ვაჟა ფშაველა
|
|
nukria | Дата: ორ, 30.07.2012, 23:08 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დამსეტყვე ცაო!
დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლევინებ მოზღვავებულის ავითა!.. განა მარტო ვარ ამქვეყნად, სხვაც მრავალია ჩემფერა, ვისაც არავინ არ სწყალობს, წყევლას უბარებს ტერტერა. ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, გულიც მან გამიერთფერა. ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ, ხან შავაბიჯებ სერ-სერა; დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს ათასჯერ, განა ერთხელა; და ზედ დავმღერებ იმასვე, რასაც დღესნამდე ვმღეროდი… მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი გულ-მკერდზე დაიწეროდი! ბარო, წარბნი და წამწამნი იმ სიტყვით დაიკეროდი!.. ისევ მტერი ვარ იმისა, ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, _ იგივე მიყვარს, იგივე, ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი. სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, _ კეთილსა ვყვანდე ზიარად; ვერ მივცემ მტერსა მამულსა საჯიჯგნად, დასაზიანად… ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, _ ჯერ ისევა ვარ ფხიანად.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 21.08.2012, 19:09 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| დაგვიანებული პასუხი აკაკის
"ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო". აკაკი
ბევრი ვიფიქრე ძალიან,
თუ რა პასუხი გამეცა
შენთვის, მხცოვანო პოეტო;
დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა.
როს დავაპირე სიტყვის თქმა,
უცებ თავზარი დამეცა,
სიტყვა, მოსული სათქმელად
ენიდან მომწყდა, გამექცა.
დავღონებულვარ ძალიან,
თითქოს სახლ-კარი დამექცა.
რადა? რა ღმერთი გამიწყრა
მარგალიტების მფლობელსა,
რომ თავის უშნო ენითა
ვერას ვაგონებ მშობელსა?!
ბულბულისათვის გალობა
დაუწუნია რომელსა?
მარგალიტების მფლობელი
ენასა ხმარობს ღონედა,
და როცა მარგალიტს სთესავს,
ან თუ ააგებს ყორედა,
მაინც ის არი, რაც არი,
ჭორები მოაშორეთა!
იქნებ მე, ჩემმა ენამა,
სამშობლო დავაღონეთა?
ფრთები შევკვეცეთ ოცნებას,
დავამხეთ, დავამონეთა?
უვარგისობის მიზეზი
ფშავლობა არის სწორედა.
მოძღვნილი არი მთის მიერ,
ჩამოტანილი ქარისა,
რატომ არ ჰგუობს, არ ვიცი,
ამ ჰანგს ბუნება ბარისა?!
აქაც ხომ ქართველები ვართ,
ყვავილი აქაც ჰყვავისა,
ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად,
მთიელთ სამშობლო თავისა.
და ენა მთისა სიმტკიცით
მსგავსია კლდისა სალისა;
იქნებ, აკლია, არ ვიცი,
ამ ლომს სინაზე ქალისა?
ამისთვის დასაგმობია
და წასაღები წყალისა?!
კაცი მეტყველი, მგრძნობელი,
ცხოვლად ამხელი თვალისა,
ამგვარის ამბის მოწამე,
შევდრკე, დავმუნჯდე ლამისა.
მაინც წინ მივალ, მაინცა,
არ მეშინიან შარისა,
გულს მისვენია ხატადა
ენა მთისა და ბარისა.
მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ,
თუა ქართველის გვარისა,
მოთაყვანე ვარ ყოვლისა
იმათ ტკბილის და მწარისა.
სხვა რამ მაშინებს, ისა ვსთქვათ,
დამხშობი მზის და მთვარისა,
სამშობლოს დამამხობელი
და გამომჯრელი კარისა...
სჯობს, რომ იმაზე ვიტიროთ,
მუდამ მთქმელი ვარ ამისა,
ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ
მთიდან ყვირილი ხარისა.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 27.08.2012, 22:59 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია!
გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრკელადა; ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო დაჩაგრულების მცველადა.
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა; ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა;
არ წამიხდინო, მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა! მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა,
ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა, - თვალებში მადლ-დაკარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა. ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს
მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა: სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,
ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!..
გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...
ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული; როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, -
მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა,
სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა. სული - შენ, ლეში - მიწასა, - აღარა ვგლოვობ ამასა;
თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი, შვილი - დედას და მამასა.
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 17.11.2012, 22:14 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიტყვა ეული
სიტყვა გადვაგდე ერშია, სიტყვა, რა სიტყვა? - ეული, ტანჯულის გულის ნაცრემლი, ჯავრით ნაკვები, სნეული, გულგაგმირული, ბეჩავი, თავს მანდილჩამოხეული!
ასე წვა-დაგვით გაზრდილმა, რას ვიფიქრებდი, იხარა... წვერს მარგალიტი მოისხა, ტანი ზურმუხტით იფარა;
მთელს ქვეყანაზე სხივსა ჰფენს, როგორც ცამ, გამოიდარა. დაბრძანდა ოქროს ტახტზედა, ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი: ისაა ქვეყნის ნუგეში, იმას შეჰხარის სოფელი;
მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი, მისი კეთილისმყოფელი.
ვიცინი... იმას, ქვეყანას, ან რა საქმე აქვს ჩემთანა? _ მიხარის, ჩემმა გაზდილმა რომ ბინა ჰპოვა ერთანა, _ ერთმა საწყალმა სიტყვამა, ბოროტ კაცთაგან წყეულმა, ბეჩავმა, ცრემლით ნაბანმა, თავს მანდილჩამოხეულმა...
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 14.07.2013, 13:49 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კაი ყმა
კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდეს? ვინა, ვინ არი კაი ყმა, ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?
მიდით, იქ მიდით, სადაცა ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს, მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ _ მტერსა, ხმლები, ხანჯრები ელავდეს. სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს, ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს; ფარების დადგეს ჯღრდეები, თვალები თვალებს სწველავდეს; მოციქულობდნენ ტყვიანი, შუბები შუბებს სწვერავდეს. ჭიაფრად მუზარადებსა სისხლის წვიმაი ჰფერავდეს; დაგელაობდეს სიკვდილი, სუდარაებსა ჰკერავდეს.
ვინც მიეგებოს მტერს წინა, წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს, სახე სისხლგადამდინარი ტკივილს არ გამოიტყოდეს, თავზარსა სცემდეს სიკვდილსა, ზედ ქორებულად ფრინავდეს, სიცხეში სიოდ დაჰბეროს, დაათბოს, როცა ჰყინავდეს. პირველად ომის დამწყები ბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს; სხვანი იყოფდენ ნადავლსა, ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს; მიძღვნილსა საუფროსოსა ამხანაგებსვე სწირავდეს. დარაჯად ედგას ლაშქარსა, როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს. სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს, ცდუნება არა სძირავდეს.
მტრის ჯავრის ედგას ლოგინი, მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს. იქ იდგას ხმალამოწვდილი, საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს, დაბეჩავებულს სიმართლეს უსამართლობა სძალავდეს. სხვისა იუბნოს სახელი, თავის გარჯასა ჰმალავდეს. მზედ იდგეს ხევსურეთისა, უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს. სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი, კვდებოდეს, არა გმინავდეს; თავის სამარხად, სუდრადა, მარტო სახელსა სწირავდეს.
ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა, მკვდრისა ვსვათ შესანდობარი. წყლული სცნას დედის კოცნადა, თავის ლოგინად _ სამარი, საკაცე _ თავის ლურჯადა, ქვა-ლოდი _ ნაბდად საფარი, ქალისა, რძლისა ქვითინი ეგონოს სიცილ-ხარხარი, დენა ცრემლისა _ ხორხოშა, ღრუბელთა გადმონაყარი.
სულეთს შავიდეს ხმლიანი ლაღი ლაღისა ცხენითა, წინ მიუძღოდეს არწივი ხმით მოყაშყაშე, ფრენითა. ქება უყივლონ გმირებმა, გადასრულებმა ჩვენითა. ერეკლემ ხელი მაჰხვიოს, დაისვას თავის გვერდითა, გამაეგებოს თამარი მცინარი, თავის ფეხითა. გახარებული უფალი კარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა. ანგელოზები ხარობდენ, ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.
აი, ვინაა კაი ყმა, მოსაგონარი ქებითა! არა თქვენ, სადიაცენო, რო ძროხებივით სძღებითა; ღამე მაძღრები დასწვებით, დილით მშივრები სდგებითა; თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდ არც როს არ გამასდგებითა. თავისად სცოცხლობთ, მცონარედ, ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა; გაიგებთ კარგის გარჯასა, გწყინსთ და შურითა ხდებითა; უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს, უქმად საფლავში სწვებითა. დაჰკარგავთ სააქაოსა, ვერც საიქიოს სწვდებითა. არ იცით, დასჩნდით რისადა, ან რისათვისა ჰკვდებითა!
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 31.01.2014, 19:43 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრკელადა ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო დაჩაგრულების მცველადა. ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა არ წამიხდინო, მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა! მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი, შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა, ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა, - თვალებში მადლ-დაკარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა. ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა: სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!.. გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი… ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, - მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა. სული – შენ, ლეში – მიწასა, - აღარა ვგლოვობ ამასა თევზი – წყალს, ცასა – ვარსკვლავი, შვილი – დედას და მამასა.
|
|
|
|
nukria | Дата: კვ, 02.03.2014, 03:33 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| კიდევ ვეღირსე გაზაფხულს, ციდამ მანანის დენასა; ბუნების გამოღვიძებას, ფრინველთ საამო სტვენასა, – გუშინ მეგონა, დავმუნჯდი, დღეს ისევ ვიდგამ ენასა. ყურს ვიღა უგდებს ამ დროსა პირად ჭირს, კერძო წყენასა?! მშორდება, თუ რამ ჭკვაზედა ან გულზე ჟანგი მდებოდა... გული აძგერდა სხვარიგად: ვნახე, ზამთარი კვდებოდა. მტარვალად გამომცქირალი მთებზე ყინული დნებოდა; და ჰა სულ-გულის სიცოცხლე სამარიდამა დგებოდა! აყეფებულან ხევები, ცეცხლს აკვესებენ პირითა: ვის მუქარაზე მიდიან, ვის აკვნესებენ ჭირითა? იქნება მაყრები იყვნენ, მეფე მოჰყვანდეთ ლხინითა? კართანას უცდის არაგვი ვეფხვი ალმასის კბილითა: "მოვიდეს, ვინაც ვაჟია!" ადრტვინებულა ჟინითა. უროს სცემს სალსა კლდეებსა, გაუმაძღრებსა ძილითა. ამდგარა ამირანიცა, კლდეში დაბმული ჯაჭვითა. დაუბღუჯია ხმლის ვადა მოუღალავის მაჯითა, კვლავ სთელავს დედამიწასა თვალ-გაუწვდენის ლაჯითა; სისხლს იძევს, ვინაც ტყვეობის გმირი აწამა ბაჟითა. საცა გავხედნებ, ყველგანა ზღვა მოვარდნილა მწვანისა, გულისა გამგულებელი, დამათრობელი თვალისა. დღეს სამოთხეში ვნეტარობ, დარდი არა მაქვს ხვალისა. იამაც მომცა სალამი, დამ კვლავ ძმა იცნო თავისა. გვერდს უდგა დიაკონაი, როგორ ამაყად ჰყვავისა!.. მონა ვარ, მონა ბუნების, ღონე არა მაქვს დავისა!
|
|
|
|
nukria | Дата: შაბ, 26.04.2014, 21:44 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ვაჟა (სიმღერა) გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს, ნუ დავბერდებით შავადა. სინათლე ნუმც გაგიქრება და სხივი _ მოძმეთ ნუგეში, ანდერძსა მამა-პაპისას ფრთხილად ვინახავ უბეში. ძალნო ცისანო, გვიშველეთ, საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში! გულს ნუ მომიკლავ, უფალო, იმედს ნუ დამინიავებ, დაზიანებულს სიცოცხლეს მეტად ნუ დამიზიანებ; მიშველე რამა, შენს მადლსა, წამალს ნუ დამიგვიანებ! არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე, უსულოდ გდებულს, ტიალად; სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი მათრევდენ, მჭამდენ ზიარად. ნუ გადამაქცევ, უფალო, შხამისა სასმელ ფიალად! კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე გავტყდე, ეს რაღა შნო არი?! სიმტკიცე მიჭირს დიადი, ეხლა ისეთი დრო არი. გამშორდი, სულით სიდაბლევ, გზაო, მაშინებ ვეღარა, _ იმ თავად, ჩემო სავალო, შენზე ეკალი ეყარა. გაკაწრულ-გაფხაჭულები დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა. ვიცოდი ძალიან კარგად, ეს უნდა გადამეყარა და დღესაც ისევ ძველებრივ უნდა ვიხადო ბეგარა. გულო, გაკლდევდი, გამაგრდი, ნისლი ნუ გადაგეფარა: თუ აქამომდე გავძელით, დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 27.05.2014, 17:11 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან ნაშობი ოცნება გულს ლახვრად გავიყარეო. არ მიმეფარო თვალთაგან, დამიცევ, დამიფარეო. ბევრი ვაება ვიხილე, ბევრი დღე ვნახე მწარეო. მზის სხივებივით ბრწყინავენ, რაც მე ცრემლები ვღვარეო. ის მოიგონე, მაინცა, ბეჩავო, არე-მარეო! ჩემს ცრემლს უბეში ინახავ, განა, სამშობლოს მთვარეო?! არ მიღალატო, ოცნებავ, მნახოდი მალი-მალეო. კი არ მიმუხთლო, შემომწყრე, იარო გარე-გარეო. თუ ამას იზამ, წინა დღით საფლავი გამითხარეო. მოვკვდე, კაცთ ხელი არ მინდა, ოცნებავ, დაგიბარეო: მარტო შენ მნახე, გულზედაც მიწა შენ მომაყარეო.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 06.06.2014, 13:06 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მზეო, მისდიხარ-მოსდიხარ, ცით მიწის მანათობელი, რით არ მოგწყინდა სინათლე, სიბნელის დამამხობელი? ერთხელ მკვდართადაც ამოდი, ცივთა სამარეთ ცაზედა; მადლია, ადამის ძეთა ნათლად დაადგე თავზედა. მკვდარს მინდა შენი სინათლე, ცოცხალს სიცოცხლე მკმარია, ტრფობით ავსილის გულისთვის ცა ღრუბლიანიც დარია. თავისი მზე მყავს ცოცხალსა, თუ არ გჯობს, არა მდარია... მაშინ მინათე, ტიალო, როცა ვიქნები მკვდარია; გულს გრძნობა აღარ შაეძლოს, თან ტკბილი, თანაც მწარია, უაზროდ, უსიყვარულოდ ჰლპებოდეს, როგორც ჩვარია. მაშინ გამათბე, ტიალო, მადინე ცრემლის ღვარია და მაგრძნობინე თუნდ ერთ წამს, სიყვარულისა ძალია. თუ მზე ხარ, მაშინ მიმზევე, მიშველე, შემიბრალია!
|
|
|
|