მუხრან მაჭავარიანი
|
|
nukria | Дата: ოთხ, 23.05.2012, 23:48 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
შენი სიცოცხლე,შენი ნაბიჯი მე შემაყვარა შენმა სარკმელმა, მე მიხარია,–შენ რომ არსებობ! ვისი ხარ,– ეს რა ჩემი საქმეა! შენით თენდება,შენით ღამდება, შენთან ვარ,შენთან მინდა ხელახლა! შენა ხარ– რაც მე გამეხარდება, რაც მეწყინება– ისიც შენა ხარ!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 04.06.2012, 15:32 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა, მამალი ყიოდა, კვამლი ადიოდა. ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცას შიოდა, ვიღაცას ციოდა და დრო გადიოდა.
ვითარცა ღვინო - ქვევრიდან ხაპში - ხაპიდან დოქში - დოქიდან ჯამში - ქართული სისხლი, ქართული სული, ქართუი სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში.
გადადიოდა გადადიოდა, გადადიოდა - და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, ვითარცა მტკვარი.
გზადაგზა სვამდნენ, ამღვრევდნენ, ღვრიდნენ, უღმერთოდ ჰრყვნიდნენ, უგულოდ ჰყიდდნენ. და... მოუხედავად ამისა, მაინც -
გმოიარა რუსთველის გული, გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულხანის გული...
და დღეს - შოთაის ნაქონი სისხლით, და დღეს - ვახტანგის ნაქონი სისხლით, და დღეს - სულხანის ნაქონი სისხლით -
თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, დონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და... იარონ! იარონ! იარონ! ამინ!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 26.07.2012, 17:27 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იმდენი კარგი ვაჟკაცი მოკვდა, იმათზე კარგი ვინ უნდა მოკვდეს, მაგრამ მე მაინც სევდას მგვრის ახლა, არც ისე იგი, რაც უკვე მოხდა, როგორც ის, აწი რაც უნდა მოხდეს
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 23.08.2012, 02:22 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენი სიცოცხლე, შენი ნაბიჯი
მე შემაყვარა შენმა სარკმელმა. მე მიხარია, - შენ რომ არსებობ!
ვისი ხარ, - ეს რა ჩემი საქმეა!
შენით თენდება შენით ღამდება,
შენი ვარ, შენთან მინდა ხელახლა!
შენა ხარ - რაც მე გამეხარდება,
რაც მეწყინება - ისიც შენახარ!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 24.08.2012, 02:25 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შოთას პატრონი,
ვაჟას პატრონი,
პატრონი აკაკისი, -
დღეს მე რო მისმენს ჩემი სამშობლო,
ვარ კი მე ამის ღირსი?!
შოთას პატრონი,
ვაჟას პატრონი,
პატრონი აკაკისი, -
ვიტყვი კი რასმე როსმე მათოდენს,
მე რომც დავერჯო კისრით?!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 27.08.2012, 23:39 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მიწურული XIX საუკუნისა ანუ იმერული ქელეხი..
ასწლოვან მუხებში გაშლილია მდიდარი სუფრა: გარდაიცვალა თავადი ფრიდონ.. ჩინებული აღაპია! ღატაკი აზნაური-კოწია თავაზიანობს ნამეტანს: -კარტოფილს არ მიირთმევთ, ქალბატონო აგრაფინა? მანდილოსანმა გადაიღო მცირედი ულუფა- ღიმილით ნაზით. მამაკაცები ეწაფებიან უშველებელ ყანწებს. კოწია-არწივი გახტრიონის, აგრაფინა-ვარდი შირაზის- ეარშიყებიან ურთიერთს- მოდგნენ ხასიათზე-რაღაი გაძღნენ.... ოოო! ეს კი აღარ ვარგა!- კოწიამ ყელი მოიღერა სამღერლად- დაიჟინა: ქორწილში ვართო! არწმუნებს აგრაფინას: მე ვარ.. იადონი! და შენზე ვიწერ ჯვარს დღეს, ქორფა ვარდო! სირცხვილი არ გვაჭამო, თუ ძმა ხარ, კოწია! კაცო, ქელეხია, რამ გააქორწილა!- აღშფოთდნენ კოწიას სახლიკაცები, მისწი-მოსწიეს მძიმე ყანწები, წამოაყენეს კოწია, გაიყვანეს გვერდზე... კოწია ბალახში ქუდს ეძებს- წაქცევაზეა, მუხლები ეკეცება... რაღა ექუდება, რაღა ეძებნება- ხითხითებს აგრაფინა და...
-ეს თუ აღაპია, ამასაც ვიკითხავ-ცხარობს გარსევანი. -ხალხს თვალი უჭირავს ძღომაზე! გაქცევაზე!
მერე: წითელი კუბო ორღობით მიაქვთ... მერე: საფლავზე ამოდის ია და იმ მიწას, საცა ბალახია- ფრიდონ წერეთლის საფლავი ჰქვია... და რა თქმა უნდა: ტირიფიც იქვეა...
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 31.08.2012, 21:55 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა, - მე გული მთხოვა ერთ საღამოს იმ ქალიშვილმა... ...და მე დილამდე ქუჩებში ვიარე... შინ რომ მოვედი, გულაღმა დავწექ, ხელები თავქვეშ ამოვილაგე... ქალიშვილმა, რომელსაც უყვარს ბალახი და წვიმა, - მე ყველაფერი შემაყვარა იმ ქალიშვილმა...
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 04.09.2012, 17:41 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| “სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება”
* * * სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება, - საყიალოა თავისობას ის რადგან სხვების. მას დღემდე ბევრი სისაძაგლე შესძინეს სხვებმა; - იგია, მოკლედ, საკუთარი სიკარგის მსხვერპლი. … სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, - ვინც საქართველოს ესწრაფვის ქართულს! არა ცრუქართულს! - ნამდვილად ქართულს! სიტყვითურთ ქართულს! - საქმითურთ ქართულს! სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, - რომელსაც ვატყობ! - კოჭებში ვატყობ! - არის ყველაფრით აყოველმხრივ სანდო და საქართველოს იმნაირს ნატრობს, ნატრობს როგორსაც ქართველი მარტო! სულს მივცემ ჩემსას მე იმას მარტო, - ვინც უწყის: ტატომ ღაღადყო რატომ: სახელმწიფოთა შორის ერთობას (ესეც ღვთის ნება არის, ეტყობა!) სარწმუნოება არ ყოფნის მარტო! სულს მივცემ ჩემსას, - ერთი სიტყვით, - მე იმას მარტო, ვინც იცის: გაჩნდა ქართველად რატომ!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 11.09.2012, 20:06 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ყველამ გამწირა, _ მეგობრისა ვინც იყო მსგავსი: მიწაზე ყოფნას ზოგმა ყოფნა არჩია ცაში. ზოგი მათგანი ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში: ტყე აიჩეხა, _ ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი..
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 19:59 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| პატარა ვანოს
დრო არი, ჩემო პატარავ, იცოდე ერთი ამბავი: ედემის როა ბადალი - დღეს საქართველოს მთა-ბარი.
ბეღელში როა ხორბალი, ღელეზე როა წანწალა, ბრუნვით წისქვილის ბორბალი რომ იხვითქება საწყალი.
მზე რომ ამოდის წითელი, ტყიდან რომ გვიხმობს ძახველი, რომ ჟღუტულებენ ჩიტები, - ზამთრობით მოცახცახენი...
და, წყალია თუ დანდური, და, ხიდია თუ ძახველი, რაც მთავარია, ქართული დღესაც რომ გქვია სახელი.
კვლავაც რომ იკვრის ფანდური, კვლავაც რომ ილხენს ქალ-რძალი, რომ ლაპარაკობ ქართულად - ქართულ სკოლაში ნასწავლი.
კარგს რომ გვიქადის მომავალს, - შენი ბეჯითი გარჯანი! - ვინც იყო! - იგი, რომ არა! - არ იქნებოდა, - რაც არი!
ფარნავაზ მეფე რომ არა, - ვინც ჩვენი სრულყო ანბანი. შოთა რუსთველი რომ არა, - ვინც არი ჩვენი ლამპარი.
მოციქულთ სწორი რომ არა, - ოთხგან აღმართა მან ჯვარი. მღვდელი თევდორე რომ არა, (მტერმა აკუწა საწყალი).
ორბელიანი რომ არა, - საქართველოსთვის დამწვარი. პატარა კახი რომ არა, - ყველა მომხდურის თავზარი.
მეფე დიმიტრი რომ არა! ძმანი რომ არა! - ცხრა ძმანი! მოკლედ: - სისხლის ღვრა რომ არა! - არ იქნებოდა, - რაც არი!
კვლავაც თუ გვინდა ქართველი ლაპარაკობდეს ქართულად, თუ გვინდა, იყოს კვლავ ჩვენი ეს არემარე ხატულა.
თუ გვინდა, მხარეს მშვენიერს კვლავ ჩვენი ერქვას სახელი, თუ არ გვსურს, ძენი ჩვენივე ჩვენი რომ გახდნენ მძრახველნი.
უნდა უკვირდეს მტერს ჩვენიც, ვით პაპის სიმხნე უკვირდა, თუ გვინდა, - გვერქვას ქართველი! რაც უნდა გვსურდეს! თუ გვინდა!
|
|
|
|