შოთა ნიშნიანიძე - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 12
  • 13
  • »
შოთა ნიშნიანიძე
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 19:48 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ძაღლები

თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ,
ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით.
რა ერთგულებით მოგჩერებია,
რა სიყვარულით და მოკრძალებით!

იმ თვალებიდან არა ბრიყვული
არამედ რაღაც ბრძნულად გამგები
ადამიანი თუ არ გიყურებს,
გიყურებს რაღაც არა ნაკლები,

სათნო, ჭკვიანი და გონიერი,
ალერსის ღირსი განა უღირსი,
მცირე სიკეთის სამაგიეროდ
როგორც მზად ყოფნა სიყვარულისთვის.

ყური დამიგდე, კაცო შემცბარო,
და ნუ მოჰყვები მოთქმა–გოდებას:
დაე ძაღლისგან მრავალს ესწავლოს
ერთგულება და თავგამოდება.

ნუ მიიქცევი სულო, საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ
კუდის ქიცინის და ყეფის გარდა.

ძაღლის თვალებში ყეფს გაწბილება
და რაღაც უფრო ღრმად მიმალული,
ეგების მწარე გამოცდილება,
მწარე ნაღველი და სინანული?

იქნებ ისინი სხეულგაცლილი
ადამიანთა სულები გახლავთ,
რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი,
დაბადებულან ძაღლებად ახლა.

და იმ უხსოვარ ღალატისათვის
ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?
ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ
თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.

...მწყემსი, მესაზღვრე და მონადირე!
აი ცხოვრებამ რა შეარჩია,
ძაღლური ყოფის სხვა სინამდვილე
სისულელეა ანდა შარჟია.

ის ფარას მწყემსავს და მსტოვარს იჭერს.
კვალში მიჰყვება ნადირს ბოლომდე
და სამკურნალო ბალახსაც ირჩევს,
თითქოს მინდიას ნიჭი ჰქონოდეს.

ზოგს სისხლს და ჯილაგს იმდენს უქებენ,
აღარ კადრულობს სხვებთან გარევას,
ბეწვად მოზრდია გაზულუქება
და მორევია ზანტი მთქნარება.

დალოხებია ტანი უებრო,
დამსგავსებია დანდალა ცვედანს,
მოწყენილობა და გაქსუება
სველი დრუნჩიდან ლორწკივით წვეთავს.

თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს
და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას
ზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული,
ზედმეტი ლიზღი და ფუფუნება.

ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ
და, როგორც წესი, მანქანით დაჰყავთ.
ისინიც ლირწი თვალებით სვამენ
ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს.

სულაც არ იწვევს დიდ სიმპათიებს
ცირკის ძაღლები, არა და არა!
ასეა: ძაღლსაც ვერ ვაპატიებ
თამაშს და თავის ბუნების ღალატს.

ცირკში ვარ... ძაღლი "ბისზე" გავიდა
და ემანჭება სახე ობობად,
მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან
ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.

ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,
ამ ჩინ–მენდლებით გაბღენძილ რაინდს
უბრალო ძაღლი რად არ სჯობია
სისხლით თუ არა ბუნებით მაინც.

ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,
ეს სამეგობროდ შემოგციცინებს,
უფრო სადაა და სპარტანული,
ჩანს: დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს.

ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსს
და ხშირად, ხშირად ფიქრებით დავდევ:
ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებს,
არსებობისთვის დაკბენილ თათებს.

ის მგელი იყო და მგლობა დათმო,
კაცთან მოვიდა სამსახურისთვის.
ადამიანო, იყავი სათნო
და ნუ იქნები ზოგჯერ უვიცი.

გთხოვ, ნუ იქნები მკაცრი და გულქვა,
არ დაივიწყო ძაღლის ყისმათი,
არ დაინანო ძაღლისთვის ლუკმა
და არც გალახოთ, ღვთის გულისათვის.
. . . . . . . . . . . . . . . .
მე კი წკმუტუნზე გავდივარ გარეთ
და ვხედავ: ძაღლი კუდაბუძგული
ძვალივით გამხმარ ამ ლექსის პწკარებს
რა ბედნიერი მიაძუნძულებს...
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 19:48 | Сообщение # 2
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
კაცია და გუნება

ფრინველებში შაშვი მიყვარს,
შაშვი მებუბბულება.
ბულბულს შაშვი მირჩევნია,
კაცია და გუნება.
ახ, გიტარავა, შენ მომიკვდი,
რაღა მერანუნება...
მაინც ყველას მირჩევნიხარ...
კაცია და გუნება.
კვიცივით ხტის ნორჩი გოგო,
ან რა დაეწუნება,
ზოგს კი ბანოვანი მოსწონს,
კაცია და გუნება.
ვშლი დიდებულ უცხოელებს,
სხვაც ბევრია ცდუნება,
ფშაველა კი ცეცხლს მიკიდებს,
კაცია და გუნება.
ბედნიერ კაცს ეჭვით ვუმზერ,
განა გამემტყუნება?
გულმოკლული უფრო მიყვარს,
კაცია და გუნება.
თავო ჩემო, რაც ხარ ეგ ხარ...
ვერ გადახვალ ბუნებას,
ზოგი მტრობს და ზოგს უყვარხარ,
კაცია და გუნება...
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 19:48 | Сообщение # 3
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ხვალე

რა დიდებული სიტყვა არსებობს,
ეს დალოცვილი-ხვალე.
დღეს გვიანაა,ხვალე,ბავშვებო,
ხვალეც მელეა,მალე!
ხვალიდან ვდგები დილაადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ,ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან!
ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს.
წერილს ხვალ დავწერ,აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.
იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი.
ხვალე ვისესხებ...
ხვალე გიყიდი...
კარგი, დაწყნარდი,კარგი!
ეხლა თუ არა,ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე.
სახელოვანი ხვალ შევიქნები,
ხვალე..
ხვალე და
ხვალე...
შენც,ჩემო თავო,რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს.
ეს ხვალე მუდამ,მუდამ იქნება,
მიდი,
თვალე და
თვალე...
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 19:49 | Сообщение # 4
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.
მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...
კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით.
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 19:49 | Сообщение # 5
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
არავინ უწყის რამდენი მიჭირს
არაფერს არ ვთხოვ ღმერთს ჩაძიებით...
ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი
მონანიების
და
პ ა ტ ი ე ბ ი ს!
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 19:49 | Сообщение # 6
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს!
მასულელებდეს, მირევდეს გზა-კვალს,
მისი თვალების ჩუმი ბრძანება
_გოშიასავით ატეხდა წკავ-წკავს
ჩემი ლომური ამპარტავნება!
არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე
არა და არა არ დავირცხვენდი...
ოღონდ მიყვარდეს ძლიერ მიყვარდეს
გახელებამდის თავდავიწყებით!
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს!
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 19:49 | Сообщение # 7
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
***

არავის გინდათ ბავშვის გული,ამაყი გული?
წაიღეთ ძმებო მომაშორეთ,მე ვეღარ ვუვლი...
არც გოროზია,არც უბირი,არც ავადმყოფი,
რა ბევრი უნდა ამ საწყალს და რა ცოტა ყოფნის.
ვერ ეგუება ვერც სიბრმავეს და ვერც სიყრუეს,
აიჯაგრება და მგელივით წამოიყმუვლებს.

ვერ ეგუება ქედმაღლობას და გაქსუებას,
ვერც ნიღაბ -როლებს,ვერც სიხარბეს ვერ ეგუება.
კაცი ვბერდები და აქამდე ვერ შემიტყვია:
ვინ ვისი ბატონ-პატრონია,ვინ ვისი ტყვეა.

ცოტა ხანს უნდა დავისვენო სული ვიცხოვნო,
ცოტახანს უნდა უგულოდ და წყნარად ვიცხოვრო.
რა დაგიმალოთ: უგულონი დიდხანს ცხოვრობენ,
სწრაფად გადიან ამ ცხოვრების ფონს და ჭორომებს.

დანაღმული ხარ საკუთარი გულით, პოეტო,
დანაღმული ხარ სიყვარულით და იმედებით.
ფრტხილად,ბიჭებო,გულებს ტლანქად არ წამოედოთ,
და მოძმის გულზე,როგორც ნაღმზე,ნუ ავფეთქდებით.
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 19:49 | Сообщение # 8
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
---
მე ერთი ქვეყანა ვიცი, -
სამოთხის კარია ღია,
იქ მართლა გვარზე ხტის კვიცი
და სხვებიც თავის გზით ვლიან.

იქ მლიქვნელს აჭრიან ყურებს,
მაბეზღარს აჭრიან ენას,
პოეტი იქ უფრო ურევს
და ბევრი როდი აქვს წყენა.

იქ უკვე არავინ ქურდობს,
დახლიდარს არა აქვს ფაშვი
და თუკი აჩუქე ხურდა,
სასტიკად გაგლანძღავს მაშინ.

უქრთამოდ იღებენ მცოდნეს,
უმეცარს სჭრიან და სჯიან,
იქ აღარ სჭირდებათ ცოტნე,
თაფლი კი სუყველას სცხია.

დახლებთან არაა რიგი
წიგნის მაღაზიის გარდა,
არავის უნახავს იგი
არც ერთი მინისტრის კართან.

ერთი ტროლეიბუსში ადი,
რაინდი რაინდზე თვალე:
მოხუცებს უთმობენ ადგილს,
მეტადრე ბავშვიან ქალებს.

იქ მართლა ფასდება ჭკუა,
იქ გულიც ფასდება ბავშვის,
კრიტიკა იქ აღარ ცრუობს,
პოეტებს არ უყვართ ტაში.

არცა აქვთ მეგობრის შიში,
კაცს ვეღარ შეხვდები მტრიანს,
ერთმანეთს ლანძღავენ პირში,
ზურგს უკან არავის თხრიან.

იმ მხარეს ოცნება ჰქვია,
იმ მხარეს სიზმარი ჰქვია,
თუ გინდათ წავიდეთ, ძმებო,
არასდროს არ არის გვიან.
 
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 19:49 | Сообщение # 9
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
უფალო, შეგვიწყალე

უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე
ცოდვილნიც... უცოდველნიც... დიდებიც, პატარებიც,
ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ -
ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები.
შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ,
ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ.
უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის -
ვულკანზე შემდგარი საქართველო.
უფალო, შეაჩვენე სიმართლე მოსყიდული,
ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე,
უფალო, შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი,
ამრავლე, აძლიერე გმირები ჭეშმარიტი.
უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ,
ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით,
შვილები დაგვიზარდე დემეტრე-ცოტნეებად,
ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!
უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე,
უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც...
არც ისე საწყალია ეს ჩვენი საქართველო,
არც ისე საწყალია და ხელით სატარები.
 
nukriaДата: სამ, 03.04.2012, 00:50 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ერო და ბერო,
შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი:
თუ კი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით...
ზურგს ნუ შეაქცევთ,
გაიკითხეთ...
ბედი არ გვცდიდეს,
გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 12
  • 13
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость