დავით შემოქმედელი - Page 8 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
დავით შემოქმედელი
nukriaДата: ხუთ, 20.03.2014, 12:40 | Сообщение # 71
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქვის მდუმარება...
მიცვალებულებს ღამის ზეწრები
გაეფინათ შუაგულ გზებზე,

იქვე ამომშრალ ოკეანეთა შავ ჯურღმულებში
სამყაროთა ისმოდა კვნესა...
მოუნაკლულე ის სამი დღე ვეშაპს უწყლოდ მყოფს.
წინასწარმეტყვლის არა სჯერათ
წვიმებს და ქარებს...
და უფრორე შლეგ მოდგმას კაცთა.
წელში გადახრილ აკაციას შევეხე ხელით...
არ დავუჯერე, შორეული მგზავრობიდან
შინ დაბრუნებულ მამაჩემად არ მეცნო იგი.
წყაროს პირს დავსწვდი, ცვარნაპკური ცრემლები იყო.
ვიწრო ბილიკზე კი იდგა მწყემსი,
ფარაგაბნეულს თაბორისკენ ეჭირა მზერა.
მიცვალებულებმა მოიშორეს თეთრი ზეწრები,
მოხრილი აკაცია ამოძრავდა ჩვენს სათიბში,
ახლა უკვე მამაჩემი იყო ნამდვილი,
წყარო დედის სილუეტად წამოიმართა.
მირკანი იდგა...
გაზაფხულის პირველი კვირტის ფეთქავდა უბე,
მოლოდინით დაღლილი სხივი დავინახე, რომ
თავს ადებდა ჰორიზონტს რბილად.
დროს რას გაუგებ...
პირველადამის დაცემამდელი სინათლე იდგა.
ჰოდა, იარე,
ქარების გრძელი ქარავანით,
იარე, მგზავრო,
ნუ, შეჩერდები,
მტვერში გაბნეულ ფილოსოფიურ
ქვის საძებნელად იარე, მგზავრო.
ვარსკვლავებისა და ღრუბლებისაგან
ჩადრჩამოფარებულ მზეებისაკენ
საცქერლად დროს ნუ აცდენ.
ცას ხომ არავინ ვემატებით,
თუ არ ვაკლდებით ...
----------------------------------------
მშლიდა სამუმი ცხელ უდაბნოში,
ქარები _ უცხო მსტოვრები ძრწიან,
ამ გახელებულ, გლუვ სამყაროში,
შეუცნობ, მაგრამ ხილვებით ჭკვიან
სიზმრებთან მქონდა მე მასლაათი
და დუმდა ჩემ წინ გაშეშებული,
დროწართმეული ქვიშის საათი.
მე უნდა მეგრძნო, რომ მქონდა სული,
მთაზე მძიმე და მსუბუქი თრთვილზე.
კლდეეები კლდეებს შემონარცხული
და აღარ ჩანდა ნუგეშად იქ მზე.
ნაპირთან ახლო, ვით ლოდქვეშ ხარო,
გული მზემქრალი _ არჩივი შენი,
ხან გზას გავღმუი, ხან ისე ვხარობ,
თითქოს ჩიტივით შემსხმია ფრთენი.
არც დასაწყისი, არც დასასრული,
ნილოსის წყლების ღელვიდან იშვი,
სადა, ხარ მგზავრო, სამყაროს სული
ბეხრეკ მიწაზე ცახცახებს შიშით...
 
nukriaДата: ხუთ, 20.03.2014, 12:42 | Сообщение # 72
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყოველდღე გეტყვი რომ მიყვარხარ,
ყოველდღე გაჩუქებ ვარდებს
ყოველდღე დაგიწერ ლექსებს და
ყოველდღე გაგითბობ ბაგეს...

ყოველდღე ავდგები ცისმარე,
ყოველდღე ვაჯობებ ტკივილს
კოველდღე ვიქნები ჭკვიანი,
ყოველდღე ვიქნები გიჟიც.
ყოველდღე თავიდან გაგიცნობ,
ყოველდღე დაგიცდი სახლთან,
კოველდღე გიმღერებ ბოლოჯერ
ყოველდღე მენთები სანთლად...
ყოველდღე დავტოვებ ოცნებას,
ყოველდღე ვიდგები კარში
ყოველდღე დავკარგავ სიყვარულს,
ყოველდღე ვიპოვი მაინც...
ყოველდღე მოგიტან წერილებს,
ყოველდღე დაგტოვებ მწუხარს
ყოველდღე მოვძებნი მიზეზებს,
რომ ისევ დავბრუნდე უკან!
ყოველდღე მოვკვდები უშენოდ,
ყოველდღე სამძიმარს მეტყვი
ყოველდღე აღვსდგები
მკვდრეთითგან,
სიკვდილსც ვაჯობებ შენთვის...
ყოველდღე დაგიწერ ანდერძად,
ყოველდღე დაგხატავ მღიმარს
უშენო დღეებით ნუ მომკლავ,
მე შენთვის სიცოცხლე მინდა...
---
თ. ზურაშვილი
 
nukriaДата: პარ, 21.03.2014, 01:33 | Сообщение # 73
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ოთარ ჭილაძეს

ძალიან გვიან მოვიდა თოვლი
და გასულ ზამთარს არაფრით ჰგავდა,
და მძიმე, მაგრამ ნანატრი თოვლი,
უხმოდ დნებოდა დარაბის კართან.

და იქვე ყინვით დაზრული კაცი,
ეძებდა ზეცის ბილიკს დანატრულს,
და ედებოდა სიცოცხლის ფასი
ძალიან გვიან მოსულ გაზაფხულს...
 
nukriaДата: პარ, 28.03.2014, 21:21 | Сообщение # 74
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეჰ, ქალბატონო მუზა, _
ნაცნობი რითმა, _ ღუზა

როგორ ჩაეშვა ნელა _
როგორ მკენწლავენ მწარედ
ეს გველხოკერა წლები.
შურის ეკლებით გვკლავენ,
ყოველდღიურად გვხრავენ,
რა ვქნა, ბატონო ჩემო,
მეც სხვანაირი ვხდები.
და ისე მშვიდად ვუცქერ,
ბოღმა რომ ახრჩობთ გულზე,
რომ ქილიკობენ ჩემზე
ჩემი ყოფილი ძმები.
ითვლის კი ვინმე მაინც
ეკლებს, რომლებიც თან მდევს,
მორჩა! პოეტებს აწი
არვინ მოუტანს ვარდებს.
ტყუილად ბზუის ლექსი,
ვით ხართან _ ხარაბუზა.
წაგებულია ლექსიც,
მიწაც, მამულის ფესვიც,
ეჰ, ქალბატონო მუზა...
ეჰ, ქალბატონო მუზა...
ეჰ...
 
nukriaДата: ხუთ, 24.04.2014, 22:07 | Сообщение # 75
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მოირწეოდა ქალი ვით ალი,
გვირილებიან-ცვრიან-იანად,
შემოეპარა კაბის ქვეშ ქარი
და მთელი ღამე მაეჭვიანა...
 
nukriaДата: კვ, 27.04.2014, 14:07 | Сообщение # 76
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეჰ, ქალბატონო მუზა, _
ნაცნობი რითმა, _ ღუზა
როგორ ჩაეშვა ნელა _
როგორ მკენწლავენ მწარედ
ეს გველხოკერა წლები.
შურის ეკლებით გვკლავენ,
ყოველდღიურად გვხრავენ,
რა ვქნა, ბატონო ჩემო,
მეც სხვანაირი ვხდები.
და ისე მშვიდად ვუცქერ,
ბოღმა რომ ახრჩობთ გულზე,
რომ ქილიკობენ ჩემზე
ჩემი ყოფილი ძმები.
ითვლის კი ვინმე მაინც
ეკლებს, რომლებიც თან მდევს,
მორჩა! პოეტებს აწი
არვინ მოუტანს ვარდებს.
ტყუილად ბზუის ლექსი,
ვით ხართან _ ხარაბუზა.
წაგებულია ლექსიც,
მიწაც, მამულის ფესვიც,
ეჰ, ქალბატონო მუზა...
ეჰ, ქალბატონო მუზა...
 
nukriaДата: კვ, 27.04.2014, 14:27 | Сообщение # 77
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენ გაიხარებ, თუ ვინმე გენდო
და მოსასმენად მოგაპყრო ყური,
თუ შენთან ერთად გატეხა პური,
იხილა შუქი, თვალში რომ გენთო. ვერ გაიხსენებ იმ ქალის სახელს,
რადგან არავინ გეტყვის უბრალოდ,
საკუთარ თავსაც გსურს დაუმალო,
რასაც უსიტყვო ღიმილით ამხელ. ის შენში ცხოვრობს და ესეც გყოფნის
და ბედნიერი გგონია თავი,
თითქოს ველური ვარდია ღობის
და შენს სხეულში თავისთვის ჰყვავის.
 
nukriaДата: ორ, 12.05.2014, 21:32 | Сообщение # 78
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაიმარტოვეს ღამე ღრუბლებმა
და გზა თოკივით გაჰკიდეს ხევზე,
მე კი არაფრით მქონდა უფლება
მეფიქრა, მაგრამ ვფიქრობდი შენზე. შენ კი თმებს ისევ გიწვალებს ქარი
და მიხვალ გზაზე ჩუმი და ფრთხილი,
გელის ოჯახში ერთგული ქმარი
და ბაღთან ბავშვის ტიტინი ტკბილი... ,, ხსოვნის ანაბეჭდები” ( 2013 წელი).
 
nukriaДата: ხუთ, 29.05.2014, 19:33 | Сообщение # 79
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
/მეუღლისადმი/ ზიხარ ჩემს ქოხში,
კერიის პირას,
გამოცვლილი ხარ თითქოს სრულებით,
ფურცლავ ჩემს ლექსებს_
ჩემს სისხლის წვეთებს
და გეღებება ხელისგულები...
 
nukriaДата: შაბ, 31.05.2014, 20:51 | Сообщение # 80
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
წერილი არა _"იმეილი" უფრო მოდაში,
ძველ სიმბოლოებს "დილეიტით" უბრალოდ შლიან,
მე ფურცელს, როგორც ძველ მეგობარს ჩემს ცივ ოთახში,
ამ ლექსით ვავსებ სიმარტოვეს და ვგზავნი გვიან...
ჰო... ჩემო კარგო, არ იდარდო, ჩვენ არ ვბერდებით,
ჟრუანტელია ერთმანეთის შეხება ვიდრე,
ჩამოცრემლებულ სველ ჭადრებთან ისევ ვჩერდებით,
ჩვენ უფრო მეტის პატრონები, ვიდრე ამ მდიდრებს
გულს არ აურევთ შეჩურთული იქს ადგილს ფული,
ვიდრე ეროსი ციკუტას შხამს მალვით არ დალევს,
და ამასაც გთხოვ, არ გაგიტყდეს არასდროს გული,
ყველაზე მეტად სიყვარული აცოცხლებთ ქალებს.
ჩემთვის კი ისევ ქალწული ხარ ნამით ნამული,
ჩემი სიზმრებიც შენს საწოლთან ღამეებს ითევს,
ეს რა საყვარლად ამომწვანდა ველზე ზაფხული,
ისევ ხანძარი უკიდია შენს ბაღში ტიტებს.
წამო, ძვირფასო, ეს ზამთარიც გავიაპრილოთ,
ვნების ალებთან რა შორია _ ჰადესი... ლეთა...
სატრფოსულებმა ითინათინ-იავთანდილონ,
კიდევ რამდენი აფრის აშლა მოგველის ნეტავ?...
 
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость