შოთა ნიშნიანიძე
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 20:34 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჭეშმარიტება
როცა მიმტკიცებენ: ბალახი მწვანეა! ყინული - ცივია! პლატონი - ბრძენია, კაცი დაბადებით პატიოსანია, - პირდაღებული ვარ... და... მრცხვენია...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 20:35 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
გაზაფხულზე რომ გათბება მიწა, რომ ამოვა ენძელა და ია, საქართველოვ, შენს ყველაფერს ვფიცავ, ლექსს დაგიწერ ცისფერ პეპლებიანს. ანანურთან არაგვის წყალს დავლევ, გამარჯვებას ვეტყვი ცისფერ კალმახს, ციხისძირთან შემეყრება გველი, ის მაჩუქებს უკვდავების ალმასს.
მერე წავალ, ბილიკებზე ვივლი, მსურს ვეფერო დეკასა და ღვიას, ნელა-ნელა მყინვარწვერზეც ავალ, რომ იქიდან გადმოგხედო მთლიანს.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 20:36 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს, რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _ მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს, მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად, ისე სხვაგვარად შემიყვარდები, მოვა ზამთარი, შენ სანახავად ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით. მოვა თოვლი და თრთოლვით, სინაზით მიწაზე თეთრად დაეფინება და სანამ მოვა _ ო, ნურაფერი, ო, ნურაფერი ნუ გეწყინება.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 20:37 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
ბევრი ცრემლი დასდენიათ ქართველ დედებს, ცრემლი ჩვენთვის გასაკვირი როდია. სიყვარული უსაშველო ვიცით,მაგრამ სიძულვილიც უსაშველო გვცოდნია.
თუ დაგვჭირდა ძველებურად გავმგელდებით, ქართულ დროშას ვარსკვლავებში ავიტანთ, სიკვდილშიაც ლამაზი ვართ ქართველები, სილამაზეს საფლავებშიც ჩავიტანთ.
ქართლის გულო,ნეტა როდის გამრთელდები, მომხვდურებმა ასე როგორ გაგთელეს? ღმერთსაც უყვარს დალოცვილი ქართველები და ეს მიწაც ღმერთმა მოგვცა ქართველებს.
გაზაფხულზე ვაზის სულში ავფეთქდები, ჩემი სული შენს სულს ჩახუტებია. არასოდეს ბერდებიან ქართველები, ქართველები ჭაბუკებად კვდებიან
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 20:40 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * *
ამ ქუჩის ბოლოს, ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს, მათი სახლ–კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს, რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას, მათი შვილების პატარაობას, ათას უბრალო წვრილმანს.
ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამის შუშები სხედან, წიგნი... საქსოვი... ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას.
ამ ქუჩის ბოლოს, ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს, აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ, ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 20:41 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| * * *
არა მინდა რა, მილხინს თუ მიჭირს, არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაციებით, ოღონდაც მომცა მოთმენის ნიჭი, მონანიების და პატიების.
ოღონდ შემეძლოს კვლავ გაოცება და სიყვარული ღვთით ბოძებული, თუნდაც სულ ჩემი დღე და მოსწრება ვიყო ბავშვივით მოტყუებული.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 20:41 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| (...კარს მივადექი და ტანში გამცრა) კარს მივადექი და ტანში გამცრა და გამოვბრუნდი უკან ბარბაცით: ბუკინისტური დარაბის ნაცვლად შემრჩა სახინკლე... ლუდის დარბაზი...
და ემედევნა ისეთ განცდა, თითქოს აღმოვჩნდი საყვარელ სახლთან, შევირბინე და... მეგობრის ნაცვლად გადიდებული სურათი დამხვდა.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 20:43 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| (...ომში, დუელში თუ სარეცელზე)
ომში, დუელში თუ სარეცელზე რამდენი მოკვდა, ღმერთო, რამდენი: ჩემზე უმცროსი და უკეთესი, მართლა საქვეყნო საქმის ჩამდენი.
მათ ასაკს უკვე გადავაბიჯე, მაგრამ ის წლები რან უნდა განვვლო, ვაი თუ გავდეს ჭრელ–ჭრელ აფიშებს და აურზაურს არაფრის გამო.
ძველად სიბერე როდი ეწერა ჭეშმარიტ ვაჟკაცს, ჭეშმარიტ პოეტს. იქნებ ლაჩარი არი დღეგრძელი სულის სიმშვიდეს ვინც შიშში ჰპოვებს?
და თუ ვიცხოვრე და ვიხმაურე და თუკი ბედმა არ გამიმეტა – ხომ არ მიმიძღვის დანაშაული ჩემს თავთან, ღმერთთან ანდა ვინმესთან?
არ მოგხვედრია სხვისთვის ნასროლი? არ მოგიხდია სხვისი სასჯელი? სიკვდილ–სიცოცხლის დამფრთხალ სასწორზე შვება მეტია თუ სატანჯველი?
ვისაც სიცოცხლის ჟინი ფერფლავდა და წინათგრძნობა ჰქონდა სიკვდილის – ბევრი მოასწრო და რაც ემართა გადაიხადა თავთან ჭიდილით.
მათი ასაკი მართლაც მაოცებს: ოცდაჩვიდმეტი... ოცდარვა... . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ღმერთო, იმდენი წელი მაცოცხლე, რამდენჯერ დღემდე მოვკმდარვარ...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 20:44 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| *** დარდი სველი ფუნჯით ვეღარ გავიქარვე, და ვერც ფანტაზია აზრად გავიტანე, ჰოდა ძველებურად ფიქრში დავიმალე, როგორ დავიღალე... ისევ სიბნელეში ცრემლად დავიგვარე, ისევ გათენება ბინდად ავიფარე, როცა შორს მიმავალ იმედს დაგიძახე, ვერც კი დამინახე... ჰოდა გავითვალე მაგრამ ვერ გავთვალე, ჩემს ცხოვრებაში მართლა მიგათვალე, როცა სამახსოვროდ ტილოს მიგახატე ვეღარ მიგამსგავსე... მერე ეს გრძნობები გულში დავიმარხე, დილით გათენება ისევ დავინახე, კიბე ჩავიარე, ფეხით გავიარე, გულიც გავიმაგრე, წელში გავიმართე და თუ მეჩხუბები თავსაც გავიმართლებ უკვე გავიზარდე... და თუ შორს მიმავალს გზაში დამიღამდეს ესეც გამიხარდეს, თოვლი თეთრია და ღამეს გამინათებს...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 13.05.2012, 20:45 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| უცნობ ქალბატონს
ყოველდღიურად თქვენ მიირთმევთ 100 ფინჯან ყავას მზე რომ ჩავა ვეჭვობ,მგონი კითხულობთ მარკესს დილით კი დიდხანს უყურებთ სარკეს. არ ამხელთ,მაგრამ ალბათ გჯერათ მაღალი მოდის. განიცდით როცა ყვავილებით არავინ მოდის. თქვენ გეყვარებათ სიგარეტი კაფე და პროზა. რასაც დაარქვით პოეზია, უფროა პროზა. თვეში ერთხელ დაანთებთ სანთელს, ლოცულობთ გახდეთ, და თქვენს ასაკს გაამხელთ ღმერთთან, დაიჩურჩულებთ ღმერთი არს ჩვენთან. მთავარი კიდევ... ო,არ გინდათ ვინმემ გაგიგოთ?! ნუ გეშინიათ, მე არ გაგცემთ. რადგან არ გიცნობთ....
|
|
|
|