ოთარ ჭელიძე
|
|
nukria | Дата: კვ, 23.09.2012, 18:29 | Сообщение # 31 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაწყება
ადრე იცის მოვარდნა ცეტმა გაზაფხულმა ჩვენში,- მიწის მიბარდნ-მობარდნა თოთო ყვავილების თქეშით. მერე უცებ დაცხება... და იმ გარდუვალი წრედის მთავარია დაწყება, სხვები დაგისვამენ წერტილს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 23.09.2012, 18:30 | Сообщение # 32 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტელევიზორი და პატარები
პატარებს ვინ რას გამოაპარებს, ტელევიზორი უყვართ პატარებს: ბიძებს ამაყებს და ამპარტავნებს მცირე ეკრანი აპატარავებს. ყველა თავისი ტოლი ჰგონიათ ტანით, ასაკით, ჭკუით, მანერით, ყველა ქონდრისკაცს, ბრძენს თუ გოლიათს მათ უთანაბრებს ყუთი ფანერის. თუ ორატორობს ვინმე ხმამაღლა, სთიშავენ ქადაგს ხელებგაშვერილს, მათ არ გავკიცხავ და ვარ თანახმა ყალბისმოძულე ჩემი ბავშვების: თავი რომ უკვდავ ღმერთებს ადარეს- ფუჭად რამდენის ჭექდა დიდება, მეტყვიან, აბა, ჰკითხეთ პატარებს, რა არის ქვეყნად ჭეშმარიტება? რას იჭიმება ვიღაც მანჭია- ცისფერ კრანზე მწუხრის მომფენი,- ის არ ეყოფა როგორც ბაჭიას, ხვალ რომ გაჭიმავს წუთისოფელი? ავახარხარებ ბავშვებს გამოთქმით, თან გულში მჩხვლეტენ ეჭვის ნემსები: "მოდი და ამის შემდეგ გამოდი ტელევიზორში შენი ლექსებით". პატარებს ვინ რას გამოაპარებს, თავის ტოლები უყვართ პატარებს, ბიძებს ამაყებს და ამპარტავნებს მცირე ეკრანი აპატარავებს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 23.09.2012, 18:30 | Сообщение # 33 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქიტესა რად არ დამარქვა დედამ ქიტესა - ძველი ქართველი გლეხის სახელი, სად ჩაიკირა, სად ჩაითესა გავერანებულ ქვეყნის ნაღველი.
ბრძნული სახელი ბრძნულ სიმღერებში ვერ იქნა, კარგად ვერ გაილექსა, ვინ დაითვალოს გუთნისდედებში სახელად რამდენს ერქვა ქიტესა.
ვინ დაითვალოს, მეციხოვნეთა რაზმში ქიტესა იყო რამდენი! არ დამარხულან სვეტიცხოველთან, თითოს ეღირსა თითო სანთელი.
გადავიწყებას ბევრი მიეცა, თუმც მეფეებზე მაგრად იომეს, სამ ჯარისკაცში თითო ქიტესა ჰყავდათ გვაროვან ბაგრატიონებს.
ზოგს ქუხილივით გადაუვლია, ზოგი ჩუქურთმის ჭრაში გათავდა, ზოგი სპარსეთში დაკარგულია, ზოგის სამარხი არის მარაბდა.
არ უნატრიათ გადიდკაცება და გლეხკაცები - ქართლის ფესვები - ჩაწვნენ მიწაში, ერის დამცველად, რომ დაზრდილიყვნენ სხვა ქიტესები.
არც სახელისთვის, არც დიდებისთვის არა სჩვეოდათ ხმის დაბოხება, მათი აწმყო და მათი მერმისი იყო მიზანში მტრის ამოღება.
ეჰე, მამულმა განა დაკარგა, ვინც დაიტია ქვეყნის ნაღველი, დედამ ქიტესა რად არ დამარქვა, ძველი ქართველი გლეხის სახელი.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 23.09.2012, 18:30 | Сообщение # 34 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რამეთუ
ნუ არხევ, მესკიავ, გადაფრინდი- ალუბალს ტოტები დათრთვილვია; ყველა ეგ ცოცხალი მარგალიტი მისხლობით აწონილ დათვლილია...
ინათონ წამიერ გაბრწყინებით, უზომოდ, უამრავ ავგაროზად, რამეთუ ჩვენც ასე პაწიები მოვჩანვართ ვეება სამყაროსთან.
ჩვენც ასე, ბუნების სიდიადე, ჯადოსნურ წრესავით უსასრულო, სივრცეში გაგვფანტავს უსათუოდ და თრთვილითდაგვფარავს სიკვდილამდე.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 23.09.2012, 18:39 | Сообщение # 35 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| “თამარ მეფის საფლავი”
ჭექდა და ქუხდა ქართველთა სამეფო სახელგანთქმული,
მტრები საკუთარ ჩრდილებათ,მიწაზე ჰყავდა გართხმული,
ინდოეთამდე აღწევდა თამარ მზე-ქალის დიდება,
ტახტზე ოცი წლის ავიდა და სიბერემდე იმეფა,
გარდაიცვალა,გაძნელდა მისი საფლავის მიგნება,
როცა სიკვდილის სარეცელს ესვენა ღონე მიხდილი,
და როცა გვირგვინს სტაცებდა კარზე მომდგარი სიკვდილი,
როცა თავს ვეღარ იღებდა,როცა ძალღონე წაერთო,
ჩურჩულით უთხრა სპასალარს ორ მოყმეს დამიძახეთო,
დამიძახეთო მოყმენი ჩმი ერთგული მარადო,
მაქვს საიდუმლო სათქმელი და მინდა იმათ გავანდო,
ნურარ აყოვნებ ხომ ხედავ, სული ამომდის თავადო,
თქვა და მიმქრალი თვალები შუბლზე შეანთო სპასალარს,
წადიო ხელით ანიშნა სიტყვის თქმა აღარ აცალა,
ჩაფიქრებული გასცილდა სასახლეს მხედართ მთავარი
და ვერ გაეგო,ორ მოყმეს რატომ იხმობდა თამარი.
კარის გაღებას უცდიდა თვალები დედა ლმისა,
სიკვდილს კი არა ჩიოდა,სწუხდა უღონოდ რომ იწვა,
აი გაიღო კარები,დამწუხრებული დარბაზის,
მომაკვდავისკენ დაიძრა ორი ლომკაცი ლამაზი,
ძმები არ იყვნენ ძმებს გავდნენ,ვაჟები მხარგანიერნი,
მტერს შიშით მიწას აჭმევდა მარტო იმათი იერი,
მიუახლოვდნენ მომაკვდავს გაჩერდნენ ჩამუხლებული
სულთ მობრძავ მეფის ბრძანებას,უცდიდნენ დაჩოქილები,
უცდიდნენ მეფის ბრძანებას ჭრელ ნოხძე დაჩოქილები,
და აი უცებ თამარმა მოყმეს შეხედა,
კეთილი იყოს ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა,
დამმარხეთ არვინ იცოდეს ჩემი საფლავი სად არის,
დაე ვერავინ გაიგოს სად განისვენებს თამარი,
ქალი ვარ მაგრამ ამ ქვეყნად მტერი მყავს ეგზო მრავალი,
ქალი ვარ მინდა მიწაშიც შემრჩეს ეს წმინდა ნამუსი,
უსიტყოდ დამასაფლავეთ ჩემს სათაყვანო მამულში,
არ მნდა ქვაზე ჩუქურთმა საფლვი არვინ იცოდეს,
ტორემ მომხვდური თურქი და სპარსი,ჩემს საფლავს არ შეიცოდებს,
მომხდური თურქი და სპსრსი საფლავს აიკლებს წაბილწავს,
ცოდვის ცეცხლს მოუკიდებენ სამშობლოს,ზეცას და მიწას,
ეს თქვა თამარმა და შავი ფართო თვალები დახუჭა,
სიკვდილის ბევრჯერ მძლეველი დღეს სიკვდილს ვეღარ გადურჩა,
ვაჟკაცებს ცრემლით აევსო ცეცხლის მფრქვეველი თვალები,
მათ სისხლით შუბლზე ეწერათ თამარის დანაბარები.
ცხრა დღე იტირეს ცხედარი დიდებულ თამარ მეფისა,
მეცხრე ცათამდის ავიდა გლოვა და ზარი გლოვისა,
და უპირქუშოთ ჩამოწვა დღე ცხედრის გასვენებისა.
ცხრა კუბო გამოიტანეს,მხრებით წაიღეს ცხრა მხარეს,
შემოვლებული როშები ხელის კანკალით დახარეს,
ცხრა მხარეს ხალხი დიოდა ცხრა მთაზე გარდამავალი,
და არ იცოდა არავისნ მაინც რომელში ესვენა მეფთა მეფე თამარი,
იმ ორმა მოყმემ მალულად მთაში გათხარეს სამარე,
მათ ჩაასვენეს მიწაში,მათ დაიტირეს თამარი,
მათ უპატრონეს ღირსეულ,ამოუშენეს ქვითკირი.
შებინდებისას ცას ძრავდა ქართველ ლომების ქვითინი!
დამარხეს სადაც მთის ძირას,წყაროს ჩუხჩუხი გაისმის,
სადაც გულუხვად მაისობს ჭრელ ყვავილება მაისი,
დამარხეს მერე ბილიკით დაეშვნენ თურმე თავქვეზე,
წყაროსთან შედგნენ და ცივი წყალი ისხურეს სახეზე,
მიწა ნათხრავი ხანჯლები ტიტელა ქვებზე დალესეს,
დალესეს მერე გაცვალეს,ერთმანეთს გადაეხვინვნენ,
ჯერ გადაჰკოცნეს და მერე სამშობლოს მიწას ემთხვივნენ,
მიწას ემთხვივნენ წამოდგნენ გალომებული ვაჟები,
ამბობენ თურმე ერთმანეთს გულებში ჩაჰკრეს ხანჯლები,
და მოჩუხჩუხე წყაროსთან სისხლი დაღვარეს ალალი
რომ ქვეყნად არვის გაეგო სად განისვენებს თამარი.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 17.10.2012, 00:18 | Сообщение # 36 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თვალებს გაახელს საფლავში მწოლი,
და გვერდით აღარ დახვდება ცოლი
ხელსა ჰკრავს კუბოს გაბზარულ ფიცარს,
და როგორც საბანს, გადიძრობს მიწას.
წავა და ცოლის ნაკვალებს ეძებს.
ყველას ხსოვნაში და ყველა გზებზე.
თან ფიქრობს, ნეტავ საით წასულა?
რას ნიშნავს ნეტავ ეს განშორება
და ეძებს იმას, ვის სიყვარულსაც,
არ ეყო მისი ერთი ცხოვრება.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 16.12.2012, 21:47 | Сообщение # 37 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რამეთუ
ნუ არხევ, მესკიავ, გადაფრინდი - ალუბალს ტოტები დათრთვილვია; ყველა ეგ ცოცხალი მარგალიტი მისხლობით აწონილ დათვლილია...
ინათონ წამიერ გაბრწყინებით, უზომოდ, უამრავ ავგაროზად, რამეთუ ჩვენც ასე პაწიები მოვჩანვართ ვეება სამყაროსთან.
ჩვენც ასე, ბუნების სიდიადე, ჯადოსნურ წრესავით უსასრულო, სივრცეში გაგვფანტავს უსათუოდ და თრთვილით დაგვფარავს სიკვდილამდე.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 16.12.2012, 21:49 | Сообщение # 38 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რადგან გავათრიე ძნელი ორმოცდათხუთმეტი წელი, მისთვის დამიწერა ღმერთმა ორი ხუთიანი ერთად
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 16.12.2012, 21:52 | Сообщение # 39 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩვენი წელთაღრიცხვა მოდის მისი დაბადების წლიდან, რომლის უმადური მოდგმის ცოტა დარჩენილა წმინდა. ერთი იმათგანი შენც ხარ, მეც ვარ ცოცხალთაგან და ის, ვისაც არაერთხელ შერცხვა მასთან საკუთარი თავის.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 16.12.2012, 21:54 | Сообщение # 40 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაწყება
ადრე იცის მოვარდნა ცეტმა გაზაფხულმა ჩვენში,- მიწის მიბარდნ-მობარდნა თოთო ყვავილების თქეშით. მერე უცებ დაცხება... და იმ გარდუვალი წრედის მთავარია დაწყება, სხვები დაგისვამენ წერტილს.
|
|
|
|