ზურა გორგილაძე
|
|
nukria | Дата: პარ, 21.09.2012, 21:07 | Сообщение # 41 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სულო
სულო! რა უღმერთოდ შეივარდე, ლამის ვარსკვლავებს შემაწვდინო, ახლა რომ ვინმე შემიყვარდეს... ახლა რომ ვინმემ შემაცდინოს... დრომ ბევრი ქუხილი დამახალა, დრო მაინც ბრუნავს და კამათელობს, ახლა რომ ვინმემ გამახელოს... ახლა რომ ვინმემ გამადელოს... კი ვიცი, სად უნდა დავაიჯო, თუმცა წარსული ქარაოცობს, ახლა რომ ვინმემ გამაგიჟოს, ახლა რომ ვინმემ გამაოცოს. სულო! ტყუილად შეივარდე, ამაოდ, ვარსკვლავებს შემაწვდინო, მტრისას! _ ვინმე რომ შემიყვარდეს, მტრისას! _ ვინმემ რომ შემაცდინოს.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 21.09.2012, 21:08 | Сообщение # 42 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიტყვავ, ბატონო!
სიტყვავ! შენ, რჯულის სულო ბებერო, ნეტა სანამდე უნდა გეფერო. შენ! მთების ფშინვავ, ველის ნიავო, – სანამდე უნდა გელოლიავო! შენ, ჩემო ფესვო და ასპარეზო, სანამდე გფუთნო და გეალერსო. შენ, ლოდის ჯვარო, სხვენის მტევანო, ხან ჩონგურო და ხან სატევარო. შენ, – მწვერვალების ყელის ეჟვანო, ხან ყიჟინო და ხან კაეშანო. შე, მსხმოარე სისხლო ხნიერო, რა გამაჩნია სამაგიერო!
* * * სიტყვავ! შენ, ჭვანგო კლდეს მიჭვანგულო, ხან გაბასრულო, ხან გაჟანგულო. ხან დაეკლილო, ხან დადაფნულო, შენ, შვინდავ ჩემო, ჭირში ჩაფლულო. ხან ხელის გულზე – შავო მერცხალო, ხან იის წვეთო, ხან ნაკვერცხალო. შენ, ქოხის კვამლო, ჯვარის ღადარო, ზოგჯერ მტყუანო, ზოგჯერ მართალო. მაღალ ბალახში ირმის თქარუნო, ხან სიძულვილო, ხან სიყვარულო. მჟაველას კლერტო, ხრამის ყვავილო, მთიდან ცალთვალა დევის ბღავილო. შენ, მწარე წყევლავ და ძუძს ლოცვავ, – დედა ქვეყანას ჰპირდება როცა.
* * * სიტყვავ!... შენ, ყალყზე მდგარო მხედარო, ნეტა სანამდე უნდა გედავო. შენ, – ჩვენი სიბრძნის ტყეო უღრანო, სანამდე გსინჯო და გებურღაო. სიტყვავ ღარიბო, სიტყვავ მდიდარო, ნასახლარო და ნასიმინდარო, ნაგზაურო და ნავენახარო, ბალახო, ყველა მზეზე მაღალო. სანამდე უნდა ვკრიფო მოთმენით, ნაფშხვენი შენი ცხელი ზოდების. ნაფშხვენი შენი მკვრივი გრანიტის, შენი ნახშირის, თუ მარგალიტის. რომ ცას ვახარო და გავაგონო, – აი, გიპოვნე, მუზავ ბატონო! და რასაც ვნახავ, რასაც ვიპოვნი, მტვერი იქნება შენი კიდობნის, ბუღი იქნება შენი ქალამნის და, ღმერთმა ნუ ქნას, ისიც ჰარამი, რამეთუ შენი ხსენი მპატრონობს, ქართულო სიტყვავ, სიტყვავ ბატონო!
* * * ვინ არ გაგიდო ტლანქი ურდული, იყავ დაჭრილი და გაქურდული, გამობოლილი, გამოჭვარტლული, შენ, ლოდიძირის წყალით ნათლული. ჩამოთენთილი, ჩამოფლეთილი, მაგრამ ყოველთვის მაღალ ღმერთივით, გამოშიგნული, გამოჯიქნული, მაგრამ ყოველთვის მხნე და ჯიქური. და როს სინათლის ჟამი გიდროვე, მოველ და აკვნის თავთან გიპოვე, ჩაშლილ კედლების კირში გიპოვე, და ძველთა ძვლების ძირში გიპოვე, მუხის ძირკვებს და ქვებს ქვეშ გიპოვე, წისქვილებში და გზებში გიპოვე, და დრო როდესაც გამოგიგლოვე, მანდილის გაფსკვნილ ყურში გიპოვე.
* * * შენს საფეთქლებთან და შენს მაჯებთან უდაბნოს სიცხე დაალაჯებდა. თვით ბედუინის ცხენმა ინება, შენს წითელ სისხლში დაჭიხვინება. სურდათ მოედოთ შენთვის აღვირი, რომ გადაესხათ სისხლი გარყვნილი. რომ გულმოღლეტილს ველურ ალერსით გეცეკვა ბუღში და ტრამალებში. რომ მორეოდა შენს გულს ქლოშინი, რომ ყოფილიყავ ყველას მორჩილი. რომ მიმონგრეულ შენს სარეცელთან საჭურისებს და ლომებს ეცეკვათ. რომ შენი მკერდის თეთრი ჩირაღდნით სხვისთვის მიგეცა ჯიშიც, ჯილაგიც. მაგრამ გადარჩი! ღმერთით, გადარჩი, იმდენ დელგამში, იმდენ ავდარში, მამის მჯიღში და დედის კალთაში, მამის ჯვარში და დედის მაჯაში, ღმერთით გადარჩი... ღმერთით გადარჩი!... სიტყვა დღვანელი, სიტყვა ხულელი, სამას წელიწადს ნამარხულევი. სიტყვა ყაჩაღი, სიტყვა ფირალი, სამას წელიწადს ნაბორკილარი. სიტყვა მჟრჟოლავი, სიტყვა მსუსხავი, სამას წელიწადს ღვინოუსვამი. ვაი, რამდენი რამ მოვიგონო, შე, ქოჩახელას მწვანე ჭიბონო!
* * * დღეს შენი ჯიშის, შენი მუხლების, ქართული ლექსის მადგას უღელი, დღეს შენი ფესვით, შენი ფრჩხილებით, ხორცს ისხამს ყველა საგნის ჩრდილები, მძულხარ, როდესაც ვამბობ ქართულად, თითქო სამყარო ცეცხლში ჩანთქმულა, თითქო ტაძრები ცად აღმართულა, მიყვარხარ, როცა ვამბობ ქართულად. ლოცვა, კურთხევა, კოცნა ურიცხვი, ამ ორად-ორი სიტყვის გულისთვის. სიტყვავ რუსთველის ხელში ნაქონო, სიტყვა მერანის ნალში ნაქონო, სიტყვავ მინდიას ჯამში ნაქონო, ვინ გინდა ამ ცას, რომ გამოხეთქო, ან ამ მწვერვალებს გადმოაქროლო!?
* * * მე რასაც ვნახავ, რასაც ვიპოვნი, მტვერი იქნება შენი კიდობნის, ბუღი იქნება შენი ქალამნის და, ღმერთმა ნუ ქნას, ისიც ჰარამი, – რამეთუ შენი კვერთხი მპატრონობს, ქართულო სიტყვავ, სიტყვავ ბატონო!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 21.09.2012, 21:08 | Сообщение # 43 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიბერის ლექსი
შენ რომ ქუდი შემიბრუნე, შენ რომ გული მომტაცევი... აწი რაღაი, ქედნიმხარში ვეღარ შეგელომკაცები. ნეტაი იმ დროს ,ტანხერტალავ , ლენკარით თუ ბოკელათით, სათიბში რომ შეგისწრებდი, ზვინებში რომ მოგბელავდი. ნეტაი იმ დროს! შენს წამწამებს რომ სცვიოდა ია მთების, აწი გულის კუკულებზე ვეღარ დაგინიავდები. დეიზრდება, დეიყივლებს, ი, ჭიორაი ჭუჭულები, მე კი ყირმიზ ყურისძირში ვეღარ ჩეგეფურჩულები. კედლისკენ მაქვს პირი ახლა, კედლებს ჩხვერენ ქორბუდები, ღმერთმა იცის, სასიკეთოდ, შენსკენ თუ გადმოვბრუნდები, ვაიმე!_ რაფერ გიბერდები, და... რაფერ გინათესავდები.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 21.09.2012, 21:09 | Сообщение # 44 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სახალხო არტისტი
ბევრს აუვუკრძალავდი ხელების შეხებას, ამ კურთხეული და მაღალი ფარდისთვის, ვინც სული სრულქმნილი მშვენებით შეღება ეს ნიშნავს რომ იყო სახალხო არტისტი.
ხანდახან დაგშანთავს ბოღმების ღვარები, ისე ვით კამათელს შანთავენ ნარდისთვის, ვინც მოზიარეა ხალხის მწუხარების ეს ნიშნავს რომ იყო სახალხო არტისტი.
არა ვით კვაჭი და არა ვით ყვარყვარე, მამულის ხატებას ხვატში რომ გადისვრის, ვინც ხალხის სიხარულს გულიდან ხარხარებს, ეს ნიშნავს რომ იყო სახალხო არტისტი.
არა თვითმკვლელობა და ბილწი ზმორება, ხარჭების კოჭებთან თრევის და დარდისთვის, ვის სულსაც ძაგრავს და აღაგზნებს ცხოვრება, ეს ნიშნავს რომ იყო სახალხო არტისტი.
ვაი რა მწარეა მანჭვა და ქლესობვა, ჭუჭყიან გროშისთვის, ტაშისთვის, ვარდისთვის, ვის გულსაც მამულის ჩანგალი ესობა, ეს ნიშნავს რომ იყო სახალხო არტისტი.
მეც გულზე ბოროტი ჭვანგები დამასო, ბრმა უსახურების ანგალმა აშვებამ. ჩემი არტისტები ხალხისთვის თამაშობს, შენი არტისტები ხალხს ეთამაშება.
ნეტავი ვის დავდო მე ბრალი ამაში, თოვლიან ქარებს თუ ქარიან ვარდისთვეს, ნიჭად დაჰყოლიათ სკამისთვის თამაში, მაღალ სართულებში შერეკილ არტისტებს.
ხალხო შენ მართალო, ხალხო შენ ძლიერო, ისე ვით ძგერა და განგაში მარტისთვის, ღმერთმა გიდღეგრძელოს და გიბედნიეროს, შენს ჭიპზე მოჭრილი სახალხო არტისტი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 21.09.2012, 21:10 | Сообщение # 45 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საქუნჩლეში ქარი ქროდა საქუნჩლეში ქარი ქროდა, ბჟიორები ბოჟირობდნენ ქარში, აბრუებდა ფიცრის ოდას სუნი სხვენქვეშ გამოტანილ ვახშმის.
მამა კვენდღებს წირეხავდა, ლაფაროსთან მობანცალე ბინდში, ძაღლი ნალის ნატეხს ხრავდა, პატრონივით კეთილი და ფინთი.
დედა გოგოს გულს კენკავდა მორთული და მოლამუნე ენით. - არ წავყვები, ჭადის მადლმა, ნენი, თავი დამანებე ნენი!
- არა სახლში დაგაბერებ! - ბუხარივით ღუღუნებდა დედა, - ნენი თავი დამანებე! - და ჭიშკართან, ფური ჩრდილებს ფლეთდა.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 21.09.2012, 21:11 | Сообщение # 46 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მშვიდობით ექსკლიუზივი
მშვიდობით!.. დიდხანს ვერაფერს მოგწერ, კარდაკარ ვივლი ხმაგაკმენდილი, გავხდები ბევრი ავ-კარგის მოწმე, და დროს შევხედავ შემცბარ ღმერთივით. ვივლი, ბიბლიურ სამოსით ვივლი, გავწევ კახაბრელ გლეხის შეგნებით, – და ღვთის სასწორზე შეგდებულ გვირგვინს შემიმკობს შენი ეჭვის ეკლები. ამაოებას ვერავინ აღგვის, ღმერთის პირმშოა ყველა ღვიძილი, დავდევ ბახჩაში შეპარულ თაგვებს და კატა სხვენში კვდება სიცილით. არ ვიცი საით, ოცნების ნავი, ამდენი ვაზიც ჯვარზე დაწნული, სულში დაღლილი მუსიკა ყვავის თუ კედლებს მიღმა ტირის ქალწული? არ ვიცი!.. მე კი ვერაფერს ვყვედრი, ლახვრებს განკითხვის ჟამად მოღერილს, მღვრიე ფოთლებად გუბდება მდედრი და ცხელ ნესტოებს ხეთქავს ოხერი. მშვიდობით!.. დიდხანს ვერაფერს მოგწერ, ვივლი, ბიბლიურ სამოსით ვივლი და შენ გახდები პირველი მოწმე, სამშობლო როგორ დამადგამს გვირგვინს.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 21.09.2012, 21:12 | Сообщение # 47 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თამადის გადადგომა
ფემბულავ! - შუბლზე ხელი დამადე, გენჯალავ! - გულზე ყური დამადე, ვეღარ ვარ ძველი მოშპი გავარდი, ვეღარ ვარ ძიავ, - ვერ ვითამადებ. ვერ ვიწკრიალებ ყავრის წყალივით, ვერ გადავაბწნი სიტყვას ყვავილთან, წავიდა ძიავ, ყველა მარილი და ყველა ეშხი მეშხიხც წავიდა. დამაცვდა, ძიავ ლომის კლანჭები, ვქცეულვარ ლომის ლუკმად თავადაც, მდადეს რომ ვეღარ გაეპრანჭები, რაღა კაცი ხარ, რაღა თამადა. დედასახლისის გაგსხლავს სავსავი, მამასახლისის მოგსხეპს ფანდობა, მეკუჭნავეც რომ სიტყვას გასწავლის, რაღა ფასი აქვს შენს თამადობას. სხვა საწადელზე გარბის თვალყური, ბრძენი ბღლარძუნობს, ღლაპი კამათობს, აღარც მოყვრული, აღარც ,,მაყრული" ვის ვუთამადო, რა ვუთამადო? აქ სხვანაირი ბრუნავს დენდობა, ლირწი ჭიქაში ჭყიპავს კამათელს... ქალწულ კაბაში ორსულ დედოფალს რა ვქნა, ფემბულავ, ვერ ვუთამადებ. გინდა დაჰკალი ჩემი კაცობა გინდა ზედ გულზე ლოდი დამადე, ნეფის ჩოხაში ცხრა გზის ნაცოლარს, რა ვქნა გენჯალავ, ვერ ვუთამადებ.
...ოჰ კოდმეში რომ დავლი გორავდა, წრეში რომ ერთურთს ჩქმეტდნენ წყვილები, იმ ქორწილების გულის ჭირიმე, იმ ქორწილების... იმ ქორწილების...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 21.09.2012, 21:13 | Сообщение # 48 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ამბობენ მყუდროებას და ფოთლებს ამდორებს, მივიწყებული ტყეში ბილიკი, ამბობენ თურმე შენ მე დაგტოვე, ძვირფასო ეს ხომ იყო პირიქით?
დღეებს უცნაურ ცასთან მივყავდით, გვდევდა ტოლთა და სწორთა ქილიკი, ამბობენ თურმე მე არ მიყვარდი, არადა ეს ხომ იყო პირიქით?
და ვზივარ ახლა ჩამქრალ ბუხართან, რა მოხდა? - იტყვის ვინმე ქარაგმით, ვინ ვის სძულდა და ვინ ვის უყვარდა, მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არავინ!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 21.09.2012, 21:20 | Сообщение # 49 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მოცარტის ბავშვი
იცი? ბავშვს სულ არ აინტერესებს მუსიკა. როიალს ზიზღით ჩაუვლის და რაღაც სათამაშოებით ერთობა. მე ვუყურებ ბავშვს და მწარედ მეღიმება. მერე ვდგები, ფანჯრებს ვაღებ და უბედურის სიხარულით ვხარხარებ.
ქერა მადონებს, თეთრი პარიზის, სულში სონატა უთრთით მთვარისი, თმებზე ხავერდი უთრთით მთვარისი, და რეკავს, რეკავს მწუხრის პარიზი. მთვარევ ამოდი, ამოჟრიალდი, ბულონის ტყეთა ამო შრიალში... დიდრონ ხეების მკრთალი ბინდები, განცხრომას გიკმევს, ნუ შეშინდები. ’’მე ჩემს სიყვარულს გამოვეთხოვე, მე შენს სიყვარულს გამოვეთხოვე’’ მოცარტს უკრავენ, მაგრამ ვნებები, ჭაბუკ ბეთხოვენს,უფრო მეტს სთხოვენ. იის მტევნების გრილი კონები, ღვთისმშობლის ტაძრის მდუმარ კედლებთან მოდის საღამო და გოგონები და სიყვარული ღმერთს ევედრება. დიდრონ ხეების მკრთალი ბინდები, განცხრომას გიკმევს, ნუ შეშინდები. ავე მარიას თეთრი სურვილით, შენ გეუფლება რამე სურვილი. და შენს წამებას მღერის თამამად, ვიღაც ბაჟღლემი და დაურვილი, და შენს წამებას მღერის საოხრად, წვივჭუჭყიანი მიუსაფარიც. რამ ააოხრა, ვინ ააოხრა, ცხოვრება მერე ისიც ზღაპარი, გენიავ... მწირო... და უდაბურო, შენ დადიოდი ულუკმაპურო. როგორც ეხვევა ჭირხლი ვერხვიანს, ისე გეხვია ურდო ოქროთა, შენთვის კი გარეთ ქარებს ბნელხმიანს, ღამე და თეთრი მთვარე მოჰქონდა. თითქო წაგასწრეს დანაშაულში, თითქო ეწყება სინდისს წამება, შვილი როიალს ზიზღით ჩაუვლის და სხვა გასართობს ეძებს კარებთან. მწარე ღიმილის ბანგით ითვრები და კლავიშებზე ცვივა მკლავები, შენ გელანდება იგი მდიდრები, მოხარხარე და მოცეკვავენი. სული ცხელია როგორც მკათათვე და თავქვე გთიბავს უილაჯობა, იქნებ ბალღია მართლაც მართალი, იქნებ ალღოთი ბალღმა გაჯობა. ხარხარებ... ცრემლი თვალზე გადადის, ცრემლში ხტის ეშმაც, ჭინკაც, სატანაც, ეჰ, რომელია ქვეყნად მართალი შენ თუ ის შენი შვილი პატარა.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 01.11.2012, 16:35 | Сообщение # 50 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიბერის ლექსი
შენ რომ ქუდი შემიბრუნე, შენ რომ გული მომტაცევი... აწი რაღაი, ქედნიმხარში ვეღარ შეგელომკაცები. ნეტაი იმ დროს ,ტანხერტალავ , ლენკარით თუ ბოკელათით, სათიბში რომ შეგისწრებდი, ზვინებში რომ მოგბელავდი. ნეტაი იმ დროს! შენს წამწამებს რომ სცვიოდა ია მთების, აწი გულის კუკულებზე ვეღარ დაგინიავდები. დეიზრდება, დეიყივლებს, ი, ჭიორაი ჭუჭულები, მე კი ყირმიზ ყურისძირში ვეღარ ჩეგეფურჩულები. კედლისკენ მაქვს პირი ახლა, კედლებს ჩხვერენ ქორბუდები, ღმერთმა იცის, სასიკეთოდ, შენსკენ თუ გადმოვბრუნდები, ვაიმე!_ რაფერ გიბერდები, და... რაფერ გინათესავდები.
|
|
|
|