ვლადიმერ მაიაკოვსკი - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ვლადიმერ მაიაკოვსკი
verikolatariaДата: სამ, 06.03.2012, 20:58 | Сообщение # 1
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3  +
Репутация: 13001  ±
Статус: Offline
ვლადიკავკაზი - თბილისი

როგორც კი
დავადგი
ფეხი კავკასიას
მყისვე მომაგონდა
რომ მე
ქართველი ვარ.
მყინვარი,
ყაზბეგი,
და კიდევ რა ჰქვიათ?!
მთა–მთაზე;
მე მათი
სახელი მერევა.
აქ
მოხეტიალე
გადავიცვამ ახალუხს.
აქ უკვე
ხალათი
ტანზე არ მერგება.
ისეთი ცხენი მყავს
მე ყარაბაღული,
როილსაც
მოუნდეს მგონი შექება.
მე მახსოვს:
აქ ურდოს
მოვყევი დამწვარი;
ამბავი ძველია ძალიან
ორიათას წლის უკან
ქვეყნებში წანწალით
მოვადექ
აგერ ამ
დარიალს.
მე ერთ მოლეკურეს
და სულით მეთარეს,
ასწლები
ცხელ ოფლში მყურავდნენ,
მე განვლე ეს მიწა
და მუშად ვიარე
აქედან
ბათუმის ყურამდე.
ამ საქმის
არ ისმის დღეს სახსენებელიც
ძველი ისტორია
დიდი ცრუ რამ არი,
ბრახუნებს
რომ იყვნენ
აქ მხოლოდ მეფენი:
ირაკლი
დავითი
თამარი.
კედლების
მეცნობა
აქ ყველა მტკაველი,
ეს ციხეც
ის არის,
ეგრე ჰგავს:
აქდან ვუმღერდი–
შოთა რუსთაველი,
თამარს,
დიდს სიყვარულს,
მეფე–ქალს.
შემდეგ
თერგს მივქონდი
მე ძვლების ჩხარუნით,
ტალღა რომ
თავზე ქაფს
უკეთებს.
ეს კიდევ რა არის!
მეფის სიყვარული
იცნობდა
გასართობს უკეთესს.
შემდეგ
მე ვიხილე–
ამ კლდეთა კარებით,
ამ ვიწრო ბილიკით
მიზიანით,
ველებს
და მიწურებს–
რუსეთის ჯარები
ჩამოჰყვნენ ჩინმენდლებიანნი.
ზარმაცად,
ნელ–ნელა
ვიდოდი მაღლა,
გიტარას
სიმაღერას
ვამღერდი ერთს:
,,მხოლოდ შენ ერთს,
რაც რომ ჩემთვის
მოუცია
მაღლიდან ღმერთს.’’
და თავისუფლების
დილაც სისხლიანი
დგება–
ეს ხსოვნაა წუთისა,
და აი
მე ვისვრი,
მე გმირი არსენა,
ყუმბარას
იმ ცხრაასხუთისას.
დაჰქროდნენ
პაჟებად
ბატონის წულები;
მე კი,
იმ წლებში რომ
დამდაღეს,
ყოველდღე ვიგონებ
ტკივილით,
წყლულებით
იმ ალიხანოვის მათრახებს.
მერე აქ
გრძელდება
დრო ჩამობინდული
და ვხედავ
ერთი მუჭა მმართველებს,
ეს ვიგინდარები–
თვით მტკვარზე მღვრიენი.
ხელს ტლოშნით აქ ფრანგებს
ართმევენ.
ოცი,
და იქნება
მეტი საუკუნეც,
ვათრიე
მჩაგვრელტ ხუნდები,
დღეს კი აქ
დროსები
ფრენს ბოლშოვიკური,
სხვა საქართველოში
ვბრუნდები.
დიაღ
ქართველი ვარ,
ახალი ნაციის,
არც დავიწყებული მხარისა
მე,
შემავალი ვარ
ერთი ფედერაციის
საბჭოთა
დიდ
მთა–ბარისა.
ბნელდება ხსოვნაში
ყრუ და შემზარავად
წარსულის
სისხლი
და ხანჯალი;
ჩვენ ვდუღვართ,
ჯერ ღვინოდ
დამდგარი არა ვართ,
ჯერ კიდევ
ვართ მხოლოდ
მაჭარი.
მე ვიცი:
უმღერდნენ
ედემს და სამოთხეს,
მაგრამ თუ
ლექსავდნენ ოცნებით,
ალბათ
საქართველო
ედემად გამოჰყვეს,
მასზე თუ გალობდნენ
მგოსნები.
მე ველი, ამ მთებში
ჰაერო აფრინდეს.
საყვარელ ქალივით
იმედი მეგულვის,
რომ ვნახო მის კუდზე
წარწერა ,,თბილისი’’
და ეკრას ბეჭედი
აქ დამზადებულის.
დიაღ,
ქართველი ვარ,
და ვის ესურვება
მიწოდოს
მე კინტო,
მსმელი და აშარი.
მე ველი–
საყვირმა
დასჭექოს
ზურნებად,
სად
კინტო იდგა და
ვირების ლაშქარი.
პატივს ვცემ
მე ქართველ
პოეტებს მადლიანს,
კარგია
ეს ჰანგიც.
ზურნა და დაირი,
მაგრამ დღეს
მწყურია
მე მათზე ადრიან
ქარხნების სიმღერა
და კრანთა შაირი.
ააშენე,
იმ ძველის
დანგრევაც მოასწრე
და ახალ სართულებს
ჩაუდექ დარაჯად.
ყაზბეგიც
რომ საქმეს
გიშლიდეს,–
მოაძრე,
რა უშავს–
ნისლებში
მაინც ხომ არა ჩანს!
 
nukriaДата: ორ, 13.07.2015, 09:52 | Сообщение # 2
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ყელს გამოვაბრდღვნიდი ბიუროკრატიზმს. 
მე პატივს არ ვცემ მანდატებს. 
ეშმაკმაც წაიღოს,
სულაც არ მწყინს, 
მთელი ქაღალდები, მაგრამ ეს... 
დერეფანს კუპეთა ფრონტივით კვეთს, 
მოხელე პასპორტებს კრიბავს, 
აბარებს ყველა და ვაბარებ მეც 
სანუკვარ ალისფერ წიგნაკს. 
ზოგ პასპორტს ხვდებიან ღიმილით ბაგეზე, 
ზოგსაც ლაფს ასხამენ თავზე, 
თუ კრძალვას შეამჩნევთ მოხელეს
სახეზე _ ინგლისის ლომია ყდაზე. 
ხან კუდის ქიცინს ბოლო აღარ უჩანს, 
ლამის თვალებით ყლაპოს, და იღებს, 
როგორც იღებენ საჩუქარს,
ამერიკელის პასპორტს. 
დანახვა პოლონურის აურევს გზა-კვალს, 
პოლონურ პასპორტზე თვალებს კარკლავს, 
ეტყობა, აუღებელი სიმაღლეა. 
ეს მისთვის ნაცნობს არაფერს არ გავს, 
რაღაც გეოგრაფიული სიახლეა
არც კი ატრიალებს გოგრას ცარიელს 
თვალებით არაფერს ეძებს 
პასპორტებს ართმევს უსიტყვოდ დანიელს 
და ვიღაც-ვიღაც შვედებს. 
უეცრად ლუკმა გადასცდა თითქოს ყელში 
და ამოხველებას ნატრობს: 
ბატონი მოხელე ათამაშებს ხელში 
ჩემს წითელკანიან პასპორტს. 
თითქოსდა ზღარბია, 
თითქოსდა ნაღმია ან სამართებელი მჭრელი, 
თითქოსდა შხამი ზედ გადმოანთხია, 
ორმეტრიანია გველი. 
მზერა მებარგულის საეჭვოდ იელვებს, 
უფასოდ წაიღებს ამ ბარგს, 
ჟანდარმი უყურებს გამომძიებელს, 
გამომძიებელი _ ჟანდარმს. 
სიფათზე ეტყობა საწყალს სიჟანდარმე, 
სურვილი თვალების დაკორტნის, 
რადგანაც მფლობელი გახლავართ მე 
ნამგალა საბჭოთა პასპორტის. 
ყელს გამოვაბრდღვნიდი ბიუროკრატიზმს,
მე პატივს არ ვცემ მანდატებს.
ეშმაკმაც წაიღოს, სულაც არ მწყინს, 
მთელი ქაღალდებიმაგრამ ეს... 
და ვიღებ შარვლიდან ჰაერში საქნევად, 
მსგავსად წითელ დროშის გაშლილის-
იკითხეთ, შეგშურდეთ,
მე მოქალაქე ვარ დიადი საბჭოთა კავშირის!:)
 
nukriaДата: ოთხ, 29.06.2016, 05:12 | Сообщение # 3
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ვლადიმერ მაიაკოვსკი - მისმინეთ!
თარგმანი - ალიკა დარჩიაშვილი

მისმინეთ!
რადგან ანთებენ ვარსკვლავს,
ალბათ ვიღაცას უნდა რომ იყოს,
ალბათ ვიღაცა ვარსკვლავზე ფიქრობს,
მარგალიტების
ასხმას ადარებს,
უვარსკვლავობა კლავს
და ადარდებს,


და მერე,
ჩუმად, უთქმელად სიტყვის
ღამეულ ცაზე
ვარსკვლავებს ითვლის.
ნაშუადღევის მტვერში ნათრევი
ღმერთთან მიხოხდეს ერთი სული აქვს,
რომ გამოსტყუოს უფალს ნათელი
და მერე თუნდაც გაქრეს სრულიად,
უთხრას,
რომ უკუნს ვერ იტანს ღამეს,
დაჰპირდეს რამეს, უნდა იცოდეს
ყველამ, რომ რადგან ვარსკვლავებს კლავენ,
ის ერთ ვარსკვლავში გაცვლის სიცოცხლეს,
მიიღებს ვარსკვლავს და მერე ხალხში
რომ გაერევა ვიღაცას ჰკითხავს:
- რადგან ვარსკვლავი ანთია ცაში
ხომ ისევ ცოცხლობ ხომ ისევ გიყვარს...
მისმინეთ, რადგან ანთებენ ვარსკვლავს,
ალბათ ვიღაცას უნდა რომ იყოს,
ვიღაცა ალბათ ვარსკვლავზე ფიქრობს,
და მერე ჩუმად, უთქმელად სიტყვის
ღამეულ ცაზე
ვარსკვლავებს ითვლის.
 
nukriaДата: ოთხ, 29.06.2016, 05:45 | Сообщение # 4
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

თამბაქოს კვამლი ამოჭამს  ჰაერს. 
ოთახი – 
თავი – კრუჩენიხის ჯოჯოხეთიდან. 
ამ ფანჯარასთან, 
გაიხსენე, 
მე მეჭირა შენი ხელი და - 
მონუსხული ვეფერებოდი. 
დღეს ზიხარ აქვე, 
გულში – ფოლადი, 
გინდა გამაგდო 
და აუგი სიტყვით მახელო, 
მღვრიე წინკარში ხელისკანკალით 
ძლივსღა მოძებნის ხელი  სახელოს. 
გამოვვარდები, 
რომ ქუჩის ურდოს, 
გვამი მივუგდო – შენით შეშლილი! 
მოდი, არ გვინდა, 
ძვირფასო, 
კარგო, 
მოდი, ახლავე დავსვათ წერტილი. 
ხომ სულ ერთია – 
გინდ გაექცე – ვერ მოიცილებ! 
ყელზე გკიდია სიყვარული – როგორც სიმძიმე, 
მოდი, სიმწრისგან 
ბოლო  საყვედურად ამოგიყვირო! 

როცა ხარს ჯაფა გაქანცავს – 
წავა, 
ცივ  მდინარეში წვება საწყალი. 
ამ  სიყვარულის გარდა  სხვა წყალი – 
მე არ მაქვს, 
არა! 
და საშველი მისგან – არ არი! 
როცა ინებებს დაღლილი სპილო– 
მეფურად წვება. 
ვარვარებს ქვიშა. 
ჩემს სიყვარულს კი– 
სხვა მზე და სითბო 
არ აქვს! 
არც ვიცი, 
სად ხარ ან ვისთან! 
როცა პოეტებს 
სიყვარული ასე აწამებთ, 
მას დიდებაზე ან ფულზე ცვლიან. 
მე კი – 
არ ვადრი არც ერთ სიხარულს, 
უსაყვარლესი სახელის წკრიალს. 
რა გადმოხტომა? 
რის მწარე შხამი? 
ან საფეთქელთან ჩახმახზე ხელი, 
ეგ გამოხედვა არის ჩემს ყელზე – 
ყველაზე ბასრი სამართებელი! 
ხვალ დაივიწყებ მაგ გვირგვინსაც, 
მე რომ დაგადგი, 
რომ სიყვარულით დავიშანთე სული – ნათელი. 
და მხიარული დღეების წყება 
დატოვებს ჩემს წიგნს – ფეხქვეშ გათელილს! 
ან ჩემი სიტყვა, 
მსუნთქავი ძლივსღა 
რას დაგაკავებს! – ფოთოლი, ხმელი. 
მაცალე, 
თუნდაც ბოლო სინაზით, 
წამოვალაგო – 
მიმავალი 
ნაბიჯი შენი. 

ЛИЛИЧКА! (Вместо письма) 

Дым табачный воздух выел. 
Комната — 
глава в крученыховском аде. 
Вспомни — 
за этим окном 
впервые 
руки твои, исступлённый, гладил. 
Сегодня сидишь вот, 
сердце в железе. 
День ещё — 
выгонишь, 
может быть, изругав. 
В мутной передней долго не влезет 
сломанная дрожью рука в рукав. 
Выбегу, 
тело в улицу брошу я. 
Дикий, 
обезумлюсь, 
отчаяньем иссеча́сь. 
Не надо этого, 
дорогая, 
хорошая, 
дай простимся сейчас. 
Всё равно 
любовь моя — 
тяжкая гиря ведь — 
висит на тебе, 
куда ни бежала б. 
Дай в последнем крике выреветь 
горечь обиженных жалоб. 
Если быка трудом уморят — 
он уйдёт, 
разляжется в холодных водах. 
Кроме любви твоей 
мне 
нету моря, 
а у любви твоей и плачем не вымолишь отдых. 
Захочет покоя уставший слон — 
царственный ляжет в опожаренном песке. 
Кроме любви твоей, 
мне 
нету солнца, 
а я и не знаю, где ты и с кем. 
Если б так поэта мучила, 
он 
любимую на деньги б и славу выменял, 
а мне 
ни один не радостен звон, 
кроме звона твоего любимого имени. 

И в пролёт не брошусь, 
и не выпью яда, 
и курок не смогу над виском нажать. 
Надо мною, 
кроме твоего взгляда, 
не властно лезвие ни одного ножа. 
Завтра забудешь, 
что тебя короновал, 
что душу цветущую любовью выжег, 
и су́етных дней взметённый карнавал 
растреплет страницы моих книжек... 
Слов моих сухие листья ли 
заставят остановиться, 
жадно дыша? 
Дай хоть 
последней нежностью выстелить 
твой уходящий шаг.
 
მთარგმნელი: ნინო ქოქოსაძე 
 
nukriaДата: ოთხ, 29.06.2016, 14:22 | Сообщение # 5
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ამერიკელი-ეს არის მტერი
ინგლისელი- ესეც მტერია
ბედუინი-უკვე არ არის მტერი
ბულგარელი-მეგობარი და პატარა ერი
უნგრელი ცხოვრობს არ იშლის ნერვებს
ВЦСПС იცავს მშრომელებს
გოელრო- სიამაყეა ქვეყნის ნაქცევი ჩვევად
სახელმწიფო-კი ეს ყველა ჩვენ ვართ

დემოკრატია-განა ჩვენ არ ვართ
დესპოტიზმი-ეს ჩვენ არ ვართ
ევროპა- რა არის გაგება ძნელია სიმართლის
ებრაელი-შვილია სიკეთის და სინათლის
ურია-თავისუფლებას აღმერთებს
ქალია-ნამდვილად ქალღმერთი
ზეფირი დინების ეთერში შეყვანა
კანონი-ეს არის რაზეც დგას ქვეყანა
იტალია-ერია აღორძინების
იმპერიალიზმი გზაზე დგას გადაშენების
ჩინეთი ამზადებს ისევ პროვოკაციას
კომუნიზმი მოითხოვს სრულ ელექტრიფიკაციას
ლენინმა ეს თქვა ისტორიულად
პიროვნება- ვითარდება ჰარმონიულად
მონღოლი ცხოვრობს და არაფერი ანაღვლებს
მოსსოვეტი მოსკოვში ხმას ამაღლებს
ნატო-ეს იმპერიაა მთელი
ნეტო-ეს არის ესეთი ფეხბურთელი
ოვიდიუსი- პირველი საუკუნეა გვიანი
ონეგინი-ზედმეტი ადამიანი
პუშკინი-ეს ნამდვილი გენიოსია
პრიგოვი-ესეც გენიოსია
პურიშკევიჩი-არ არის გენია
სამშობლო-გასაგებია დედაა
ერთი,ორი,სამი,ოთხი,ხუთი
სამურაიმ გამოიფატრა მუცელი
СССР-ი იმედია უცვლელი
СССР-ი აწყდება თავით ცას
СССР-ი მშვიდობას დაიცავს
ხელოვნება-ეს არის СССР-ი
ტერორისტი არის ესერი
ულტრაც-ტერორისტია სუფთა
უგანდელი შავი კია მაგრამ სუფთა
ფიფა-ფეხბურთს ალაგებს
ფუი-კაცებს განაგებს
ხიტლერი-ნადირი ჯოჯოხეთში სამყოფი
ხიროსიმა-არის მისი ნაყოფი
ციმერვალდი და გელსინგფორსი
ცინობერი და ედინტორსი
ადამიანი მსგავსია მართალია ტკიპასი
ადამიანი ეს არის ჩვენთვის ძვირფასი
შვედები-ქვეშ დგანან პოლტავის
შვერნიკი წევრია პოლიტბიუროსი
ბედნიერება ბრძოლაა და შრომა
ეკონომიკა-არ არის გართობა
ელინებს არ უყვართ ომში დათმობა
ЮАР-ი აპოლიგეტია რასიზმის
ახაგზდრდობა-დროშაა კომუნიზმის
Я-ასეთი სიტყვა არ არსებობს
მე ყველაფერზე გითხარით რაც არსებობს.
 
nukriaДата: ოთხ, 29.06.2016, 14:37 | Сообщение # 6
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
შენი სულის,ობოლ სულის სალოცავად
წინანდალი აღმართულა მარტო,
გზა მიუდის ციცაბო და დამრეცილი,
გვიანია, იქ ნუ მიხვალ ტატო.

ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში,
დედოფლის შუქს ბროლის ჭაღიც ნატრობს,
გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი
და შენს სანთელს დადიანი აქრობს.

გულის ძგერას ვაჟკაცურად გაუძელი,
აბა სხვა რით განუგეშო ტატო,
ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში,
გრიბოედოვს დადიანი ართობს.

შენ რატომ ხარ მოწყენილი, დარდიანი
შენ რატომ არ მხიარულობ ტატო?
 
nukriaДата: ოთხ, 29.06.2016, 15:36 | Сообщение # 7
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თქვენი აზრებიც –
რბილ ტვინებზე მიწოლილი და მეოცნებე,
ვით ქონიანი ლაქიები გაპოხილ ტახტზე,
უნდა ვახელო გასისხლული გულის ნაგლეჯით;
მწველად, უტიფრად, ვლანძღო ძღომამდე!

სულში არა მაქვს ერთი ჭაღარაც
და არც ბებრული სინაზის ნიჭი!
მე ხმით - მსოფლიო მეხად მოვდივარ,
ოცდაორი წლის
ლამაზი ბიჭი.

ფოე-ფოებო!
გრძნობებს აწყობთ ვიოლინოზე,
როცა სიყვარულს დაფდაფებზე დასცემს უხეში.
მაგრამ, ჩემსავით, სხეულს თქვენ ვერ ამოიბრუნებთ
ისე, რომ დარჩეს მხოლოდ ტუჩები! 

მოდით,აგიხსნით,
მისაღების დათმეთ ბატისტი
ჩინიანო ჩინოვნიკო, ანგელოზთა ციური ლიგის, 
თქვენ, ვინც ტუჩებს ისე მშვიდად გადაშლით,
როგორც ფურცლებს მზარეული კულინარიის წიგნის.

გინდათ
დავტოვო ტანი – ავხორცი,
ვიყო ცასავით,
ტონები რომ გამოიცვალა,
გინდათ მოგექცეთ სინაზით, კრძალვით,
ღრუბელი შარვლით –
კაცი კი არა!

არ მჯერა მისი! მოყვავილე ნიცამ გამაზა!
შეისხამთ ხოტბას ჩემებურ სიტყვით
დედაკაცებო, გაცვეთილნო, როგორც ანდაზა,
მამაკაცებო, ჩაწოლილნო ლაზარეთივით.
 
nukriaДата: ოთხ, 29.06.2016, 16:08 | Сообщение # 8
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ ბედავთ, რომ ეს სახელი
დაირქვათ როცა -
მწყერებივით მოქვითქვითე – ხნულში ჩასხედით! 
დღეს ხომ მსოფლიოს, უახლეს თარგზე, 
უნდა გამოჭრა
ქალა კასტეტით.

თქვენ კი გაწუხებთ მარტო ეს დარდი:
„როგორ გამომდის ნეტა ნავარდი?“
მნახეთ –
გართობა ვიცი როგორი,
მე ვარ ბანქოს ყალთაბანდი,
მოედნების სუტინიორი.

თქვენგან, 
ვინც ჩალბით სიყვარულებში,
ცრემლის გუბეში ამოაწეთ ასწლეულები,
წავალ. მონოკლად მზეს ჩავიყენებ –
ფართოდ გახელილ თვალის უპეში.

მორჩა! ჩავივლი –
მე ბრწყინვალედ გამოწყობილი,
რათა მსოფლიოს მოვწონდე! ვწვავდე!
ნაპოლეონი კი არის მოპსა – პატარა ჯაჭვზე გამობმული
და წინ წავიგდებ!
 
nukriaДата: ოთხ, 29.06.2016, 16:10 | Сообщение # 9
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline

სდექ!
ბატონებო,
არ გაბედოთ თხოვნა წყალობის,
არ ხართ –
მათხოვრად ხელგაწვდილი მაწანწალები!

ჩვენ, გოლიათებს,
ვეებერთელა ნაბიჯებით,
გვმართებს რომ –
არც კი მოვუსმინოთ, ისე გავგლიჯოთ
ორადგილიან საწოლებზე მიწებებული,
როგორც უფასო დამატება –
ყველა ბაღლინჯო!

მათ დავეღრიჯოთ : „დამეხმარე“ ?!
არა, ბატონო!
შეიტენონ საკუთარი ჰიმნები და ორატორია! 
ჩვენ თავადა ვართ შემოქმედნი მხურვალე ჰიმნის,
ის მოგუგუნე ფაბრიკებში დასაწერია.

ან რა საქმე მაქვს მე ფაუსტთან,
რაკეტების ფეიერვერკი! –
მეფისტოფელთან უსხლტის ფეხი ზეცის პარკეტზე,
როცა ვიცი, რომ
ჩემს ჩექმაში არის ლურსმანი –
უკოშმარესი
თვით გოეთეს წარმოსახვებზე!

მე, 
ოქროპირი,
ვისი ყოველი სიტყვა
სულებს ახლად შობს,
და სხეულებს სახელებს არქმევს,
თქვენ გეუბნებით:
ერთი ციდა ცოცხალიც კი სჯობს,
ჩემს დამთავრებულ
ანდა აწი დასაწყებ საქმეს!

ისმინეთ!
კვნესით, ბორგვით ქადაგებს
ბაგემყვირალა, 
დღევანდელი დღის ზარატუსტრა!
ჩვენ სახე გვიგავს ნახმარ „პროსტინებს“, 
ხოლო ტუჩები - დაშვებულ „ლიუსტრას“,
კატორღელები
ქალაქ-ლეპროზორიუმების,
სადაც კეთრი ამოჭამა ოქრომ და ჭუჭყმა,
ვართ განბანილნი მზით და ზღვაურით, 
ვენეციურ ლაჟვარდზე სუფთა!
 
თარგმნა ნინო ქოქოსაძემ 
 
nukriaДата: ოთხ, 29.06.2016, 18:34 | Сообщение # 10
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
თქვენ გაგიმარჯოთ, 
ვინც მომწონდით ანდა მომწონხართ, 
და ვისაც 
სულის ჯურღმულები ხატივით მალავს, 
როგორც ფიალას – თქვენს სადღეგრძელოდ, 
ავწევ ლექსებით ავსებულ ქალას. 

სულ უფრო ხშირად მეფიქრება – 
საკუთარ ბოლოს 
ტყვიის წერტილი დავუსვა და 
გათავდეს! 
მორჩეს! 
მე დღეს, 
ყოველი შემთხვევისათვის, 
გამოსათხოვარს გთავაზობთ კონცერტს. 

ხსოვნავ! 
ტვინიდან დარბაზში უხმე, 
ჩემს სიყვარულებს – უწყვეტ მწკრივებად, 
თვალიდან თვალში გადაცალე სიცილი, 
მერე – 
მორთე, მოკაზმე, ეს საღამო ძველ ქორწილებად. 

იყოს ყველასთვის დაუვიწყარი, 
გალაღდნენ ტანის ტანთან შეხებით. 
მე კი დავუკრავ ფლეიტაზე – 
ფლეიტაზე 
ჩემი ხერხემლის.
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость