nukria | Дата: ხუთ, 03.03.2016, 21:26 | Сообщение # 41 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** სულეთის კართან მელოდე, დედა, საცაა გაწყდეს თოკი ლოდინის, ეს რა გულსევდა დღე დამებედა, დამძიმებულა დარდიც ლოდივით. წუხელ შენს საფლავს შევახე ხელი, შენს ხამ კაბაზე თბილს და სევდიანს, ცრემლივით წვეთდა ნისლები სველი, ცრემლიც უბედო თურმე ბედია. შუკაში წკეპლით დარბის ბავშვობა, კანჭებზე ჭინჭრის ელავს ალმური, საფლავმა სულ სხვა ჟამი მაცნობა, მე ვარო შენი ბოლო სადგური. გადაუარეს წვიმებმა ბალახს, სექტემბრის უხმო დილაა თბილი, და დედის საფლავს ვით სანთლის ქანდაკს, მორწმუნესავით ვეხები შვილი!..
*** დედის საფლავზე ამოსულო ყვავილო, ნიავზე რომ ირხევი, დედის სუნთქვა მგონიხარ...
*** ჩემი უძილო ღამეებიდან, შენს მარადიულ ძილამდე, რამდენი გრძელი ზამთარია, დედა!
|
|
|
|