შოთა ნიშნიანიძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
შოთა ნიშნიანიძე
nukriaДата: პარ, 06.07.2012, 20:26 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
კარს მივადექი და ტანში გამცრა
და გამოვბრუნდი უკან ბარბაცით:
ბუკინისტური დარაბის ნაცვლად
შემრჩა სახინკლე,ლუდის დარბაზი.
და ამედევნა ისეთი განცდა,
თითქოს აღმოვჩნდი საყვარელ სახლთან,
შევირბინე და მეგობრის ნაცვლად
გადიდებული სურათი დამხვდა.
 
nukriaДата: პარ, 13.07.2012, 01:38 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
* * *
არა მინდა რა, მილხინს თუ მიჭირს,
არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაციებით,
ოღონდაც მომცა მოთმენის ნიჭი,
მონანიების და პატიების.
ოღონდ შემეძლოს კვლავ გაოცება
და სიყვარული ღვთით ბოძებული,
თუნდაც სულ ჩემი დღე და მოსწრება
ვიყო ბავშვივით მოტყუებული.
 
nukriaДата: კვ, 15.07.2012, 16:48 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
***

ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით
და ჯუჯად თვლიან სულით გოლიათს,
ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები,
ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია.
 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 00:26 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კომუნისტები

რომ კომუნისტის სახელი გვერქვას,
ყველა როდი ვართ ღირსი,
დაფერილია ეს სიტყვა ყველგან
სისხლით, გმირული სისხლით.

თუ კომუნისტი გქვია სახელად,
ძალა არ არის შენი მომრევი,
შენ ხალხს ეკუთვნი არა ნახევრად,
არამედ მთელი ცხოვრებით.

II

პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი წაჰგვარა
და ხალხს არგუნა სხვა მომავალი;
სწორედ შენა ხარ, რომ ვთქვათ სხვაგვარად,
მებრძოლი ღმერთის შთამომავალი...

ვერ დაიცავდა მაღალ ღირსებას,
მართალი რომ თქვას კაცმა, –
ვერ ივარგებდა კომუნისტებად
ხერხეულიძე ცხრა ძმა?

ან არაგველნი, ან გმირი ცოტნე,
ანდა დემეტრე თავდადებული...
ცოდვა კი არის, ღმერთმანი, ცოდვა, –
ადრე არიან დაბადებულნი.

სწორედ დღევანდელ დროს უპატაკებს
და გახლავთ ჩვენი თანამედროვე:
ჯორდანო ბრუნო...
ბულბა...
სპარტაკი...
ბიჭი გავროში...
ბერი თევდორე...

III

უბრალო კეპი... უბრალო პალტო...
შიმშილი... ომი...

დრო რთულზე რთული...
ის გადიოდა კრემლიდან მარტო
და ბავშვებისთვის მიჰქონდა პური.

მისი სახელი ხალხში ამზევდა,
იცხოვრა, მოკვდა ხალხის გულისთვის:
აი ასეთი,
სწორედ ასეთი,
მხოლოდ ასეთი
მწამს კომუნისტი!

IV

...ორმოცდაორის თოვლი წითელი...
ველზე გვთიბავდა ცეცხლი მყეფარე...
წამოდგა ვიღაც ყრმა პირტიტველა
და სიკვდილს მკერდით გადაეფარა.

ვაშა, დიდება ძეგლებს ასვეტილს...
იბრძოლა... მოკვდა ხალხის გულისთვის.
აი ასეთი,
აი ასეთი,
აი ასეთი
მწამს კომუნისტი!

სამშობლოს ბედი ბეწვზე ეკიდა...
ხიფათი მოსკოვს გარე უვლიდა...
არ გამოსულა იგი კრემლიდან
და არც გამოდის ხალხის გულიდან!

ის რკინის ნებას ხალხს გადასცემდა,
იცხოვრა, მოკვდა ხალხის გულისთვის.
აი ასეთი,
დიახ ასეთი,
მართლაც ასეთი
მწამს კომუნისტი!

...რომ კომუნისტის სახელი გვერქვას,
ყველა როდი ვართ ღირსი.
დაფერილია ეს სიტყვა ყველგან
სისხლით, გმირული სისხლით.

მაშ გაუფრთხილდი მაგ წითელ მანდატს –
მზისა და დროშის პაწია ნაჭერს,
არ დაგავიწყდეს: შენ საჭეს მართავ,
ლეგენდარული კომუნის საჭეს!...
 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 00:27 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გითხარი...

გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,

ბავშვივით დამტუქსე თან:

"რა ცუდი ყოფილხარ... მომეშვი... გამცილდი...

როგორ გამიბედე თქმა".



არაო, თავს იქნევ, სასტიკად უარობ,

მეძახი ცუდსა და შლეგს,

მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ -

როგორი კარგი ხარ შენ.

 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 00:28 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საქართველოში ყველა ციხესთან

მე ჩემივლია ყინჩად, გულდიდად...

ყველა ბურჯიდან და ქონგურიდან

მწარე წარსული გადმოიხედავს.



ო, წინაპარო, დროის გრიგალთა,

მხოლოდ ეს ციხე რჩება მოწმობად.

ბეჭიდან ჩრდილი ჩამოგივარდა,

ისიც მონღოლთა ცხენმა მოძოვა...



ვინა ვარ, რა ვარ, რა გზებს შემოვრჩი

ან სული ასე რად ამიკვნესდა?

ერთი კი ვიცი: საქართველოში

მე მოკლული ვარ ყველა ციხესთან...
 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 00:29 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ორი ტირიფი

- ატოტილი, ირიბი,

რატომ ტირის ტირიფი?



- მთელი წელიწადია,

გაღმა გასვლა სწადია.



ასეთივე პატარა, ასეთივე ირიბი,

იქ, მეორე ნაპირზე, სწუხს მეორე ტირიფი.
 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 00:30 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სინამდვილეა და ზღაპარს უდრის

ტყეში შევდივარ და ხედ ვიქცევი,

ხეში შევდივარ და ხის სული ვარ,

ზღვაში შესული ტალღად ვიქცევი,

მთაში ბილიკად გახიზნული ვარ.



მსურს, ყველა ბონდი გადავიარო,

გადავიწვიმო მეტყევის ქოხში,

გადავიარო ის მთა ფრიალო

და სიჩუმისგან დავიხსნა კოკში.



აიზლაზნება ლეგენდა ციხით,

როგორც დამფრთხალი ბებერი ძერა

და სივრცის იქით და დროის იქით,

რაღაც ასტრალურ სივცრეებს ზვერავს.



მსხვილ-მსხვილ, ჟანგისფერ ჭიანჭველებად

ქვებზე მიცოცავს ჯაჭვის პერანგი,

თითქოს ხილვაა ან გახსენება

ძველი სიკვდილის და ფათერაკის.



მინდა, ვაზივით წამოვაყენო

ქვაზე მტირალი ეპიტაფია,

ვკრიფო ყურძენი ქვაზე ნამყენი,

როგორც შაირი ანდა კაფია.



აი, გვირაბიც - ღამის სახელო,

გარეთ ხელივით ჰყოფს მატარებელს

და მოლოდინში ღელვას ამხელენ

გზები, ხიდები და პატარები.



ზოგი სადგური წითელქუდაა,

ტყე კი მგელივით უპირებს შეჭმას.

სინამდვილეა და ზღაპარს უდრის

და მირაჟივით ცისკიდურს შერჩა.



სადგურებს თითო მუჭა ბაზარი

კალათებივით უდევთ მუხელბზე,

მზე ჩამავალი ტყეს აზანზარებს,

ჩრდილის საბერტყად გადის მუხლებზე.



ხოლო მუხლუხო მუხის ფოთლებთან

გააზრებული მეტაფორულად,

დრომ თავის თავში ვერ გამოკეტა,

როგორც მარტივი რაღაც ფორმულა.



იგი ფერს იცვლის, როგორც მირაჟი

და როგორც აზრი სრულყოფას ეძებს,

გადადის უფრო რთულ ფორმულაში

და მატარებლად მიჰყვება რელსებს.



ეს მზე, ეს მითი დამხურეთ ქუდად,

მიწისქვეშ პაპის სული მიცხონეთ,

სინამდვილეა და ზღაპარს უდრის

და აქ სიკვდილი უდრის სიცოცხლეს.



და მაინც ეჭვი, როგორც კოშმარი,

არავინ მკითხოს, რატომ მდევნიდა

თვითნ სიკვდილმაც ვერ ამომშალოს

სამყაროს ამ დიდ განტოლებიდან...

 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 00:31 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ნოდარ დუმბაძეს



ერთი ყრუ ვიცი მუსიკოსთა შემფასებელი,

როცა რაღაც ვთქვი,

ყრუ ბეთჰოვენი შემახსენეს და გამაჩუმეს.

ერთი ბრმაც ვიცი (შენ ბრმა უძახე!),

ის კიდევ ხედვის საიდუმლოს ასწავლის ყველას

და არიგებს დაფნის გვირგვინებს.

როცა რაღაც ვთქვი -

ბრმა ჰომეროსი შემახსენეს და გამაჩუმეს.



ერთ კაცსაც ვიცნობ - წმინდანებში დიდ პატივშია,

(მან ამასწინათ ანგელოსის ფრთები იყიდა)

ეშმაა-მეთქი, რომ ვიყვირე, - ჩაიქირქილეს...



დიახ, სამივეს კარგად ვიცნობ,

მაგრამ ერთხელაც

თუკი სამივემ მიცნო, ვინა ვარ -

მაშინვე ჯვარზე გამაკრავენ, ძელზე გამსვამენ,

მეგობართაგან ბევრი ლურსმანს მოარბენინებს.



მე ისევ ქურდი პოეტების იმედით ვრჩები.

ერთი რომელი მოიპარავს იმ ლურსმნებს... ვნახოთ.
 
nukriaДата: ხუთ, 19.07.2012, 00:48 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ხარი


აგრემც ვალმოხდილ, ნაჯაფარ ბებერ ქედს ვენაცვალები,
სულ ნაღვლიანი რადა გაქვს ჯიღა,საცერა თვალები!

წარმართმა გხატე კლდეებზე, ათასმისნური ქარაგმით
და შენაც ერჩოლებოდი შიმშილს და სიღარიბესო.

ურმულით, გუთნისდედურით სულს ლევდნენ მამა-პაპანი
და მათთან ერთად შენც სწიე ქართლის ცხოვრბის ჭაპანი.

აშენე ციხე-ქალაქი, ააგე ბევრი საყდარი,
რომ ქართველს აბჯარ გაუხდელს მტერი ჰყოლოდა წამხდარი.

სისხლს ღვრიდნენ გუთნის დედები, ოფლს ღვრიდნენ მეციხოვნენი,
გუთნის ტარი და ხმლის ტარი საჭეა ქართლის ცხოვრების.

ჩემო ერთგულო წიქარა, ჩემო უთქმელო ღვინია,
უხსოვარ დროდან თქვენს პატრონს მიქვითინ-მიღიღინია.

აღზევანს წაველ მარილზე, უფსკრულმა დამიტანაო,
საწყალობელად ბღაოდი, როგორც მოხუცი მამაო.

ცხადში ხო მყავდი მეგობრად შემშველებიხარ ზღაპარშიც,
ოფლში და პაპანებაში ერთად ვართ გამონახარში.

ფერზე მაცმევდი ქალამანს, ყანწს მომაწვდიდი ნადიმში,
დაგკლავდით დიდ ზამთრობისას, მაძღრად გვყოლოდა ბადიში.

ძეობა იყო-გლეხკაცი ისევ შენ გდებდა იმედებს,
ღრეობა იყო, ვაიმე, ისევ შენ გამოგიმეტეთ.

ქორწილი იყო...

ვაიმე, მტკიოდა გული საღადრე,
წამოგაქციეთ ნაჯაფი და ყელი გამოგაღადრეთ.

ცხედარიც მიპატიოსნე აღაპ-ქელეხის წესებით...
დავჯექ და ჩემს მარჩენალზე ტირილით ვწერე ლექსები...

გვიმრავლდეს საქართველოში მიწის და მზის მოხარკედა
ხარივით მსმელი ვაჟკაცი-ხარითვალა და ხარქედა.

ნეტავი, ღმერთო, მეც მომცა ჯანი და მადა ხარისა,
სიტყვა-ხარივით გამწევი, მამულის გასახარისად.

ვიყო ხარივით ამტანი, ვიყო ხარივით მომთმენი.
ჩემი პატარა ქვეყბისთვის მეც ვიყო ხარისოდენი.
 
ძებნა:

მოგესალმები Гость