მუხრან მაჭავარიანი
|
|
nukria | Дата: კვ, 16.09.2012, 16:08 | Сообщение # 21 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საკუთარ თავს
უქმად იდინა ზეგარდმო შუქმა , ვიდრე არ გავხდი შენი პატრონი ... დრონი და დრონი გაცაქრენ უქმად , მერე , რა დრონი !
ჯვარედინ გზაზე იდექი დიდხანს , ვერ დაგენახა გზანი ფართონი ... გადარჩი მაშინ , როდესაც გითხარ : დღეიდან მე ვარ შენი პატრონი .
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 14.10.2012, 00:17 | Сообщение # 22 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საქართველო და... უსვეტიცხოვლო?!
სვეტიცხოველი ნუთუ მართლა არ იყო ერთდროს?! „ - ჰე, ღმერთო, - ერთო!“ - ნუთუ მართლა არ ჟღერდა ერთდროს?! მემატიანეს ვენდოთ?!
საქართველო და, - უსვეტიცხოვლო?! საქართველო და, - უალავერდო?!
საქართველოა, რა საქართველო?! - უსვეტიცხოვლო, უგელათო, უალავერდო?!
არყოფილს ერთდროს არ ასცდება არყოფნა თუკი! - ვით ბრძანებს ანი, ლაპარაკობს როგორც მარდუკი. ერთხელ რომ იდგა, - იხელახლებს იმგვარი დრო და... სადღაა შენი ალავარდი, გელათი, შოთა!..
სვეტიცხოველი ნუთუ აღარ იქნება როსმე?! „ - ჰე, ღმერთო, - ერთო!“ - ნუთუ აღარ იჟღერებს როსმე?! არყოფნის ნუთუ არყოფილი მართლაა მოძმე?! ეს რომ ასეა, მზეა ნუთუ ამისი მოწმე?!
საქართველო და, - უსვეტიცხოვლო?! საქართველო და, - უალავერდო?!
საქართველოა, რა საქართველო?! უსვეტიცხოვლო, უგელათო, უალავერდო?!
|
|
|
|
nukria | Дата: ხუთ, 08.11.2012, 14:32 | Сообщение # 23 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღმერთო, მიცოცხლე მეგობრები ვინც დღემდე მომყვა! ზოგი ტლანქია, ზოგი,- რბილი, ვითარცა თოქმა, ხეირიანად ლაპარაკიც არ იცის ზოგმა! რა ვუყოთ მერე!- მთავარია, არ იყოს ბოღმა! ღმერთო. მიცოცხლე მეგობრები, ვინც დღემდე მომყვა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 06.08.2013, 22:09 | Сообщение # 24 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სველია თუმცა ქვრივთა ცრემლით
ქართლის მინდვრები,
დედა ქართვლისა უფრო ხშირად
ვიდოდა ძაძით,
მაგრამ ხალხს, მჯერა, კიდევ შერჩა
ცრემლი იმდენი –
კვლავ რომ დაღვაროს, დასჭირდება სამშობლოს თუკი!
დღემდეა თუმცა წყალწითელა სისხლით წითელი,
მომხდურს ქართველის არ უნახავს რადგანაც ზურგი,
მაგრამ ჯერ კიდევ, ღვთით, შემოგვრჩა სისხლი იმდენი –
კვლავ რომ დავღვაროთ, დასჭირდება სამშობლოს თუკი!
და თუა ვინმე – ეს ამბავი არ სჯერა ვისაც!
ურწმუნო იგი, მით უმეტეს, თუა ქართველი!
არც მკვდარს, არც ცოცხალს
არ ეკუთვნის მას ქართლის მიწა –
კაცი ასეთი, ცხენის ძუით არის სათრევი!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 24.02.2014, 22:10 | Сообщение # 25 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის აწი: წვიმაა თუ მზე?! დღეა თუ ღამე?! - ერთიც კი როცა არ შემრჩა კაცი, - რო მივახარო, - რაც გამახარებს! ყველამ გამწირა, - მეგობრისა ვინც იყო მსგავსი: მიწაზე ყოფნას ზოგმა ყოფნა არჩია ცაში. ზოგი მათგანი ქვეყნის დამქცევს ჩაუჯდა ნავში: ტყე აიჩეხა, - ტყის ადგილას ერთი ხე დავრჩი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 28.02.2014, 14:15 | Сообщение # 26 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მე არა ერთხელ გამიგონია ნატვრა მიწაზე, - სულ ერთ მტკაველზე: - ახლა თბილისში გამარონია და მერე მომკლა – აღარ დავეძებ!
რამ დაგამგვანა ასე ანდამატს?! – რაშია საქმე, მართლა და მართლა?! – ან შენ ასეთი რა ხარ, ანდა მას, ვინც შენა გნატრობს, - რა დაემართა?!
არ იოცნებო - არა მგონია – მტკვარზე, ვერაზე… და რუსთაველზე… - ახლა თბილისში გამარონია და მერე მომკლა – აღარ დავეძებ!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 28.02.2014, 19:08 | Сообщение # 27 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო... შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი. ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, - ნადიდგორალი, ნაშამქორალი. შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია, რამაც აქამდე კი მოაღწია: სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია და ისიც, - რაც მტერს წარუტაცნია... შენ – სისხლო ჩემო – შენი დინება ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია... სიტყვა, რომელიც გეჩოთირება, ვცდილობ, - გაშორო, რაც შემიძლია... შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო, დაუცხრომელო და უცნაურო... საბედნიეროდ, საბედნიეროდ, - ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 18.03.2014, 14:35 | Сообщение # 28 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვითარცა მტკვარი მზე ამოდიოდა, მთვარე ჩადიოდა, მამალი ჰყიოდა, კვამლი ადიოდა, ვიღაცა ტიროდა, ვიღაცა ჩიოდა, ვიღაცას შიოდა, ვიღაცას სციოდა, _ და დრო გადიოდა. ვითარცა ღვინო _ ქვევრიდან ხაპში _ ხაპიდან დოქში _ დოქიდან ჯამში _ ქართული სისხლი, ქართული სული, ქართული სიტყვა, ქართული გული გადადიოდა კაციდან კაცში. გადადიოდა, გადადიოდა, გადადიოდა _ და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, და მოდიოდა, ვითარცა მტკვარი. გზადაგზა სვამდნენ, ამღვრევდნენ, ღვრიდნენ, უღმერთოდ ჰრყვნიდნენ, უგულოდ ჰყიდდნენ. და... მიუხედავად ამისა, მაინც _ გამოიარა რუსთველის გული, გამოიარა ვახტანგის გული, გამოიარა თამარის გული, გამოიარა სულხანის გული ... და დღეს _ შოთაის ნაქონი სისხლით, და დღეს _ ვახტანგის ნაქონი სისხლით, და დღეს – სულხანის ნაქონი სისხლით, თბილისის ფართო ქუჩებში დადის: ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და... იარონ! იარონ! იარონ! ამინ!
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 02.04.2014, 19:42 | Сообщение # 29 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ქალია დილა, მიწა — ქალი საღამო — ქალი... წვიმა ქალია... ყველაფერი ქალივით მიყვარს... და როცა ვინმე ჩემზე უკეთ ადიდებს დილას, — ასე მგონია: მე რომ მიყვარს, — მართმევენ იმ ქალს..
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 12.04.2014, 02:35 | Сообщение # 30 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო... შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი. ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, - ნადიდგორალი, ნაშამქორალი. შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია, რამაც აქამდე კი მოაღწია: სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია და ისიც, - რაც მტერს წარუტაცნია... შენ – სისხლო ჩემო – შენი დინება ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია... სიტყვა, რომელიც გეჩოთირება, ვცდილობ, - გაშორო, რაც შემიძლია... შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო, დაუცხრომელო და უცნაურო... საბედნიეროდ, საბედნიეროდ, - ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ
|
|
|
|