თავადის ქალო - Page 4 - Форум

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
თავადის ქალო
nukriaДата: ოთხ, 11.06.2014, 11:22 | Сообщение # 31
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საიათნავას,
მე იმ ლოთიან მომღერალს ვგავარ,
ქართველი ქალის შნოსა და ჯავარს
და საქართველოს ლურჯი ცის თავანს
რომ უმღეროდა დაუღალავად!

მე ვეტრფი ძლიერ თბილისელ ხაბაზს,
დილით ადრე რომ ააფრენს ლავაშს,
ორბელიანის ძლიერ მუხამბაზს,
ნიკო ფიროსმანს და საიათნავას!

მე ვეტრფი იმ თეთრჩოხიან მაყარს,
კრიმანჭულის დროს ცას რომ ახედავს,
და კახურ ამბოხს, შლეგსა და მაგარს,
შემოდგომაზე ქვევრს რომ გახეთქავს!

მე ვეტრფი ძლიერ ლამაზის თვალებს,
ლამაზი არის თბილისში ყველა
და სიყვარულით უგონოდ მთვრალი
და შველა უნდათ ლამაზებს, შველა!

მე ვეტრფი ძლიერ რუსთველის სახელს,
ვით საქართველოს სინდისს და ნამუსს,
ყველა ღვინის მსმელს და ყველა კახელს,
ამ ჩემს პატარა ძველთაძველ მამულს,
ქართულ ჩონგურს და ქართულ სალამურს,
ტფილისის ცას და ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საიათნავას!

მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,
ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო,
მე გული მქონდა და შენ მოგეცი,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი!

მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას,
გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ,
ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა,
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას!

მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა,
ვისაც სახელი შორს გაუვარდა,
ვინც კაცი იყო და ლექსად იქცა,
მე იგი მიყვარს, ვისაც უყვარდა
თავისი ქვეყნის ხალხი და მიწა!

მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!
მიწავ, მტერთაგან დაუთრგუნველო,
გთხოვ, შენი კალთა გადამაფარო!
მე შენ მიყვარხარ და საქართველო,
უთქვენოდ, აბა, რამ გამახაროს!

მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ,
საიდან მოველ, ან საით წავალ, -
და ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას,
ნიკო ფიროსმანს და საიათნავას!
 
nukriaДата: სამ, 17.06.2014, 01:07 | Сообщение # 32
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ბავშვობის სახლთან
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს,
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.
სხვა რამ, შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!
ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში;
ყველგან ხალისი… სევდა –
მხოლოდ პოეტის გულში.
წუხილს წაიღებს ქნარი
და სტრიქონებად დაქსოვს.
- საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი, მახსოვს.
 
nukriaДата: პარ, 18.07.2014, 19:08 | Сообщение # 33
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?!
საით წავიდნენ ვაჟები, რად მიატოვეს რაშები,
რაშები თამაშ-თამაშა, ომებში ნათამაშები?!
მაინც ეს ერთი თეთრონი, რა გულსაკლავად ჭიხვინებს,
ბედშავო, ვისაც ეძახი, ვაი რომ ვეღარ იხილე!
იმისი სული მტრედივით, ცაში გაფრინდა ლაღადა,
აღარ გყავს შენი პატრონი, ხერხეულიძე აღათანგ!
ეს მშობლიური ქარია, ჩვენი ალგეთის ველების,
თუ სუნთქვა ქარბუქიანი, ფაფარ-აყრილი მერნების?
მერნებო, ველურ ფლოქვებით, მიწა ამაოდ დატორეთ,
ამაოდ გაფიცხებულხართ, ამაოდ უხმობთ პატრონებს,
ფოლადის ბეგთარიანებს, ბნელში ამაოდ დაეძებთ,
ისინი მამულისათვის, მარაბდის ველზე დაეცნენ!
ერთი მათგანი დაჭრილი, უბეში დროშას მალავდა,
იწვა სისხლისგან დაცლილი… კურთხეულ იყოს მარაბდა!
ეს აწეწილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია?
ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია? –
დაწრიალებენ, დაძრწიან ქაფმორეული ლაშებით…
მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები?!
 
nukriaДата: ხუთ, 18.09.2014, 21:36 | Сообщение # 34
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, 

ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო! 

როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს 

დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები! 

ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე, 

პირს მარიდებენ ქალიშვილები! 

შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა, 

ჩემს წინააღმდეგ აღსდექი ახლა. 

შენ ბოროტების გარეშე ვერ ძლებ, 

შენ შეერკინე ანტიურ ბერძნებს, 

შენ ჰიპოკრატემ ჭლექი გიწოდა 

და მხოლოდ მაშინ შეშინდი ცოტა. 

შენ გადუქროლე რომის ქარვასლებს 

და შეაშფოთე რომაელები, 

მაგრამ ახალი დროის ქალ-ვაჟებს 

ამაოდ ცდილობ, რომ გაერევი! 

შენ შეგრჩეს ვაჟას ფილტვების დაღრღნა 

და ჩემს დაცემას ნუ ლამობ ახლა. 

ო, განვედ ჩემგან, ძლიერო სენო, 

ჩემს შემდეგ ნურვინ ნუ მოგიხსენოს.
 
nukriaДата: ორ, 19.01.2015, 17:23 | Сообщение # 35
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჩემი ქვეყნისოქროყანავ, დიდი გარჯით მოწეულო,სიწითლისგან დაბრაწულო,კანდამსკდარო ბროწეულო,ნაცრისფერი ღრუბლისძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო,მეგობრებო, მეზობლებო,შინაურო, გარეულო,ცხენისწყალისხეობაო, დაღარულო, დასერილო,ხვავიანო პურისყანავ, გლეხის ხელით დაწერილო,ხვამლის მთაზეგადასულო თეთრო ნისლო აფრიანო,შენი თეთრი ბაირაღისანამ უნდა აფრიალო?!ერთო ქალო, თეთროქალო, ქალო ბაგეთაფლიანო,თავთავებით ოქროსფერადმოსირმულო მთავ ფრიალო,მთებო, მთებო,რუხო მთებო, ნისლების თავსაფრიანნო,ზვარო, ზვაროჯიშიანო, ოჯალეშის ჯიშის ზვარო,ზვარო მტევნებგიშრიანო,გლეხი კაცის სანუკვარო,ფიჭვის ტყეო,ფიჭვის ტყეო, ნისლები რომ იტვირთეო,ნისლის ნამშიგანბანილო მთაო გულმკერდგადაშლილო,მთის გულ-მკერდშიდამალულო ოქრო, ვერცხლო, ქვანახშირო,საქართველოს სიხარულო_ ცხენისწყალო და ენგურო,და მამულის სიყვარულო,ხალხის გულში დანერგულო,მშობლიურო მინდორ-ველო,სიცოცხლეო საამურო,მწვერვალებზეანამღერო მწყემსი ბიჭის სალამურო,მოსავალო, ჭირნახულო,დილის ცვარით დანამულოდა ბულბულო ხმაწკრიალავ,ბუჩქნარებში განაბულო.თვითმფრინავოცაში ლაღო, მთებთან ახლოს მოფრენილო,ქვევით ქვეყნისედემ-ბაღო, ია-ვარდით მოფენილო,კვახის ლერწოგაბარდულო, ჩაქარვულო ტაროებო,მიწის მკერდზეგაფანტულო ღელეებო, წყაროებო,შემოდგომავ შემოქმედო,შემოდგომავ მადიანო,მტერმა გნახოს,შემოგხედოს, გული დაუდარდიანო!ცხენისწყალისსანაპიროვ და ღამეო მთვარიანო,ამდენი ხნის დანაპირო_ გოგონავ შავთვალიანო,აქოჩრილო რთხმელისტყეო, ბარდებო და იელებო,მეგობრებო, მეზობლებო,ახოვანო ჯეელებო,ბედნიერი ხალხისგარჯავ, გმირობის და ძმობის ყანავ,იძლიეროს მისმამაჯამ, ვინც დაგთესა მოგიყვანა!ჭირნახულით დატვირთულობეღლებო და ნალიებო,გამრჯელისთისგატენილო, უქნარასთვის ცარიელო,ხეო, ვაშლით გაფერილო,ტალავერის ჩეროებო,სამხრეთისკენგაფრენილო ყელმოღერა წეროებო,მეგობრებო, მეზობლებო,შინაურო, გარეულო,ნაცრისფერო ღრუბლისძნებო, ფიჭვის ტევრში გარეულო,ვარდებო და ყვავილებო,ბარდებო და იელებო,ახოვანო ვაჟკაცებო,უშიშარო ჯეელებო,კოლხელებო, ქართლელებო,კახელებო, მთიელებო, _თქვენთვის მინდაავამღერო ლექსი ჩემი ახლებური,თქვენთვისა მაქვსგულის კარი სასიმღეროდ გაღებული,მინდა ლექსითგესაუბროთ, დაგირხიოთ ხმა სალხენოდა ქართველი მგოსნისჩანგი ამ სიმღერით ვასახელო!
 
nukriaДата: შაბ, 02.01.2016, 19:34 | Сообщение # 36
Генералиссимус
Группа: Администраторы
Сообщений: 17580
Награды: 1  +
Репутация: 0  ±
Статус: Offline
ჯერ ფრთები არა გაქვს,
ჩემს მკლავებში ბარტყივით სახლობ,
რძიან მკერდიდან ეწაფები
საზრდოს სულისა,
მიფეთქავ გულში,
არა, შენ ხარ უფრორე ახლო,
ნაყოფო ჩემო
საოცნებო სიყვარულისა.

შენ ჯერ არ გესმის,
ამ სამყაროს ანი და ბანი,
მხოლოდ დედის სუნს
აჰყოლიხარ სუნთქვის წადილად,
ყოველ ცისკარზე რომ გეხსნება
ზეცისა კარი
და უფლისაგან ხელდასმული
რომ ხარ ნამდვილად.

შენ, ჯერ არ იცი
რა მადლი აქვს მაგ ციცქნა სხეულს,
შეგრძნებით სავსეს,
ვარდიფერი გგონია არე,
მედგრად რომ ვხვდები
ყველა დილას შენთვის გათეულს,
ღვთისგან კურთხევით
რომ იშვი და რომ გამახარე.

შენ ჯერ არ იცი,
რა ძალა აქვს ამ ქვეყნად დედას,
ის გაქცევს გმირად,
აგიშენებს შეუვალ კედელს,
არ დაგიხანებს,
სულს გაგიწრთობს და გაგიხედნავს,
შენს აღსაზრდელად
ემსგავსება დაუღლელ მჭედელს.

ხმა ერთად_ერთი შენ რომ გესმის,
დედის არს მხოლოდ,
ტკივილით რომ გშვა
და ღიმილით დაგიხვდა მოსულს,
შენი სიცოცხლე ვისაც უღირს
სიკდილის ბოლოდ,
დაბადებამდეც რომ უყვარდი
ბედნიერ ორსულს.

შენ ჯერ არ იცი,
ამა სოფლის სესხი და ვალი,
მე უნდა ვკვალო შენი გზები,
გაშორო მრუდე,
სურნელით რომ სცნობ
სწორედ მე ვარ, ის დედა_ ქალი,
ჩემი მკერდია შენი სახლი და
თბილი ბუდე.

და როცა უკვე გაიზრდები
ჩემი არწივი,
მოხრილი დედა,
საკოცნელად რომ ვერ მოწვდები,
მაგ ფართე მკერდზე შემიფარე
ძალა_გაცლილი
და საამაყოდ შენც შემასხი
ნამდვილი ფრთები.

/ნანა მეფარიშვილი/
 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:

მოგესალმები Гость