ტერენტი გრანელი
|
|
verikolataria | Дата: სამ, 06.03.2012, 20:00 | Сообщение # 1 |
Admin
Группа: Администраторы
Сообщений: 378
Награды: 3 +
Репутация: 13001 ±
Статус: Offline
| მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა, ღამე მომიახლოვდა - შავი და საშინელი. სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი.
ეს გუგუნი მუსიკის, როცა მე მიხარია, თან ტირილი მინდება და მკლავებზე ტრაური. ჩემი მოპირდაპირე უხილავი ქარია და თვალებში გაისმის ღამეების ხმაური.
მე ყოველთვის ასე ვარ და არავინ არ იცის, ბოროტება მიცქერის, როგორც შავი ყორანი. მე ისევ მენატრება სურნელება მაისის და ზაფხულის დღეები, ტკბილი მოსაგონარი.
ქვევით საფლავებია და ზევიდან ფიქრები, (ალბათ გენიოსი ვარ და ცისფერი სიშორე). დაო, ასე მგონია, ბედნიერი ვიქნები, სადმე ახლოს თბილისთან თუ სამარე ვიშოვე.
სულის მკრთალი ლანდები შენს გარშემო ივლიან, წვიმიანი წამოვა რიცხვი აუტანელი. ბედის კარი, ძვირფასო, ისევ დაკეტილია, საოცრება მოგელის შენ, ტერენტი გრანელი.
ეს დარდები მოჰქრიან, როგორც თეთრი პეპლები, ო, მარადი წუხილის მეტი რა დაგვრჩენია. მხოლოდ მე ვარ დამწვარი, მხოლოდ მე ვიფერფლები და დროა, საქართველომ იგრძნოს ჩემი გენია.
მე მგონია გათავდა ჩემი გლოვა ამდენი, თუმცა ახლაც გარშემო ღალატი და შურია. ბრუნავს ჩემი ცხოვრება, როგორც კორიანტელი, დავიღალე და ისევ მოსვენება მწყურია.
მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა, ღამე მომიახლოვდა - შავი და საშინელი. სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან და მოვა მწუხარება - ჩემი ლურჯი ფრინველი.
|
|
|
|
nukria | Дата: ოთხ, 09.05.2012, 15:23 | Сообщение # 2 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ლოცვა გაფრენისათვის
წამი აღმაფრენის და ფიქრი ნაჩვევი. ღმერთო! გამაფრინე და ქრისტე მაჩვენე. ხელს მაღლა აგიშვერს ცოდვა ადამისა ღმერთო! გამაგიჟე და შენვე დამიცავ. ნეტავ ზღვის ძახილზე გრიგალს გავეტაცე. ღმერთო! გამაღვიძე მე სხვა პლანეტაზე. მიმაქვს პანაშვიდი, ვარ ღია ბაღისებრ. ღმერთო! დამამშვიდე და ძილი მაღირსე.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 11.06.2012, 19:09 | Сообщение # 3 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიჩუმე და სიმარტოვე.
ჩემი სული სიზმარია, ბედზე დარდი მივატოვე. და მე ასე მიხარია სიჩუმე და სიმარტოვე. დღესაც ბაღში ვიმალები, როგორც თეთრი მდუმარება. და მიზიდავს გრიგალივით სიჩუმე და მწუხარება. მაღლა თეთრი თავანია, გლოვა ისევ აინთება. ახლა ჩემი სავანეა სიჩუმე და გარინდება. გული შენთან მეგონება, ეს ვარდია დაფენილი. ასე ჩნდება მოგონება ზარის ხმაზე გაფრენილი. სადღაც მკრთალი მიდამოა და ცისფერი მოჩვენება. და მწყურია სამუდამო სიჩუმე და მოსვენება. ღამის მიერ შენაფერი მე ვედრებაც მივატოვე. და მგონია ყველაფერი სიჩუმე და სიმარტოვე....
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 22.06.2012, 02:53 | Сообщение # 4 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ***
ახლაც მახსოვს ზოზია, მისი თეთრი სავანე. აქ რვა კვიპაროსია და თერთმეტი სამარე.
მაღლა ვიღაც კაცია, უფრო ტკივილს განვიცდი. ახლო დგას აკაცია, ეს რა ხეა - არ ვიცი.
სევდა მიყვარს და იგი ჩემთვის მხოლოდ გულია. მავთულია და იქით გასვლა აკრძალულია.
ახლაც მახსოვს ზოზია, მისი თეთრი სავანე. აქ რვა კვიპაროსია და თერთმეტი სამარე.[b]
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 22:59 | Сообщение # 5 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ხმები ოთახიდან
ისევ კედლებთან ვწევარ მგლოვიარე, ძველი ხსოვნა მოაქვს ეზოდან ძახილს. ბევრი სასტიკი ღამე გავიარე, რამდენ წვალებას მალავს ეს ოთახი.
რკინაზე ცივი ეს ჩემი მკერდია, ო, როგორ მოსჩანს ჭერი გაბზარული. ხმამაღლა ვამბობ: ჩემთვის სულერთია ვარდით თუ ეკლით ვიქნე დაფარული.
ისევ მიხარია დღეს გასვლა მზეზე, დღეს ჩემი სახე ბევრის მეტყველია. და ცეცხლივით მწვავს ფიქრი სიშორეზე და ირგვლივ მხოლოდ ოთხი კედელია.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 23:00 | Сообщение # 6 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძვირფას ქალს გარშემო იდგა თბილი ჰაერი და იყო სივრცე, როგორც ზეწარი. იყო შეხვედრა სულ სხვანაირი, შეხვედრა, ჩუმი და უეცარი.
მე არ ვფიქრობდი მაშინ წვიმაზე, ღმერთო, რა იყო ამის მიზეზი. კვლავ მიდიოდა ქალი ძვირფასი და შენ სახეზე ნელა მიმზერდი.
და თითქოს ბედი მიჰქონდა თვალებს და მე სიმშვიდეს შენში ვეძებდი. ნელა წარმოსთქვი: მე დავიღალე! და შენ აღმართზე უცებ შეჩერდი.
ჩემებრ გაფრენის სურვილს ანთებდა ეს ცა მაღალი და ასე მუქი. ვამჩნევდი, სახეს რომ მინათებდა შენი თვალების ცისფერი შუქი.
დღე იყო თეთრი, დღე იყო თბილი, და მოგაგონდა შენ ჩემი ლექსი. მე შენ დამტოვე ხელდაკრეფილი, მე შენ დამტოვე და გაიქეცი.
გარშემო იდგა თბილი ჰაერი, და იყო სივრცე, როგორც ზეწარი. იყო შეხვედრა სულ სხვანაირი, შეხვედრა, ჩუმი და უეცარი.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 23:00 | Сообщение # 7 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძვირფას მეგობარს ერთად ვიყავით და შენ ამბობდი, რომ ეს ცხოვრება ჩემთვის მეტია. შენ ამართლებდი ცისფერ ოცნებას, შენ ამართლებდი ამგვარ ხეტიალს.
თითქოს ქვეყანა შენ გაბარია და აღარ ეძებ ცხოვრების სახსარს. სთქვი: პოეზია - ეს ზღაპარია, სთქვი: პოეზია - ეს სიზმრის ახსნა.
ისევ ეყრდნობი ძვირფას იარებს და მწუხარება შენთან ხშირია. და მახსოვს, ერთხელ შენ აღიარე, რომ ბერი სხვაზე უფრო გმირია.
უცებ ვეწვიეთ ნაცნობ რესტორანს და შენ წარმოსთქვი: ხვალაც აქ მოვალ. მე გავიღიმე და მომეწონა, რომ ამართლებდი შენს უსაქმობას.
ერთად ვიყავით და შენ ამბობდი, რომ ეს ცხოვრება ჩემთვის მეტია. შენ ამართლებდი ცისფერ ოცნებას, შენ ამართლებდი ამგვარ ხეტიალს.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 23:01 | Сообщение # 8 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცხოვრება
განმეორებას ისევ ელიან. და ეს ცხოვრება ჩემი მკვლელია.
გამოთხოვების წამი ხშირია. და მე ცხოვრების არ მეშინია.
და ეს ლექსია განმეორება. ჩემს პოეზიას ებრძვის ცხოვრება.
და მინდა შველა რომ ვთხოვო უფალს. რომ ამნაირი ცხოვრება მღუპავს.
განმეორებას ისევ ელიან. და ეს ცხოვრება ჩემი მკვლელია.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 23:01 | Сообщение # 9 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ცრემლი შუაღამის
ჩნდება შორეული ჩემი მოგონება, ო, ეს მოგონება - გაფრენილი მტრედი. მე ხანდახან თავი მკვდარი მეგონება და ეს ქვეყანა მხოლოდ სიზმარეთი.
ცოდვილი პოეტი მუდამ ასე რჩება, ო, მინდა უარვყო ახლა ყოველივე. ჩემი თეთრი სული შენთან იტანჯება, ოთახში სიბნელე დადის ღრუბელივით.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 14.09.2012, 23:02 | Сообщение # 10 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ციხის ელეგია
ღამეა, ცაზე ვარსკვლავი ერთი მიღვიძებს გულში სხვანაირ იმედს. ეს ჩემი სული - ლანდია ღმერთის, ეს ჩემი გრძნობა - გრიგალი მძიმე.
მე მაშინ მოველ - მზე ანთებული, როცა მოჰქროდნენ ხმები სხვა ზარის. როცა საღამო დამშვიდებული იდგა სივრცეში ლურჯი ზღვასავით.
ჩემი ცხოვრების საგანი გახდა გლოვა, დუმილი და გაწვალება. და ვფიქრობ: სადღაც უხილავ ბაღთან დღეს ჩაიარეს უცნობ ქალებმა.
აქაც, ჩემს ახლო, სხვები დადიან, ვიღაცა მიჰყავს და გარბის ეტლი. ახლა სიცოცხლე ჩემთვის ლანდია, რაღაც სხვა მინდა სიკვდილზე მეტი.
მორჩა, ქუჩაში ვერ გამოვჩნდები, თბილისი დარჩა თვალების გარეთ. სადღაც ყეფს ძაღლი დროგამოშვებით და საცოდავად კიდია მთვარე.
რა ვქნა, ვერ ვუძლებ ამნაირ წამებს და იმედისთვის არ მყოფნის ძალა. და ვარსკვლავების მზიდველი ღამე მძიმე ქვასავით ეცემა ქალაქს.
ის იღუპება, მას არ უვლიან, ქვეყნის სიმძიმე მის გულს მოება. და სიჩუმეში დაფარულია ჩემი სიმართლე და სათნოება.
ქრიან ქარები ასე უსახო, მოსჩანს ვარსკვლავი, როგორც ობობა. ჩემს მწუხარებას ზრდის სატუსაღო და ვგრძნობ საშინელ უმეგობრობას.
დრო ასეთია, ვღონდები ისევ, დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე. არყოფნის ღამევ! შენსკენ მოვიწევ, არყოფნის ღამევ! შენ დამიფარე.
|
|
|
|