შოთა ნიშნიანიძე
|
|
nukria | Дата: ხუთ, 19.07.2012, 00:51 | Сообщение # 41 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კატის რექვიემი
ვუძღვნი ომისდროინდელ ბავშვებს და კატებს
ეგვიპტურ ”მიცვალებულთა წიგნში” გველთან მორკინალი კატა მზის ღმერთის რას იპოსტატია.
კატის თუნდაც უნებლიე მოკვლისთვის სიკვდილით ისჯებოდნენ ეგვიპტეში.
ო, დიადო კატავ, -- ღმერთების მსჯავრის აღმასრულებელო!
ფარაონთა სარკოფაგებზე დაწერილი მზის ხოტბა.
ძველინდიელთა რწმენით კატა ეშმაკის თანაშემწეა, რომლისგან ძალას სესხულობენ ჯადოქრები.
მკრეხელობაა გაუძალიანდე დედაბუნებას, მას უფრო განადიდებს მაძღარი შვილი.
ჰოფმანი - ”კატა მურის ცხოვრებისეული თვალსაზრისები”.
ზაფხულში სოფლად ჩავდიოდი არდადეგებზე,
სად ხარ, ბავშვობავ,
ჭინჭის ბურთი სად გადამალე?
შენ ცოცხალი ხარ! სულ ჩემში ხარ
არა და, დაგეძებ
და თუ მკვდარი ხარ -
ისევ მე ვარ შენი სამარე.
ამოგთხრი, ზემოთ ამოგიყვან,
მე ვიქნები შენი ჯალათი
და სირცხვილს გაჭმევ,
რა თქმა უნდა, ერთად პანღურთან.
გამო, შე ბრიყვო,
ჩემი სულის უღრან ჭალაში
სულელ ხბოსავით რომ მიმალულხარ.
ომის დრო იყო...
მწარე იყო კაცისა თუ კატის არჩივი,
მშიერი კატა
მუსრს ავლებდა თაგვებს და ბარტყებს;
არც რძე, არც ყველი, არც ტარანი არ შეგვარჩინა
და არც წიწილებს არ აკლდათ საფრთხე.
დასთრევდა კუდი მთელი არშინი
ბუთქურა,
მსხვილი
და ბალანხშირი.
დიახ, შიმშილი ფისუნიას უღრღნიდა სტომაქს
და ეს შიმშილი -
გრძელზე გრძელი გვემა მუცლური
კუდის არშინით ფისუნიამ იმდენი ზომა,
რომ კუდბუთქურა
ბოლოს დარჩა კუდგაქუცული.
სულ მალე კატა დაემგვანა ქეციან თუ მუნიან ტურას,
საწყალი კატა -
ვითომ ვეფხვის მინიატურა.
- მიშველეთ ვინცხამ!..
დიდუუ, დიდუუუ -
აქოთქოთდა ერთ დღეს დიდედა,
- კიდო მშიერი დამიტოვა იმ წუნკალმა, ბეჩა, ბაღნები!
ბებიამ კატა შეაჩვენა და... გაიმეტა -
მოკვლა გვიბრძანა,
კატის მოკვლა
ცივი ბრძანებით.
და ჩავუსაფრდით...
ოჯინჯალზე ჩამოვკიდეთ ყველის ნაბრეგი
და როცა ფისო
ის-ის იყო ყველის ნატეხს წაეთომარა -
წამოვუცვივდით... შევიპყარით, როგორც აბრაგი
და როგორც ტუსაღს,
სიკვდილმისჯილს,
გადავაცვით თავზე ტომარა.
კატა
საყდრიდან ამოხეთქილ ლეღვს გამოვაბით
და თრთოდა ტოტი,
სავსავებდა ქრისტეს ხელივით...
უფლის კისერზე ეს საყდარი იყო დოლაბი
და თრთოდა ტოტი...
თრთოდა...
თრთოდა...
ქრისტეს ხელივით.
თითქო საყდარი ხელსა გვკრავდა და გვიშორებდა...
და მაინც...
კატას მძიმე ქვები დავცხეთ ყორედან...
(ის ქვები მერე... წლების მერე აღარც მე ამცდა!)
ო, უგნურებავ,
ო, სირეგვნევ,
სილენჩევ კაცთა,
თავს სად წამოსწევ,
სად, სად ჩნდები,
სად ისწავლები?
იგინებოდნენ და კიოდნენ კატის თვალები!
იფურთხებოდნენ და
ყმუოდნენ კატის თვალები!
ეს ჯოჯოხეთის მუგუზლები - კატის თვალები!
კატის თვალები...
თვალები...
თვალები...
კატის ჩხავილმა წამოაგდო უხსენებელი
თუ ცისარტყელა ჩამოვარდა ტკივილის სიმწრით?
ხავსიან ქვებზე ელვასავით გადასრიალდა
და ეკალ-ბარდებს შეატოვა ჭრელი პერანგი.
მოგონებათა დაფურცლულ წიგნში
სწორედ ეს დღეა ჩანიშნული გველის ზონარით.
საყდარს ყვავები ესეოდნენ ყაშყაშით...
მოთქმით...
თითქოს ცდილობდნენ თეთრი კედლის შეფერადებას.
დიდედა მოკვდა...
და ყვავები აწ ვიღას მოსდის
ფრონტულ სამკუთხა ბარათებად, შავ ბარათებად?
არც სიბრალული...
სინანული...
(ეს რა გენია!)
ახლაც არ მინდა დაჯერება იმ უღვთო სცენის.
ის გულქვაობა ახლაც მზაფრავს,
ახლაც მრცხვენია
ორ ფეხზე დგომის, მეტყველება ღვთის ნიჭით - ენით.
და ვერ ვინელებ...
ის სიმწარე ჯოჯოხეთური
რათ, როგორ იშვა ჩემი ნებით, ჩემი ხელებით.
მას შემდეგ კატას რამდენს ვნახავ,
იმ დღეს ვემდური,
წაწყემნილივით ვიგინები და ვიწყევლები.
ან ამ ხელებით
როგორ ვწერდი უნაზეს ბწკარებს,
ან საყვარელ ქალს,
ან ბავშვს
როგორ ვეფერებოდი?
იქნება კიდეც თავს ვიტყუებ და ვცდები მწარედ
კაიკაცობის თამაშით და ეფემერობით?
ყველა -
ვინც მიყვარს ახლობელი... ბავშვიც, მოხუციც,
რომელთა გამოც სულ შიშში ვარ და ვერ ვისვენებ,
ჩემი ხილვების მორღვეული მღვრიე ფოკუსით
ყველა რაღაცით იმ კატას ჰგავს...
ღმერთო მიშველე!!
ჩემო მაგიდავ,
ამ ლექსს რომ ვწერ, რა გაჭრაჭუნებს?
ან შენ რად დრტვინავ, ტახტო ჩემო, კატაფალკურო?
კატის ბრჭყალებით ჩაჰფრენია სულს მაჯლაჯუნა,
სულშიც,
სინდისშიც
კატა ფხაკურობს...
კატა ფხაკურობს...
კატა ფხაკურობს...
ო, ძველო დარდო, რას ქვითკირობ, რას მუმიაობ?
- მიაუუ...
- მიაუუ...
. . . . . . . .
ომი რომ არა,
არ წაწყმენდდა ფისოს შიმშილი.
ომი რომ არა -
ფისო ქურდი არ გახდებოდა.
ომი რომ არა -
გამზრდელ კერას არ შებღალავდა,
არ იჩხავლებდა
ისე, როგორც
კარი-კარ ტურა,
არ გახდებოდა კატა ვეფხვის კარიკატურა.
და არც დიდედა დაგვმოძღვრავდა ზღაპრის ავი დედაბერივით
და იმ ცოდვაში ფეხს არ ჩავდგამდით...
ომი რომ არა!
ომი რომ არა!
ომი რომ არა!
ქალაქში ერთი მეზობელი გვყავდა შეშლილი,
ღმერთო, რა ერქვა? ჰო, ამალია!
თავის უცნაურ აზრებივით თმაგაჩეჩილი
უბანში (რძეზე) დადიოდა კატების ამალით,
ამბობდა:
ხალხო, სამოთხის გზა მოლიპულია,
იქ მკვდრის სულები
ბეწვის ხიდით კატებს გადაჰყავთ,
თუ ვისმე კატა დამხრჩვალი ჰყავს ან გალახული, -
კატა ეგეთებს
იმ ხიდიდან ჩაყრის გეენასა,
ეგრეა სწორედ,
სიზმარში მაქვს ბევრჯერ ნახული...
ეგრეა გენაცვა...
ვაი თუ როტვა მართალია ამალიასი!
წინასწარ ვწუხვარ ამ სისასტიკით,
ჯოჯოხეთის ამ ალიანსით.
ჩემს სულს იქ ელის ბეწვის ხიდზე შურისძიება,
ვეფხვად ქცეული კატა მიცდის...
- მიააუუ...
- მიააუუ...
და ვერ მიშველის ვერა ჯურის მონანიება...
მართლა კატაა, თუ ეშმაკი უკრავს ჭიანურს?
- მიააუუ...
- მიააუუ...
ისმის კნავილი:
თქვენი ომი, ახ, ვაჟბატონო,
კუჭში შემიძვრა...
დამნაშავე მე ვარ რატომო?
და შიმშილთანაც არაერთხელ მიაომიაო...
- მიააუუ...
- მიააუუ...
ნეკრესის ქარი გაგიგიათ - მტვრევა სინდიყის?
ან გულის ჩხვლეტა, გაბასრული ჭანგის ჩამვლები?
ასე მფხოტნის და ასე მკაწრავს სულშიც, სინდისშიც
კატის ბრჭყალები...
კატის ბრჭყალები...
კატის ბრჭყალები...
მეც წამიკითხავს, როგორც ელდა, ელდა ფარული,
ვით განაჩენი,
აჩხა-ბაჩხა და ნაჩქარევი
კარდიოგრამის მრუდეებში შემოპარული
კატის ბრჭყალები...
კატის ბრჭყალები...
ბრჭყალები...
ბრჭყალები...
. . . . . . . .
ციც!
კალმის წვერო,
არ გამექცე კატის ბრჭყალივით,
ციც!
სიტყვავ ჩემო, არ გამრუდდე კატის კუდივით,
იყავ მოქნილი კატასავით!
და კატისებრი!!!
ჰო, კატისებრი!!!
ანუ ვეფხვის მინიატურა.
(ამ მეტაფორამ კვლავ მივარსკვლავა და მინათურა!)
თუ სიმაღლიდან გადმოგაგდეს -
არაფერია!
იმედი გქონდეს, კატასავით დადგები ფეხზე.
- ბრის, ბრის სიბერევ, სნეულებავ,
ბრის... აცხა... აცხა...
ასი წლის მერე დაიფუშე დაისივით
მზის ოქროს ფაცხად...
- აცხა!
. . . . . . . .
აჰა, გაწვიმდა...
გარბის წვიმა კატისთათება...
ეს ელვაა თუ
კატის ბრჭყალი ცად ილანდება?
ელავს და ელავს რა უჟმურად, რა უსიამოდ...
- მიააუუ...
- მიააუუ...
. . . . . . . .
მე ამ რექვიემს
ვუძღვნი კატებს ომისროინდელს,
მე ამ რექვიემს
ვუძღვნი ბავშვებს ომისდროინდელს,
ფაფიტლეკიებს - კატებს და ბავშვებს,
ბავშვებს და კატებს - ფაფიტლეკიებს,
ვუძღვნი რექვიემს...
და როცა ზოგჯერ მიხარია რაღაცა კარგი,
გამახსენდება ეს ამბავი...
და ცოდვის ის დღე...
ჩემი სიხარული აწივლებულ თაგვივით გარბის
და მოგონება კატასებრ მისდევს...
ისმის კრუტუნი:
ზოგი პწკარი მკვდარ თაგვივით რა უმიაო -
- მიააუუ...
- მიააუუ...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 19.07.2012, 00:52 | Сообщение # 42 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა,
ან ნახევარი რაა დიდება...
სრული სიცრუე უფრო გაშნებს,
თუ ნახევარი ჭეშმარიტება?
ვინ თქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის,
ან სანახევროდ ვინ თქვა მიზანი,
აუსტერლიცი და ნახევარი?
ნახევრად ბრძენი ანდა მისანი?
ქვეყანას ბევრჯერ არ გაუმართლდა
და გამუდმებულ სიკვდილის ქიშით
მუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა
და არა თხემით ტერფამდე გიჟი.
სულ ასე იყო კაცთა სიყრუე,
ერთმანეთს ბევრი ჰგავდა ეპოქა,
ნახევარ ყმობას უფრო ვიგუებთ
ვიდრე ნახევარ ტახტს ან მეფობას.
სულ სწორი იყოს შენი გზა, ამინ!
ეშმაკისაგან გაუჭლიკავი
და თუ იქნები ნახევრად რამე,
მაშინ ნახევრად ღმერთი იყავი.
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 19.07.2012, 00:54 | Сообщение # 43 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გუშინ ჩემს ფანჯარასთან გოგონამ ჩაიარა თითქოს გულში შეირხა ატმის ტოტი ბრიალა იმას ჰგავდა, სულ იმას... (ღმერთო, რა გამიხარდა?!) მე რომ პატარობისას შეშლილივით მიყვარდა. გულო, რისა გრცხვენია, შე სულელო, შე გლახა, განა არ გიხარია იმ ნაღვერდლის შენახვა? სამარიდან წამოვდექ, თუ ცის გახსნა მეფონა? დაკარგული სამოთხე დამიბრუნდა მეგონა. ცაო, ეს რა მიყავი შემს მგალობელ მეგობარს, ჩემი ბებერი თავი ბიჭუკელა მეგონა. ო, იმ ციურ სასწაულს ხვალ, ზეგა თუ გაისად, თუკი ვერ შემახვედრებ, _ დამასიზმრე მაინცა...
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 19.07.2012, 00:55 | Сообщение # 44 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვახტანგ ჯავახაძეს
რა დიდებული სიტყვა არსებობს ეს დალოცვილი "ხვალე". – დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო, ხვალეც მალეა, მალე!
ხვალიდან ვდგები დილა ადრიან, ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან. ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია, წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.
ხვალ გადავიხდი გადასახადებს, ხვალ გავისტუმრებ ვალებს, წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ, ხვალვე გავგზავნი ბარემ.
– ხვალ ბილეთები გეშოვა იქნებ, ხვალ ანონსია "ღალატის"! – ხვალ ფეხბურთია!.. ხვალ ნაღდად ვიგებთ, ბიჭო, რა გაძლებს ხვალამდის!
იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ, ხვალ დილიდანვე ვთარგმნი! ხვალე ვისესხებ... ხვალე გიყიდი... კარგი... დაწყნარდი, კარგი!
ეხლა თუ არა ხვალ გამიგებენ, ეს დღეც დადგება მალე, სახელოვანი ხვალ შევიქმნები, ხვალე, ხვალე და ხვალე!
შენც, ჩემო თავო, რა გეფიქრება, რა გამოგილევს ხვალეს, ეს ხვალე მუდამ, მუდამ იქნება, მიდი თვალე და თვალე!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 19.07.2012, 00:56 | Сообщение # 45 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ტოლებს შორის ოცნებებში ვერ მჯობნიდა ვერცერთი,
მგრამ ხშირად ოცნებებში ვიტეხავი კინწს,
ლექსებში და გოგონებში სულ ერთ რამეს ვეძებდი -
აფეტქებულ ბროწეულს და
დაფეთებულ კვიცს.
ბედო, ბედო-კუდაბზიკა,
ჩემთვის ცოტას იცლიდი,
მუდამ ცოტას იმეტებდი ნექტარს უებროსეულს,
ერთიც მომაფერებინე შეშინებულ კვიცისთვის
და ერთხელაც შემალეწე გადარეულ ბროწეულს!
ბედო, ბედო,
მომისიე ჩემი ორი ალქაჯი,
სულ მამყოფე ამ ჭიხვინის, ამ ბრიალის ალყაში.
რომ ხანდახან შემოქმედმა გადამხსნას და
ჰაიდა:
სიხარული, სიყვარული იშვას არარაიდან.
რომ სულიდან,
რომ ტანიდან
გიჟურ თავდავიწყებით
გადმოვბერტყო ბროწეული. .
გადმოვრეკო კვიცები...
. . . . .
რიონისპირ გამოსულა კვივივით ბროწეული,
ჭიხვინებს და ყელს იღერებს ყვავილის ფაფრიანი,
პოეზიაც ჩემთვის არის ბედისწერა წყეული,
ურა კვიცის ჭიხვინი და ბროწეულის ბრიალი.
ცა იხსნება...
და ღმერთებთან ნადიმზე ვარ წვეული
და ტანიდან გამორბიან კვიცი და ბროწეული...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.07.2012, 00:31 | Сообщение # 46 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს, შემოჩვეულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს, იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს. გიკითხავდე ლექსებს, არა ვგავდეთ დიდებს, გიკოცნიდე დიდხანს საფერებელ თითებს. მთელი ღამე მშვიდი, თბილი წვიმით წვიმდეს და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს..
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 27.07.2012, 14:55 | Сообщение # 47 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ არაერთხელ გაიპარე, სიკვდილში, ომში, პატარა ბიჭი გაიპარე, ახლა ხარ დიდი...
შენ გაეპარე დედ-მამას და მომავალ ცოლ-შვილს,
შენ გაეპარე სიბერეს და სიბერით სიკვდილს.
შენ გაეპარე მყუდრო ლოგინს და მყუდრო ოთახს
და იმ წუთიდან აღარ იყავ დედის შემბრალე,
შენს სინდისს, თურმე, საცრისტოლა თვალები ჰქონდა
და სინდისს, ალბათ, იმიტომაც ვერ გაეპარე...
არც აფხაზია შენი მკვლელი, და არც ჩეჩენი,
სიკვდილს შენ თვითონ დაეძებდი ჯიქურ სარქენად,
ეჰ, შენი მკვლელი პირველ ყოვლის, მამაშენია,
პაატას კვლაზე ბავშვობიდან რომ შეგაყენა.
გადატეხილი, მშვენიერი ხარ კვიპაროსი
ჟამი კი მიდის რია-რიით.. ლიტანიითაც...
შენი ტოლები გრიალებენ სადღაც, კვიპროსზე,
ზოგნიც სამძიმარს აგზავნიან იტალიიდან...
ხვალ - ზეგ აფხაზეთს გადავლილი რისხვის გრიგალი,
დაიხსნის მიწას - ლტოლვილების ცრემლებით ნამულს
ადექი ბიჭო,
ადექი და
კვლავ გაიპარე...
შენი სიკვდილი კვლავ სჭირდება შენს ტანჯულ მამულს!..
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 07.09.2012, 17:02 | Сообщение # 48 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| გალაკტიონს
იქნებ იმ წუთას მოგეჩვენა ზურგს უკან ფრთები და ცად გაჰყევი ანგელოსებს შენივე ნებით?
თუ მიმზიდველი ეგ ცხოვრება ლეგენდად იქცა, მიზიდულობა წესია და კანონი ბრძნული და რაკი სრულად ეკუთვნოდა ცასა და მიწას, მიწამ სხეული მიიზიდა და ზეცამ სული.
მაგ მძლავრი ფრთებით მოიხვეტე ჟამი და სივრცე, გადარჩენილხარ დავიწყების სუნთქვას სუსხიანს, ხოლო სიკვდილით ეზიარე იმხელა სიბრძნეს, რომელიც დღემდე ვერცერთ მოკვდავს ვერ აუხსნია.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 02:11 | Сообщение # 49 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გიტოვებ, შენ წყენა გრჩება და ტკივილი, მაგრამ იცოდე: შენზე მეტად ვნებ ჩემს თავს თვითონვე.. ნესტარს ვტოვებ და, ფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 19:57 | Сообщение # 50 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩიორა ჩიტი ჩიოდა ჩიორა ჩიტი ჩიოდა, თვალებზე ცრემლი ეკიდა, შვილები ვეღარ გავზარდე, რაც მელა გადამეკიდა. ჩიორა ჩიტის ჩივილზე ქათამი გამოდიოდა, დაო, მე ვერას გიშველი, მეც შენებრ ცრემლი მდიოდა. ჩიორა ჩიტი ჩიოდა, თურმე ჩიტუნებს შიოდა, დედა კი მელას შიშითა მინდორში ვერ მიდიოდა. ციოდა თივის ბუდეში, ხის ფუღუროშიც ციოდა. მელას ნუ მიმცემ, დედაო, საწყალი ბარტყი ჟიოდა, პატარა ბარტყის ჟივილზე მამალი გამოდიოდა. მამალი მედიდურად ასწევდა წითელ ბიბილოს: - სოფელში წავალ, იქნება მურია გადავიბირო. მურია მელაკუდასა აუკრავს ნაბად-გუდასა. მამალს ლოცავდა ჩიორა, მამალს ლოცავდა თრითინა. და “დედანის” ფურცლებზე ყვინთავდა გიგლა ტიტინა.
|
|
|
|