პეტრე გრუზინსკი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
პეტრე გრუზინსკი
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 18:57 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

წმინდაო, წმინდაო, წმინდაო მარიამ
მე შენთან მოვედი, მე ლოცვა მწადია.
ვიცი უჩემოდაც აქ ბევრნი დადიან,
მაგრამ შენ ვერ ნახავ ჩემსავით დარდიანს.
წმინდაო, წმინდაო, წმინდაო მარიამ
რა გაოცებული თვალებით მიცქერი!
ვიცი არ მელოდი. მე მაინც მოვედი,
ნაძარცვი, შიშველი,
ჩემთვის არაფერს გთხოვ ვეღარა მიშველი.
ათასჯერ გაყიდულს სულიდან ხორცამდე.
ბევრი მინანია,ბევრიც მიტირია,
მაგრამ ჩემს ცოდვათა მონანიებაზე
ფიქრი გვიანია, მეტად გვიანია.
და მაინც რატომღაც დღეს ლოცვა მწადია,
წმინდაო, წმინდაო, წმინდაო მარიამ.
მე დაღუპული ვარ, ვიცი ვერ მიშველი.
მე განწირული ვარ, შენდობა არ მინდა.
ვიცი, ჩემს შეცდომებს კვლავ გავიმეორებ
თუნდაც რომ დავიწყო ცხოვრება თავიდან.
და მაინც რატომღაც დღეს ლოცვა მწადია,
წმინდაო, წმინდაო, წმინდაო მარიამ.
მე იმას გავედრებ ჩემს სახელს კი არა
ვინც ჩემთა ტკივილთა სევდას ეზიარა
ფარავდე მას ჩემი ტკივილით დარდიანს
წმინდაო, წმინდაო, წმინდაო მარიამ.
 
verikolatariaДата: ხუთ, 08.03.2012, 18:59 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

დღეს ბაგრატიონს აღარ მარტყია
მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი,
ნაირმალივით გულზე მატყვია
შენი პატარა ტერფების კვალი.
არც იერიშით მივსულვარ მტერზე,
არც შურისგების მითქვამს პირობა,
არ მიბრძოლია და მაინც მკერდზე
მაზის მაგ თვალთა მძიმე ჭრილობა.
და როცა ვინმე შენ, უტიფარი,
მოგაპყრობს მზერას აღსავსეს ჟინით,
მსურს დავულეწო გულის ფიცარი,
ჩემს წინაპართა ბრძოლის ყიჟინით.
მაგრამ დღეს წელზე აღარ მარტყია
მეფე ერეკლეს პირბასრი ხმალი,
ნაირმალივით გულზე მატყვია
შენი პატარა ფეხების კვალი
 
nukriaДата: ორ, 16.04.2012, 03:43 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***
მიშველე ღმერთო!
დამარწმუნე, რომ შენ არსებობ;
მომეცი რწმენა,
აღარა ვარ მეტის ამტანი,
მომეცი რწმენა,
გინდ ეშმაკის გინდა სატანის!
ეგ სულ ერთია -
ღმერთი ღმერთია...
ღმერთი ის არის, ვისაც ვიწამებ
მე ამ ცოდვიან დედამიწაზე.
ღმერთო, მიშველე, რამე მაწამე,
ურწმუნოებით ნუღარ მაწამებ.
ხატი მომეცი შეურყვნელი, შეუბღალავი,
ღმერთო, არ გესმის ჩემი კივილი?
არ გწვდება ცამდე?
აღარა მყავს ქვეყნად არავინ,
ვისიცა მწამდეს..
 
nukriaДата: სამ, 12.06.2012, 20:59 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ის გზა და ბილიკი გახსოვს?
აჩრდილი გაფოთლილი თუთის
- რომელი თუთა ქალო
ქმარი შეჰყურებს და უკვირს
თუ გახსოვს წისქვილი ძველი
საფქვავი დაგვქონდა ერთად
- რომელი წისქვილი ქალო
წისქვილში რა მინდოდა შენთან
-როგორ მომიტაცე გახსოვს?
როგორ ამიხვიე თვალი
-ღმერთმანი ტყუილია ქალო
ბრაზდება ასწლოვანი ქმარი.
შვილთაშვილები კი ამ დროს
ხითხითით იკლებენ ბინას
დედაბერს მოგონება ართობს,
ბერიკაცს რა ხანია სძინავს...
 
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 21:54 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გაბზარული კერპი
• • •

ფერწასულ ხატად მეჩვენები,
გაბზარულ კერპად,
რომ დარჩა კენტად
მლოცველის და მრევლის გარეშე...
ვინ გაგიბედა?
ვინ გაგიმეტა?
ვინ მოვა ნეტავ
ჩემ მაგიერ მლოცველად შენდა?
გაბზარულ კერპად მეჩვენები,
უთვალავ კოცნით გაცრეცილ ხატად,
მაგ კოცნის კვალი დღემდე არ ჩანდა,
ან ვერ გამჩნევდი,
მე შენი მწამდა.
რას შეგამჩნევდი
სიწმინდის გარდა?
ჩემს გულს მოვიტან
სამსხვერპლოზე წარბშეუხრელად,
და ზედ იარონ, დაე, გათელონ,
ოღონდ მითხარი,
გაბზარულო, შენ, ჩემო კერპო,
როგორ გიშველო, ვით გაგამთელო?
 
nukriaДата: პარ, 20.07.2012, 16:44 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მეცა მყავს ჩემი თოლია
• • •

ზღვას რომ გაჰყვება უკვალოდ
თოლია, მაცნე ქარბუქის,
ვიწვი სანთელზე უბრალოდ,
თუმც აღარა ვარ ჭაბუკი.
ნუ ფიქრობ, სულ მთლად მოვბერდი,
გულში რომ გაუქროლია,
ქარიშხლის წინამორბედი
მეცა მყავს ჩემი თოლია.
ის თუ ფრთებს ზღვაში ისველებს
და ქარზე უფრო მარდია,
ჩემი გულს აღარ მისვენებს,
თითქოს გაფრენა სწადია,
დავიჭერ, დავაკვირდები,
ყველაზე კარგი მგონია,
მიკვირს, ჩემს უფრთო თოლიას
მწვანე თვალები ჰქონია.
 
nukriaДата: შაბ, 18.08.2012, 23:50 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი სიცოცხლე მიიწურა,
მწუხრი ახლოა,

აქ, ამ ქვებს შორის,
სადღაც ჩემი სამოსახლოა.
მალე, სულ მალე,
აღიმართება პატარა ჯვარი,
უბრალო, სადა,
და ჩემს სახსოვრად
სააქაოს სხვა არაფერი
არ დარჩება
ამ ჯვარის გარდა.
ეს ლექსი მაინც შეინახე
მოსაგონებლად გარდასულ დღეთა,
შენ ხომ სულ ბავშვი მოხვედი ჩემთან,
გახალისებდა შრიალი ხეთა...
შენ არ იცოდი, რა არის სევდა
და სავალალოდ, პატარავ, ჩემდა,
ნაგვიანევად მოსულო ჩემთან,
შენ მაგრძნობინე მე სიმძიმე გარდასულ დღეთა....
 
nukriaДата: სამ, 18.09.2012, 00:10 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხელში მიჭირავს

ხელში მიჭირავს ჩემი გულივით დაცლილი თოფი,
ძლივს ავიარე ხევ-ხევ ბარდები,
და თვალს ვაყოლებ
ახალდაჭრილ ფრინველის ფრენას,
შენც ამ დაჭრილი ფრინველივით წახვედი ჩემგან
და ალბათ სადმე ჩამოვარდები.
...დღეს მარტო დავრჩი და უნებურად
ვიხსენებ მე შენს ცრემლიან თვალებს
და ვერ მივმხვდარვარ,
ასე იოლად როგორ გაგცვალე.
არ დაიდარდო,
მეცა მცვლიან,
მეც სხვას ვეცვლები...
და რომ შემეძლოს დაბრუნება,
ისე, როგორც ბრუნდებიან უკან მერცხლები _
ძალა რომ მქონდეს,
მე მხოლოდ შენთან დავბრუნდებოდი _
დავბრუნდებოდი, უეჭველად დავბრუნდებოდი.
მაგრამ რა ვქნა, რომ გული არ მომდევს,
ამ სიჯიუტემ მოსვენება აღარ მაღირსა.
უკანასკნელი მოჰიკანი ჩემი გვარისა
უკან დახევას ვერ გადავიტან,
ვეღარ დავიწყებ წარსულს თავიდან...
ხელში მიჭირავს ჩემი გულივით დაცლილი თოფი...
ირგვლივ _ ბარდები...
მე თვალს ვაყოლებ
ახალდაჭრილ ფრინველის ფრენას,
რატომღაც მჯერა,
ამ ფრინველივით
მეც მალე სადმე ჩამოვვარდები.
 
nukriaДата: სამ, 18.09.2012, 00:11 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შიშში აღზრდილი

შიშში აღზრდილი,
უნდობლობაში დაკაცებული,
ციხის მუქარით გაწამებული
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა,
ვისაც ღალატად უთვლიდნენ სინდისს
და უმეცრებად _ გამბედაობას.
სხვისი ბრძანებით ნამღერი ჰიმნით,
სხვისი კარნახით წაკითხულ წიგნით,
დობერმანივით ერთნაირი გარეთ თუ შიგნით
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.
ან გაყიდული სულით ხორცამდე,
ან ციხე-ციხე ნათრევ-ნაცემი,
ან დარდით ღვინის კასრში ჩამხრჩვალი,
ან ჩინ-მედლებით სავსე, გამცემი.
რაც მქონდა წმინდა _
ყველაფერი სულში დაობდა,
თან მეზიზღება, თან მეცოდება
ჩემი თავიც და ჩემი თაობაც.
რა გააჩნია, რა დატოვოს, რა გაიხსენოს,
პირუტყვის შიში, გადამდები სენი _ საზარი,
თუ თავის ლანდი ცისფერ ქუდით, რუხი მაზარით
და სასაკლაო უზარმაზარი,
თუ თავის ყოფის სირცხვილი და არარაობა?!
მე მეცოდება კასტრირებული ჩემი თაობა.
დღეს თამაშია ვნებათა ღელვის, მხოლოდ თამაში,
გრძელი, გაბმული,
სურვილი იმის, რაც სულს აკლია,
ეს სპექტაკლია
ცუდად დადგმული
და ყალბი ასლი სინამდვილისა.
ქალები _ ბერწი,
ვაჟი _ ცვედანი,
აი, დედანი...
ჰეი, მსაჯულო, მომავალო უმაღლეს რანგის,
სანამ მსჯავრს დასდებ ჩემს თაობას,
აქ სუნმა რომ არ შეგაწუხოს, მთვარეზე ადი _
იქიდან უფრო შორს იქნება ეს დედამიწა
დამპალი სისხლით და ათაშანგით.
 
nukriaДата: სამ, 18.09.2012, 00:11 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაცა მოხდა

რაღაცა მოხდა,
იდუმალი, გაუგებარი...
რაღაცა მოხდა...
გაიბზარა რაღაც ჩვენ შორის
და ყოველ ღამე
სიზმრად მესმის კივილი ჭოტის,
ასე მგონია,
ფეხაკრეფით ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
მესამე მოდის...
მოდის კანონი, კანონის ძალით,
მისი სახელით.
მოდის ცივი და მოდის თავხედი;
მოდის და მოდის...
მოდის და მოდის...
სადა და როდის,
სად გავიგონე
მე პირველად კივილი ჭოტის?!
ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
ვიღაცა მოდის...
უცხო, ზედმეტი...
რაღაცა ხდება გაუგებარი
და ითელება გული მგზნებარე
კანონის ძალით.
კანონს მიჰყვება მორჩილი ქალი;
მე ვდგავარ მთვრალი,
როგორც ყოველთვის,
სუნი დგას მძორის...
რაღაცა მოხდა...
გაიბზარა რაღაც ჩვენ შორის.

ვიღაცა მიდის...
ვიღაცა მოდის...
მე ისევ მესმის კივილი ჭოტის!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость