პეტრე გრუზინსკი
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 00:11 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა უფერულად დაგვაბერეს
რა უფერულად დაგვაბერეს, შენ, ჩემო ლექსო, ამ დალეწილი სულის ნაწილო, როგორ გაგწირო, მე როგორ მოვსპო უღიმღამო სიცოცხლე შენი _ შენა ხარ ჩემი დამღუპველიც და გადამრჩენიც... როგორ გაგწირო, დალეწილო სულის ნაწილო, ჩემო ლამაზო სატანჯველო, ჩემო ნუგეშო; როგორ ვიცოცხლო ქვეყნად უშენოდ?! როგორ გაგწირო, ამ დალეწილი სულის ნაწილო?
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 00:12 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნუ იფიცებ, ნუ ამაყობ, მე შენს თვალებს დაღლას ვატყობ. და შენს ბაგეს, გაუშლელი ვარდისფერი კვლავ რომ ადევს, ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს. ნათლად ვხედავ, შენს თვალებში უტყვი სევდა ახავერდდა, ნუღარ მალავ, აღარა გაქვს მოლოდინის ძველი ძალა და ჩამქრალა საბოლოოდ ის იმედი, დღეს რომ ენთო კიდევ მკრთალად. ნუ იცინი, ნუ იკავებ მომდგარ ცრემლებს, ნუღარ ცდილობ ჩემს დანდობას, ნუ უარყოფ განშორების წინათგრძნობას. ნუ იფიცებ, გამძლეობით ნუ ამაყობ, მე შენს ბაგეს, ჯერ კიდევ რომ ჩემი კოცნის ფერი ადევს, ღიმილს ვამჩნევ ნაძალადევს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 00:13 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მუნასიბი ბორჯომის ღვინის სარდაფში
მომწყინდა უკვე, მეც აღარ მართობს ცხოვრება ძუნწი, გაუმეტავი, ახალგაზრდობა და გულის სატრფო რომელ სარდაფში დამრჩა ნეტავი?! ჩავალ, ჩამყვება ერთი თვალების ტრფობა, ალერსი და ერთგულება, ამოვალ ზევით განაწვალები და გულისტოლიც სხვა მეგულება. მთვრალი ვარ, მთვრალი, ცა _ ედემია, ვკოცნი ვაზის რქას და ვაზის ფესვებს, ყველა სირაჯი მამაჩემია და ყველა კახპას ვუკითხავ ლექსებს. რასაც ვყვიროდი ბავშვი გულადი, ნაჭაღარევი ვყვირი იმავეს და აღარ მახსოვს, სატრფოს სურათი რომელ სარდაფში დავაგირავე.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 00:13 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მატარებლები
მატარებლები ყოველ დილით და ყოველ ღამე სადღაც მიდიან, საით მიდიან, ეგ სულერთია _ გზები დიდია. მთავარია, რომ სადღაც მიდიან, სადღაც მიდიან... იმ მატარებელს მიჰყავს მგზავრები, უკან ბრუნდება, ზოგის იმედი ბაქანზე რჩება, ზოგის _ სრულდება. ზოგი მგზავრი კი არასოდეს არ დაბრუნდება, არ დაბრუნდება, არ დაბრუნდება... მატარებლები ყოველ დილით და ყოველ ღამე ცივი კივილით სადღაც მიდიან, საით მიდიან, ეგ სულერთია, გზები დიდია, მთავარია, რომ სადღაც მიდიან... მეც მინდა გავყვე ერთ-ერთ მათგანს, წავიდე სადმე, საით წავიდე, ეგ სულერთია, რახან შენ დაგთმე... მთავარია, რომ წავიდე სადმე...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 00:14 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვიცი, მე ვიცი ვიცი, მე ვიცი, რომ ტვირთად გაწევს მოუსვენრობა გარდასულ დღეთა; ღვინით, უძილო ღამეებით გულგატეხილი მოვედი შენთან და შიშნაკრავი პატარა გული მაინც ქალური სითბოთი შემხვდა. ვიცი, მე ვიცი, იმ უძილო ღამეებს გაჰყვა სიჭაბუკე და სიწმინდე სულის და ვდგავარ შენი ცხოვრების გზაზე ისე, ვით მგზავრი გვიან მოსული. ვიცი, მე ვიცი, ბევრჯერ ვინანებ, რომ შენთან მოსვლა დავიგვიანე; უაზროდ დავწვი სიცოცხლის დღენი, აქვე იყავი _ სადღაც სულ ახლოს და თავის დროზე სიახლოვეც კი ვერ ვიგრძენ შენი. ვიცი, მე ვიცი, რომ ჩვენ შორის ცივად ჩამდგარან წლები დამწვარი ღვინით და ვნებით და მე სულმოკლემ, ლამის არის ვწყევლო ყოველი, ის, რაც მიყვარდა თავდავიწყებით.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 00:14 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაღამება სევდას მიქსოვს...
დაღამება სევდას მიქსოვს, გული რითი გავართო, დავჯდები და დავწერ ბარათს, ისევ უმისამართოდ. ჩემი ლექსი თვით მოგძებნის, ვერსად დაემალები, მისამართად ეგულება შენი გიშრის თვალები. მას რად უნდა ქუჩის სწავლა, შენი სახლის ჩვენება, ვით მერცხალი თავის ბუდეს, მოვა, მოგეფერება. გახსნი ბარათს, წაიკითხავ, წარსულს დაუბრუნდები, მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს სინამდვილის ხუნდები. რა მწარეა მოგონება დღეთა გარდასულისა, რა ძნელია დაოკება ვნებააშლილ სულისა... და როცა ქალს ვნება ახრჩობს, გული რითი გაართოს, ჟინიანად დახევს ბარათს, მაგრამ... უმისამართოს. დაეძებ და ვერ იპოვე, გაგიცრუვდა მიზანი, მე კი გულის გასართობად კიდევ გამოგიგზავნი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 00:15 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ბევრჯერ ვყოფილვარ...
ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას, აქ ბევრი ღამე მითენებია და ყვავილებში განაბულ ნიავს ჩემთვის რამდენი რამ უმღერია... მეც განაბული ვუსმენდი, როგორც საყვარელ ქალის ჩურჩულს ვნებიანს. ბევრჯერ ვყოფილვარ არაგვის პირას, რამდენი ღამე მითენებია; მაგრამ ის ღამე, დედოფალი ყველა ღამეთა, რა უმოწყალოდ მალე გათენდა. დრო ადნებოდა საზარლად მალე შენს გასაოცრად სევდიან თვალებს და მოდიოდა უშენო ხვალე _ სიცარიელე და სიცივე მომავალ დღეთა და მოგონებათ ღამის ნაფლეთი _ არაგვზე, შენთან. გამხმარ ტოტებზე ჯამბაზივით ცეკვავდა ალი და სველ ტუჩებზე გიცინოდნენ ღვინის წვეთები; მე შენი ცქერით სიგიჟემდე ვიყავი მთვრალი, მაგრამ იმ ღამეს დათვრებოდნენ თვითონ ღმერთებიც, შენთვის რომ ერთხელ მოეკრათ თვალი. ...ტოტებზე კრთოდა შენი ცქერით შემკრთალი ალი, სასაცილოა ჭაღარა ბავშვი, მაგრამ ბავშვივით დაბნეული ვიყავი მაშინ; კიდევ კარგი, რომ გაავდარდა უეცრად მთაში, შენ ვერ შემატყვე მღელვარება გაბზარულ ხმაში, სასაცილოა, სასაცილო ჭაღარა ბავშვი. შენს გასაოცრად სევდიან თვალებს დრო ადნებოდა საზარლად მალე და მოდიოდა უშენო ხვალე... დროო, შეჩერდი! ასე იოლად მე ვერ გაგატან ბედნიერ წამებს! შეჩერდი-მეთქი! შენც უძლური ხარ გაიმეორო ასეთი ღამე!.. პირველი წვიმის სურნელება სდიოდა მიწას და ბნელი ღამე ხეობაში უძრავად იწვა. ღამე, ის ღამე, დედოფალი ყველა ღამეთა, რომელიც ასე უმოწყალოდ მალე გათენდა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 00:16 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეს აფიშები
ეს აფიშები... ეს აფიშები... ეს აფიშები ნაცნობი გვარით, თითქოს მბოჭავენ, არ მეშვებიან, გულს მიშიშვლებენ, სულს მიშიშვლებენ, ან თავს მოვიკლავ, ან გავგიჟდები. აუტანელი, როგორც ტკივილი _ კვალდაკვალ მომდევს აფიშების უხმო კივილი; აფიშებიდან გადმოაბიჯა და წინ დამიდგა მოგონება გარდასულ დღეთა. ის ამ მყივარი აფიშებით მოვიდა ჩემთან და ჩემს იდუმალ ტკივილებს ამხელს; ძალით მახსენებს მივიწყებულ საყვარელ სახელს; სად გაექცევი ამ აფიშებს ანდა მათ კივილს? სად გაექცევი საკუთარი ჭრილობის ტკივილს? სევდას, უძილო ღამეებით ბევრჯერ აწონილს... საკუთარ აჩრდილს, მლიქვნელივით ფეხქვეშ გაწოლილს... მოვრბივარ, მაგრამ... ვეცემი, მაგრამ... კვლავ ვდგები, მაგრამ... ისევ გავრბივარ, გავრბივარ, მაგრამ აუტანელი, როგორც ტკივილი, უკან მომყვება აფიშების უხმო კივილი.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 00:16 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაბზარული კერპი ფერწასულ ხატად მეჩვენები, გაბზარულ კერპად, რომ დარჩა კენტად მლოცველის და მრევლის გარეშე... ვინ გაგიბედა? ვინ გაგიმეტა? ვინ მოვა ნეტავ ჩემ მაგიერ მლოცველად შენდა? გაბზარულ კერპად მეჩვენები, უთვალავ კოცნით გაცრეცილ ხატად, მაგ კოცნის კვალი დღემდე არ ჩანდა, ან ვერ გამჩნევდი, მე შენი მწამდა. რას შეგამჩნევდი სიწმინდის გარდა? ჩემს გულს მოვიტან სამსხვერპლოზე წარბშეუხრელად, და ზედ იარონ, დაე, გათელონ, ოღონდ მითხარი, გაბზარულო, შენ, ჩემო კერპო, როგორ გიშველო, ვით გაგამთელო?
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.09.2012, 00:17 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "შენ ალბათ"
შენ ალბათ ახლა ჭიქა გიჭირავს და საახალწლო სუფრაზე მღერი; მე ვწევარ სადღაც არაგვის პირას, ღამეა ჩემი ფიქრების ფერი... ნაბადზე მათოვს... და გაყინული თოფის ლულები ამ ბნელ ღამეში ძმადნაფიცის სითბოთი მათბობს... ნაბადზე მათოვს... დღეს არაგვია საოცრად მღვრიე. შენ არ გეგონოს, ისევ შენზე ფიქრი მტანჯავდეს _ არა, უბრალოდ მენანება ჩემი ოცნება ასე უწყალოდ რომ შეგალიე; გულდასაწყვეტი აბა თითქოს რა უნდა მქონდეს? შენი ალერსი არ დამკლებია და როცა მარტო გიგულებდი თბილს და ვნებიანს, ქვეყნად არავინ არსებობდა ჩვენ ორის გარდა, და მოპარული საათები სიგიჟეს ჰგავდა. და მე სულელი გაშიშვლებულ ქალის სხეულში (სიშიშვლის გარდა) სულსაც ვეძებდი, უფრო წმინდის, ამაღლებულის მსურდა მონება _ ამას ვერ შესწვდა შენი გონება. და ალბათ ახლა ჭიქა გიჭირავს და საახალწლო სუფრაზე მღერი; მე ვწევარ სადღაც არაგვის პირას, ღამეა შენი თვალების ფერი, ღამეა ჩემი ფიქრების ფერი, ნაბადზე მათოვს... და გაყინული თოფის ლულები, ამ ბნელ ღამეში, ძმადნაფიცის სითბოთი მათბობს... ნაბადზე მათოვს...
|
|
|
|