ვაჟა ფშაველა - Page 3 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ვაჟა ფშაველა
nukriaДата: სამ, 10.06.2014, 17:37 | Сообщение # 21
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
1

აზრი და გრძნობა წავიდნენ
დასასვენებლად მთაზედა:
გრძნობამა კრიფა ყვავილნი,
კაბად ჩაიცვა ტანზედა, –
ათასფრად აჭრელებული
ყვავილებისა ნაკერი,
ყველას ჰპოვებდით კაბაზე –
ყვავილი გინდათ რა ფერი.
აკვნადა ჰქონდა ნიავი
მადლ–სხურებული, მთებისა, –
ზედ ერწეოდა ბავშვივით
და ნისლი იმის თმებისა
ნამს აპკურებდა მიწასა,
მარგალიტებად სცვიოდა,
ნაირ–ნაირი ყვავილი
მიწიდან ამოდიოდა.
სტკბებოდა ჯიხვების ხტომით,
ფრინველებისა სტვენითა
და ღამე საიდუმლოის
მთათ მწვერვალების ფშვენითა.
ანგელოზების ნანინა
ატკბობდა აღმაფრენითა.
სულ დაავიწყდა ქვეყანა,
მისი ლხინი და ვარამი,
ისიც, ვინც განცხრომით სცხოვრობს
და ვისაც ესვა ბალღამი.
აზრი, ვით ხარი მანძილა,
იარებოდა დინჯადა,
ტანს არ იმშვენებს ყვავილით,
თუმც მცენარეებს სინჯავდა.
უვნებელს სძოვდა, სცოხნიდა,
სამავნებლოსა სწიხლავდა
და მთების გაჩენისათვის
ღმერთსაც მადლობას სწირავდა.
ზაფხული იყო მაშინა:
მთა–ბარს ბუნება ქველობდა,
მწერი და არსი ყოველი
გალაღებული ხელობდა;
მთაში გრილს ნიავს უბერავს,
როცა ბარშია ცხელოდა.
მთის მწვერვალზედა მდგომარე
მკერდს მიუპყრობდა ნიავსა.
ალერსიანად გასცქერდა
იმ არემარეს მთიანსა.
მომავალზედაც ჰფიქრობდა,
რომ მოიტანდა ზიანსა.
ჯერ არ შეჰყროდა გრძნობასა
უდარდელს, თავაზიანსა.

2

რა ქმნა ქვეყანამ მაშინა,
უგრძნობ–უაზროდ გდებულმა?
ერთმანეთს ჭამა დაუწყო
ყოველმა მირონ–ცხებულმა.
ძმამ ძმას სამარე უთხარა,
შვილი დაარჩვა დედამა;
თვალებში შხამი ჩაისხა
მშობლების თვალთა ხედვამა.
გაჰქრა ყოველგან, გაქარწყლდა
სიმართლის ყველა ნასახი,
გამეფდა მხოლოდ მგლის მადა,
ძალა, დანა და მათრახი.
ქარა–მტვრად იყო ქცეული
ენა–წყლიანი მუდარა,
ისმოდა ერთისგან სხვაზე
მხოლოდ წყევლა და მუქარა.
ტანთ ეცვა ტურფა სამყაროს,
როგორაც ცხედარს, სუდარა.
დრომ განვლო, მოულოდნელად
ბუნებამ ფერი იცვალა.
რაც სამკაული ტანთ ეცვა,
ვხედავ, რომ გამოიცვალა.
ბალახნი ყვავილებითურთ
ჩახდნენ, მიჰბარდნენ მიწასა,
ლოლიაობა მოსწყინდა,
აღარ სცალიან ძიძასა
და გაუთეთრდა თმა–წვერი
ბუნების მხცოვან ბიძასა.
თვალს რომ ვავლებდი, ვხედავდი
თმა–წვერს მაღალის მთისასა,
ძალაუნებრივ წარმოვსთქვი:
“გმირო, ვაჰ, დედას მტრისასა!”

3

აზრი შემოჰხვდა გრძნობასა –
ბალღს თავ–პირ–ჩამომტირალსა,
გუშინ, გუშინ–წინ მოლხინარს,
პეპელასავით მფრინავსა.
გაჰხუნებიყო სამოსი,
შემოსჭკნობოდენ ყვავილნი,
ტირილად გადაჰქცეოდენ
დღენი სიამით გავლილნი.
“აბა რას ჰფიქრობ, დობილო?” –
ეუბნებოდა გრძნობასა:
“აქ უნდა მოველოდინოთ
ახალ–წელსა და შობასა.
ზამთარი მოდის, სიცივე,
ის გაგვიმწარებს ყოფასა.
გავშორდეთ აქაურობას,
სჯობს ჩავიყარნეთ ბარადა.
იქ ისევ მწვანობს ბუნება,
საამო თვალად–ტანადა.
თუ არ წამოხვალ, იცოდე,
რომ გაგიყოლებ ძალადა”.
– რადა? ხვალ გამოიდარებს, –
წამოიძახა გრძნობამა:
– აქ მირჩევნია ცხოვრება,
მიმილტო მთების ცნობამა.
“სტყუვდები, ბრიყვო, ცხრა თვემდე
ვერ ჰნახავ უკვე ნახულსა:
დაგაზრობს ყინვა და თოვლი
კოპწიას გამოპრანჭულსა,
და სადმე კლდეზე სულს დაჰლევ,
სიცოცხლის მწყევარს, ტანჯულსა”.
გრძნობა უაზრობს, აზრი კი
სწყრება და ჯავრობს დიდადა;
და რაკი გრძნობამ უარჰყო
მისი ნათქვამი მშვიდადა,
გაჯავრდა აზრი, აღელვდა,
ფრთა გაჰკრა სილად ყბაშია,
გაიგდო წინ და ერთ წუთას
ჩამოიყვანა ბარშია.
და რა იხილა ორივემ
თვის სამფლობელო ძველია,
წარმოიდგინა, მთას ყოფნით
რაც ცოდვა ჩაუდენია.
გაერთხნენ ადამიანთა
ძველებრივ გულსა, გონშია,
დაიდვეს უკვდავი ბინა
ადამიანთა ტომშია.
რომელი რომელს სჯობია,
ვერავინ იტყვის, ორშია.
საქმე კი მოხდა საგრძნობი,
თქმულა წინანდელს დროშია:
სულ შეიცვალა ქვეყანა,
მის მოქმედება ყოველი:
გამკითხველი ჰყავს სოფლადა,
თუ ვინმე არის მთხოვნელი,
ტკბილად ეკრობა დედის მკერდს
ყრმა ჩჩვილი, ძუძუს მწოვნელი.
დედაც შეჰხარის პატარას,
ტკბილის სიტყვების მთხრობელი.
გრძნობა ცეცხლს ანთებს, აზრი კი
შეშისა არის მშოვნელი.
იპოვა გრძნობამ ადგილი
თავისა დასადგომელი.
აზრმა დაბღუჯა ძარღვები
ადამიანის ტვინისა,
ეჯაჯგურება რაც ძალუძს
მავთულებს ვნებათ ჟინისა,
ასწავლის გრძნობას ვნებიანს,
სმა როგორ უნდა ღვინისა.
მოაწესრიგებს გლოვასა, –
საზღვარი იცის ლხინისა.
გზის მიმცემია გრძნობისგან
მოწონებულის ძილისა.
ათირებს, როდესაც გრძნობა
ჩჩვილი ყრმასავით სტირისა.
ხან გლოვა გვესმის სოფლადა,
ხან ჟრიამული სტვირისა,
სჭარბობენ ერთი–მეორეს,
როგორ აჯობონ ვინ ვისა.
 
nukriaДата: ოთხ, 11.06.2014, 20:06 | Сообщение # 22
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
განა კაცია ტვინ-თხელა,
ბევრს რომ ფარფატებს ჰყვირისო.
გვაშორე, ღმერთო, გვაშორე
ერისთავობა ვირისო!
არივა მთელი ოჯახი,
ერთი-მეორეს წაგვკიდა,
მქადაგებელმა ძმობისა
ძმობა პირველმა გაყიდა.

რას სჩადის, არც თითონ იცის,
ვაი რა ფრიად ცეტია!
ვინაც ტვინ-თხელას უგონებს,
იმაზე სიტყვა მეტია.
არ იქნა, როდი შევიგნეთ
თავი და ბოლო ჩვენია.
ისევ ჩვენზედა მართლდება
ნათქვამი ძველის-ძველია,
წინ გვიძეს მაგალითები,
ცხონდა ამისი მთქმელია:
“ციხე როს შიგნიდან ტყდება,
მაშინ იმარჯვებს მტერია”.
ტვინ-თხელაძეთა მიმყოლი
რა გზას გაიკვლევს ერია?!
ღმერთო, გვაშორე, ეს ღვარძლი
საიდან გამოგვერია?
სად გაგონილა, მითხარით,
ნამდვილი მწყემსი ფარისა
რომ მგლებს უსევდეს სამწყსოზე,
საამებელად თვალისა?
ყოფილა, არა მჯეროდა,
მტერობა თავის-თავისა.
ალბათ ყოფილან კაცები,
ვისც თავში ტვინი ჰქავისა.
ვერა შველს ვერა წამალი
და ვერც გამოცვლა ჰავისა…
 
nukriaДата: ოთხ, 11.06.2014, 20:44 | Сообщение # 23
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მინდა გულმა გაიხადოს თალხები,
მინდა ცხოვლად ავახილო თვალები,
მხიარულმა ვნახო მუდამ ქალები,
რომ დავჩაგრო ქვეყნის მსრველი ძალები.
მაგრამ არა! გულში ისევ ბნელია:
უმსგავსობა ვერსად გამიმხელია,
ვიმალები, უმსგავსი ვარ, მრცხვენია,
ბნელი ძალა ჯერ ვერ დამიძლევია.
ღირსი არ ვარ თქვენთან ყოფნის, სალმისა,
არც მღერისა, ქაღალდის და კალმისა.
 
nukriaДата: შაბ, 21.06.2014, 23:30 | Сообщение # 24
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
განა კაცია ტვინ-თხელა,
ბევრს რომ ფარფატებს ჰყვირისო.
გვაშორე, ღმერთო, გვაშორე
ერისთავობა ვირისო!
არივა მთელი ოჯახი,
ერთი-მეორეს წაგვკიდა,
მქადაგებელმა ძმობისა
ძმობა პირველმა გაყიდა. რას სჩადის, არც თითონ იცის,
ვაი რა ფრიად ცეტია!
ვინაც ტვინ-თხელას უგონებს,
იმაზე სიტყვა მეტია.
არ იქნა, როდი შევიგნეთ
თავი და ბოლო ჩვენია.
ისევ ჩვენზედა მართლდება
ნათქვამი ძველის-ძველია,
წინ გვიძეს მაგალითები,
ცხონდა ამისი მთქმელია:
“ციხე როს შიგნიდან ტყდება,
მაშინ იმარჯვებს მტერია”.
ტვინ-თხელაძეთა მიმყოლი
რა გზას გაიკვლევს ერია?!
ღმერთო, გვაშორე, ეს ღვარძლი
საიდან გამოგვერია?
სად გაგონილა, მითხარით,
ნამდვილი მწყემსი ფარისა
რომ მგლებს უსევდეს სამწყსოზე,
საამებელად თვალისა?
ყოფილა, არა მჯეროდა,
მტერობა თავის-თავისა.
ალბათ ყოფილან კაცები,
ვისც თავში ტვინი ჰქავისა.
ვერა შველს ვერა წამალი
და ვერც გამოცვლა ჰავისა…
 
nukriaДата: შაბ, 21.06.2014, 23:31 | Сообщение # 25
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
სამშობლოს მცვენლო, სადა ხართ?!
ერთხელ ვერ გნახეთ თვალითა,
სახე ნათელით, აბჯარში და მადლიანის მკლავითა.
რა ძლიერ შეგყვარებიათ თავისი მშვიდი სადგური...
ადექით, ერთხელ გვეჩვენეთ, ერთხელ დაგვიგდეთ ჩვენც ყური!
გვეჩვენეთ, თორემ ეს არი გაყინა ტვინი და გული,
ხვალ აღარ გვეცოდინება ანდერძი თქვენი და რჯული.
 
nukriaДата: შაბ, 21.06.2014, 23:32 | Сообщение # 26
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
გულზე წყლულები გამრავლდა,
თავში ფიქრები ღელავენ;
ზოგებს ჩაუცვამ შავები,
ზოგნი ისევა ელავენ,
ლაფიანს სინამდვილესა
ია-ვარდითა ჰფერავენ.
დაფლეთილს ობლის კაბასა
ფერად ნაჭრებით ჰკერავენ…
მიყვარს ნათელი ფიქრები,
არ მტანჯვენ, არა მთელავენ.
მტირალო შავო ფიქრებო,
არ მამწონ თქვენი გოდება.
დამწვარს და გაოხრებულსა
ცრემლის-ღა მინდა მოდება?!
უსასოებას მიმოძღვრებთ,
ცოცხალს სულსა მხდით ძალადა.
ჯერ ცოცხალი ვარ ისევა –
ძალ-ღონეცა მაქვს მრავლადა.
მომესიენით, წყეულნო,
რა მნახეთ, გავხდი ავადა?
დღეს ავადმყოფი, არ უწყით,
ხვალ შევიქნები კარგადა!
მოგიგდებინებთ, არ გზიდავთ
უსიამოვნო ბარგადა.
შორს ჩემგან, შავო ფიქრებო,
გამშორდით, დაიკარგენით!
იმათ ეწვიეთ, ქვეყანას
ვინც სტანჯავს ავის ჩადენით.
თქვენ ჩემთან ხელი არა გაქვთ, –
შემოსილი ვარ ნათელით.
 
nukriaДата: კვ, 22.06.2014, 18:32 | Сообщение # 27
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეშმაკს რად ვაქებ, იცოდეთ,
საცოდნელია სწორედა,
ხომ ეშმაკია ბოროტი,
ფულიც დაუდგი ყორედა, –
ქრთამს არ აიღებს არასდროს,
თავის გზას მისდევს სწორედა.
ჯოჯოხეთისა მიდამო
იმას ეკუთვნის სრულადა.
წმინდანთა მისი საქმენი
გვამცნეს და იცნეს კრულადა.
მაგრამ მე ისე არა ვსცან,
რაც მათ სდებიათ გულადა,
ეშმაკი ეშმაკი არის,
ბოროტი სული, წყეული,
ცოდვების ჩასადენადა
კაცთათვის გამოსეული.
მაგრამ ბოროტი ცოდვასა
არ დაგისახავს მადლადა,
თუნდ ურმით ოქრო მიართო
თავის ცოდვების სახსრადა.
მაინც ჯოჯოხეთს უჩვენებს,
ამას ამბობენ, სწორია.
ცხვარს არას ერჩის, მას უყვარს
კაცი, რომელიც ღორია.
აბა, რისათვის ვაძაგო!.
ამისთვის გასაჭორია?
ავსულთა ჯავრი ჩემს გულზე
მარტო მას მოუფონია.
არც უნამუსო ყოფილა,
არცა ჰკლებია გონია,
მაინც ჩვენ ეშმაკს ვუწოდებთ,
ქვეყნისო დამაღონია.
 
nukriaДата: სამ, 03.02.2015, 15:59 | Сообщение # 28
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
«Муцал,
Ты как герой в сраженьи пал,
Была крепка твоя десница!
Пускай она истлеет в прах,
Покоясь на могучем теле,
Чтобы не радовался враг,
Прибив ее в своем ущелье.
Хорошую ты мать имел,
Коль от нее таким родился!" (Важа Пшавела)
 
nukriaДата: შაბ, 07.03.2015, 14:19 | Сообщение # 29
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ის-კი არ არი ბიჭობა,
რო გამაგრებდენ, ჰმაგრობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
თავისთავადა ჰვარგობდე.

არც ის მგონია ბიჭობა,
ვისაც ერევი, ახრჩობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე.

მითხარ, ვის უთქვამ ბიჭობად,
დამჩაგვრელებსა სწყალობდე?
აბა, ბიჭობა ის არი,
დაჩაგრულთათვის სწვალობდე.

არც-რა ბიჭობა ეგ არი,
მაძღარი ჰმღერდე, ჰგალობდე,
თავი მოგქონდეს სხვებზედა
და ამის გამო გვშარობდე.

მგოსნობას არვის აცლიდე,
მუდამ ჰკვეხდე და სცხარობდე.
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
მშიერ-მწყურვალიც ჰგალობდე. ვაჟა-ფშაველა
 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

მოგესალმები Гость