ხუთ, 13.09.2012, 18:07 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ადამის გზა
/მინი პოემა/


ადამ! ჩემს პირველ წინაპარს გიხმობ
უსასრულობის მდუმარ ჟამიდან,
მოწვეთავს ცრემლი, ლოდების სისხო,
იღვრება სისხლი უფლის ტანიდან.

ხან ბნელს უმზერდი, ხან კიდევ _ მზისფერს,
დრო გაავებულ ქარივით გდევდა,
გზებზე უგონოდ დაცვენილ ნიღბებს
ციებასავით შეჰყრიათ ელდა.

ცხოვრება იქცა მოსაწყენ ფარსად,
წუთიერ ყოფის ქაოსში ჩარჩი,
ვინც მარადიულ რჩებოდი მგზავრად,
გერქვა ბერი თუ იყავი ჩარჩი.

იცხოვრო უნდა უფლის გულისთვის,
ხანმა რამდენი ცრემლი გადინა,
ევას ცდუნებამ ხე ცნობადისთვის
სამოთხე ხომ როგორ დაკარგვინა?!

ევამ რაც სცოდა ეს ყველამ ვიცით,
შენ ის მითხარი, არის საშველი?!
მძიმდები სოფლის ბებერი სიძვით,
მიკვირს, აქამდე როგორ გაძელი?

კი, ეშმაც იყო სულში მყოფელი,
თუმც ღმერთთან მეტი გქონდა საერთო,
მოსაწყენია წუთისოფელი,
კაცი რაღაცით უნდა გაერთო.

რა შეიცვალა?! მაცდური თვალი
გდარაჯობს ბებერ თავსასთუმალთან;
ისევ გწყურია ომი და ქალი,
ისევ ცოდვილი დგახარ უფალთან.

რა შეიცვალა?! ოფლითა შენით
დაირჩინეო, საბრალოვ თავი,
კეთილს როცა იქმ, აღარ გაშინებს
ყმა არსაკიძის მოჭრილი მკლავი?!

კითხვები იქნებ უფრო რთულია
ხოლო პასუხი არის მარტივი,
და როცა ფიქრობ, დასასრულია,
თურმე საკუთარ აწმყოს დასტირი.

ისევ იზრდება ცისაკენ ტოტი,
მდინარეც ისევ ბორგავს თავისით,
ისევ ცდუნდება ევათი ადამ
ჩვეულებრივი ძველი ხალისით.

ადამ! გვითხარი ვინ დაგიგულა,
რა არის შენი არსი, მიზანი,
ხან ღვთის სათნო ხარ, ხან კალიგულა,
ისე რთული ხარ, ვერ შეგიცანი.

ზოგი ნიღაბი ისე მძიმეა,
შენ დაიღალე არ გყოფნის ძალა,
როცა ქვეყანას ჩალა ახურავს
და ნახირისთვის არ ჰყოფნით ჩალა.

სად დასრულდება ეს ხეტიალი,
სად არის შენი ბოლო სავანე,
უფლის სამეფო - წუთისოფელი,
რა ჰქენი, ადამ, რას დაამგვანე?
*
სიკვდილი _ აი, ჭეშმარიტება,
რომელსაც ხედავ და ვერ იჯერებ,
და როცა ფიქრობ, უნდა აფრინდე,
კუს ნაბიჯებით მოდის სიბერე.

ხან მზეა მწველი, ხან _ ეშაფოტი,
ხან მდინარეზე ავი ნისლია,
შენ შეგიძლია იყო ნაფოტი,
მეტი რა გზაა, რა შეგიძლია?!

რა გჭირდებოდა? _ ცოტა იმედი,
ცოტა სინათლე და ცოტა წყალი,
პურის ნატეხი, ისიც მცირედი,
და მოერთგულე ღვთის სათნო ქალი.

სიცოცხლე რაა? _ ისიც ხიდია,
ამა სოფლიდან ზესთასოფლისთვის,
ჩვენთა ვნებათა, ჩვენთა გზნებათა,
ჩვენთა საწუხართ უარყოფისთვის.

გრძელდება ომი... სიკვდილ-სიცოცხლის
რინგზე კვლავ რჩება მეტოქე ორი,
იცი? სულ პირველ ნაბიჯს რომ ადგამ,
აღარც საფლავის ქვა არის შორი.

*
შენ მიდიოდი, ნიღბების გროვა
ეყარა გზაზე, როგორც ლოდები,
და ვიდრე წახვალ, იფიქრო დროა,
სად, რომელ სამანს უახლოვდები.

აპოკალიფსი _ ამა სოფლისთვის
გაფრთხობს თუ ისევ გიჩენს იმედებს,
თუ ისევ ელი ცოდვილ მოდგმისთვის
უფალი ხსნას რომ გამოიმეტებს.

წარსული მუდამ დამნაშავეა,
ან იქნებ სულაც არის მართალი,
აწმყო ოცნების სასაფლაოა,
ვინ ჰპოვოს შვება ან სამართალი.

უმზერს დრო ასე ავად მსახვრავი,
შენს აღზევებას ანდა ხარაკირს,
ცოდვის წილ რაიც გერგო სახრავი,
ლოტის ერთ ცრემლის ფასად არა ღირს.

პოეტი რაა? _ ისიც ხიდია,
ბრმები ცეცებით რომ გადადიან,
წუთისოფელი ერთი გაფრენა
და კვამლისფერი ერთი დარდია.

ტკივილი რაა?... სისხლი სდის ცხოვარს,
უარყოფილი, მოკლული ლირა, _
ჰა, ლონგინოსმა ჯვარცმულ მაცხოვარს
ფერდში ჰკრა შუბი და აატირა.

ის სისხლი წვეთავს, ჟამი ტიალი...
და დედამიწაც წრიალებს ცოდვის,
როდის შეწყდება ეს ხეტიალი,
სხვა გალაქტიკებს შევრჩებით როდის?
*
გილგამეშიდან გაგარინამდე,
ფირდოუსიდან კობო აბემდე,
შენ უნდა იდგე უფლის მორჩილი,
აგურს აგურზე უნდა ადებდე.

ჭეშმარიტება _ აი, საზრისი,
რომელსაც ეძებ და ვერ იპოვნი,
რა რჩება ბოლოს, თუ ისიც ჰქრება
ფერი, ბგერა თუ ერთი სტრიქონი?

ვერ გაექეცი ცხოვრების ავ სუსხს,
იყავ ომში თუ ჯვართან იდექი.
კითხვა, რომელიც შეიცავს პასუხს,
მოსაძებნია კითხვა ისეთი.

მე ბევრს ვიცნობდი ცნობილ სატანებს,
თეთრ კვარცხლბეკებზე მროკავ მამონებს,
ყინვის საცერში რომ გაგვატარეს,
გვასაპყარეს და ისე გვამონეს.

კვლავ იღვანცალო ახალ კერპისთვის,
ეგ რა ველური, ავი ჟინია,
რწმენა რომ კვდება, აი, სადარდო,
ხორცი რომ კვდება, ნუ გეშინია.
*
პლატონს ზრდიდი თუ რუსთაველს ზრდიდი,
არტემიდას თუ ხახულს აგებდი,
დღეს საით მიდის ეგ შენი ფიქრი,
ხომ არ დაშვრი და ხომ არ დაბერდი?

...ეგ სიმართლეა, _ მე ასე ვგონებ,
მტკიცედ დექ! _ ისევ გვმოძღვრავს უფალი,
ან სხვას იმონებ, ან თავად ჰმონებ,
სადღაა სული თავისუფალი.

პირველად იყო სიტყვა, რომელიც
გადაარჩენდა ცოდვილ სამყაროს,
ხვალ რას გვიმზადებს მამა უფალი,
ამ დილეგიდან სადღა გაგვყაროს?

და დედამიწა, ცოდვილი სახლი,
ხმაურობს, შფოთავს, წვალობს და იბრძვის,
კვლავ გაუცემი რჩება პასუხი,
რისთვის, მამაო, მითხარი, რისთვის?

ადამ, ხომ გესმის ჩემი ძახილი,
სამყაროს ქმნიდან რაც რომ მოდიხარ,
აღსავლის კართAან მორცხვად დახრილი,
კვლავ უფლის ერთი წვეთი მგონიხარ.

რას ფიქრობ, ადამ, სად აქვს სასრული,
ამ შენს ხმასუსტ და სევდიან სოლოს,
ბედისწერასთან შეგუებული
ბედისწერასთან მარცხდები ბოლოს.

იქნებ მე ვცდები და დამარცხება
შენს გზას აროდეს არ უწერია,
დილით რომ გულზე მზე დაგაცხრება
უნდა იყვირო მშვენიერია!

დაცემისთვის და აღსარებისთვის
იქნებ ფერმნათი დილა დაიწყო,
ორთავ სოფელში გამარჯვებისთვის
ვალდებული ხარ, ადამ, მზად იყო!
 
nukriaДата: ორ, 17.09.2012, 20:20 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ჩემი ცოდვილი სხეულისთვის
ხორცი _ შავ ძელზე გასასმელი.
ჩემი მონანიე სულისათვის
კარი _ სამოთხისკენ გასავლელი.
სიმღერა _ ჩუმი საქვითინო,
სამშობლო – ჩემი განსაცდელი.
ხმალი მომავლისთვის შენახული,
სისხლი ბედიასთან დასაცლელი.
მიწა _ დაჭრილი და დაფლეთილი,
შვილის იმედითღა დასაცველი.
ქვეყანა უთავ-უპატრონო,
ბოსტან-ბაღჩიანად დასაგველი.
როცა სიძულვილი ისე მეფობს,
ლამის ტვინი გახდეს ასახდელი.
როცა უცხო მტერი თავზე გვაზის,
სტუმარი, როგორც _ მასპინძელი,
როცა ბრძოლის ნაცვლად დახლთან გვიზის,
არაგველი თუ ასპინძელი.
როცა დამარცხებულ სამშობლოში
ერთ თბილ გაღიმებას მაინც ელი.
როცა თეთრყვავილა შენს ეზოში
ნაზად იღიმება ასე მწველი.
ხანდახან თითქოს ძუ ლომივით,
გალიის კარებთან დასაბმელი,
მაინც გამოვარღვევ მის ჯებირებს,
მწვანე, გულმოხატულ ლამაზ მდელოს,
ხელში ავიტაცებ დედამიწას
და ვსვამ სიცოცხლის სადღეგრძელოს!!...
 
nukriaДата: ორ, 17.09.2012, 23:28 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
ლექსი ჩემთვის ჩანჩქერების ხარხარია,
გავგიჟდები ახლა თუ არ ვიმღერე,
ვიდრე სულში სიყვარულის ხანძარია,
არ იქნება, ბატონებო, სიბერე!
 
nukriaДата: სამ, 25.09.2012, 19:35 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რა უფრო მიჯობს

ის მეუბნება ფოთლებივით დაცვენილ დღეებს,
ყველა ისარი მომიზნული უბრალოდ აცდა,
ბავშვობა ეკლის საფენებზე წოლა და _ მერე
სიკვდილზე უფრო მძაფრი არის სიცოცხლის განცდა.

ნახე, ტკივილი ცრემლებივით დაცვიცდათ თვალებს,
მადლიერების ღიმი დაჰკრავს ბედმორჩილ ფარას,
კიდევ რას სცოდავს ეს სამყარო ვინ იცის ხვალე,
მზესაც იანვრის პროფილი თუ ღრუბელი ფარავს.

რა უფრო მიჯობს ჩავყვე შავი დინების მორევს,
თუ საფეთქელზე ალმოდებულ დამბაჩის დახლა,
ვიღაც ფარულად დამჩურჩულებს: _ "memento mori",
მჭირისუფლობს თუ ჩემს ტკივილებს დასცინის ახლა.

ამაღამ მაინც დამენახოს სიზმარში დედა,
ყურს ვიღა უგდებს სასაცილო ბებერ არაკებს,
ამ ძველმოდური ლექსის დარად დაობდა ელდა,
იმას რა ვუყო კივილით რომ მალაპარაკებს...
 
nukriaДата: სამ, 09.10.2012, 22:03 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
რა რჩება მინდვრის ყვავილებიდან?
დასიზმრებული ფერები თეთრი და სისხლისფერი,
რა რჩება მკვირცხლი მოზეიმე აპრილებიდან,
გადაზნექილი ბერი იელი.
სად მიაქვთ ჩიტებს გაზაფხულის წიწკნა ბალახი,
რა რჩებათ ტოტებს ფოთლებგაცვენილს,
რად ახსოვთ ბავშვებს თოვლი სიზმრის დარად ნანახი,
რა ტკივა ირემს მარტოდ დარჩენილს?
რა რჩება მინდვრის ყვავილებიდან?
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость