დავით შემოქმედელი
|
|
verikolataria | Дата: ოთხ, 07.03.2012, 00:19 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| წერასატანილი...
ვწერ: ღამემ ბინდი თავქვე დაიგო, ხევში ზმორებით ზოზინებს ნისლი, იქნება ახლა მაინც გაიგო, სიკვდილო, შენთვის რომ ვეღარ ვიცლი. ვწერ: შევისახლე სხეულში სიტყვა, ვწერ: შევრჩი ქალაქს მესიტყვე კაცი, მე ვიღებ სიტყვებს სიტყვების ტყიდან მერე ყალბ სიტყვებს ლანცეტით ვაცლი. ვწერ: კალმის წვერზე ჩიტი წრიალებს, დღეა უმანკო და გაბუსხული. ჭალებთან ურმის თვალი ჭრიალებს, ბინდების ბუბუნს მოაქვს "ურმული". ვწერ: დილამ სიოს სხივი გაუბა ბროწეულისფრად წახეულ წარბის, ზამთარს დამზრალი ბეჭი გაუთბა, ლეშზე დაგეშილ მგელივით გარბის. ვწერ: შენი ჟინი ისე მახურებს, როგორც ზაფხულის სიცხე თაკარა, მოსწყურებიათ მწიფარ ალუბლებს ხევში ჩაჩრილი წყარო ანკარა. ვწერ: მზე ზეცასთან ისევ დაზავდა, გული ცრუ-მართალს იწყებს მისნობას, ვწერ: მხრებით ვიჭერ სიტყვების ზვავს და დუელში ვიწვევ მარადისობას!...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 22.04.2012, 22:20 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** აცეკვებს წვიმას ქარის შოლტები, დაიფრენს ღრუბლებს უბირს და უნდილს, მამის თბილ ტახტზე გავიშოტები, ცა იქსოვს მთვარის სხივნაქსოვ მუნდირს. დღეც ჩემთან ერთად ღონემიხდილი, შორს ჩამომქრალი ცის ლიცლიცია, მერევა თვლემა _ მცირე სიკვდილის იწყება უხმო რეპეტიცია. არყოფნა _ სული დამდგარა ზღვართან... მშვიდია იგი, თბილი, უბრალო. არც ისე ძნელი ყოფილა წასვლა მტრედების ფრთების ქოხში, უფალო...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 20.05.2012, 23:25 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
|
*** გარეთ წვიმს და ათრთოლებულ წვივებს, ცრემლებივით ჩამოჰყვება წყალი, და სველ მკერდზე ამოყვანილ მძივებს არ შორდება, ეს ოხერი თვალი!
წვიმს და წვიმის მოდენილმა ტალღამ, გამიგიჟა ჩემი ციცქნა ღელე, როგორ მინდა, რომ ვიცოდე ახლა, რა მოელის ჩვენს სიყვარულს მერე.
სველდები და გემატება დაღლა თან შარაგზაც იტბორება ფართო, გამიშვიო მებუტები ახლა სახლში დედა მელოდება, დათო.
წვიმაა და მიგატოვო როგორ მაგნიტივით მიწევს შენი მკლავი, პაწაწინა ანგელოზო გოგო, ასე როგორ შემაყვარე თავი.
გარეთ წვიმს და ათრთოლებულ წვივებს, ცრემლებივით ჩამოჰყვება წყალი, და სველ მკერდზე ამოყვანილ მძივებს არ შორდება, ეს ოხერი თვალი!.......
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 05.06.2012, 22:18 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შვილებისადმი
მხოლოდ ლექსისთვის თუ დავიბადე, დაჩაგრულ მყავხართ ჩემო შვილებო, გამხმარ პურზე და ჭიქა ცივ წყალზე ობოლ გერივით გამოზრდილებო.
ვერ მოგიარეთ, სხვა ვინ გემშობლოთ, ფიქრი დარდ–ელდად წამომეტანა, ირგვლივ სულ მგლები ნთქავდნენ სამშობლოს, რა მექნა, თქვენთვის რა მომეტანა.
არ დაემდუროთ უპოვარ მამას, თუ მოვლენ ჩემზე ღონიერები, მე ჩრდილში ყოფნა ვირჩიე, რადგან მზეზე ლაღობდნენ მორიელები.
ჩაწყვეტილი გულის მყესები, დარდი ვალივით მადევს ულევი, და მენანება ჩემი ლექსები, სტრიქონ და სტრიქონ ნამარხულევი.
ჰოდა, ამ ბწკარებს ჯანიც გავარდეს, გიტოვებთ გერგოთ მამის ანდერძად, დროის სიმწარით, მე ის მადარდებს, თქვენი ბავშვობაც ხომ არ დაბერდა?
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 08.06.2012, 19:21 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * * თითქოს დამფრთხალი ლეგა ლემადე, თაბორის მთაზე გამოპარულა, და მამლის სამგზის დაყივლებამდე, უნდა უარგყონ, რაბი, მალულად. მგონია ეშმა შემომხვევს ხელებს, როგორ იცხოვროს სულმა და კაცმა, ნუთუ, მამაო, აღდგომის მერეც აღარ სრულდება გვემა და ჯვარცმა...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 15.06.2012, 17:42 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** წაგვასწრეს მგონი თავს ვერ ვიმართლებთ, შუა სამიზნედ ქალაქის ჭორის... და საყვირივით ყვირის ასაკი, /რა საიდუმლოც არის ჩვენ ორის.../, გვიმზერს ათასი შურით საბრალო, კეთროვანივით ვშორდები ყველას, ასაკს თუ ჩვევას რას დავაბრალო, თუ დეკოლტესკენ გაპარულ მზერას. ხვალე და ფიქრი... პასუხს ითხოვდი, ცაა ჩემ ირგვლივ შემომინული, და შენი ნეკა თითის სითბოთი მილღვება ირგვლივ ყველა ყინული. ამ ღამით რაა _ ყრუა ხედები, პროცესორის ზრუნს ეჩვევა ყური, მეც გიბერდები და ვკიბერდები და მონიტორთან მერევა რული ...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 24.06.2012, 23:29 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ... ზეცის ზენა წამიც _ არა, თავქვე მიწა ირთხმება, რაც არ იყო, ის არც არის, რაც არის, არ იქნება. შენი ლექსი სარდაფშია, კარში არ გაიშვება, გრანელივით ზეცა გშია, მზესთან გინდა მიშვება. დახრილია შუბიც, ფარიც, თალხი ფარდა ეშვება, ეჰ, სამშობლოვ, რაღა მაინც პოეტებთან გეშლება...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 06.07.2012, 22:14 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** მეც მექნებოდა მზერა უკვდავი, თუ ფიდიასი ქვისგან შემქმნიდა, ვიდრე მომთხოვდნენ იუდას თაყვანს, მკვდარი ნიღბები ვიდრე შემშლიდა. ვიდრე შენ გქვია სახელად ქალი და ჩემს ცხოვრებას ათბობ მალიმალ, მე ვერ ვიცოცხლებ უშენოდ მარტო, ვერც ჯვარცმის მძიმე ლოდებს ავიტან. და ვიდრე გქვია სახელად ქალი და შროშნის მწველი შენ ხარ ყვავილი, და კარმენიდან ჯულიეტამდე მანძილს ოდესმე მაინც გაივლი. მეც მექნებოდა მზერა უკვდავი, თუ ფიდიასი ქვისგან შემქმნიდა, მე თუ მინდოდა შენი დაკარგვა, რისთვის გძერწავდნენ ჩემი ნეკნიდან. მე ვერ აგიგებ სასახლეს ლამაზს, ძღვნად მომიცია გული ესოდენ, _ და ნუ მომასწრებს იმ დღეს უფალი, შენი ტიტინი რომ არ მესმოდეს...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 16.07.2012, 20:57 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** მე ვინ გამიყვანს მღვრიე ქალაქის ამ უსასრულო სიმარტოვიდან, თითქოს უსახო ჩრდილები დაფრთხნენ, ღამე ქარების ფრთებით მოვიდა. სად არის სახლი, მე რომ მიმიღოს, ვინ მომცა პური, მე რომ მიჭირდა, ვერ დავთმე ზეცა _ თეთრი ნაბადი, ვერ გაგიყვანე ჩემი ფიქრიდან. ზოგი უბრალოდ იწყობს ცხოვრებას, მე ცისფერ ფრთებით ვცხოვრობ სულელი, წაიღე ჩემგნით, რაც მაბადია, მომეცი შენი ბაგის სურნელი. დაუცლელ თასებს, გაუშლელ კვირტებს, აფრებს ასაწვდენს ცაში ბოლომდე, _ არ შეიძლება გიყვარდეს ქალი, მერე ნახევრად შენთვის ცხოვრობდე. ხან თითქოს ბრძენი მგონია თავი, ხანაც უბრალოდ ცეტი ბავშვი ვარ, შენი ლამაზი ფეხების რკალით მოვარაყებულ წრეში დავდივარ...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 19.07.2012, 22:15 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** ცისკრდება, ხედავ, აღარც კი ჟინჟლავს, ფურისულებმაც შეიშრეს ცრემლი, წარსული ახლა არაფერს ნიშნავს, უბრალოდ დგას და ვერაფერს ვერ ცვლის.
თვალის უპეზე დამსხდარა ზეცა, და მოუბურავს მწვანე ვუალი, დრო ამ შეცდომებს ნელ-ნელა კეცავს, რომ მერე ერთად უთხრას უარი.
მატყუარაა სულ ყველა აჯა, კაცს და ღმერთს შუა ჩამწყდარა ხიდი, დრო რეფერივით მისინჯავს მაჯას, და რინგზე მაგდებს: _ მიდი, ჰო, მიდი!...
ხერხემლის ხნულში ჩაზრდილ ტკივილის, კულისებს არა, არც პარტერს ესმის, რომ სტრიქონ-სტრიქონ გამცალონ სისხლით, მერე დესერტად მიირთვან ლექსი.
ცა უთენარო ღამეს ირგებდა, რომ შემატოვა სიტყვასთან ომში, ამ ტელებრიყვულს ავცდი დიდებას, ყველა გზა მაინც არ მიდის რომში.
უკან სიბნელე ნათელს იცოხნის, წინ ჯერ სულ უცხო გზაა ხვეული, და გულს ასკდება ჩემი სიცოცხლე, ორ ბაგირს შუა გამომწყვდეული...
|
|
|
|