მუხრან მაჭავარიანი - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
მუხრან მაჭავარიანი
nukriaДата: ხუთ, 24.04.2014, 22:57 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
უნდა გაცვითო რამდენი ბონდი,
უნდა იტვირთო რამდენი ლოდი,

უნდა იგუო რამდენი ჭოტი,
უნდა იწვნიო რამდენი შოლტი; უნდა გაწყვიტო რამდენი ბარდი,
უნდა ახადო რამდენი ფარდა,
უნდა დაღვარო რამდენი სისხლი,
უნდა ჩაყლაპო რამდენი ზიზღი - კაცი რომ გახდე
კუთვნილის ღირსი!
 
nukriaДата: შაბ, 26.04.2014, 13:58 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამი დღეა
დამიბრიყვა სევდამ:
სამი დღეა
გულმოდგინედ წვიმს...
მომანატრა,
მომანატრა, ნეტა —
რაც მომწყინდა,
რაც მომწყინდა —
ის.
 
nukriaДата: კვ, 04.05.2014, 18:01 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ურთ, _
დაუკარგონ საქართველოს სახე თავისი!
სურთ, _
საქართველო უსახური გახადონ მხარე!
(არის რა ბიჭიც! _
სამწუხაროდ, _ ბევრმა არ იცის, _
საქართველოში
ვინც ვითომდა
წესრიგს ამყარებს)! სურთ, _
იმნაირად საქართველო აქციონ ქვეყნად, _
ქართული სადაც ძლივს ორღობის იქნება ენა, _
თვით ქართველი კი
(ნუ შემასწროს მე ამ დღეს ღმერთმა)! _
კვლავ ხელისბიჭად ეყოლება არაქართველსა! არ ჩაეყუდა თუ თორნეში კაცი რაჭიდან!..
თუ არ ვიყიდე ზესტაფონის ბაზარში სარცხი!..
მე საქართველო ამისთანა მინდა რა ჭირად?! _
საქართველოში
ამნაირში
სიცოცხლე
არც ღირს!.
 
nukriaДата: ორ, 05.05.2014, 20:53 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს რაი გვიყავ?! -
ეს ვის ხელში ჩაგვყარე ზენავ?! -
გვრიტ არს ამათთან შედარებით თვით ყრუ მურვანი!
ჩვენი ამ რეგვენთ
არა მარტო არ მოსწონთ ენა,
ასე განსაჯე,
გვიწუნებენ ზოგჯერ პურ-მარილს. თავი თვითეულს ისე ყინჩად უჭირავს ჩვენში, -
თითქოს ის ჩვენთან კი არ იყოს,
ჩვენ ვიყოთ მასთან...
კარგა ხანია სულსა ღაფავს ქართლი მათ ხელში
და კიდევ ასე,
ღმერთმა იცის, - რამდენ ხანს გასტანს.
კი, მაგრამ ღმერთი აღარაა?! -
სადაა?! - თუა?! -
ასე აბუჩად შეიძლება აგდება ერის?!
ბედი ქართლისა გადაწყვიტა ვინც ორწყალშუა,
ჩვენი უმტრესი ის გამოდგა დაბოლოს მტერი. რაც მოვითმინეთ, მოთმინებად, მე მგონი, კმარა! -
დროა მივბაძოთ გმირთა ძველთა, -
კაცთა უწინდელთ!
ქართველს თავისი წელზე ერტყას, ბატონო, ხმალი
და საქართველოს, მამულს მისას, ასე უჭირდეს?! კი, მაგრამ, ღმერთი აღარაა?! -
არადა როა!?
ვაი დედასა! - რა უბრალოდ წავაგეთ ჭკუა!
ვის შევეყარეთ! -
ეს ვინცხაა, - მურვანზე ყრუა!
როგორც ვიყავით,
ვიმყოფებით კვლავ ორწყალშუა!
 
nukriaДата: ოთხ, 21.05.2014, 02:16 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გრიალებს ტაში.
ზეცას ანგრევს ტაშის გრიალი.
პატიოსნება ძეგლიგია დღეს კაჟიანი.
ხმა ისმის ზოგჯერ, ტაშის ხმაში, ხამუშ-ხამუში:
"სადაა, თვარა, კაი კია სინდის-ნამუსი..."
 
nukriaДата: ოთხ, 11.06.2014, 11:45 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- არაყი?
- ლუდი!
- ერთი?
- ერთი!
- ინებეთ!
- გმადლობთ!
ვჯდები კუთხეში...
გარეთ წვიმს...
. . .
გნატრობ...
 
nukriaДата: ოთხ, 25.06.2014, 01:50 | Сообщение # 37
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე არა ერთხელ გამიგონია
ნატვრა მიწაზე, -
სულ ერთ მტკაველზე:
- ახლა თბილისში გამარონია
და მერე მომკლა –
აღარ დავეძებ!

რამ დაგამგვანა ასე ანდამატს?! –
რაშია საქმე, მართლა და მართლა?! –
ან შენ ასეთი რა ხარ,
ანდა მას, ვინც შენა გნატრობს, -
რა დაემართა?!

არ იოცნებო - არა მგონია –
მტკვარზე, ვერაზე…
და რუსთაველზე…
- ახლა თბილისში გამარონია
და მერე მომკლა –
აღარ დავეძებ
 
nukriaДата: კვ, 29.06.2014, 01:25 | Сообщение # 38
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,
ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი და ხანაც კევრი,
ვხედავ - რეგვენი ლაპარაკობს ამაყად, მძიმედ
და მე შენ გეტყვი - უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე.

კაცი თუ ქალი, ეჯიბრება იმაში ურთერთს
სიტყვის და საქმის დაცილებას ვინ შესძლებს უკეთ
გზადაგზა მხვდება კმაყოფილი სიფათი რეგვნის,
ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს ამაოდ ლეღვნი...

დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი:
ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი!
ვაი, ჩვენს პატრონს! ჩვენი ყოფის თავი და ბოლო
ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ!
 
nukriaДата: ხუთ, 02.10.2014, 15:38 | Сообщение # 39
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რამდენი კარგი ვაჟკაცი მოკვდა ,
რამდენი კარგი ვაჟკაცი მოკვლეს !
მაგრამ მე მაინც სევდას მგვრის ახლა
– არც ისე იგი , რაც უკვე მოხდა ,
როგორც ის – აწი რაწ უნდა მოხდეს !
 
nukriaДата: სამ, 30.12.2014, 15:59 | Сообщение # 40
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა
და
დრო
გადიოდა.

ვითარცა ღვინო -
ქვევრიდან
ხაპში -
ხაპიდან
დოქში -
დოქიდან
ჯამში -
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში…

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა -
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი…

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდნენ,
და…
მიუხედავად ამისა, მაინც -
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული

და დღეს –
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით –
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ლალი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი.
და…
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ

-------------------------------------------------

მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო,
იმ დროს,
როდესაც
დედაქალაქს
დაიპყრობს ძილი...
მიყვარს,
მიყვარს
და...
არ ვიცი რატომ!
(მიზეზის პოვნას
არცთუ ისე ძალიან ვცდილობ).

დავდივარ.
მესმის საკუთარი ფეხის ხმა მხოლოდ...
იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი.
და...
ვიცი:
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
ვივლი
და...
ბოლოს
სასაფლაოზე წამიღებენ ამავე ქუჩით.

აუცილებლად,
უსათუოდ
მოხდება ასე!
მაგრამ მე მაინც
გმადლობ, დედა,
დედაო, გმადლობ!
ვხედავ ქვეყანას —
სინათლით სავსეს...
დავდივარ,
ვღელავ,
მიყვარს,
მაწვიმს,
ვიცინი,
მათოვს
 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость