მიხეილ ქვლივიძე - Page 2 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
მიხეილ ქვლივიძე
nukriaДата: პარ, 31.08.2012, 04:22 | Сообщение # 11
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
იუდას მონოლოგი


მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ,
ბნელში განრთხმული იდგა ზეგანი.
და თქვა იესომ: „მამლის მესამე
დაყივლებამდე ერთი თქვენგანი
მიღალატებსო“... – მიღალატებსო?
და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,
თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო
თვით ანგარება და პირფერობა...
ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,
დასთამაშებდა პირზე ღიმილი
და მწიფდებოდა, ღალატის მსგავსად,
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
ვდუმდით. დუმილმა სული დაღალა.
იწურებოდა დათქმული ვადა.
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას გავდა.
მერე მოვარდა სიო ფრთამალი,
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა,
უკვე მეორედ ყივის მამალი,
მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს.
ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი,
ბრძენი, მისანი, სულის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი
მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა.
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა–ღაღადი,
მოკვდება ღმერთი, თუ ახლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
უნდა ვითავო ეს უმძიმესი
საქმე – გავიღო მსხვერპლი საჩინო;
უნდა გავწირო კაცი – იესო,
ქრისტე ღმერთი რომ გადავარჩინო!
ჩქარა!.. ცის კიდეს ვარსკვლავი მოსწყდა,
ზეცა გაწითლდა, როგორც მოცხარი...
და მე ავდექი, ვაკოცე მოძღვარს
და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!

На горных склонах ветер звезды пас,
И молвил нам Учитель с болью скрытой:
Петух три раза не успеет вскрикнуть,
Я буду предан кем-нибудь из вас .

Мешал Учитель в очаге золу,
Мы не могли сказать в ответ ни слова,
Как будто сразу вся мирская злоба
Подсела с краю к нашему столу.

Учитель нас улыбкою согрел,
Но в ней печаль сквозила сокровенна,
И постепенно, будто бы измена,
Крик петуха за окнами созрел.

Молчали мы и горные вершины,
Срок истекал, сквозь тучи свет проник
И первый крик раздался петушиный,
Как совести моей предсмертный крик.

Швырялся ветер тучами, как пеной,
Так, что разверзлось небо, накренясь,
И крик второй раздался над Вселенной,
Но не было предателей меж нас.

Так, неужели, ты ошибся, пастырь,
Учитель, ясновидец и пророк?
Святыня рухнет, разобьется насмерть,
Когда слова не сбудутся в свой срок.

Предательство без низкого расчета
Возможно ли? Ответа Бог не даст,
Но Бог умрет навеки, если кто-то
По предсказанью Бога не предаст.

И я решил встать над собой и веком,
Лобзаньем лживым осквернив уста,
Пожертвовать Исусом-человеком,
Спасая этим Господа-Христа.

Скорей, скорей, ночь шла уже на убыль
И в этой окровавленной ночи
Поцеловал Учителя я в губы,
Чтобы его узнали палачи.

Пер. Е. Евтушенко



Сообщение отредактировал nukria - ორ, 15.10.2012, 19:13
 
nukriaДата: პარ, 31.08.2012, 04:22 | Сообщение # 12
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
(„ის მაინც ბრუნავს!“... ღმერთმა ნუ ქნას, გიორგი ჩემო)

„ის მაინც ბრუნავს!“... ღმერთმა ნუ ქნას, გიორგი ჩემო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, და სიცოცხლის დავკარგოთ გემო,
გადავივიწყოთ სიყვარულის ძველი ზღაპარი
და სატრფოს მხრებზე დაფენილი ლომის ფაფარი
არ იყოს ჩვენი შთაგონების თავშესაფარი!..

ღმერთმა გვაშოროს, ღმერთმა ნუ ქნას, ჩემო ძმობილო,
დავცხრეთ, დავწყნარდეთ, აღარ ვიყოთ უკმაყოფილო
საკუთარ ბედით, უბედობით, ნამოღვაწარით,
ყველაფრით - ჩვენში რაც არსებობს, სხვებში რაც არი...
ღვინოს ვსვამდეთ და არ გვათრობდეს ღვინო ალალი,
სათქმელზე უფრო მეტი გვქონდეს დასამალავი,
შეძენის ჟინმა გაგვიქარწყლოს ხარჯვის ხალისი,
საკუთარ სახელს ვამჯობინოთ ყალბი ხარისხი,
ჩვენი სახლები დავამსგავსოთ სოროს ან ბუნაგს
და დავივიწყოთ შეძახილი: „ის მაინც ბრუნავს!“...
ის მაინც ბრუნავს! მაინც ბრუნავს! ბრუნავს, ტიალი!
არ მოგვეშალოს ჩვენც ეს ბრუნვა და ხეტიალი,
მუდმივი ქროლვა, არა მალვა, თავის დანდობა,
არა დარდისგან მოდუნება, - დარდიმანდობა,
და მუდამ, მუდამ სიახლისკენ სწრაფვა ველური,
და ჭირსა შიგან გამაგრება რუსთაველური,
და მტკიცე ქედი, ქედი - ძნელად გასაღუნავი,
და გაჭირვების ჟამს სიცილის შნო და უნარი,
და თუ, ოდესმე, ამ სიცილის დავკარგავთ უნარს, -
სხვამ დაიძახოს ჩვენს მაგივრად: „ის მაინც ბრუნავს!“
 
nukriaДата: შაბ, 15.09.2012, 23:15 | Сообщение # 13
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გახედავ მიდამოს
და მზეში ჰქრებიან
მთაზე იერიშით ასული ნაძვები,


ბავშვივით ჩაირბენ მდინარეს ქვებიანს,
დასიცხულ სილაზე ჩრდილივით გაწვები.
წევხარ
და მის სახელს გაგონებს გაღმა მთა,
წამწამებს – ირიბად დახრილი წიწვები..
შეიცნობ ბუნების უსიტყვო სამართალს
და მუნჯი ლექსების სირცხვილით იწვები.
 
nukriaДата: ხუთ, 31.01.2013, 17:36 | Сообщение # 14
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ქალი

ზღვისპირს მოადგა უცნობი ქალი...
(ვაჟმა იფიქრა „კარგი რამ არი!“),
ქალმა ჯერ ფეხით მოსინჯა წყალი,
მერე შეიხსნა წელზე ქამარი.

ქალს კაბა ნხრებზე გადმოეღვარა
(ვაჟი უცქერდა პირდაბჩენილი),
და იყო ქალი, როგორც ქვეყანა.
კოლუმბის მიერ აღმოჩენილი!
 
nukriaДата: სამ, 21.10.2014, 19:24 | Сообщение # 15
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
"აქ იჯდა _
აი, ამ ადგილზე,
ზღვა ფეხთით ეწვა
და ტანზე მარტო
ოქროსფერი
მზის სხივი ეცვა.
და ოქროსავით
უგრძნობელი,
მაგრამ გრძნეული,
თვალისმომჭრელად
ლაპლაპებდა
მისი სხეული _
ოქროს ემბაზი,
მარტოოდენ
ფორმა და ხაზი...
და ამის მადლით
ეძლეოდა
ყველაფერს აზრი!
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 00:00 | Сообщение # 16
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ზამთრის უსასრულო
ფიქრებ მისეული,
ბედის კრიალოსანს
უკან გადავითვლი,
თითქოს კარგი ხარ და
მაინც ჭირვეული,
ჩვენი თებერვალიც
მარტში გადახრილა.

დილაც აღგზნებული -
სარკმელს ეწაფება,
სევდის ჰაბიტუსებს
ცრემლებს ავარიდებ,
უკვე ავად ვარ და
ლექსი - მეწამლება,
ჩემი მუზისა და
შენი გადამკიდე.

ბოლთას ოთახებში
ტემპი არევია,
ზამთრის უსასრულო
ფიქრებს მიჩვეული,
გარეთ თოვლია და
უფრო ქარებია,
ახლა სხვისი ხარ და
მე ვწერ...
ჭირვეული...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 00:15 | Сообщение # 17
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
აქ ვიღაც თვრება და არ იკლებს
ქალაქის პრესტიჟულ რესტორნებს.
აქ, სადღაც, ქართველი მღერის და
იქ, სადღაც, სხვა ქართველს ესროლეს.

ზოგისთვის - მწვანეა ჯერ კიდევ,
ზოგისთვის - გაწითლდა მინდორი,
სადღაც, აქ, ქართველს აქვს ლხინი და,
სადღაც, იქ, სხვა ქართველს - დიდგორი.

იქ ზოგი სამშობლოს იცავს და
აქ ზოგი კუჭს და მტერს ახარებს,
მეუღლე ზოგის - შავს იცვამს და
ზოგის კიდევ, - იცვლის საყვარლებს.

იქ ზოგი თავის ვალს იხდის და
ზოგი კი - სულელ თავს არიდებს,
ზოგი შვილს უმღერის “ნანას” და
ზოგიც - ლუ მინალით აძინებს.

სადღაც, აქ, დრო გაჰყავთ უსაქმურთ,
სადღაც კი - ტყვიის წინ დგებიან...
სადღაც, აქ, კვდებიან შიდსით და
სადღაც, იქ, გმირულად კვდებიან.

ეს საქართველოა სხვადასხვა!
ზრდის ერთად მლიქვნელს და პატრიოტს,
თუმც სადღაც დაშვებულ შეცდომებს
ცხოვრება არავის პატიობს.
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 00:16 | Сообщение # 18
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჭალები, ყანა, ზვინები,
ოდა, ჰამაკი, ნალია,
მაგ გულში ჩაგეფინები,
სანამ ეს წლები გავლიან.

სულში რომ ჩაგიკუკულებ,
ჰადმე ვერ წახვალ ციცავო,
ღალატს არ გკადრებ ანტერო,
ერთადერთ ნენეს ვფიცავო.

მინდვრის ყვავილებს დაგათოვ,
ღრუბლებს დაგიწყობ ბალიშად,
ჩაგეფუნჩხები, გაგათბობ
და თუ სული არ გამიშპა -

მოდნი კაბებსაც ჩაგაცმევ,
როცა წაგიყვან შინაო,
აღმართ-აღმართ რომ ავივლით
შენ დაგაყენებ წინაო...

მარა ეს მემრენ, ახლა კი
ციცავ შენს პასუხს ველიო,
ან ისევ დარჩი ბაბასთან,
ანდაც მომეცი ხელიო.

ჭალებს,
ყანასაც,
ზვინებსაც -
ოდას,
ჰამაკს
და
ნალიას,
გოგოვ შენ ოღონდ დამთანხმდი -
ამათ სულ ყველას სცალია.
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 00:19 | Сообщение # 19
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
საქართველოში ინგლისურზე დადიან ბავშვები,
ტაო-კლარჯეთში - ქართულზე...

აი ეს ფიქრი ამტკივდა შენზე ფიქრისას და
ფილტვებიდან ხრიალით წამოსული
სიტყვა - "გურჯისტანი"
დაახლოებით ოცდამესამე ღერი
უშენობის მოწევისას
უკან ჩავაბრუნე...
ვახველებ?! - ვეღარ!

რაღაც ამ ბოლო დროს
აღარც მეწერება,
რაღა გავაგრძელო?
მაინც ყოველ ღამე
ასე მეფიქრებით -
შენ და საქართველო!...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 09:09 | Сообщение # 20
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ცაა არწივის, გორები - ქორის,
მინდორში ჩიტებს ბურდღავს მიმინო,
შენ შენი გზები მითხარი, თორემ
ამ გზებზე ისეც უნდა ირბინო.

საბა-სულხანის ბებერი ტორი
გონიოს კედლებს წამლად ატყვია,
სიცრუის სიბრძნე გაგაჩნდეს, თორემ
რა ხმალი დაგცემს, ანდა რა ტყვია.

კლდეზე გაწვება და გაიზმორებს,
ობოლი ნისლი იის ბწკლიანი,
ეს სიცხე გქონდეს, ეს სისხლი, თორემ
აქ ნამიც არის ნაპერწკლიანი.

ბალახებს, ჟვავებს, წვიმებს და თქორებს,
მხოლოდ ალერსი მიიტანს გულთან,
ქუსლში ეკალი ფეთქავდეს, თორემ
ვარდი წაიღონ რამდენიც უნდათ.

ცაა არწივის, გორები - ქორის,
შენ გულზე იდებ ღონიერ ხელებს,
ეს მიწა გქონდეს, ეს წყალი თორემ,
სხვა დანარჩენი იქნება მერე
 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость