შოთა ნიშნიანიძე
|
|
nukria | Дата: კვ, 16.02.2014, 04:46 | Сообщение # 111 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| "... თუ უღირსს მიაქვს მთავარი როლი_ თეატრმა სული ეშმაკს მიჰყიდა, ეს ტალანტისთვის ზურგში სროლაა, ირიბი სროლა სცენის მიღმიდან...."
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 16.02.2014, 04:47 | Сообщение # 112 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შიში
და... გაჩნდა შიში, როცა გაჩნდა ადამ და ევა... ვიდოდა შიში დინოზავრად, ვიდოდა დევად. კლდეზე ამოსჭრა წინაპარმა შიშიც და ეჭვიც. შიშს მისცა ლომის ფაფარი და მამონტის ეშვი, ხოცა ლომები, ამოსწყვიტა მარტორქის ჯიში, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოჰკლა ეჭვი და შიში. და პირველყოფილ მონადირის ლოცვას თუ როკვას ეჭვი და შიში ფეხდაფეხ მოჰყვა. შიში გარდიქმნა მერე კერპად, ხატად და ფრესკად და შიშისზარი სამრეკლოებს ყვავებად ესხა. შიში მოჰქროდა, მოწუოდა მონღოლის ისრად და ფრინვლის დარად ბურტყლს აცლიდა ლტოლვილთა სიზმარს. და მოდის, მოდის, მოდის შიში, მოდის და მოდის: ნაცარი... ფერფლი... ყვავის ჩრდილი... სამარის ლოდი... და რომ გრუხუნებს და რახრახებს ტანკის მუხლუხო – ეს შიშნაჭამი მიწა ლუღლუღობს. და მოდის შიში, მოდის შიში და იჩეკება ურიცხვ ხიშტებად... ჩაჩქანებად... ურიცხვ ჩექმებად... მთელი ბუნება ბრძლის ველია, ასპარეზია სხვადასხვა ჯიშთა, ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი და განსაცდელია, ყოველ ნაბიჯზე საქმე გვაქვს შიშთან, აქაც და იქაც – უმარტივესი უჯრედია თუ გალაქტიკა... ეს ხვიარები, ბუტკოს მტვერი, ხავსი და ქინქლა მიხსნიან სიკვდილ–სიცოცხლის იგავს, სიკვდილ–სიცოცხლის განტოლებებს, ეპიტაფიებს, ერთმანეთი რომ შემუსვრისგან ვერ იპატიეს. შიში ნიჭია და თავდაცვის იარაღია, შიშს ეფუძნება არსთა მთელი იერარქია. შიშმა წარმოშვა ლომის ტორი, ორბის ნისკარტი, გამბედაობა, მოხერხება, ფრთონა, სისხარტე. არწივისა და ვეფხვის კლანჭი შექმნა მარწუხად, შეშინებულებს შიშზე შიშით რომ ეპასუხათ. ფრინველების და ცხოველების ყოველი ჯიში შემოსილია არა ბალნით – არამედ შიშით! ადამიანებს შიშმა მისცა ჭკუა–გონება, ადამიანიც შიშს ამიტომ არ ემონება. ყოველ უკვდავ ფუნჯს შიში ეცხო უჩინარ ფერად, შიში მოხატავს პეპლის კაბას და გველის პერანგს. – ყლორტი რა არის? – სიკვდილის შიში. ჟამმა აოტა მწვანე ბალახქვეშ არქივები სასაფლაოთა... ნაპოლეონის თავისქალიდან ამოდიან და განაგრძნობენ დამპყრობლურ ომებს მისი აზრები – შუბოსანი ჭიანჭველები. ერთ ბელტზე მთელმა ვატერლოომ მოიკალათა, ნაბიჯს არ თმობენ... ფუთფუთებს ჟამი საშინელების. აი ობობაც საფარშია, თავის მსხვერპლს უცდის, თევზთა ქარავნებს ნთქავს ვეშაპი ვეებერთელა და ყვავილიც რომ ყვავილია, ნაზი და სუსტი, ისიც კი, ისიც დასაღუპად უხმობს პეპელას. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ასე გვაოტებს ჟამი ულმობლად, ვცხოვრობთ იმედით და შიშით ვცხოვრობთ, რადგანაც ჯამი განზიდულობის მიზიდულობის ჯამია მხოლოდ...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 16.02.2014, 04:48 | Сообщение # 113 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ეშმას ჩივილი
ეშმაკობაში ვბერდები და არცთუ ისე უიღბლოდ. მე ვიყო მართლა ეშმაკი, სხვაზე ეშმაკი თუ ვიყო.
ნაღდი ეშმაკი მაშინ ხარ, თუ დრო-ჟამს შენთვის მოიხმარ, თუ ქვეყნის ამომგდები ხარ და ხალხს წმინდანი ჰგონიხარ.
გინახავთ მოწამებრივი მართლმსაჯულების მსახურნი? მაღალზურგიან სკამებზე ფრესკებად გამოსახულნი?
ისეთი შებერტყილია, ისეთი ზოგი მათგანი, იმათთან, ღმერთო, მართლა ვარ მამა აბრამის ბატკანი. ................................ წუთისოფელი ომია, ომი ფუტკრის და კრაზანის აქლემის ქურდი ნემსის ქურდს, ხდება, ციხეში აგზავნის.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 16.02.2014, 19:42 | Сообщение # 114 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| –ჰეი, მანდ კარუსელს ვინ ატრიალებს, გამოდი, ბრძანე, მემატიანე!
კარუსელს ჰკიდია იალკიალი, ნავები...ნავები იალქნიანი.
ცხენები...ტახტები ფარშავანგული, ფარჩაგაკრული.
ცხენებზე სხედან ჩვენი „წიები“, ჯოხის ცხენიდან გადასმულები. ტახტებზე სხედან ჩვენი ცირები, ხანუმებივით გადაცმულები.
სვლას კარუსელი არ ახანდება აღმოსავლეთის ჰარამხანებთან.
–წუწკი სულთანი რაც გამელუკდა,– არ მოკლებიათ ჯარს მამელუკთა კოლხური ჯიშის ფიცხი კვიცები, დიდი ალაჰის მადლს გეფიცებით...
კარუსელს ჰკიდია ირანის ლომიც. მზირალი წყრომით.
და ზანტი აქლემიც, ვით გვალვის ცომი, სპილოც––აფრიკული ალაფი რომის. ...................................................................... სიონს გადახადა გვირგვინი გაძარცულს და პატივახდილს, ქოსა საჭურისმა ქირქილით დაადგა სპარსული ტახტი.
და მერე ოთხივე კიდეგან მორეკეს პაწია ხიზანნი რომ არ დაზრდილიყვნენ კიდევაც ალგეთზე ლეკვები მგლისანი.
და გადარეული ცხენებით გაჯეგეს ქართული ჯეჯილ. ჭიხვინი...გნიასი...ჭენება... ცოდვის კარუსელი შეშლილი.
ჰეი, მანდ კარუსელს ვინ ატრიალებს? გამოდი, ბრძანე, მემატიანევ! ...................................... შიმშილი...ტყვეობა...ბლოკადა... გზები დახვეული რგოლად, სიკვდილის კარუსელს მოჰგავდა გრძელ ეშელონების ქროლა. და წლობით სიკვდილის ბუნაგთან, სადაც პატივს ცემდნენ კონდახს, კვამლის კარუსელი ბრუნავდა, ფერფლის კარუსელი ქროდა.
ო, დედა–რუსეთო, ნუ ტირი, იმ წარსულს ვერაფრით იხსნი. მტერმა შეირცხვინა მუნდირი უმანკო ბავშვების სისხლით. ...................................................... აჰა გიგანტური ღრუბლიდ კარუსელი... გასწვდა დედამიწას ლანჩა... ნახშირის ჩიტებით, ფერფლის რაკურსებით ვხატავ იაპონურ ლანდშაპტს... ................................... აგერ ჰიპოკრატე ღმერთების ელჩი, უთრთის ბალახები ფერხთით. ორკაპა უნასი უპყრია ხელში–– სიბრძნის ჯადოსნური კვერთხი.
ფიცი რა უყავით სულმნათო, ფიცი! ....................................... ფიცის გამტეხლებთან რა მოხდა, იცი? გუშინ დაიბადა ბოღვერა მგლის ლეკვი– იქსი და იგრეკი.
გუშინ დაიბადა ქართული იმედი და არც თუ მცირედი! გუშინვე მიჰყიდეს ვიღაც ღაბაბიან... –მოკვდა ანგელოზი!...ცუდი საბაბია?
იუდას პეშვიდან ეპნევა ცეცხლი... ოსვენციმს, დახაუს უქრებათ ცეცხლი...
ვინც ყრმას დაამგვანებს ბედით ოიდიპოსს– უნდა მოითიბოს!
ვინც მამულის ვენახს გამოაცლის ჭიგოს– წყეულიმც იყოს!
აჰეი, კარუსელს ვინ ატრიალებს, გამოდი ბრძანე მემატიანევ! .................................................... დილით ავიარე ქაშვეთთან, (ბაღში სასეირნოდ ვიყავი) პირს საწყალობლად აფჩენდა ორი მოჭყლოპინე ჭილყვავი. შიში, ღვთაებრივი წუხილი იდგა დედაბრების ხმაში:
–ქაშვეთი გაქურდეს წუხელის... ღვთისმშობელს მოჰპარეს ბავშვი...
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 08.03.2014, 14:28 | Сообщение # 115 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გაწვიმდება ისევ ერთ დროს,
კვირტებს შეხსნის მიკუნჭულებს,
ეს წვიმა და ეს ფოთოლი
ისევ ისე იჩურჩულებს.
ისევ მოვა ის გოგონა,
დედას გამოეპარება,
ასე ძვირად რომ დაუჯდა
ერთი ბიჭის შეყვარება.
მოვა გოგო შენნაირი,
იისთვალებდანამული,
მოვა ბიჭი ჩემნაირი,
სიმღერა და სალამური.
შეაერთებს გულთაცემას
შეხვედრა და გარინდება,
მაგრამ მე ის არ ვიქნები
და ის გოგოც სხვა იქნება.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 29.03.2014, 00:11 | Сообщение # 116 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მ ე რომ ოდნავადმ ოვტყუვდე შენში, ან რომ ოდნავად გამართლდეს იჭვი, ამაზე ფიქრიც ჭკუაზე შემშლის, ღმერთმა ნუ ქნას და გამხელაც მიჭირს.
ო, ჩემო ბავშვო, მაგ თვალებს გარდა ვერ დავუჯერებ ვერავის თვალებს, ვეღარ ვენდობი ვერც ვერვის ღიმილს, ვერც ვერვის ჩურჩულს, ვერც ვერვის ალერსს.
ყველაზე უფრო მე შენი მ ჯ ე რ ა, შენ მინთებ გულში იმედის კოცონს, არც ერთი სიტყვა არ გითქვამს ჯერაც, რომ ჩემს თვალებში არ შეამოწმო.
ბედნიერი ვართ ჩვენ ჩ ვ ე ნ ი ბედით, სიშორის სევდაც ჩვენ უკვე ვძლიეთ... მე რომ ამქვეყნად არ ვიყო შენთვის, შემეცოდები რატომღაც ძლიერ;
რადგან შენს მოვლა–პატრონობაში, (სიყვარულიც რომ ეფიცათ ბევრი), ბედ–იღბალს შენსას, სათუთო ბავშვო, ვერ მივანდობდი ჩემს გარდა ვერვის.
შენ ჩემი ნახვა ყოველ წუთს გინდა, გინდა, სუნთქავდე ჩემს შორიახლოს, ვერ დაიძინებ იმ ღამით მშვიდად, ერთი საღამოც რომ ვერა გნახო.
და მთელი ღამე ვით საყვედური, – რაღაც უცნაურ ტკივილის მჩენი, შვებას არ მომცემს მაგ თვალთა მდურვა, არ მომასვენებს ჩურჩული შენი...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 20.04.2014, 17:38 | Сообщение # 117 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემი ნათესავი, აგერ თითქმის ასი წლის კაცი, კარგა ხანია, წლებს ინიშნავს აღდგომის კვერცხზე, იმდენ წელიწადს ვიცოცხლებო–ხუმრობით ამბობს.– რამდენსაც კიდევ დავატევო...გადიან წლები... აღდგომის კვერცხზე თარიღები ისე ლაგდება, თვითონ ჩინელი ოსტატებიც გაოცდებოდნენ, ბრინჯის მარცვალზე რომ ატევენ ბუდას მოძღვრებას.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 02.05.2014, 11:09 | Сообщение # 118 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| – ლომო, როგორ ხარ? – მოგიკითხავენ და გპატიჟებენ ლუდზე ბიჭები. მასპინძლის უღელს თითონ ითავებ და ყველას იქით ეპატიჟები. ლომის პარიკი ბევრს შეუკვეთეს და მეტოქეებს ჰყოფენ კასტებად... არ გაგიკვირდეს: ლომზე უმეტეს ლომის ნიღაბი თუკი ფასდება... თავს გადააქნევ უკმაყოფილოდ, ლომს ჯერ სიზმრები არ აგხდომია: – ცხოვრება თურმე ცირკი ყოფილა და ცირკის ლომი რაღა ლომია.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 05.05.2014, 22:11 | Сообщение # 119 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს, შემოჩვეულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს, იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს. გიკითხავდე ლექსებს, არა ვგავდეთ დიდებს, გიკოცნიდე ლამაზ საფერებელ თითებს. მთელი ღამე მშვიდი, თბილი წვიმით წვიმდეს და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.05.2014, 21:33 | Сообщение # 120 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მინდა ვიყოთ ერთად მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს, შემოჩვევულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს. იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს, შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს. გიკითხავდე ლექსებს, არა ვგავდეთ დიდებს, გიკოცნიდე ლამაზ, საფერებელ თითებს. მთელი ღამე მშვიდი, თბილი წვიმით წვიმდეს და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს.
|
|
|
|