მიხეილ ქვლივიძე - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
მიხეილ ქვლივიძე
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 09:13 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ო, მამულო დიდებავ და ლოცვავ,
ვაზის კალთავ კავკასიის კიდის,
შენი ჩანგი ვინ წყეულმა მომცა,
ძაღლი ყეფს და, -
ქარავანი მიდის.

არა ხვეჭად, არა მუჭის სარჩოდ,
ეს რამდენჯერ ავუჯანყდე სინდისს,
შენი ტომის დამდორება მახრჩობს,
ძაღლი ყეფს და, -
ქარავანი მიდის.

მარაბდასთან რაინდები წვანან,
მაგალითი ერთგულების დიდის,
ამ კნუტების ღირსი იყავ განა?
ძაღლი ყეფს და, -
ქარავანი მიდის.

ო, მამულო! - შენი მუდამ მწამდა,
მაგრამ როცა ქვაბთაპირი მბუგავს,
ან ეს ძაღლი ჩააძაღლე, - ანდა,
ქარავანი დააბრუნე უკან!
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 09:17 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
კიდევ ერთხელ მიამბე
გურჯისტანზე ეფენდი,
რატომ მღერის ყარდაში
ცრემლიანად ,,ჯილველოს"?
გუშინ შეღამებამდინ,
ჭოროხთან რომ გევედი,
ტაიას ხმა გევგონე,
აგზენ ბავშვებს ჰყიდდნენო.

ყოველ დილით ბაბაი,
რატომ გასცქერს ჩრდილოეთს?
რატომ ახლავს ამ სურათს
ნენეს ცრემლი ალალი?
ანდაც ყველა საღამოს,
მაინც რომც არ გინდოდეს,
,,სულიკოს" რომ მღერობენ,
რატომ მბურძგლავს ბალანი?

გურჯისტანი შორსაა?
იქ რატომ არ ვბრუნდებით?
ფეხით ჩავალთ იქამდის? -
მომიყევი ეფენდი,
რატომ არ დამასწავლი,
ასე რატომ ჩუმდები?
ნეტა გზები ვიცოდე
მარტოც მოვაფერებდი.

დავიბენი ეფენდი,
ვინ ვართ - ან ვინ ვიყავით?
მოდი დღესვე წავიდეთ,
იქნებ კიდეც გველიან,
ბავშვობაში ემიას
გორასთან რომ მივყავდი,
მებნეოდა - გახსოვდეს -
ამის მიღმა ჩვენია...

კიდევ ერთხელ მიამბე,
გურჯისტანზე ეფენდი, -
ისევ იმეორებდა -
ბიჭი ტაო-კლარჯელი
და უსმენდა უსიტყვოდ,
ცრემლიანი თვალებით,
თურქ ეფენდის სამოსში
ოთხმოცი წლის ქართველი!...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 09:19 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
„კოპიროვკის“ ფერადი და სიფრიფანა ქაღალდები,
დრომ რა უცებ წაიღო,
მეზობელის გოგოს როგორ ველოსიპედს ვახარბებდი,
წვიმამ არ გადაიღო.
წვიმამ არ გადაიღო და დღემ ათი წლის მოგონებად
ათი წუთი გაიღო.

რაც გრძნობებთან ახლოს არის დასაწერად მეძნელება,
ყავისფერი მაგიდა,
ადრე ჩემზე დიდი იყო, ვუყურებ და მეცინება,
დრო რა უცებ გავიდა.
სკოლის წლები მე და შენ და წვიმა ისევ, ბევრი წვიმა,
ჩამოყარა ამინდმა.

ჩემი იგი სიყვარულიც მაგ ბავშვობას შელეკია,
წლები წლებმა წაიღო,
ჩემი იგი მონატრებაც მაგ ბავშვობას შელევია,
წვიმამ არ გადაიღო.

ახლა ბავშვით ხელში ისევ ჩვენს სკოლაში შედიხარ და
რა ამაოდ გელოდი,
ჩემთვის ახლა სიყვარულზე, გაცილებით მეტი ხარ და
შენც თუ დაქალდებოდი -
არ მეგონა, წვიმა ისევ, ბევრი წვიმა, ჩამოყარა ამინდმა,
ბავშვობის და სიყვარულის, წლები ჰოი, რა უეცრად გავიდა.

უამრავი მსგავსი მაგრამ უფრო ჩემი ისტორია მთავარი,
ლექსიც ბანალურია და ესე ლექსიც სამწუხაროდ ჩემია,
გამივლია რამდენი და კიდევ ნეტა რამდენი მაქვს სავალი,
თურმე წვიმას სხვაგვარი და
უღიმღამო, მონატრება სჩვევია!...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 09:39 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
- მკაცრიაო, სითბოს არ ამხელსო, - იტყოდა დედა...
მჯეროდა, მაგრამ...
ბავშვობაში, გამღვიძებია, თან არაერთხელ,
როდესაც მამა,
შენ, ჩემს ოთახში, სარკესთან მდგარი, თმას ისწორებდი.

- მკაცრიაო, სითბოს არ ამხელსო, - იტყოდა დედა...
არადა,
შენს ოთახშიც ხომ იდგა ისეთივე, სარკით,
კარადა...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 09:47 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ღამეები ლექსების კამათლებს
მცირე კარამბოლით ისვრიან, ვთამაშობ,
როცა წვიმს სტროფები სხვაგვარად ამართლებს,
ვიგებ თუ არ ვიგებ შენ მაინც მკარნახობ.

ეპოქის სარკმელთან ფხიზლობენ გიჟები,
მუზა კი საღამოს ლექსებით არინდებს,
მე და შენ ვთამაშობთ, გორდება რითმები
და ჩვენი ოთახი მასპინძლობს ქარიტებს.

აქაა ვერსალი, ედგარ პო და ა.შ.
ღამეა, სამია, დუმილი უმეტეს,
თამაშმა მინაზე წვიმის ხმა დაახშო,
ფიქრებმა კამათლებს გზა გადაუკვეთეს.

მე თითქმის ოცის ვარ ერთი თვეც გავა და
ისევ ვითამაშოთ სხვა თავდავიწყებით,
თუ არ გამომივა ერთ ოცსაც გავატან -
წლებს და ყაიმისთვის უფრო გავიზრდები.

ვთამაშობთ, ღამიდან ღამემდე ვთამაშობთ,
ურთულეს თამაშებს მართლაც, განა იოლს?
იგებ და მიკვირს რომ მაინც შენ მკარნახობ,
მეყოფა კარნახი... მორჩა... გალაკტიონ!...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 09:50 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
რაღაც ბეთად და სხვაფრად დამცინი,
ნუ გააგრძელებ ძალიან გთხოვ,
სანამ გავდელდი, დროზე გამცილდი,
თორემ მეც ვიცი დაცინვა ჭოვ.

შენ კი აგრძელებ, და დგახარ მაინც,
ირონიით და ქილიკით სავსე,
რაღამც არ იშლი კაი ბატონო,
ოღონდ შევთანხმდეთ მე და შენ ასე:

კაი, დამცინე სოფლელობაზე,
კაი, დამცინე უშნო კილოზე,
მთაში გაზრდილმა ვეღარ მოგბაძე,
გაზრდილს ქალაქში, სანაპიროზე.

კაი, დამცინე ჩაცმულობაზეც,
მაგ შენს სინდისზე ხელის აღებით,
რა ვქნა ქალაქელს თუ ვერ მოგბაძე,
სოფლად გაზრდილმა - კაიმაღებით.

ოღონდ ამაზე, არ დაგცდეს სიტყვა,
ამის გამო ნუ მიცქერ ზევიდან,
შენ არ მითხარი - მე და მეუღლე
ყოველ სამ დღეში ვართო ექიმთან!

თქვი არა? ბლაყვი ხარ შენ ნამდვილი,
მერე რა თუკი ცოტა მიმაჭრეს,
მე ამით ძმაო ქე მყავს ცხრა შვილი,
შენ კი მკურნალობ პოტენციაზე.
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 09:51 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე არ ვიცოდი თუ რა იყო სიბერე...
მე არ ვიცოდი როგორ ჩნდებოდნენ ბავშვები...

მამაჩემის პერანგის საყელოს,
თითქმის ყოველი დილით,
თივთიკის ძაფის მსგავსი
თ ე თ რ ი და გრძელი რაღაც ასწეპებოდა,
შეამჩნევდა, მოიშორებდა და
წითლდებოდა იმხელა კაცი.
ძმებს უკვირდათ -
ადრე ეს რაღაც შ ა ვ ი იყოო...

მივმხვდარიყავი? აბა როგორ მე ხომ არასდროს,
დამინახავს დედაჩემი ჩადრის გარეშე...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 09:55 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ლ ა მ ა ზ ს ა დ ა ჭ კ ვ ი ა ნ ქ ა ლ ზ ე მოვიდა -
მუზა,
ლექსიც
ცდუნებაში გაება.
თუ ასეთ ქალს დაიწუნებ მოდი და
დამანახე უფრო დიდი ღვთაება!
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 09:56 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ალუბლისფერი ციცავ ტუჩები,
დაუოკებელ ვნებით მაქეზებს,
მე შენი კოცნით ისე ვყუჩდები,
როგორც გაჭრილი თითი ბაგეზე
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 10:03 | Сообщение # 30
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სულ ცხრამეტი ზამთარი უკან დაგრჩა აშკარად,
ანუ შვიდიათასი დღე და კიდევ დღეები,
ეივახ, ძმაო რამდენი რაღაცები გადაგხდა,
დაგრჩენია შიშველი მხოლოდ მოგონებები.

ეუფ, რა დრო გასულა, წარსულში კი რაც იყო -
კარგი, შენმა გონებამ მონატრებით შემოსა,
კაცია და გუნება და შენც ალბათ მაგიტომ
გიხარია ყოველთვის დეკემბერის შემოსვლა.

ანდაც უფრო იმ მიზნით - რომ თოვაში წერისას,
ჩამოყრილი სტროფები სხვანაირად ამართლებს,
ღამეებიც ნამდვილად ხდება თეთრი ფერის და
არა მარტო ქუჩებში შენს ფიქრებშიც ტრამალებს.

წლები მართლა მიფრინავს, დღეს არა და ხვალ არა,
ჰა, ჰა რაღაც ექვსი თვე არც იქეთ და არც აქით,
ნუღარ დაიწუწუნებ მოითმინე პატარა,
მოვა შენი მეოცე - მეოცნებე ზამთარიც.

ე მერე კი შენ იცი, აკრიფე და მიუშვი -
არაფრიდან დაწყებულ სულ ყველაფერს მოედე
და მეოცე ზამთარიც ჩაიწერე წლიურში,
ერთიც წაილოთე და ერთიც წაიპოეტე.

მოკლედ მე მეტს ვერაფერს... რაც იყო და რაც არა,
მთვრალი ღამეები თუ პოეზია უმეტეს,
კიდევ რაც არ ითქმება აი სწორედ იმასაც,
სულ ყველაფერს ძამიკო გისურვებდი უკეთესს.

სანამ შემოგათენდა დაასრულე რავარცხა
ეგ ლექსი და დაწექი, ნახე თითქმის სამია,
ხვალ კი არ დაგავიწყდეს მაგ ქოჩორის დავარცხნა,
რომ დილითაც სარკეში გინახულო ძამია!...
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

მოგესალმები Гость