მიხეილ ქვლივიძე - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
მიხეილ ქვლივიძე
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 10:04 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს ზამთარიც მოწიწებით გავა,
წლებია რომ უკვე სხვისი გქვია,
სიყვარული? რაღად გინდა დავა,
შენი ბავშვის ჩემი თვალებია.

შემოდგომის დახუნძლულმა იჭვმა,
დამიზამთრა იმედების ფონი,
ნახე თოვლი დაიბერტყა ფიჭვმა,
ის ზამთარი მეორდება მგონი -

ბიჭმა ხელი შეაშველა როცა,
თოვლში ფეხი დაუცურდა გოგოს,
ისე მტკივა ახლა მე ეს კადრი,
ახალი დღე სტკივა მოხუცს როგორც...

ეს ზამთარიც მოკრძალებით მიდის,
რა აზრი აქვს, შენ ხომ სხვისი გქვია,
სიყვარული? ახლა ვხვდები მხოლოდ -
შენი ბავშვის ჩემი თვალებია...
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 13:41 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის ჩნდება მარტში...
შეათეთრებს მიდამოს ირგვლივ
და სილამაზეს შემოაფრქვევს ან კიდევ სურნელს,
მზეს კოცნის დღისით,
გაზაფხული იწყება მისით,
ხოლო მთვარე კი ღამეებს უთევს.

ის ჩნდება მარტში...
გამორჩევით ათეთრებს ხეებს,
სურნელს კი მისას გაზაფხული სუნამოდ იკმევს,
ხასიათს შველის)
ხშირად ქარს ელის,
ქარის შემდეგ კი ხალიჩების მოქსოვას იწყებს.

ის ჩნდება მარტში...
ფეთქდება და მას ჰქვია ასე:
ყვავილი ტყემლის.
 
nukriaДата: პარ, 09.12.2016, 13:50 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
დაგჩემდა მარტის ჭირვეული მელანქოლია
ორი სხვადასხვა გაზაფხული დაიწყო ჩვენთვის,
ქარმა ყვავილი მოსათოვად აიყოლია)
ჩემი დღეები ეფემერულ მოლოდინს ერთვის.

მზის ხავერდები მარტმა ხალვათად შემოგაფეთა,
ლექსის დაწერა თურმე შენზე რა იოლია,
აპრილმა ატმის ყვავილები შემოგაფეთქა,
ზაფხულმაც ფეხქვეშ შემოდგომა მოიყოლია).

სევდა ვერსალის, სიბრძნე ბოდლერის, შხამი ბოვარის,
შენს ხასიათში ჩაციკლულა მელანქოლიად,
სწორედ მაგიტომ შენი გრძნობის ვარ მათხოვარი,
თუმც უკვე ლექსიც, შენთვის არის კაკაფონია.

ორი სხვადასხვა დეკემბერიც ახლოა ჩვენთან,
ზამთარი ჩემი, პოეზიის მუქი ფონია)...
ასე, ჩვენსავით, ორი კაცით დაიწყო ღმერთმაც...
მოდი თავიდან?...
გამოგვივა
ასე მგონია...
 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:

მოგესალმები Гость