ქუჩიშვილი (ჩხეიძე) გიორგი
|
|
nukria | Дата: ორ, 10.02.2014, 21:41 | Сообщение # 1 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| აბა, ჩქარა მივალ! აბა, მეჯინიბევ, გამომგვარე რაში! რაში, რომ სულ თამაშობდეს, ნავარდობდეს გზაში!
მალე, მალე, მეჯინიბევ! მალე, გენაცვალე! ჭირი ლხინად შემიცვალე, ცრემლი შემიმშრალე!
აბა, გასწი, ჩემო მფრენო, გასწი, თუ გიყვარდე ნიავ-ქართან მანავარდე!
მეყო, რაც ვიდარდე!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.02.2014, 21:42 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ახალი საუკუნე
წარსულს გადაჰყვა ცხოვრება დუნე, ძველ ადათ-წესებს ავუგეთ წესი, იშვა ახალი ეს საუკუნე ამბოხებათა ელვათა მკვესი. ზანზარებს მიწა კიდითი კიდე, ცახცახებს ყველა მოსისხლე მტერი: დარღვეული აქვს სულის სიმშვიდე, გრძნობს - თავს ენგრევა სასახლის ჭერი.
არის ჭიდილი ორ ქვეყნის შორის, ბრძოლა სასტიკი და ულმობელი, ისმის ხეთქება ტალღათა გორის, დიდი მომავლის მახარობელი! სამყაროვ, უნდა იცვალო ფერი, უნდა იცვალო გული და კანი; ვეღარ დაგიხსნის ვეღარაფერი, ქვეყნის გარდაქმნის ქშინავს ვულკანი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.02.2014, 21:42 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი მხარე ვინც ეწვევა საქართველოს საოცნებო სერებს, სიმღერაც რომ არ იცოდეს, მაინც დაიმღერებს.
ვინც მისწვდება ჩვენი ქვეყნის მწვერვალებს და ღრუბლებს, ისიც მგოსნად გადიქცევა, მზესთან ისაუბრებს!
საარაკო სილამაზე, ხალხიც სასახელო, მტერსაც კი მოინადირებს ტურფა საქართველო!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.02.2014, 21:43 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი ფიქრები
შემოღამდება და ვარსკვლავები ცაზე კენტ-კენტად აენთებიან, ჩაეძინება დამაშვრალ სოფელს, ურმულის ხმებიც შორს მისწყდებიან; მხოლოდ ფიქრები, ჩემი ფიქრები, არ დაცხრებიან, არ დადგებიან: მესტუმრებიან შუაღამისას, გამაღვიძებენ, ამეშლებიან, წამომაგდებენ სახეტიალოდ, თან მხლებლებივით გამომყვებიან, დამატარებენ ტანჯულთა უბნებს, დამაღონებენ, დაღონდებიან, დამძიმდებიან ხალხის ცრემლებით, დაიღლებიან, დაოსდებიან, მომაცილებენ ჩემს ყრუ ოთახში და ჩემთან ერთად ატირდებიან...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.02.2014, 21:44 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩონგური შრომის - ჩონგური ბრძოლის “ესთეტ” პოეტებს
თქვენი მუზაა ნაზი ამური, მის საამური ჰიმნიც შეჰქმენით; მე კი რუხ ქარხნებს მივაპყარ ყური და მედიდური ხმათა მოსმენით შევქმენ ლექსები მუსიკალური, პროლეტარული განცდით და რწმენით! და თუ დამიწყეთ კვლავ სამდურავი, რომ არ ვღიღინებ თქვენებურ ხმაზე, - გეტყვით: ნუ სწუხართ ჩემთვის ნურავინ, შრომაში ვპოვე მე სილამაზე!
ჩვენ კი - შრომის და ბრძოლის ჩონგურო, დავჰკრათ, მცონარებს დავუფრთხოთ ძილი, რომ აზანზარდეს გრდემლი და ურო, როგორც ქარხნების მხნე მოძახილი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.02.2014, 21:44 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დიად სამშობლოს
ვიდრე ვსულდგმულობ დედამიწაზე, ჩემო სამშობლოვ, გწამდეს, იცოდე: შენს ძლიერებას და სილამაზეს შევუქმნი შენებრ მშვენიერ ოდებს. და თუ არსებობს ისეთი ხელი, შენზე აღმართვა რომ დააპიროს, - მყის მოჰკვეთს ჩემი მახვილი მჭრელი, რომ შენი გული არ გაიგმიროს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.02.2014, 21:47 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჯაჭვის ხიდი ლეგენდა
1
ვის უნახავს ძველისძველი ჯვარის მონასტერი, რომლის გუმბათს თავს ევლება ნისლი მშვენიერი - ვის უნახავს ძველისძველი ჯვარის მონასტერი? 2
იგი დღესაც ისევე სდგას, როგორც იდგა წინათ: წარსულ დროთა მატიანეთ, დიდების გვირგვინათ - დღესაც ისე ამაყად სდგას, როგორც იდგა წინათ.
3
შორის გზიდან ეს ტაძარი ისე მოსჩანს მთაზე, ვით ზღაპრული ციხე-კოშკი, დაკიდული ცაზე - შორის გზიდან ეს ტაძარი ისე მოსჩანს მთაზე, რომ მგზავრის თვალს შეაჩერებს მისი სილამაზე.
4
თურმე უწინ ამ ტაძარში იყო ვინმე ბერი, წმინდა მამას უწოდებდა ქრისტიანი ერი - თურმე უწინ ამ ტაძარში იყო ვინმე ბერი, თოვლიან ტყეს ჩამოჰგავდა მისი თმა და წვერი. 5
წმინდა ჯვარის მონასტრიდან მცხეთის მონასტრამდე ხიდი იყო გადებული, ღვთის და ცის რისხვამდე - წმიდა ჯვარის გუმბათიდან მცხეთის გუმბათამდე ჯაჭვის ხიდი ქანაობდა, ბერის წაწყმენდამდე. არაგვი მოხმაურობდა ჯაჭვის ხიდის ქვეშა, გულ-ხვეული მოღელავდა, ეხლებოდა კლდესა - არაგვი მოხმაურობდა
ჯაჭვის ხიდის ქვეშა, მის ხმაურში მოისმოდა დედა-ქართლის კვნესა.
6
ერთხელ ბერი ჯაჭვის ხიდით მცხეთას გადიოდა, ხიდქვეშ ქალი ბანაობდა, წყალზე ქანაობდა; სითეთრით და სილამაზით აფროდიტას სჯობდა, ტალღა ვნებით ეხვეოდა, ეშხით მუსიკობდა - ჯაჭვის ხიდით მცხეთისაკენ ბერი გადიოდა, ხიდ ქვეშ ქალი ბანაობდა. ზვირთზე ქანაობდა.
7
თვალი მოჰკრა შიშველ ქალწულს და დაება ბერი, ანგელოსიც არ უნახავს ისე მშვენიერი, ვით ის ქალი მოლივლივე, ქალი ტან-შიშველი: თეთრ გულ-მკერდზე უფეთქოდა ორი სეფისკვერი, გაუშლელი ორი კვირტი. ორივ ხორბლის ფერი, სამაცდურო ცოდვის ქსელი, სიყვარულის ფსკერი.
8
ბერი ვნებით ჩააშტერდა წამწყმედ ძუძუებში, - ჩაწყდა ჯაჭვი, ჩაიღუპა არაგვის ზვირთებში...
9
და მას შემდეგ სიყრუეა ჯვარის მონასტერში, საცეცხლურად დაკიდულან
ღამურები ჭერში. - აღარავინ აღარ სწირავს დღეს ამ მონასტერში და ისპობა ყოველივე დრო და ჟამის მტვერში, მხოლოდ რჩება ეს ლეგენდა უკვდავ ქართველ ერში. 1916 წ.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.02.2014, 21:48 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კოხტა გოგო წყალზე მიდის
კოხტა გოგო წყალზე მიდის კოხტა თიხის სურითა; ბროწეული იშლება მისი სიმწითურითა.
მკერდი ისე უღელავს წყვილი ბუდეშურითა, რომ ზღვაც, დამშვიდებული, ღელვას იწყებს შურითა.
მიდის, ტყეს აშრიალებს კოხტა ტანის რხევითა; მზე დაება მთაზედა მისი ეშხის ფრქვევითა.
მიდის და მის წინაშე ყვავილები ჩნდებიან; სილამაზის დედოფალს სილამაზით ხვდებიან.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.02.2014, 21:48 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქუჩაში
მშიერმა და დაფლეთილმა დიდხანს, დიდხანს იწანწალა. წარეკვეთა სასოება, მოიქანცა, მოიღალა და იმ ღამეს, იმ ყინვაში გაითოშა, გარდიცვალა... ეჰ, ვინ უწყის,
იმ საბრალომ, თუ რამდენ ხანს იქვითინა; ან სასტიკმა ზამთრის სუსხმა რა სიმწარე აგრძნობინა... ეს შენ იცი მხოლოდ, ქუჩავ, შენ იყავი მისი ბინა, ის ტანჯული, წამებული შენს ცივ გულზე გაიყინა და უცრემლოდ, უპატრონოდ საუკუნოდ მიიძინა...
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 10.02.2014, 21:49 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მინდია-ვაჟა
ორივ, ტკბილია, ძმობილო, მირჩევნის ორთავ თვალზედა.
რ. ერისთავი
სიმღერის ჟინი მომივლის და ოჯახს გავეპარები, ლაღი, ყელმოღერებული მთისაკენ მივეჩქარები. ავალ და ვხედავ: მეღება ცით დახურული კარები, მინდა შოთასაც ვასმინო ფშავ-ხევსურთ დანაბარები.
რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე, ორი ცეცხლი მწვავს ტრფობისა: ერთია - შემოქმედების, მეორე - ჯალაბობისა.
რა წამსაც ძახილს დამიწყებს დედა-ბუნება გრძნეული, - ქუდმოგლეჯილი გავრბივარ. მინდიად გადაქცეული. რომ არ წავიდე, არ ძალმიძს, გულს ჯავრი დაეჭიდება, და ჩანგსა, ჭვარტლში მიგდებულს. ცრემლები დაეკიდება.
წავალ და, ვიცი, უჩემოდ ცოლ-შვილი ამიტირდება, ორივე საყვარელია, ორთავეს კვება სჭირდება, ერთიც მემდურის, მეორეც, ორივ მე ამიხირდება და ორცეცხლშუა ეს გულიც იწვის და მინახშირდება.
|
|
|
|