თავადის ქალო
|
|
nukria | Дата: ორ, 27.08.2012, 23:48 | Сообщение # 11 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე?!
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს.
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
შენ გეკითხები, ცაო ნათელო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
რას გავუკეთებ მე საქართველოს?!
რომ ვდგავარ ახლა თბილისის კართან,
თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებო,
ამ უხეირო ლექსების გარდა
დაგვრჩა საფიქრი და საოცნებო?!
რა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი,
თუ მამულს თავი არ ანაცვალე, ―
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს!
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 27.08.2012, 23:49 | Сообщение # 12 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| (როგორ არ მინდა, ძლიერო სენო...)
როგორ არ მინდა, ძლიერო სენო,
ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო!
როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს
დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები!
ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე,
პირს მარიდებენ ქალიშვილები!
შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა,
ჩემს წინააღმდეგ აღსდექი ახლა.
შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ,
შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს,
შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა
და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა.
შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს
და შეაშფოთე რომაელები,
მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს
ამაოდ ცდილობ, რომ გაერევი!
შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა
და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა.
ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო,
ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 27.08.2012, 23:53 | Сообщение # 13 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| - ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, -
ასე იტყვიან შენზე ქალები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
სიყვარულს ვერსად დაემალები.
- ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, -
ასე იტყვიან შენზე ლოთები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
ახალ სიყვარულს დაელოდები.
- ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, -
ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები,
გამიხსენებენ, როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 27.08.2012, 23:54 | Сообщение # 14 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| საგურამოში ხე არის ერთი,
ხე — რხეული და რტოებხნიერი,
აქ ისვენებდა მუზების ღმერთი
და შუბლმაღალი ოლიმპიელი.
მოსტაცა დიდი სინათლე დღეს და
პრომეთეს ცეცხლი მისცა უკუნეთს,
აქ იჯდა იგი, ამ კაკლის ხესთან,
მხრებგანიერი, ვით საუკუნე.
როგორც ქართველი პოეტის შუბლი,
იმზირებოდა რტოებში მთვარე,
ზეცას არ აჩნდა იოტიც ღრუბლის
და ვარსკვლავები იფშვნეტდნენ თვალებს.
შარიშურობდა კაკლის ხის ტოტი,
ნანას უმღერდა წალკოტს ჩრდილიანს:
— ეჰ, აყვავდები, სამშობლოვ, როდის? —
მთვარესთან ღამით უთქვამს ილიას.
უყვარდა სიბრძნე და სილამაზე,
ეხურა ქუდი წითელი ფუნჯით,
აქ იჯდა იგი ნალისფერ ქვაზე,
დიდი მეტყველი და დიდი მუნჯი …
აქ უწერია ოქროსხელიანს
თავის მამულის სასახელოდა.
კაკლის ტოტები ახლაც მღერიან,
რასაც პოეტის ყელი მღეროდა.
მთვარემ დახია მწუხრის ზეწარი,
უკან დატოვა შავი ღრუბლები,
მე ცოცხალ პოეტს ვერ მოვესწარი
და კაკლის რტოებს ვესაუბრები.
მეტყვიან ალბათ, დაჩემებულად,
მწვანე ფოთლები ნელი ჩურჩულით,
თუ რაოდენჯერ აცრემლებულა
სამშობლოს ბედით გულდათუთქული.
მეტყვიან ალბათ, თუ ცეცხლი ღვივის,
როგორ დალეწეს სირცხვილის ზღურბლი,
როგორ გააპეს ბერდანის ტყვიით
ოლიმპიელის მაღალი შუბლი.
მეტყვიან, მკაცრი წყევლა და კრულვით
რომ მოითხოვდნენ მართლის მხილებას,
რომ იგი, ქართლის მტრების მოკლული,
დღეს გააცოცხლეს ქართლის შვილებმა.
დილისკენ თეთრი ნისლი იშლება,
სამოგზაუროდ მიდის მთაბარად
და იფანტება ველზე გიშრებად
ლექსი, ქცეული ხალხის ანბანად.
მეც ხომ ამ ლექსის ეშხმა მიშველა
და პოეზიის ცეცხლში გამბანა …
ყვარლის მთებიდან ქარს ღრუბლის მური,
ნიავს ნისლი და ცრემლი მოჰქონდა,
ვინ იფიქრებდა, რომ წიწამური
შეიქნებოდა მისი გოლგოთა!
შრიალებს რტო და მიწიდან მესმის
მკერდგანიერი პოეტის სუნთქვა,
ასწიე თასი და უცებ შესვი,
თუ ეს სიმღერა გულს გწვავს და გთუთქავს.
მისი სიმღერა თერგივით რბოდა,
და ეტყვის ახლა ქვეყნად გმირს - გმირი:
წარსულმა დადგა მისი გოლგოთა,
აწმყომ დაუწნა დაფნის გვირგვინი.
|
|
|
|
nukria | Дата: ორ, 27.08.2012, 23:55 | Сообщение # 15 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| მანანას
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,
და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით იესოს ტანჯულ მკერდზე
გადმომსკდარი სისხლის ღვარი?
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს, საფლავებში როგორ მოქრის ნაკადული,
როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?
ვის უნახავს ყვავილები ნაკადულის ნაპირებზე
და პეპლები, ყვავილებზე დაფრენას რომ აპირებდნენ,
დაფრენას რომ აპირებდნენ შავი ჯვრების მაღლობიდან
და ტკბებოდნენ ნაკადულის საამური გალობითა?
ვის გინახავთ სასაფლაო, თავს რომელი იმეტებდით?
მე მინახავს, მე მიცვნია დაკარგული იმედები,
გაფრენილი ოცნებები, გაძარცული გვირგვინები,
მე მინახავს, ვით სიცოცხლეს, მე — სიცოცხლე ვიგინები.
ეს მე ვმდგარვარ, შვილო ჩემო, ცივი ქვების პირდაპირა
და სიკვდილი შავფრთიანი ყელს მხვევია ბირდაბირად.
მე მიგრძვნია შავი შიში ამ მდუმარე ლოდებიდან:
მეც აქ უნდა დამეძინოს მეც აქ უნდა მქონდეს ბინა!
იქნებ ეგ სულ მალე მოხდეს, იქნებ, ღირს ვარ გასაწირად,
მაშინ ერთი დაიხსომე, ჩემო ქალო პაწაწინავ:
მოცქრიალდი ჩემს საფლავთან,
ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით ეს შლეგი ნაკადული, ვით ყვავილთა დედოფალი,
დაიხარე პიტალოზე ამაყი და დამამშვენი
და, ყვავილთა დედოფალო, მოიგონე მამაშენი,
მოიგონე მამაშენი, შუშა-ოქროდ გასაზრდელო,
თქვი, რომ მოკვდა სიყვარულით, შეუყვარდა საქართველო.
თქვი და ისე გაიცინე, მანანაო თვალხატულავ,
რომ მე გულზე გადმიქროლოს სიცოცხლედ და ნაკადულად!
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს, საფლავებში როგორ მოჰქრის ნაკადული,
როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?!
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 28.08.2012, 19:47 | Сообщение # 16 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ისე გავიდა ეს გაზაფხული... მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი, მე-სიყვარულით ვარ დაზაფრული, კიდეც რომ გსურდეს, ვეღარ მიშველი. ისე გავიდა ეს გაზაფხული, მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი
რა დაგიშავე, მითხარი ბარემ, რად ამითრთოლე მგზნებარე გული, რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.
მე სიყვარული ამიტანს უცებ, დაგეძებ, დამსდევს ფიქრთა კრებული, დავიარ თბილის ქალაქის ქუჩებს და დავბრუნდები აცრემლებული.
ვაი, სად გნახო, საით იქნები, ვიცი--გარბიხარ და მემალები, შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები და ამღვრეული ჩემი თვალები
ჩემთვის ერთია, სადაც იქნები, ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ, შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები, და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.
შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით, გაიცქრიალებ და შებრუნდები; მე ვნებიანი და ნამთვრალევი გეტყვი:_აროდეს არ შემძულდები!
ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ, ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური, მე შენთვის მინდა ეს საოცრება, ეს სიჭაბუკე და სიყვარული.
ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე : -ნეტავი მიწა მეყაროს გულზე!
ჰოდა თუ მოხვალ ვარდებით ხელში (პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი) ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხით და სიყვარულით განუკურნელი.
დავლევთ სიყვარულს როგორც ტკბილ ღვინოს, გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული, მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთ ეს სიჭაბუკე და სიყვარული.
|
|
|
|
nukria | Дата: პარ, 31.08.2012, 16:34 | Сообщение # 17 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ.
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!
ცოტა კიდევ, სალოცავო ხატებავ,
და ლაშქარი სვავების და ყორნების,
ვით ღრუბელი, ისე გაიფანტება
და თბილისის მიწას ვეამბორებით.
ხომ უყურებ, როგორც ხვადი ავაზა,
ორთქმავალი ისე უტევს უკუნეთს,
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ვიხილავთ ირმებსა და ბულბულებს.
ცოტა კიდევ ― და იელვებს კრწანისი
და მეტეხის ეკლესიის თავანი,
სადაც წმინდა მაცხოვარის ხატის წინ
ფეხშიშველა ლოცულობდა თამარი.
სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ,
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 04.09.2012, 21:40 | Сообщение # 18 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ძველი დღისათვის ქ. ხ-ს
ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების მწვავს სიყვარული ან სიძულვილი: მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების და გახსენების მქონდა სურვილი. და, აი, გუშინ, როცა კარადის თაროსთან წიგნებს ვეძებდი დილით, უეცრად ვნახე თქვენი ბარათი, თქვენსავით მკრთალი და ფერმიხდილი. - გილოცავ, ძმაო, ბედნიერ მყობადს, - ჩამჩურჩულებდა ნაზარ წერილი და მომაგონდა ჩვენი ბავშვობა აწ გარდასული და გაფრენილი. ო… არ იფიქროთ, რომ ლამაზების მწვავს სიყვარული ან სიძულვილი: მე მხოლოდ ძველი დღის დაფასების და გახსენების მქონდა სურვილი.
Сообщение отредактировал nukria - სამ, 04.09.2012, 21:41 |
|
|
|
nukria | Дата: სამ, 04.09.2012, 21:41 | Сообщение # 19 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| იმ სილამაზის წარსულს
მ. მ-ს
ჩემი ბავშვობის სახლთან ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს, და შენ მაგონებ ახლა იმ სილამაზეს წარსულს. სხვა რამ, შაირის გარდა, როგორ გაკადრო, აბა? რარიგ გიხდება და გრთავს ეს შინდისფერი კაბა! ხედავ? ზამთარი ქრება, ყვავილებს გაშლის ნუში; ყველგან ხალისი… სევდა – მხოლოდ პოეტის გულში. წუხილს წაიღებს ქნარი და სტრიქონებად დაქსოვს. - საღამო იყო წყნარი, თქვენთან ვიყავი, მახსოვს.
|
|
|
|
nukria | Дата: სამ, 04.09.2012, 21:42 | Сообщение # 20 |
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1 +
Репутация: 0 ±
Статус: Offline
| ანიკო ვაჩნაძეს
მე ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საათნავას მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ, ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს და საქართველოს ლურჯი ცის თავანს რომ უმღეროდა დაუღალავად! მე ვეტრფი ძლიერ თბილისის ხაბაზს, დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს, ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს, ნიკო ფიროსმანს და საათნავას! მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს, კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს, და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს, შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს! მე ვეტრფი მხოლოდ ლამაზის თვალებს, ლამაზი არის თბილისში ყველა და სიყვარულით უგონოდ მთვრალი და შველა უნდა ლამაზებს, შველა! მე ვეტრფი მეტად რუსთველის სახელს, ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს, ყველა ღვინის მსმელს და ყველა კახელს, ამ ჩემ პატარა ძველტაძველ მამულს, ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს, თბილისის ცას და თბილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საათნავას! მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს გამოვექეცი, ვერ იტყვი, ჩემზე გული არ აქვსო, მე გული მქონდა და შენ მოგეცი, მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მე შენს სიყვარულს გამოვექეცი! მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს და სურნელებას შენი ტანისას, გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ, ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა, მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს და სურნელებას შენი ტანისას! მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა, ვისაც სახელი შორს გაუვარდა, ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა, მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა! მე შენ მიყვარხარ და საქართველო, უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს! მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო, გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო! მე შენ მიყვარხარ და საქართველო, უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს! მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ, საიდან მოველ, ან საით წავალ, - და ვეტრფი ძლიერ თბილისის ჰავას ნიკო ფიროსმანს და საათნავას!
|
|
|
|